დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

  • წამლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ სამწლიანი ალოეს სამი საკმაოდ მსხვილი ფოთოლი. მათ მოჭრამდე მცენარე ერთი კვირა არ მორწყოთ. მოჭრილი ფოთლები დარეცხეთ, ეკლები დააჭერით, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და გამოწურეთ. გამონაწური 300 გ მაინც უნდა იყოს. დაამატეთ 1/2 კგ ნატურალური თაფლი და 1 ბოთლი კაგორი (სადესერტო წითელი სამარკო ღვინო). ეს ნარევი 1 კვირით დადგით სიბნელეში.

პირველი 5 დღის განმავლობაში მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 1-ხელ, შემდეგ - თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 10 დღიდან 2 თვემდეა. მე წელიწადში ერთხელ ვიტარებ და თავს მშვენივრად ვგრძნობ.

თამბაქოს მიტოვებაში ევკალიპტი და მრავალძარღვა დაგეხმარებათ

ამისთვის საჭიროა ევკალიპტის ფოთლების ნაყენი, რომელიც ასე მზადდება:

  • 1 სადილის კოვზ ევკალიპტის ფოთოლს უნდა დაასხათ 2 ჭიქა მდუღარე, დააყენოთ 1 საათით, გაწუროთ, დაუმატოთ 1 სადილის კოვზი თაფლი, 1 სადილის კოვზი გლიცერინი და მიიღოთ 1/4 ჭიქა დღეში 5-6-ჯერ 3-4 კვირის განმავლობაში. მკურნალობის პირველ სამ დღეს არ შეიძლება მლაშე, ხორცისა და შებოლილი პროდუქტების მიღება. რამდენჯერაც სიგარეტის მოწევა მოგინდებათ, პირში გამოივლეთ სოდის წყალხსნარი - 1 სადილის კოვზი სოდა 1 ჭიქა წყალზე. მრავალძარღვას ახალგაზრდა ფოთლები მოათავსეთ მინის ჭიქაში, დაასხით არაყი, დააფარეთ მინა და დადგით მზეზე. ორი კვირის შემდეგ სითხე პატარა ბოთლში გადაასხით. ეს ბოთლი მუდამ თან იქონიეთ ნატეხ შაქართან ერთად. მოწევა მოგინდებათ თუ არა, შაქარს დააწვეთეთ მრავალძარღვას ნაყენი და მოწუწნეთ. რამდენიმე ხნის შემდეგ (ორგანიზმის ინდივიდუალური თვისებების გათვალისწინებით) მოწევის სურვილი გაქრება, ხოლო სიგარეტის კვამლი არასასიამოვნო გახდება და გულისრევასაც კი გამოიწვევს.

ეფექტურად გამოვიყენოთ საზამთრო

ზაფხული ხილ-ბოსტნეულის სიუხვით გვანებივრებს. მათ შორის გემოთი და სასარგებლო თვისებებით საზამთრო გამოირჩევა. მე მას ძალზე ეფექტურად ვიყენებ ნიღბებისთვის. ცხადია, უნდა გავითვალისწინოთ კანის ტიპიც, რადგან სხვადასხვა ტიპის კანს სხვადასხვანაირი მოვლა სჭირდება.

  • დამანოტივებელი ნიღაბი: ამოჭერით საზამთროს რბილობი და დააბლენდერეთ. მსუბუქი მასაჟის მსგავსი მოძრაობით წაისვით ეს ფაფა სახეზე და 10-15 წუთი გაიჩერეთ. ეს ნიღაბი კრავს ფორებს, წყლის მაღალი შემცველობის წყალობით ასუფთავებს კანს, ატენიანებს მას და ამკვრივებს.
  • ნიღაბი მშრალი კანისთვის: საზამთროს რბილობი გათქვიფეთ ბლენდერში და იმავე მოცულობის ბანანი დაამატეთ. ფორების შემკვრელი თვისების წყალობით ბანანი აძლიერებს საზამთროს ეფექტს.
  • ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის: ამ ტიპის კანისთვის შესანიშნავია უცხიმო იოგურტი და საზამთრო. ასეთი ნარევი პილინგივით მოქმედებს და გამწმენდ ეფექტს ახდენს. იოგურტი შეიცავს რძის მჟავას, რომელიც საოცრად უხდება ცხიმიან კანს.

მაღალ წნევას ასეც შეიძლება მოვერიოთ

ერთი წლის წინ კეფის არეში ტკივილები დამეწყო. ერთხანს ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ ძალიან რომ შემაწუხა, გადავწყვიტე, წნევა მაინც გამეზომა. აღმოჩნდა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში წნევა მქონდა მომატებული. კოლეგამ მირჩია, ძლიერმოქმედი ქიმიური საშუალებების მიღებას ყოველთვის მოასწრებ, მოდი, ჯერ მცენარეული საშუალებები სინჯეო. მისი რეცეპტი ძალიან მომიხდა და სიამოვნებით გასწავლით:

  • აიღეთ 1 ჩაის ჭიქა მაისის თაფლი და ამდენივე თეთრი ხახვის წვენი, აურიეთ ერთმანეთში და დაამატეთ 50 გრამი ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ლიმონის ქერქი. მოათავსეთ ჭურჭელში, მჭიდროდ დაახურეთ თავზე და დადგით სიგრილეში. მიიღეთ ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ ან ჭამამდე 1 საათით ადრე ორი თვის განმავლობაში.

ორგანიზმის გასაწმენდად და იმუნიტეტის ასამაღლებლად

ჩემს მეგობარს მძიმე დაავადების გამო ქიმიო და სხივური თერაპია დასჭირდა. ამ კურსის შემდეგ მისი საერთო მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ერთხელ, კლინიკაში მორიგი პროცედურისთვის რიგში დგომისას, ერთმა ქალბატონმა ასწავლა ორგანიზმის გასაწმენდი და იმუნიტეტის ასამაღლებელი ხალხური რეცეპტი, რომელმაც ძალიან არგო. ღმერთმა ყველას გვაშოროს ასეთი რამ, მაგრამ ვინიცობაა დაგჭირდეთ, სინჯეთ - უთუოდ მოგიხდებათ.

  • აიღეთ 5 სუფრის კოვზი ნაძვის ახალგაზრდა წიწვი, 3 სუფრის კოვზი ასკილის დანაყილი ნაყოფი, 2 სუფრის კოვზი ხახვის ფურცელი. ამ ნარევს დაასხით 700 მლ მდუღარე წყალი, ჩადგით ორთქლის აბაზანაში და ადუღეთ 3-4 საათი ან გააჩერეთ თერმოსში მთელი ღამით. გადაწურეთ და მთელი დღე წყლის მაგივრად სვით. დღიური ულუფა 1,5 ლიტრია. სვით 4 თვის განმავლობაში. პერიოდულად აკონტროლეთ სისხლის მაჩვენებლები: ჰემოგლობინი, ერითროციტები, ლეიკოციტები, თრომბოციტები, ქოლესტერინი, რკინა და ა.შ.

ტერფის სოკო ზაფხულში აქტიურდება

ყველამ იცის, რომ ტერფის სოკო განსაკუთრებით ზაფხულში აქტიურდება - პლაჟზე ან აუზზე ფეხშიშველი სიარულისას ის ადვილად გადაედება ერთი ადამიანისგან მეორეს. გასწავლით, როგორ დაიცვათ მისგან თავი.

  • წვრილად დაჭერით 1-2 თავი ნიორი, მოათავსეთ დიდ ჭურჭელში, ნელ-ნელა დაამატეთ 3/4 ჩაის ჭიქა ზეითუნის ან მზესუმზირას ზეთი და დადგით მზისგულზე 10 დღის განმავლობაში. მოურიეთ დღეში 2-3-ჯერ. მეთერთმეტე დღეს გაფილტრეთ, დაამატეთ 2-3 წვეთი ევკალიპტის ზეთი ან გლიცერინი, გადაასხით მინის მუქ ბოთლში, კარგად დაახურეთ და მაცივარში შედგით. ერთი თვის შემდეგ წამალი მზად არის და უკვე შეგიძლიათ, სოკოთი დაზიანებულ ადგილებზე წაისვათ.

თუ წამლის მომზადება ვერ მოასწარით, ინფექცია კი შეგეყარათ, შეგიძლიათ, დაზიანებულ ადგილებზე ლიმონის წვენი ისვათ ან გახეხოთ ნიორი, შეურიოთ ნაღების კარაქს თანაფარდობით 1:1 და ეს ნაზავი გამოიყენოთ.

დავიცვათ ღვიძლი ჰეპატიტისა და ციროზისგან

მამაჩემი მთელი სიცოცხლე სოფლის მეურნეობას მისდევდა. ჰქონდა საკუთარი ვენახი, ყოველ წელიწადს აყენებდა ღვინოს და ბლომადაც სვამდა. როგორც ჩანს, მისმა ღვიძლმა დატვირთვას ვეღარ გაუძლო - რამდენიმე წლის წინ ექიმებმა ქრონიკული ჰეპატიტისა და ციროზის დიაგნოზი დაუსვეს. ცხადია, დაუნიშნეს მკურნალობაც, რომელიც საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. ერთხანს სვა ექიმის გამოწერილი წამლები, მაგრამ მერე ვეღარ აუვიდა ხარჯს და თავი მიანება. გადავწყვიტეთ, შინაური საშუალება გვეცადა. ცოტა - ექიმის წამალმა, ცოტა - ჩვენმა, მდგომარეობა, ასე თუ ისე, მოუწესრიგა. გთავაზობთ ამ რეცეპტს - იქნებ თქვენც გამოგადგეთ.

  • აიღეთ 3 კგ ქერი, გაარჩიეთ, გაასუფთავეთ, დაასხით 6 ლ წყალი და 2 საათი გააჩერეთ. შედგით ქურაზე და ადუღეთ ნელ ცეცხლზე, სანამ წყალი არ გამეოთხედდება. გადმოდგით ქურიდან, გააცივეთ და გადაწურეთ. გამოწურეთ დარჩენილი ქერიც. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.

დაღლილობას და მეხსიერების გაუარესებას ასე გაუმკლავდებით

1 სადილის კოვზ ასფურცელას გამხმარ ყვავილს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და დადგით 2 საათი. მიიღეთ თითო სადილის კოვზი ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. ამ ენერგიის მომგვრელი ჩაის დალევა განუსაზღვრელი ხნის განმავლობაში შეიძლება. ასე რომ, სვით ასფურცელას ნაყენი და დაღლილობა ვეღარაფერს დაგაკლებთ. თუ დაღლილობამ მეხსიერებასაც შეუტია, ქერი და ახალგაღვივებული ხორბალი გამოგადგებათ.

  • უნდა აიღოთ დაახლოებით 100 გრამი ქერი, დაასხათ 300 მლ წყალი და კარგად მოხარშოთ, გადაწუროთ და ნახარშს დაუმატოთ 1 სადილის კოვზი თაფლი.

ნაყენი უნდა გაყოთ ორ ნაწილად და დილა-საღამოს სვათ. ამის პარალელურად ახალგაღვივებულ ხორბალს უნდა მოაჭრათ მწვანე ღეროები და დღეში რამდენჯერმე მიირთვათ. ასე უნდა განაგრძოთ ორი კვირა. მეხსიერების სწრაფ აღდგენას ასეც შეუწყობთ ხელს:

  • აიღეთ რამდენიმე საშუალო ზომის სტაფილო და გახეხეთ წვრილად, დაახლოებით 100-150 გრამი რომ გამოვიდეს. დაასხით ბლომად მზესუმზირას ზეთი. მიღებული მასა გაყავით ორად. ნახევარი მიირთვით დილით, უზმოზე, ნახევარი კი სამხრად, ცარიელ კუჭზე.

მკურნალობა გრძელდება 2-3 კვირა. სტაფილოთი მკურნალობა აკრძალულია მათთვის, ვისაც კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება აქვს.