ქვიშა კენჭებად რომ არ იქცეს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

ქვიშა კენჭებად რომ არ იქცეს

ქვიშა კენჭებად რომ არ იქცეს
"ჩვენს სანათესაოში თითქმის ყველას ჰქონდა კენჭები, ზოგს - თირკმელში, ზოგს - ნაღვლის ბუშტში. ხანდახან თირკმელი მეც გამკრავდა ხოლმე, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი, სანამ ერთ მშვენიერ დღეს თირკმლის ჭვალი არ დამემართა. მაშინ კი ვიკადრე უროლოგთან მისვლა.

ექოზე თირკმელებში ქვიშა აღმომიჩინეს. ტკივილებს არც ამის მერე შევუწუხებივარ, მაგრამ ექიმმა გამაფრთხილა, თუ დროულად არ იმკურნალებ, საქმე ცუდად წაგივაო. გადავწყვიტე, ექიმთან მისვლამდე შინაური საშუალებები მესინჯა. ერთ წიგნში მივაგენი გამაჯანსაღებელ რეცეპტებს, რომლებიც ნატურალური წვენების გამოყენებას ემყარება. შორს წასვლა არ დამჭირვებია - ბოსტანში ყოველგვარი ბოსტნეული მომყავდა. ავირჩიე ყველაზე
ადვილად მოსამზადებელი რეცეპტი და მკურნალობას მივყავი ხელი", - გვწერს "მკურნალი.გე"-ს მკითხველი და რეცეპტს გვიზიარებს:

ჩაასხით ჭიქაში მდუღარე წყალი, აიღეთ ერთი ლიმონი და ჩააწურეთ ამ წყალში მისი წვენი. დაამატეთ თანაბარი რაოდენობით კიტრის, ჭარხლისა და სტაფილოს წვენი. სვით დღეში 3-4-ჯერ მთელი ზაფხული.

ეს ნაზავი წმენდს მთელ საშარდე
სისტემას, გამოდევნის ქვიშას, თავიდან აგაცილებთ კენჭების წარმოქმნას, მაგრამ კურსი უნდა ჩაიტაროთ ყოველწლიურად. ნაზავი ძალიან კარგია არა მარტო თირკმელების, არამედ ნაღვლის ბუშტის კენჭების პროფილაქტიკისთვისაც. ნაღვლის შეგუბება თავიდან რომ აიცილოთ, წამალთან ერთან შეიძლება 1-2 კვირის განმავლობაში სვათ ნაღველმდენი საშუალებაც.

ამისთვის დაგჭირდებათ 2 წილი კრაზანა და 3 წილი ნეგო. 2 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი, დააყენეთ 12 საათით, შემდეგ 5 წუთი ადუღეთ და გაწურეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამიდან ერთი საათის შემდეგ.
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 02-05-2017
nazi xundadze
წნევა ვისაც აწუხებს ჭარხალი უნდა ამოიღოს, შეცვალოს სალათის ფოთლისა და კომბოსტოს წვენით.
რეკომენდებული პროდუქტები
ნერვული სისტემის გაძლიერებისთვის -60აბი
ფასი: 22.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
კატეგორიის სხვა სტატიები
ნიგოზის სარგებელი ყველასთვის ცნობილია, თუმცა, ორგანიზმზე ასევე დადებითად
თუ ზამთარში ადვილად იღლებით, უგუნებობასა და უენერგიობას უჩივით,
ბევრს წარმოდგენაც არ აქვს, დროთა განმავლობაში რა ოდენობის წიდები გროვდება ნაწლავებში,
თუ ფრჩხილები ადვილად გემტვრევათ, გირჩევთ:
უძილობას დაძლევთ და სრულფასოვან, ჯანსაღ ძილს ამ ნაყენით უზრუნველყოფთ:
ნაღვლის შეგუბებისას ამ ნარევის მიღებას გირჩევთ:
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად