კოლაჟი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კოლაჟი

ამის შემდეგ თავზე, მხრებსა და ხელებზე ნაზად გადაისვით ხელი და ხელის მტევნები ძლიერად დაიფერთხეთ, თითქოს ტკივილის გადაგდება, მოშორება გსურთ. რამდენიმე მანიპულაციის შემდეგ ტკივილს ვეღარ იგრძნობთ, გონება გაგინათდებათ.

 

როგორ მოვირჩინე ცისტიტი

ახალგაზრდობაში ისეთი პრანჭია ვიყავი, ზამთარშიც კი ლამის საზაფხულოდ ჩაცმული დავდიოდი და დამემართა კიდეც ცისტიტი. მადლობა ღმერთს, ბებიაჩემი მაშინვე მიხვდა, რაც მჭირდა და სასწრაფოდ დამიწყო მკურნალობა. გარდა საყოველთაოდ ცნობილი დათვისყურასი, ბებო მიხარშავდა შვრიას თაფ-ლთან ერთად, მიმზადებდა აბაზანებს, მიორთქლავდა ფეხებს. არ მეგონა, თუ შვრიის ნახარში ასეთი ეფე-ქტური გამოდგებოდა... სამუდამოდ დავიმახსოვრე მისი რეცეპტი: 1 ჭიქა შვრიის მარცვალს ვასხამთ 2 ჭიქა წყალს, ვადუღებთ წყლის აბაზანაში, ვიდრე წყლის ნახევარი არ აორთქლდება. გაწურეთ და დაამა-ტეთ 2 სუფრის კოვზი თაფლი. შემდეგ კიდევ 5 წუთს ადუღეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 2-3-ჯერ.

  • აბაზანის მოსამზადებლადაც ბევრი არაფერია საჭირო: აიღეთ 6 სუფრის კოვზი ჩვეულებრივი გვირილის ყვავილი, ჩაყარეთ ერთ ვედრო ადუღებულ წყალში, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 5 წუთს, შემდეგ ვედროს თავსახური დაახურეთ, ნახევარ საათს დააყენეთ და გაწურეთ. ამ ნახარშის ორთ-ქლით ყოველდღე გაიკეთეთ მჯდომარე აბაზანები, უმჯობესია, ძილის წინ. პროცედურა 15 წუთს უნდა გაგრძელდეს, აბაზანის შემდეგ კი პირდაპირ საწოლში ჩაწექით და კარგად ჩაიფუთნეთ.

ძალიან კარგია გვირილის ნახარშით ფეხების დაორთქვლაც. ბებიაჩემის წყალობით ცისტიტმა ზუსტად ერთ კვირაში გამიარა. მოხარული ვიქნები, თუ ეს რეცეპტები მათაც უშველის, ვისაც დაავადება დღემდე ტანჯავს.

 

ჰაიმორიტი უწამლოდ რჩება

ვისთვისაც ერთხელ მაინც გადაუტანია ჰაიმორიტი და მის მიერ მიყენებული დისკომფორტი ახსოვს, იოლად წარმოიდგენს ჩემს მდგომარეობას. ათასი საშუალება ვცადე, ტრადიციულიც და არატრადიციუ-ლიც, მათ შორის - ლიმონისა და პირშუშხას ნარევიც, მაგრამ უშედეგოდ. დროებით მომეშვებოდა, მერე კი ყველაფერი თავიდან იწყებოდა. ერთმა ექიმმა ისიც კი მითხრა, ჰაიმორიტი არ იკურნება და ამაო ნერ-ვიულობას მოეშვიო. ერთ დღეს მივლინებიდან ვბრუნდებოდი. რეისი საკმაოდ გრძელი იყო.

თვითმფრინავში ჩემს გვერდით ორმოცდაათიოდე წლის მამაკაცი იჯდა, რომელიც დროდადრო შუბლზე ხელს იკაკუნებდა. თავდაპირველად მეცინებოდა, შემდეგ გავღიზიანდი და ვთხოვე, შეეწყვიტა. მან ბო-დიში მომიხადა და მითხრა, ეს უკვე ჩვევად მექცა და დიდი ხანია, ვეღარც კი ვამჩნევო. ნერვების ბრალია-მეთქი? - ვკითხა. აღმოჩნდა, რომ შუბლზე კაკუნით ჰაიმორიტი მოირჩინა. გაღიზიანებამ მაშინვე გამიარა და ყველაფერი დაწვრილებით გამოვკითხე. აღმოჩნდა, რომ ჩემი თანამგზავრი ტექნიკური მოწყობილობებით იყო გატაცებული.

ერთხელ თვალში მოხვდა გამოკვლევა, სადაც ლაპარაკი იყო ზოგიერთი დაავადების, მათ შორის ჰაიმორიტის ვიბრაციის მეშვეობით განკურნების შესახებ. მან მეთოდურად დაიწყო თითების კაკუნი ჰაიმორის ღრუზე და მართლაც განიკურნა, მაგრამ თითების კაკუნი ჩვევად ექცა. მომინდა, ეს მეთოდი დაუყოვნებლივ გამომეცადა... ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, თუ სადმე დაინახავთ ასაკოვან ქალს, რომელიც ზის და შუბლზე თითებს იკაკუნებს, იცოდეთ, რომ ეს მე ვარ. მეც დამჩემდა თითების კაკუნი, თუმცა ჰაიმორიტმა უკვე დიდი ხანია გამიარა. არც გაბრაზდეთYდა არც გაღიზიანდეთ, უბრალოდ გაიღიმეთ - მე ხომ თავი დავაღწიე დაავადებას, რომელიც მკურნალობას ძალიან ძნელად ემორჩილება.

 

შავბალახას სამკურნალო თვისებები

ახალგაზრდობისას მყავდა მეგობარი, რომელიც სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა. შემდეგ საზღვარ-გარეთ გადასახლდა და ალბათ უკვე 20 წელია, ერთმანეთი არ გვინახავს. ვფიქრობ, ძალიან კარგი ექიმი დადგა, რადგან სტუდენტობის პერიოდშივე ჰქონდა არაჩვეულებრივი ნიჭი - ადამიანის დაიმედება შეეძლო. თუ ვინმეს უსიამოვნება შეხვდებოდა, ეუბნებოდა: "დალიე შავბალახა და ყველაფერი გაგივლის". მეგონა, ხუმრობდა. მაგრამ მალე თვითონვე დავრწმუნდი, რომ შავბალახა მართლაც საოცარი წამალია.

40 წელს რომ გადავაბიჯე, ჰიპერთირეოზი დამემართა. ძალიან გავხდი - დაახლოებით 20 კგ დავიკელი, დამეწყო ოფლიანობა, გამიხშირდა გულისცემა. ნევროპათოლოგმა ენდოკრინოლოგთან გამაგზავნა, რომელმაც, საბედნიეროდ, მალევე დამისვა სწორი დიაგნოზი, გამიბრაზდა, რომ თავიდანვე მას არ მივმართე და მკურნალობა დამინიშნა.

ვსვამდი მედიკამენტებს და ვიცავდი კვების რეჟიმს, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მაინც ვერ ვიყავი კარგად - უგუნებობასა და გაღიზიანებადობას ვერაფრით დავაღწიე თავი. ერთ საღამოს სრულიად უმიზეზოდ ავტირდი და კარგა ხანს ვერ დავმშვიდდი. ამის შემდეგ ვცადე, რაიმე სასიამოვნოზე მეფიქრა, რათა დავწყნარებულიყავი და დამეძინა. მართლაც, გავიხსენე მეგობარი, შემდეგ თითქოს მისი სიტყვებიც ჩამესმა... მაშინვე წამოვხტი, მოვძებნე ჩემს აფთიაქში ეს არაჩვეულებრივი ბალახი, დავაყენე, დავლიე და ისე მშვიდად ჩამეძინა, რომ არც კი შემიმჩნევია. მეორე დღეს გამახსენდა, რომ ნევროპათოლოგმაც და ენდოკრინოლოგმაც შავბალახას სმა მირჩიეს, მაგრამ ყური არ ვათხოვე - ეგ რა წამალია-მეთქი... ამ ამბის შემდეგ კი შავბალახათი დავინტერესდი და გადავწყვიტე, მის შესახებ ყველაფერი შემეტყო.

დავიწყე ძილის წინ მისი ნაყენის სმა. ძილიც მომიწესრიგდა და დღისითაც გაცილებით უკეთ ვგრძნობდი თავს. თავდაპირველად ნაყენს აფთიაქში ვყიდულობდი, ზაფხულში კი ეს მცენარე საკუთარ ბაღში აღმოვაჩინე, მაშინვე ვიცანი და გადავწყვიტე, ნაყენი დედაჩემისთვისაც მომემზადებინა, რადგან ვიცი, შავბალახა მაღალ წნევასაც შველის. პატარა მაკრატლით მოვჭერი, გაზეთზე გავფინე და ჩრდილში გავაშრე, ჩემთვის კი გამოვწურე ახალი წვენი (ის უფრო ეფექტურია) და ყოველ საღამოს ვსვამდი 30 წვეთს (ვაზავებდი ერთ კოვზ წყალში). გთავაზობთ შავბალახას სპირტხსნარის არაჩვეულებრივ რეცეპტს.

  • შავბალახა გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, გამოწურეთ წვენი და დაამატეთ იმავე რაოდენობის 96-გრადუსიანი  სამედიცინო სპირტი, ჩაასხით ბოთლში და მჭიდროდ დაახურეთ თავზე. მიიღეთ 20 წვეთი დღეში 2-3-ჯერ.

შავბალახას დღესაც ვსვამ. გულის ფრიალი გაცილებით იშვიათად მაწუხებს, დავმშვიდდი, ნორმალურად მძინავს და აღარც უმიზეზოდ ვქვითინებ. მკურნალობაც უფრო მეტი წარმატებით მიმდინარეობს.

 

mkurnali.geქერტლი აღარ შეგაწუხებთ

ეს რეცეპტი საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. მერწმუნეთ, გიშველით! წინათ თავი სავსე მქონდა ქერტ-ლით, მუქი ფერის ტანსაცმელს ვერ ვიცვამდი. რა არ ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. თანდათან ქერტლს მეო-რე უბედურებაც დაერთო - თმის ცვენა დამეწყო. ერთხელ ერთ სუფრაზე მოვხვდი, სადაც ნაცნობის ნაც-ნობმა შესანიშნავი საშუალება მასწავლა: ვიღებთ ალოეს ფოთოლს, ვჭრით შუაზე და თავის დაბანის წინ თმის ძირებში ვიზელთ. დაბანის შემდეგაც შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში უმჯობესია, 1 სუფრის კოვ-ზი ალოეს წვენი აიღოთ.


 

არითმიასა და ქოშინს მოგიხსნით

დიდი მადლობა, ასეთ კეთილ საქმეს რომ აკეთებთ და გაჭირვებულ ადამიანებს, რომელთაც ექიმთან მისასვლელი ფული არ გააჩნიათ, რჩევებით ეხმარებით. მინდა, მცირე წვლილი მეც შევიტანო ამ საქმეში და გასწავლოთ, როგორ უშველოთ არითმიას.

  • აიღეთ 0,5 კგ ლიმონი (ამოაცალეთ კურკები და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში), 0,5 კგ თაფლი და 20 ცალი გაფცქვნილი და დაფქული გარგარის კურკის გული. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში, მთელი ღამით დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე, დილით კი მაცივარში შედგით. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი ყოველ დილით, ჭამამდე.

რაკი არითმიის წამალი გასწავლეთ, ბარემ გულის მიზეზით გამოწვეული ჰაერის უკმარისობის მოსახსნელ საშუალებასაც შემოგთავაზებთ. მე თვითონ ვსვამ და ძალიან მიხდება.

  • აიღეთ 1 კგ თაფლი, დაამატეთ 10 ლიმონის წვენი და მანქანაში გატარებული 10 კბილი ნიორი. კარგად აურიეთ ერთმანეთში, ჩაასხით მინის ქილაში, დაახურეთ თავზე და ერთი კვირა გააჩერეთ. მიიღეთ ყოველდღიურად 4-4 ჩაის კოვზი, მაგრამ კი არ გადაყლაპოთ, არამედ დიდხანს წუწნეთ. ვისაც ქოშინი აწუხებს, ვურჩევ, აუცილებლად სცადოს ეს წამალი. მე ორი მეტრის გავლაც კი მიჭირდა, მაშინვე ქოშინი მივარდებოდა. შეიძლება ითქვას, ამ წამლით მიდგას სული.

 

mkurnali.geთავი დაიცავით ფეხის სოკოსგან

წლების მანძილზე უამრავი საშუალება ვცადე, მაგრამ ფეხის სოკო ვერა და ვერ მოვიშორე. წელიწადნახევრის წინ ხალხური წამალი მასწავლეს და ფრჩხილი ისე გამისუფთავდა, რომ დღეს აღარც კი მჯერა, თუ ოდესმე სულ შეჭმული მქონდა სოკოსგან. იყიდეთ აფთიაქში 20%-იანი პროპოლისის ხსნარი ან მისი ექსტრაქტი, დაასველეთ მასში ბამბის ტამპონი და დაიდეთ დაზიანებულ ადგილას. ეს პროცედურა უნდა გაიმეოროთ ყოველდღე. მალე დაზიანებული ფრჩხილის ადგილას ჯანმრთელი ამოვა.

 

პოდაგრული ტკივილი ძველებური წამლით დავამარცხე

40 წლისას პოდაგრა დამემართა. ტკივილები ისე მტანჯავდა, სიცოცხლე აღარ მინდოდა. ეს რეცეპტი ერთ ძველ წიგნში ამოვიკითხე და სული მოვითქვი. აიღეთ ნაღების უმარილო კარაქი (უკეთესია, თუ შინაური იქნება) და სპირტი პროპორციით 1:1. კარაქი გააცხელეთ, ვიდრე ქაფი არ გაუჩნდება, გადმოდგით ცეცხ-ლიდან, მაშინვე ჩაასხით მასში სპირტი და მოუკიდეთ ცეცხლი. ალი მაღალი იქნება, ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ და სახე მოარიდოთ. როცა ალი ჩაქრება, მალამოც მზად იქნება. გადაიღეთ იგი მინის ქილაში და მაცივარში შედგით. მალამოს მომზადება შესაძლებელია ტაფაზეც და პატარა ქვაბშიც. თავდაპირველად საცდელად ცოტაოდენი მალამო მოამზადეთ, მაგალითად, აიღეთ 1 სუფრის კოვზი კარაქი და 1 სუფრის კოვზი სპირტი. მალამო სახსარში თბილ ოთახში უნდა შეიზილოთ, თუ შესაძლებელია - ღუმელთან ახ-ლოს. შეხვევა საჭირო არ არის. ახლა 63 წლის ვარ და 20 წელია, ტკივილი რა არის, არ ვიცი.

 

ვალერიანის ძირები სურდოს უხდება

ერთ კვირაში მოვირჩინე სურდო, რომელიც თვეობით მაწუხებდა. მანამდე სულ ცხვირსახოცი მეჭირა ხელში და ცხვირი სულ გაწითლებული მქონდა. მინდა, ეს საოცარი საშუალება თქვენს მკითხველსაც ვასწავლო - ეგებ ვინმეს კიდევ უშველოს.

  • 1 სუფრის კოვზ ვალერიანის ფესვს დაასხით 100 გ მცენარეული ზეთი (უმჯობესია ზეითუნისა) და 10 დღე სიბნელეში გააჩერეთ. ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში დღეში 1-2-ჯერ. სურდო მალე გაგივლით, მაგრამ მკურნალობა კიდევ კარგა ხანს განაგრძეთ.

 

ხელის  ოფლიანობა

დამეთანხმებით, საშინელებაა, როცა ხელისგულები გამუდმებით გიოფლიანდება. ამ დღეში ვიყავი 2-3 წელი, ადამიანისთვის ხელის ჩამორთმევა მერიდებოდა, ხან ვიმიზეზებდი, ხელი დასვრილი მაქვს-მეთქი, ხან - ვირუსი მაქვს, არ გადაგდოთ-მეთქი, "ვფრთხილობდი". ჩემი კომპლექსი მეზობელმა შეამჩნია, მიზეზს მიმიხვდა და უებარი საშუალება მასწავლა. მინდა, ყველამ იცოდეს ეს რეცეპტი და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს.

  • გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში 2 ცალი ლიმონი, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი მარილი და კარგად აურიეთ. წაისვით ეს ნარევი (ცოტ-ცოტა) ხელისგულებზე. 10-15 დღის შემდეგ ოფლიანობა საერთოდ დაგავიწყდებათ.

 

mkurnali.geჭიებს გოგრა და ხახვი შველის

ყველას, ვისაც პატარა ბავშვი ჰყავს, ჭიების ხსენებაც კი თავზარს სცემს, თანამედროვე მედიცინა კი ყო-ველთვის ეფექტურად ვერ უმკლავდება ამ დაავადებას. ჩემს შვილს ხშირად სტკიოდა მუცელი, პერიო-დულად პირიდან სუნი ამოსდიოდა, ძილში კბილებს აკრაჭუნებდა. ექიმმა მითხრა, ჭიები ეყოლებაო. მართლაც გლისტები აღმოაჩნდა. გამომიწერეს წამალი, დავალევინე ბავშვს და მოვარჩინე. გავიდა დრო და იგივე სიმპტომები გაუმეორდა. მივხვდი, რომ ამის მიზეზი ისევ ჭია იქნებოდა, გავიხსენე წამლის სახელწოდება, გადავწყვიტე, მეყიდა, მაგრამ თავი შევიკავე, რადგან გამახსენდა, რომ მისი მიღება ძალიან საფრთხილო იყო - თუ არ ვცდები, მხოლოდ სამჯერ უნდა მიმეცა განსაზღვრული შუალედებით.

ვიფიქრე, მართალია, ჭიებს სპობს, მაგრამ ალბათ სხვა რამეს ვნებს-მეთქი და ხალხური საშუალებების ძიება დავიწყე. მასწავლეს გოგრის თესლი - ვხალავდი, მანქანაში ვატარებდი, 1 ჩაის ჭიქას ვურევდი 1 ჩაის კოვზ თაფლსა და 1 ჩაის კოვზ სოდას, ვდებდი მინის ჭურჭელში და 10 დღეს ვაჩერებდი, ამის შემდეგ ბავშვს უზმოზე ვაძლევდი 1 ჩაის კოვზს და 3 საათის შემდეგ ვასაუზმებდი. ასე ვიქცეოდი, ვიდრე ჭიებისგან საბოლოოდ არ განთავისუფლდა (3 თუ 4 კვირა დამჭირდა). ჩემმა მეგობარმა კი შვილი ჭიებისგან ხახვით მოარჩინა. მის რეცეპტსაც შემოგთავაზებთ: საღამოს აიღეთ საშუალო ზომის ხახვი, გაფცქვენით, წვრილად დაჭერით, ჩაყარეთ ჭიქაში, დაასხით ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყალი და დილამდე გააჩერეთ. დილით გაფილტრეთ და ბავშვს უზმოზე დაალევინეთ.