/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

დავეხმაროთ ერთმანეთს

დავეხმაროთ ერთმანეთს
ოსტეოპოროზის სამკურნალო საშუალებაოსტეოპოროზი თანამედროვეობის გავრცელებული დაავადებაა, რომელიც განსაკუთრებით ქალებს უვითარდებათ. მათ შორის მეც აღმოვჩნდი. მისი სამკურნალო საშუალებები საკმაოდ ძვირია, ამიტომ გადავწვიტე ტრადიციულ მედიცინას ხალხური საშუალებით მივშველებოდი.

  • 3 სუფრის კოვზ ხაჭოს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი, მოასხით მაწონი ან არაჟანი და მიიღეთ უზმოზე. ეს მოამარაგებს ორგანიზმს კალციუმით. ასევე ყოველდღე ბლენდერში გაატარეთ 0,5ლ კეფირი, 1 ბანანი, 1 სუფრის კოვზი თაფლი, 5-10ც ნიგოზი და მიიღეთ ეს სასმელი. ის აამაღლებს იმუნიტეტს და დაგიცავთ ოსტეოპოროზისგან.
ირინა ხომერიკი, ბათუმი

პროსტატიტის სამკურნალო მცენარეული საშუალება

პროსტატიტის საწყის სტადიაზე ეფექტურია შემდეგი ნაყენი:

  • შეურიეთ 2 წილი დაფქული შავი მოცხარის ფოთლები და თითო-თითო წილი არყისა და ალუბლის ფოთლები. ამ ნარევის 1 სუფრის კოვზს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 2 საათი, გადაწურეთ, დაუმატეთ თაფლი გემოვნებით და მიიღეთ თანაბარი რაოდენობით დილას და 6 საათის გასვლის შემდეგ, ჭამიდან 1 საათის დაყოვნებით.
კაკო ყურაშვილი, თბილისი

დაღლილობა ვერას დაგაკლებთ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თუ ყოველდღიურმა ცხოვრებამ დაგღალათ, სამსახურში ძლიერი დატვირთვისა და ხშირი სტრესებისგან გამოიფიტეთ, გირჩევთ ამ საშუალებით უშველოთ თავს:

  • 40-50 გრამ ჟენშენის ფესვს დაასხით მდუღარე წყალი. 3-4 საათის შემდეგ წყალი გადაღვარეთ, ფესვი დააქუცმაცეთ, დაასხით 0,5ლ 40%-იანი სპირტი და დადგით ბნელ ადგილას 3 კვირით. მიიღეთ 10 მლ დღეში ერთხელ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე საკვების დაუყოლებლად.
  • მკურნალობის კურსი 90 დღეა, ორი 10-დღიანი შესვენებით. ანუ ნაყენს სვამთ 35 დღე, 10 დღე ისვენებთ, შემდეგ კი ამას იმეორებთ. სასურველია, 1 წლის შემდეგაც გაიმეოროთ.
ლალი ვადაჭკორია, სოფელი თხინვალა

მამაკაცებო, ხაფანგს ასე დაუსხლტებით

სამედიცინო ლიტერატურაში პოდაგრას უწოდებენ “ხაფანგს მამაკაცებისთვის” - რადგან ის უპირატესად კაცების პრობლემაა.

ფეხის ცერა თითის ძირში პოდაგრისათვის დამახასიათებელმა წანაზარდმა ზრდა რომ დაიწყო, თავიდან სერიოზულ ყურადღებას არ ვაქცევდი, მოგვიანებით ტერფი საგრძნობლად დამიმახინჯდა, აღარაფერს ვამბობ იმ ძლიერ ტკივილებზე, არა მარტო სიარულის, უმოძრაოდ ყოფნის დროსაც რომ არ მასვენებდა.

აი, მაშინ კი დავფაცურდი და დავადგინე, რომ ამგვარი წანაზარდის მიზეზი სახსრებში შარდმჟავა მარილების დაგროვება და ჩალაგება ყოფილა.

მათ საწინააღმდეგო საშუალებებსაც ადვილად მივაგენი ხალხურ მედიცინაში.

  • ცერა თითთან წარმოქმნილი პოდაგრისთვის დამახასიათებელი წანაზარდის საწინააღმდეგოდ აიღეთ უმი კარტოფილი და გაგეხეთ, გახეხილი კარტოფილი დადეთ ახალი კომბოსტოს ფურცლებზე და დაიდეთ მტკივან ცერა თითზე;
  • შედეგიანია ყოველდღიურად იოდის 3%-იანი ნაყენის დადებაც;
  • სასარგებლოა მარილისა და იოდის აბაზანებიც, ამისათვის 1 ლიტრ წყალში უნდა გახსნათ 2 სადილის კოვზი მარილი და 10 წვეთი იოდი.

ნუ იფიქრებთ, რომ ეს საშუალებები წანაზარდს დააპატარავებს ან ტერფს უწინდელ ფორმას დაუბრუნებს, მათ მხოლოდ დაავადებისთვის დამახასიათებელი შეტევითი ტკივილისა და ძლიერი დისკომფორტის შემცირება შეუძლია.

თუ ცერა თითთან პოდაგრული წანაზარდი ახალი გაჩენილია, არ დაიზაროთ და მარილოვან გამონაზარდს ყოველდღე 10-15-წუთიანი მასაჟი გაუკეთეთ, შესაძლოა დროულად დაწყებულმა მკურნალობამ თანდათან დააპატარაოს ან საერთოდაც გააქროს წანაზარდი.

შალვა ფირჩხაძე, ზესტაფონი

მუხლის ტკივილი შემოდგომით პრობლემებს აღარ შეგიქმნით

შემოდგომა მუხლის ტკივილის გარეშე ჩემთვის უკვე წარმოუდგენელია.

სპეციალისტები ყოველ წელს ერთსა და იმავეს მეუბნებიან, რომ ეს არის ართრიტი, რომელიც შემოდგომით მწვავდება და ეს სეზონური გამწვავება ჩემს ქრონიკულ პრობლემასაც ამწვავებს.

ჩემთვის მთავარი პრობლემის მოგვარებაა და როდესაც საქვეყნოდ ცნობილმა წამლებმა და პროცედურებმა ვერ მიშველა, გადავწყვიტე ხალხური მედიცინისთვის მიმემართა. მეგობარმა მითხრა, რომ დაფნის ფოთლებით ართრიტიც და ოსტეოქონდროზიც განსაკუთრებით კარგად იკურნებოდა და რეცეპტიც მასწავლა.

შემოდგომა დადგება თუ არა, პროფილაქტიკურ მკურნალობას ვიტარებ და ძალიან კმაყოფილიც ვარ.

  • რამდენიმე დაქუცმაცებული დაფნის ფოთოლი ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში და დაასხით 300 მლ წყალი, ადუღეთ რამდენიმე წუთით და მოათავსეთ თერმოსში 6 საათის განმავლობაში.

ეს ნახარში უნდა მიიღოთ ჩაის კოვზით 12 საათის განმავლობაში ყლუპებით, 15-წუთიანი შესვენებით (დიდი დოზით მიღება არ შეიძლება), ასე უნდა გააგრძელოთ 3 დღე, შემდეგ ერთი კვირა შეისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ.

მკურნალობის დროს ძლიერდება შარდვა, შარდი ხდება ვარდისფერი, ასე რომ ეს ნუ შეგაშინებთ.

მკურნალობის პერიოდში საჭიროა დიეტის დაცვა, ის პროდუქტები უნდა გამორიცხოთ მენიუდან, რომლებიც არ არის რეკომენდებული სახსრების პრობლემის დროს.

ნინო მაისურაძე, თბილისი

სარძევე კბილების ამოჭრამ პატარა რომ არ გატანჯოს

სარძევე კბილების ამოჭრა თქვენს პატარას ტანჯვა-წამებად რომ არ ექცეს, კბილების ამოჭრამდე გარკვეული ხნით ადრე მისი ღრძილები ყოველდღიურად დაამასაჟეთ სპეციალურ ხსნარში დასველებული დოლბანდშემოხვეული თითით.

  • გახსენით 1 ჩაის კოვზი საჭმლის სოდა 1 ჭიქა ანადუღარ თბილ წყალში, შემოიხვიეთ საჩვენებელ თითზე ნაზი ქსოვილი, დაასველეთ თითი სოდიან წყალში და დღეში სამჯერ პატარას ღრძილები და მთელი პირის ღრუ დაუმასაჟეთ.

შეგიძლიათ გამოუთალოთ მცირე რგოლები იების ფესვისგან, რომელსაც იგი ღრძილების ქავილის დროს გალოღნის, ან ასეთ დროს შეგიძლიათ უბრალოდ შავი პურის მაგარი ქერქი მისცეთ.

აი, ბებიები კი გვირჩევენ, ყელზე ძაფზე შებმული ნამდვილი ქარვა დაჰკიდოთ, ეს, მათი აზრით,

პატარას ტკივილს უქარვებს და საგრძნობლად უმსუბუქებს მდგომარეობას.

თაკო ლაბაძე, კასპი

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

Neuralink უსინათლოს მხედველობას აღუდგენს: როდის ჩატარდება ექსპერიმენტი
Neuralink უსინათლოს მხედველობას აღუდგენს: როდის ჩატარდება ექსპერიმენტი
მასკის Neuralink 2025 წლის ბოლოსთვის უსინათლო ადამიანში პირველ მხედველობითი იმპლანტის ჩანერგვას გეგმავს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები