სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

 

  • დილით, გაღვიძებისთანავე, საწოლში ივარჯიშეთ: მწოლიარემ ასწიეთ ზედატანი და წამოჯექით, ოღონდ ისე, რომ ხელებს არ დაეყრდნოთ. ეს 20-30-ჯერ მაინც უნდა გააკეთოთ. შემდეგ წამოდექით, ხელები თეძოებზე შემოიწყვეთ და 30-ჯერ შეასრულეთ ჩაჯდომა-ადგომა.
  • აიღეთ 2 სადილის კოვზი ხორბლის ქატო, დაასხით 1 ჭიქა ცხელი რძე, 30-40 წუთს შეფუთული გააჩერეთ. მიიღებთ ფაფისებრ მასას, რომელიც უნდა მიირთვათ ყოველ დილით, უზმოზე, 1 თვის განმავლობაში.
  • 2 სუფრის კოვზ ბაბუაწვერას ფესვს დაასხით 1 ლიტრი წყალი. ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამის წინ.
  • უმი სტაფილოს, ისპანახისა და ჭარხლის წვენების ნარევი საუკეთესო საშუალება ყოფილა ყაბზობის სამკურნალოდ. წვენები ახალგამოწურული უნდა იყოს. მიიღეთ ჭამამდე 1 საათით ადრე, დღეში 2-3-ჯერ, თითო ჩაის ჭიქა. აქედან ნახევარი სტაფილოს წვენი უნდა იყოს, ნახევარი კი ისპანახისა და ჭარხლისა.

ცისტიტის დამარცხებაში მწვანე მეგობრები დაგეხმარებიან

27 წლის გავთხოვდი. მიუხედავად იმისა, რომ პატარა გოგო არ ვიყავი და მშვენივრად ვიცოდი, როგორ მომევლო თავისთვის, გაციებას მაინც ვერ გადავურჩი. საქორწინო მოგზაურობიდან დაბრუნებულს უკვე მტანჯავდა შარდის ბუშტის ანთებისთვის დამახასიათებელი შემაწუხებელი სიმპტომები. მოგვიანებით შევიტყვე, რომ ჩემს სნეულებას ახალდაქორწინებულთა ცისტიტი ერქვა და გაციებასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა. ბედმა გამიღიმა და მალევე დავფეხმძიმდი, მაგრამ სიხარული ისევ ცისტიტის შემაწუხებელმა ნიშნებმა გამინელა. ისიც შევიტყვე, რომ ორსულობის პირველ სამ თვეს არავითარი წამალი არ უნდა მიმეღო, ჰოდა, მეც სხვა რა გზა მქონდა, წამლის ძებნა მცენარეულ საშუალებებს შორის დავიწყე. დიდი ხანი არ დამჭირვებია - ხალხურ რეცეპტებს შორის მრავლად აღმოჩნდა ცისტიტის სამკურნალო საშუალებები. მკითხველს მხოლოდ მათ შევთავაზებ, რომლებიც თავად გამოვცადე და მარგო:

  • აიღეთ 2 სუფრის კოვზი ასკილის დაქუცმაცებული ფესვი, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 15 წუთს, გააჩერეთ 2 საათს, გადაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჩაის ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამის წინ. მკურნალობის კურსი 2 კვირაა.
  • 2 სუფრის კოვზ ფარსმანდუკს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ 1 საათს, გადაწურეთ და დალიეთ 1/4 ჩაის ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე. მკურნალობის კურსი 7-10 დღეა.
  • აიღეთ შვიტასა და გვირილის ყვავილები თანაბარი რაოდენობით. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, ადუღეთ 5 წუთს, 1 საათის შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ დღეში 3-ჯერ, 1/2 ჩაის ჭიქა ჭამამდე. მკურნალობის კურსი 10 დღეა.
  • აიღეთ 20 გრამი ოხრახუშის თესლი და 30 გრამი დათვის კენკრა, 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცივი წყალი და გააჩერეთ 6 საათს, შემდეგ 7-10 წუთს ხარშეთ, გადაწურეთ და სვით მთელი დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსი 1 კვირაა.
  • აიღეთ ნიახური და ფესვებიანად მოხარშეთ, გადაწურეთ და მოხარშული ფესვები მიირთვით მთელი დღის განმავლობაში, ნახარში კი დღეში 3 ჭიქა მაინც უნდა დალიოთ. მკურნალობის კურსი 10 დღეა.

როცა მამაკაცის მეორე გული საფრთხეშია

მამაკაცთა უმრავლესობა სიცოცხლეში ერთხელ მაინც გამოსცდის პროსტატასთან დაკავშირებულ უსიამოვნებებს. ამ მხრივ გამონაკლისი არც მე გამოვდექი - 48 წლის ასაკში "ადამის გულმა" მთელი სიმწვავით შემახსენა თავი. არც შრომის ხალისი მქონდა და არც დასვენებას ჰქონდა ფასი. როცა მეგობარმა უგუნებობის მიზეზი მკითხა, არ დავუმალე. აღმოჩნდა, რომ იგივე პრობლემა რამდენიმე ხნის წინ მასაც ჰქონოდა. ეს წამალიც მან მასწავლა. ხომ გაგიგონიათ, წინა კაცი უკანას ხიდიაო, - ეგებ, ჩემი გამოცდილება სხვებსაც გამოადგეთ.

  • აიღეთ 2-3 ჩაის კოვზი სატაცური და დაასხით 200 მლ მდუღარე. ადუღეთ 5 წუთს. გააცივეთ და სვით მთელი დღის განმავლობაში.
  • 30 გრამ ფიჭვის ახალგაზრდა ყლორტს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი და მოხარშეთ. მიიღეთ დღეში 4-5-ჯერ, 2 სადილის კოვზი.
  • პროსტატას დიდად ასიამოვნებთ მიწის თხილისგან (არაქისი) და წაბლისგან მომზადებული წამლით: არაქისი ტაფაზე კარგად უნდა მოხალოთ, გააცივოთ, გაფცქვნათ და როდინში დანაყოთ. შემდეგ უნდა აიღოთ 2 სუფრის კოვზი დანაყილი არაქისი, ჩაყაროთ თერმოსში, დაამატოთ 3 სადილის კოვზი დაქუცმაცებული ტუხტის ფესვი და დაასხათ 0,5 ლ მდუღარე რძე. 20 წუთს თავახდილი დატოვოთ, შემდეგ მჭიდროდ დაახუროთ სახურავი და 10 საათს გააჩეროთ. მიიღება 1/2 ჩაის ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 20-40 წუთით ადრე. საღამოს ნაყენს სასურველია დააყოლოთ 1 მომცრო თავი ხახვი და 1-2 კბილი ნიორი. მკურნალობის კურსი 10 დღეა. ორკვირიანი შესვენების შემდეგ აუცილებელია კურსის გამეორება.
  • აიღეთ 25 გრამი წაბლის ნაყოფის ქერქი, დააქუცმაცეთ და დაასხით 250 მლ სპირტი. 10 დღეს სიბნელეში გააჩერეთ, პერიოდულად შეანჯღრიეთ, 10 დღის შემდეგ კი გადაწურეთ. მიიღეთ 40-50 წვეთი დღეში 2-ჯერ, ცოტაოდენ წყალში განზავებული.

როგორ გავიწმინდოთ ორგანიზმი ლიმონითა და ბრინჯით

ლიმონი კარგია ორგანიზმიდან შარდმჟავა მარილების გამოსაძევებლად. ეს მარტივი მეთოდი არც მკაცრ დიეტას მოითხოვს და არც ცხოვრების წესის შეცვლას, უბრალოდ, ორგანიზმის გაწმენდისას მენიუდან უნდა გამოირიცხოს შემდეგი სურსათი: ხორცი, კვერცხი, სოკო, ჩაი, ყავა, კაკაო, სპირტიანი სასმელები. გამოიყენება მხოლოდ ახალი ლიმონის წვენი. ამასთანავე, სასურველია, ლიმონი თხელკანიანი იყოს.

პროცედურა ასეთია: აიღეთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და ჩაჭერით მასში 1 ცალი ლიმონი, გააჩერეთ 2 საათს. ეს ნაყენი (ლიმონიც და წვენიც) დილით, უზმოზე მიირთვით. თუ კუჭ-ნაწლავი არ გიმტყუნებთ, შეგიძლიათ, დღეში 2-3 ულუფაც მიიღოთ. ლიმონიანმა წყალმა კბილები რომ არ დაგიზიანოთ, მისი დალევის შემდეგ პირში გამოივლეთ სოდის წყალხსნარი - 1 ჩაის კოვზი სოდა 1 ჭიქა წყალზე. კურსი 10 დღეა. მკურნალობის შედეგი ასეთია: ლიმონის წვენი ათხელებს და ორგანიზმიდან გამოაძევებს ლორწოს, რომელიც მრავალ დაავადებას: ბრონქიტს,  გრიპს,  თივის ცხელებას, ფილტვის ანთებას - იწვევს. გარდა ამისა, კურნავს რევმატიზმს, სახსრებიდან, ნაღვლის ბუშტიდან და თირკმელებიდან გამოაქვს მარილები, აძლიერებს იმუნიტეტს, ამკვრივებს  და ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს. რაც შეეხება ორგანიზმის ბრინჯით გაწმენდას, ამ მეთოდს აღმოსავლეთის ქვეყნებში უძველესი დროიდან იყენებენ. მუქი ფერის გაუფცქვნელი ბრინჯი. ძილის წინ 2 სუფრის კოვზი გარეცხილი ბრინჯი 1 ჩაის ჭიქა წყალში უნდა დაალბოთ, მეორე დღეს წყალი გადაღვაროთ, ახალი დაასხათ, შედგათ დაბალ ცეცხლზე და მოხარშოთ. უნდა მიირთვათ უცხიმოდ და უმარილოდ. ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ ორი კვირა უნდა შეისვენით, შემდეგ კი კურსი გაიმეოროთ. ასეთი კურსის ჩატარება რეკომენდებულია გაზაფხულსა და შემოდგომაზე.

მკურნალობის შედეგი ასეთია: იწმინდება შარდ-სასქესო სისტემა, სახსრებიდან გამოდის დანალექი მარილები, ორგანიზმიდან იდევნება ტოქსინები, უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა, რეგულირდება წონა, ცხრება შეშუპება, უმჯობესდება თირკმელებისა და ღვიძლის მუშაობა.

ჭინჭრის წვენი - უებარი წამალი

მიყვარს მაძღრისად ჭამა. დიეტის დაცვა არასოდეს მიცდია - ერთადერთ ამქვეყნიურ სიამოვნებაზე უარის თქმას ვერ ვახერხებდი. შედეგად კი მივიღე ის, რომ ძალიან შემაწუხა ღვიძლმა და ნაღვლის ბუშტმა. თბილისის ახლოს აგარაკი მაქვს. მისახედად იშვიათად ვიცლი, ამიტომ ეზო ჭინჭრით არის სავსე. ბევრი ამ მცენარეს სარეველად მიიჩნევს, მე კი მგონია, რომ ის ადამიანის ერთ-ერთი საუკეთესო მწვანე მეგობარია. ყოველ შემთხვევაში, მისი წვენი ძალიან მშველის. ჩემი რეცეპტი ასეთია:

  • წვენსაწურში ვათავსებ ჭინჭრის ფოთლებს და ვწურავ. 20 წვეთ წვენს ვაზავებ 1/4 ჭიქა თბილ წყალში ან რძეში და ვსვამ დღეში სამჯერ, ჭამის წინ. ვმკურნალობ 1 თვის განმავლობაში. შემდეგ ვისვენებ 3კვირა.

ჭაობის ბერულა კუჭის წყლულს შველის

ეს რამდენიმე წელია, კუჭი მაწუხებს. ისეთი სამსახური მაქვს, რომ დიეტის დაცვა და კვების რეჟიმის მოწესრიგება ძალიან მიჭირს. დაავადება თავს განსაკუთრებით გაზაფხულსა და შემოდგომაზე მახსენებს. თანასოფლელმა, რომელსაც ჩვენს მხარეში სამკურნალო მცენარეების ზედმიწევნით მცოდნედ იცნობენ, მომცა თავისი მომზადებული წამალი, რომელიც ძალიან მომიხდა. მანვე მასწავლა ამ წამლის მომზადება:

  • აიღეთ 50 გრამი ასკილი, თითო სუფრის კოვზი შავბალახა, ჭაობის ბერულა, კრაზანა და პიტნა, დაასხით 1,5 ლიტრი წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და 5 წუთს ადუღეთ. შემდეგ 2 საათით გააცივეთ და გადაწურეთ. მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

თაფლის  წვეთებმა  კონიუნქტივიტისგან მომარჩინა

რამდენიმე წლის წინ ვირუსული კონიუნქტივიტი დამემართა. ცალი თვალი პროცესმა ისე ჩაითრია, რომ პრაქტიკულად ვერაფერს ვხედავდი. ჩემმა მეგობარმა, რომელსაც მაღალმთიან სოფელში რამდენიმე სკა ფუტკარი ჰყავს, ზედმიწევნით კარგად იცის, რა სიკეთის მომტანია თაფლი. სწორედ მან მირჩია თვალში თაფლის ჩაწვეთება. თავდაპირველად ჩაწვეთება დავიწყე ასეთი პროპორციით: 10:1 - 10 წვეთი მდუღარე წყალი და 1 წვეთი თაფლი. შემდეგ ყოველდღე თითო წვეთ წყალს ვაკლებდი, ვიდრე 3 წვეთ წყალსა და 1 წვეთ თაფლზე არ დავედი. ვიწვეთებდი დღეში ორჯერ - დილა-საღამოს. ყოველ ჯერზე ახალ ნაზავს ვამზადებდი. ვმკურნალობდი 3 თვე, შეუსვენებლად. ახლა აღარაფერი მაწუხებს. თქვენც სცადეთ, დარწმუნებული ვარ, გიშველით. ალერგიულებისთვის ეს რეცეპტი არ გამოდგება.

ალოე სტომატიტისგან კურნავს

ერთი რეცეპტი ვიცი, რომელიც სტომატიტის სამკურნალო საშუალებაა და გამოადგება ბევრ დედას. პატარაობისას ჩემი შვილი, სხვა ბავშვებივით, ყველაფერს პირისკენ მიაქანებდა. შედეგად სტომატიტი დაემართა და მეც გადმომედო. ვეღარაფერს ვჭამდით. ბავშვი ტკივილისგან გამუდმებით ტიროდა. ექიმის გამოწერილი მალამო ძლივს ვიშოვე (ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქა იდგა და ყველაფრის შოვნა ჭირდა), მაგრამ ვერაფერი გვიშველა. სამაგიეროდ, მოგვარჩინა ჩვეულებრივმა ალოემ, რომელსაც მე თვითონ ვახარებდი ქოთნით: ფოთოლს შუაზე ვჭრიდი და დღეში სამჯერ ვისვამდით ღრძილებზე. შვება უმალვე ვიგრძენით, ხოლო საკვების მიღება მეორე დღესვე დავიწყეთ.

მატიტელას სიკეთე

ასაკისა და გადატანილი სტრესის გამო რამდენიმე წელია, წნევის მატება დამეწყო. ექიმთან მისვლის ძალიან მეშინია. ჩვენი ოჯახი ხალხური მედიცინის მიმდევარია. დედა და ბებია თვითონაც ამზადებდნენ ბალახეულ წამლებს. გადავხედე ძველ, ბებიასეულ ჩანაწერებს და ერთ რეცეპტს მივაგენი, რომელიც შესანიშნავად მიწევს წნევას.

  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი მშრალი მატიტელა, დააქუცმაცეთ, ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 20-30 წუთს დატოვეთ, გადაწურეთ და მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.

პირშუშხა მარილების დაგროვებას შველის

ჩემი მეუღლე დიდი ხნის განმავლობაში მსახურობდა საბჭოთა კავშირის დროს ფლოტში. მის დაავადებას მე ამ საქმიანობას ვუკავშირებ. წლების განმავლობაში ძლიერ აწუხებდა სახსრების ტკივილი, ზოგჯერ ტკივილი ისე ძლიერდებოდა, რომ აუტანელი და მტანჯველი ხდებოდა. ზოგჯერ მთელ ღამეებს თეთრად ათენებდა. მრავალი საშუალება ვცადეთ, მაგრამ უშედეგოდ. თუ ავადმყოფობას არ დაემორჩილები და მუდმივად გააგრძელებ გამოსავლის ძიებას, ყოველთვის იპოვი საჭირო და შესაფერის რეცეპტს. ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა. ჩვენ ვცადეთ მორიგი საშუალება, რომელიც ეფექტური აღმოჩნდა: საჭიროა ჩვეულებრივი პირშუშხა (ხრენი). ფოთლებს გადაავლეთ მდუღარე და დაიდეთ მტკივან ადგილზე. რადგანაც ჩემს მეუღლეს მუხლის სახსარი აწუხებდა, ფოთლები ამ ადგილზე დავადეთ. ზემოდან პერგამენტი, სელის ნაჭერი დავადე და შემოვახვიე თბილი შალი. პირველი პროცედურა ძილის წინ გავუკეთე, რათა სითბო დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუ-ნებულიყო. დილით, როდესაც კომპრესი მოვხსენი, ჩემდა გასაკვირად, მცენარის ფოთლებზე მარილის ნადები აღმოვაჩინე. მეორე პროცედურის შემდეგ მარილი უფრო ნაკლები იყო. მეუღლე მეუბნებოდა, რომ კომპრესის ქვეშ ფეხის წვას გრძნობდა, მაგრამ სრულიად მოსათმენი დისკომფორტი იყო.

ახალი პომიდორი - ვარიკოზული ვენების წამალი

გაზაფხულზე სოფლის მინდვრის სამუშაოები იწყება. მოგეხსენებათ, მიწაზე მუშაობა იოლი არ არის. სიცხე და მძიმე ფიზიკური ჯაფა თავისას შვრება - ფეხები მისივდება და მოლურჯო ლაქები მიჩნდება. ვსარგებლობ რეცეპტით, რომელიც ჩემ გარდა ბევრს აქვს გამოცდილი და ძალიან ემადლიერება.

  • აიღეთ ახალი პომიდორი, დაჭერით რგოლებად და დაიწყვეთ გაგანიერებულ ვენებზე. დაიტოვეთ, ვიდრე წიწკნას არ დაგიწყებთ. შემდეგ მოიშორეთ და ფეხები გრილი წყლით დაიბანეთ. რამდენიმე პროცედურის შემდეგ ტკივილი და ლურჯი ლაქები გაქრება.

ფურუნკულისა და ნახეთქების საწინააღმდეგოდ

ჩემს შვილებს პატარაობისას ხშირად გამოსდიოდათ ძირმაგარა. ხელ-ფეხიც გამუდმებით დახეთქილი ჰქონდათ. მათ შინაური საშუალებით ვმკურნალობდი:

  • ვიღებდი 1 თავ საშუალო ზომის ხახვს, ვჭრიდი წვრილად და ვყრიდი მომცრო ზომის ქვაბში, ვამატებდი 2 ჩაის კოვზ სელის თესლს და 2 სუფრის კოვზ თაფლს, ვდგამდი ნელ ცეცხლზე და ადუღებამდე ვტოვებდი, თან გამუდმებით ვურევდი. ნარევს ვაცივებდი, ვუსვამდი ნახეთქზე და ვუხვევდი.