როგორ გავკაჟდეთ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2019

კითხვა-პასუხი

როგორ გავკაჟდეთ

როგორ გავკაჟდეთ
ხშირად გაგვიგონია, რომ გრიპის ეპიდემიის დროს ზოგიერთ ოჯახში ყველა ხდება ავად, ზოგიერთ ოჯახში კი - მხოლოდ ერთი-ორი კაცი. ეს აშკარა საბუთია იმისა, რომ გაკაჟებულ ორგანიზმს გრიპის ვირუსი ვერაფერს აკლებს. ხანგრძლივი ძიების შემდეგ, როგორც იქნა, მივაგენი რამდენიმე საშუალებას, რომელიც ზამთრისპირზე ორგანიზმს აკაჟებს. დიდი სიამოვნებით გაგაცნობთ მათ რეცეპტებს", - გვწერს "მკურნალი.გე"-ს მკითხველი.

  • ნახევარი ლიმონი კანიანად დაჭერით წვრილად და ნახევარლიტრიან ქილაში ჩაყარეთ, დაამატეთ 2-3 კბილი დანაყილი ნიორი და დაასხით ანადუღარი თბილი წყალი. ქილა 4 დღით დადგით სიბნელეში, შემდეგ კი მაცივარში მოათავსეთ. ეს ნაყენი უნდა
    მიიღოთ დღეში ერთხელ, უზმოზე, ჭამამდე 20 წუთით ადრე, 1 სადილის კოვზი. არ დაგავიწყდეთ - მიღებამდე ქილას კარგად უნდა ამოურიოთ.
  • აიღეთ 2 სადილის კოვზი მანანის ბურღული, დაასხით 1 ლიტრი წყალი, ადუღეთ 10-15 წუთს, შეფუთეთ და დადგით მთელი ღამის განმავლობაში. დილით ნარევი გაფილტრეთ და ჩაისავით დალიეთ. სვით
    წყლის მაგივრადაც, როცა მოგწყურდებათ. მკურნალობის სრული კურსი 2 თვეა, თუმცა ორკვირიანი შესვენების შემდეგ მისი განმეორება შეგიძლიათ.
  • 2 წილი წითელი მოცვის ნაყოფი, 3 წილი ჭინჭრის ფოთოლი და 3 წილი ასკილის ნაყოფი უნდა დააქუცმაცოთ და კარგად აურიოთ ერთმანეთში. 4 ჩაის კოვზ ნარევს უნდა დაასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი და 3-4 საათს გააჩეროთ. შემდეგ ნაყენი უნდა გაფილტროთ, გაყოთ 4 ტოლ ნაწილად და მიიღოთ დღეში 4-ჯერ, თითო მიღებაზე - თითო ულუფა.
  • ძალიან შედეგიანია ნაძვის წიწვებისგან მომზადებული წამალი. აიღეთ 4 ჭიქა წიწვი და დაასხით 3 ჭიქა ანადუღარი გაგრილებული წყალი, დაამატეთ დაამატეთ 1 ჩაის კოვზი 3%-იანი მარილმჟავას ხსნარი. დააყენეთ სიბნელეში, შემდეგ კი გაფილტრეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 2-ჯერ. შეგიძლიათ, ოდნავ დაატკბოთ შაქრით.

რეზო ტყეშელაშვილი, სოფელი ბზვანი
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 19-01-2018
ალეკო
რომელიც გინდა
თარიღი : 04-12-2015
შაკო
და აქედან რომელი უნდა გამოვიყენიოთ გასაკეაჯებლად? ხო ვერ დამეხმარებოდით
თარიღი : 04-12-2015
შაკო
და აქედან რომელი უნდა გამოვიყენიოთ გაკაჯებისთვის თუ ყველა ერთად
რეკომენდებული პროდუქტები
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
დიეტოლოგია
ნაღვლის ბუშტის დაავადებებისას დიეტური კვება მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად იწყება.
მაღალცხიმიანი და დაბალნახშირწყლოვანი დიეტა - LCHF: გახდომა სიამოვნებით - ეს დიეტა წვავს ცხიმებს.
კატეგორიის სხვა სტატიები
ეს საშუალება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ და იმუნიტეტის ასამაღლებლადაც შეიძლება გამოიყენოთ.
კბილის ტკივილის დროს სალბი გიშველით ვისაც ერთხელ მაინც გამოუცდია კბილის ტკივილი,
შუახნის ასაკში გული ასე დაიმშვიდეთ მთელი ცხოვრება 40 წლის მოახლოებისა მეშინოდა, რატომ - არ ვიცი.
ამერიკელმა მეცნიერმა და ექიმმა ბროდა ოტო ბარნსმა ენდოკრინოლოგიაში ჩატარებულ საინტერესო კვლევებზე დაყრდნობით აღმოაჩინა, რომ
არიზონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოავლინეს ადამიანის ორგანიზმის საოცარი თავისებურება: თუ
როგორც გამოცემა Science Advances იუწყება, ნაგოის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, პროფესორ ტაკაო იასუის
პირველ რიგში აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის მხოლოდ კანის დაავადება, ეს არის რეაქცია რამე