დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

  • აიღეთ 40-40 გრამი გვირილა, კრაზანა და შვიტა. 2 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 500 მლ მდუღარე, თავზე დაახურეთ და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ და თბილ ნახარშში დასველებული საფენი პრობლემურ ადგილას დაიდეთ. კომპრესი გაშრობისთანავე გამოცვალეთ.

ქეთი გველესიანი, ქუთაისი

ფარსმანდუკი, გვირილა და ჭინჭარი მეტეორიზმს შველის

მეტეორიზმი ბევრისთვის ნაცნობი, უხერხულობის მომგვრელი პრობლემაა. მასთან საბრძოლველად უამრავი საშუალება არსებობს - როგორც მცენარეული, ისე მედიკამენტურიც. პირადად მე ყველაზე მეტად ეს მცენარეული ნაყენი მომეწონა:

  • ერთმანეთში აურიეთ 75 გრამი ფარსმანდუკი, 100-100 გრამი გვირილა და ჭინჭარი. 3 სუფრის კოვზი ნარევი ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 600 მლ მდუღარე წყალი, დატოვეთ მთელი ღამით, დილით კი გადაწურეთ, გაყავით 4 ულუფად და მიიღეთ დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.

კოტე კობაიძე, ახმეტა

პოდაგრული კვანძების მოსაშორებლად

ამ რეცეპტის წყალობით დედა სამუდამოდ დაემშვიდობა პოდაგრას და ტერფებზე ძვლოვან კვანძებს. მათ, ვისაც იგივე პრობლემა აქვს, ვურჩევ:

  • ჭიქაში ჩადონ კარგად გარეცხილი უმი კვერცხი, დაასხან ძმრის ესენცია და კვერცხის ნაჭუჭის გახსნამდე გააჩერონ. მერე კარგად აურიონ, დაამატონ ცოტა ვაზელინი და ისევ მოურიონ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ღამით, ფეხების დაბანის შემდეგ, ეს მალამო წაისვან მტკივან ადგილებზე, ჩაიცვან ბამბის წინდა და დილამდე დაიტოვონ.

პროცედურა გაიკეთეთ ყოველ საღამოს პოდაგრული კვანძის სრულ გაქრობამდე და მტკივნეული ძვლოვანი წანაზარდის გაწოვამდე. დედას ამისთვის 15 დღე დასჭირდა.

ნელი ნაცვლიშვილი, ლაგოდეხი

თირკმლის დაავადებებს ალუბლის ტოტების ნახარში უხდება

თირკმლის ნებისმიერ დაავადებას უხდება ალუბლის ტოტების ნახარში. ადრე გაზაფხულზე უნდა მოვჭრათ რამდენიმე ტოტი, დავჭრათ წვრილად და მოვამზადოთ ასეთი ნახარში:

  • ავიღოთ ერთი პეშვი ალუბლის ტოტი, დავასხათ 4 ლიტრი ცივი წყალი, მივიყვანოთ დუღილამდე და 10 წუთი ვადუღოთ ნელ ცეცხლზე. მერე ქურიდან გადმოვდგათ, შევფუთოთ და 1 საათით გავაჩეროთ. ბოლოს გადავწუროთ.

მიიღეთ თითო ჩაის ჭიქა დღეში 5-ჯერ. გემოვნებისამებრ, დაამატეთ თაფლი. მკურნალობის კურსი 10 დღეა. მერე 10 დღით შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ. ასე შესვენებებით ჩაიტარეთ 3 კურსი. მერე ერთი თვე შეისვენეთ და ისევ მიიღეთ ნახარში 10-დღიანი კურსებით.

ლილი კოპალიანი, ცაგერი