დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2019

კითხვა-პასუხი

დავეხმაროთ ერთმანეთს

დავეხმაროთ ერთმანეთს
ფისტულისა და ოსტეომიელიტის სამკურნალო შინაური რეცეპტი
ჩემი ერთი მეგობარი რვა წელი იტანჯებოდა ფეხზე ფისტულით. საავადმყოფოში რეგულარულად წმენდდნენ ჩირქისგან, უტარებდნენ ფიზიოპროცედურებს, მაგრამ ფისტულა მაინც ჩნდებოდა. ერთხელ ვიღაცამ კოწახურის ფესვის ნაყენი ურჩია. მკურნალობა დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ ფისტულამ პირი შეიკრა და დაიხურა.

კოწახურის ფესვი ოქტომბრიდან მარტამდე უნდა დამზადდეს. ამოთხრილი ფესვი გაწმინდეთ, გარეცხეთ და დაჭერით. გააშრეთ, ჩაყარეთ მშრალ მინის ქილაში და მჭიდროდ თავდახურული შეინახეთ.


  • წამლის მოსამზადებლად 100 გრამ წვრილად დაჭრილ ან დაფქულ ფესვს ყრიან მომინანქრებულ ჭურჭელში, ასხამენ 1 ლიტრ წყალს და, თავდახურულს, 20 წუთის
    განმავლობაში ადუღებენ ნელ ცეცხლზე. მერე 6 საათით ოთახის ტემპერატურაზე დგამენ და წურავენ.

ნახარში უნდა შეინახოთ მაცივარში. მიიღოთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე, 3 თვის განმავლობაში. ერთთვიანი შესვენების შემდეგ კურსი გაიმეორეთ.

ამ წამლის გამოყენება შეიძლება ოსტეომიელიტის დროსაც.

ოსტეომიელიტის და ფისტულის სწრაფად მოსარჩენად
აიღეთ თანაბარი ოდენობის ღორის მუცლის გადამდნარი ქონი და ცხენის ბარძაყის ძვლის ტვინი, აურიეთ ერთმანეთში, გადაწურეთ და ამ ნარევით გაჟღენთილი სახვევი მტკივან ადგილზე დაიდეთ.

ფერიდე ისმაილოვა, მარნეული


ნასიცხის დროს ღვია დაგეხმარებათ

ზაფხული დერმატოზისა და ალერგიული გამონაყარის ყვავილობის პერიოდია, რომელსაც მოსახლეობაში ნასიცხის სახელით იცნობენ. ასეთ დროს ღვიის აბაზანებს არაფერი სჯობს:

  • აიღეთ ღვიის დაქუცმაცებული ტოტი (200-300 გრამი) და დაასხით 10 ლ ცივი წყალი, დააყენეთ 2 საათით, მერე 20 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე, გადაწურეთ და ჩაასხით აბაზანაში (36-37 0ჩ).

აბაზანა უმჯობესია მიიღოთ ძილის წინ.

მკურნალობის კურსი 10-12 პროცედურაა, რომ­ლებიც დღეგამოშვებით უნდა ჩაიტაროთ.

რეზო ლაფაჩი, წყალტუბო
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
ენდრო განსაკუთრებით ეფექტურია შარდკენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ, გამოდევნის წვრილ ქვებსა და
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
კატეგორიის სხვა სტატიები
ნიგოზის სარგებელი ყველასთვის ცნობილია, თუმცა, ორგანიზმზე ასევე დადებითად
ფრჩხილის სოკოს ნივრის მალამო აქრობს მოგეხსენებათ, დღეს სოკოვანი ინფექციით დაინფიცირება ადვილია, მისგან განკურნება კი - ძნელი.
ხველას ეს მცენარეული საშუალება შეგიმსუბუქებთ
ეს საშუალება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ და იმუნიტეტის ასამაღლებლადაც შეიძლება გამოიყენოთ.
ზურგის ტკივილის მკურნალობა ხალხური მეთოდითაც შესაძლებელია ზურგის ტკივილი ყველა დიასახლისისთვის ნაცნობია.
აღმოჩნდა, რომ ჯანსაღი კანის მისაღებად მხოლოდ 2 მარტივი ინგრედიენტია საჭირო:
ვიტამინები ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. ძირითადად, მათი მიღების მთავარი
გოგრის თესლს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში, როგორც ჭიების საწინააღმდეგო საშუალებას.
თუ შენი ახლობლები ავადმყოფობენ, როგორ უნდა დაიცვა თავი? ხშირად გაწმინდეთ კარის სახელურები, პულტი და სხვ.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად