დისბაქტერიოზის სამკურნალო რეცეპტი "კარაბადინიდან" - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დისბაქტერიოზის სამკურნალო რეცეპტი "კარაბადინიდან"

, ამასთან არსებობს თითოეული ნაწილის ილუსტრირებული და არაილუსტრირებული ვერსიები. შესაბამისად განსხვავებულია ფასიც. წიგნების შეძენა შეგიძლიათ წიგნის მაღაზიათა ქსელში "ბიბლუსი".

mkurnali.ge mkurnali.ge

"კარაბადინი" - წიგნი 1                                     "კარაბადინი" - წიგნი 2

"კარაბადინში" თითქმის ყველა სისტემის დაავადებათა სამკურნალო რეცეპტებს ნახავთ, რომლებიც ხალხში გამოცდილი და აღიარებულია.

ძალიან მიყვარს კომში. ყვავილობის დროს კი თვალს ვერ ვწყვეტ მის მშვენიერ ყვავილებს. ბოლო დრომდე არც კი ვიცოდი, თუ ამ მცენარეს ხალხური მედიცინა სამკურნალოდ იყენებდა. ჩემს შვილს დისბაქტერიოზი დაუდგინეს. ძალიან ბევრი წამალი დაუნიშნეს, მაგრამ მკურნალობა სულ რამდენიმე კვირას გასტანდა ხოლმე, მერე ყველაფერი თავიდან იწყებოდა. გადავწყვიტე, ხალხური რეცეპტებითაც მივხმარებოდი და დავიწყე ძებნა. ჩემდა გასაკვირად, ასეთი საშუალება კომშის თესლი აღმოჩნდა:

2 ჩ/კ თესლს (კურკებს) დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, 10 წუთით დადგით დაბალ ცეცხლზე, შემდეგ გადაწურეთ, დადგით 6 საათი. სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა ნახარში 3-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ამ ნაყენის სმა ჩემმა შვილმა მედიკამენტური კურსის დამთავრების შემდეგ დაიწყო. მას შემდეგ დაავადება აღარ გამწვავებია და აღარც წამალი დასჭირვებია.

კომშის თესლის ნაყენი კარგი ყოფილა ხველისა და ხმის ჩახლეჩის დროსაც.

დისბაქტერიოზით შეწუხებულ ყველა ადამიანს ვურჩევ, გამოიყენოს ეს რეცეპტი.

უ. ლ.

ექიმის კომენტარი: დისბაქტერიოზის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ნაწლავთა ლორწოვანი გარსის მდგომარეობას, ნაწლავის ზედაპირზე ლორწოს რაოდენობას და კონსისტენციას. სწორედ მასში მრავლდება ის სასარგებლო ბაქტერიები, რომელთა ნაკლებობაც ამწვავებს ამ დაავადებას. კომშის თესლი კი დიდი რაოდენობით ლორწოს გამოყოფს და ამ ლორწოს აქვს კუჭ-ნაწლავის ლორწოვანის დამცავი თვისება. ამიტომ კომშის თესლის ნაყენი წარმატებით გამოიყენება გასტროენტერიტების, სპაზმური კოლიტების, მეტეორიზმის, დისბაქტერიოზის დროს. ამ ნაყენს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ლორწოვანის შემომგარსველი ეფექტიც.

სწორედ ლორწოს შემცველობის გამო კომშის თესლის ნაყენი დადებით შედეგს იძლევა ბრონქიტებისა და ტრაქეიტების დროს - იგი ათხელებს ნახველს და აადვილებს ამოხველებას.