დავეხმაროთ ერთმანეთს
მარილების დაგროვებისას ნიახურის თესლის ნაყენი სინჯეთ
რამდენიმე წელია, მაწუხებს სახსრები და წელი. ჩავიტარე გამოკვლევა და მარილების დაგროვება აღმომაჩნდა. ვიდრე ქიმიური წამლების სმას დავიწყებდი, გადავწყვიტე, ბუნებრივი მეცადა და ძებნა-ძებნაში ეს რეცეპტი აღმოვაჩინე:
* აიღეთ 1 სუფრის კოვზი ნიახურის თესლი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა ცივი ანადუღარი წყალი, რამდენიმე საათი გააჩერეთ და დოლბანდში გაწურეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ.
შალვა გეწაძე, ზესტაფონი