კაკლის უღელი ჩიყვის სამკურნალოდ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2019

კითხვა-პასუხი

კაკლის უღელი ჩიყვის სამკურნალოდ

კაკლის უღელი ჩიყვის სამკურნალოდ
"რამდენიმე წლის წინ ჯანმრთელობამ შემაწუხა. თერაპევტმა ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა მირჩია და ენდოკრინოლოგთან გამგზავნა. ჩამიტარეს ექოსკოპია და დამისვეს პირველი ხარისხის შერეული ჩიყვის დიაგნოზი. ენდოკრინოლოგმა წამლებიც გამომიწერა და რამდენიმე ხალხური საშუალებაც მასწავლა. ამ საშუალებებს წამლებთან ერთად ვიღებდი და მართლა შესანიშნავი შედეგი მომცა. მოხარული ვიქნები, თუ ამ რეცეპტებს დაბეჭდავთ - იქნებ სხვებსაც გამოადგეთ", გვწერს "მკურნალი.გე"-ს მკითხველი.

აიღეთ 14 ცალი კაკალი, გარეცხეთ, გააშრეთ, დაამტვრიეთ, უღელი შეინახეთ, ნიგოზი მიირთვით. ნაჭუჭი სქელ ნაჭერში გაახვიეთ და ჩაქუჩით კარგად დაჩეჩქვეთ. შემდეგ ჩაყარეთ ქილაში, დაასხით 0,5 ლ არაყი, დაახურეთ
თავსახური და 7 დღის განმავლობაში დადგით ბნელ, თბილ ადგილას. შემდეგ გადაწურეთ, ჩაასხით მუქი ფერის ბოთლში და შედგით მაცივარში. სვით დილაობით, უზმოზე, თითო სადილის კოვზი ერთი თვის განმავლობაში. "მე თვითნებურად გავზარდე დოზა და დღეში 3-ჯერ ვსვამდი ჭამამდე ერთი საათით ადრე", - აღნიშნულია მკითხველის წერილში.

მრავალკვანძოვანი ჩიყვის
დროს: ერთ ჭიქა კაკლის უღელს დაასხით 0,5 ლ არაყი, აურიეთ და მჭიდროდ დაახურეთ ხუფი. დადგით სიგრილესა და სიბნელეში 30 დღით. ამის შემდეგ მიიღეთ დილით, უზმოზე, 1-2 საათით ადრე, თითო სუფრის კოვზი. არც წყალი მიაყოლოთ და არც საჭმელი. ნაყენი რომ გათავდება, 10-15 დღე უნდა შეისვენოთ და კურსი გაიმეოროთ.

"ამასთან ერთად, ვცდილობდი, რაციონი ზღვის პროდუქტებით (თევზით, ზღვის კომბოსტოთი) შემევსო. ვერიდებოდი ზედმეტად ცხიმიან, მწარე, ტკბილ, მარილიან საკვებს. ვმკურნალობდი ბალახებითაც:
ს/კ შავბალახას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დაახურეთ ხუფი და 2 საათი გააჩერეთ. სვით თითო სუფრის კოვზი დღეში 3-5-ჯერ.
მიიღეთ კუნელის წვეთები (იყიდება აფთიაქებშიც) - 20-30 წვეთი დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ. ორწლიანი მკურნალობის შემდეგ ისევ ჩავიტარე გამოკვლევა - რამდენიმე მცირე ზომის კვანძიღა აღმომაჩნდა", - ნათქვამია მკითხველის წერილში.
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 12-12-2018
დათო
იოდის დეფიციტის აღმოსაფხვრელად მიირთვით ფეიხოა. ფეიხოა ერთადერთი მცენარეა, რომელიც იოდის შემცველობით ზღვის პროდუქტებსაც კი უსწრებს წინ.
თარიღი : 07-01-2017
ლეილა
მე კაკლის უღლის ნახარშს (15 ცალი უღელი ვხარშოთ 1 ლიტრა წყალში, სანამ არ განახევრდება და მივიღოთ 1 კ/ჭ დღეში სამჯერ ჭამამდე) კარგად ვიყენებდი ბავშვების პატარაობისას კუჭის აშლილობის დროს. ფაქტიურად აფთიაქში არც შევსულვარ.
თარიღი : 02-10-2016
natia
ფერც რო გამოსცემს არაყ დასხმული უგელი დალიეტ უებარია 2 3 ჯერ დგესჰი ერტი ყლუპი
თარიღი : 19-07-2016
nina
თვენს მიერ მოცემული რეცეპტები როდის მიიღება?ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია როცა დაქვეითებულია თუ როცა გვაქვს ჰიპერფუნქცია.
თარიღი : 17-07-2016
ნინო
ნათია და შორენა იქნებ გვითხრათ თქვენ რომელი გააკეთეთ და შჰედეგი როგორი იყო დაწერეთ.წინასწარ მადლობა
რეკომენდებული პროდუქტები
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
დიეტოლოგია
მაღალცხიმიანი და დაბალნახშირწყლოვანი დიეტა - LCHF: გახდომა სიამოვნებით - ეს დიეტა წვავს ცხიმებს.
ადამიანების დიდი ნაწილი ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ტკბილ, გაზიან, გამაგრილებელ სასმელს იღებს.
სპეციალისტებმა შეისწავლეს ეფექტი, რომელსაც ორგანიზმზე „დროში შეზღუდული“ კვება ახდენს, რაც იმას
კატეგორიის სხვა სტატიები
ნიგოზის სარგებელი ყველასთვის ცნობილია, თუმცა, ორგანიზმზე ასევე დადებითად
ფრჩხილის სოკოს ნივრის მალამო აქრობს მოგეხსენებათ, დღეს სოკოვანი ინფექციით დაინფიცირება ადვილია, მისგან განკურნება კი - ძნელი.
ხველას ეს მცენარეული საშუალება შეგიმსუბუქებთ
ეს საშუალება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ და იმუნიტეტის ასამაღლებლადაც შეიძლება გამოიყენოთ.
ზურგის ტკივილის მკურნალობა ხალხური მეთოდითაც შესაძლებელია ზურგის ტკივილი ყველა დიასახლისისთვის ნაცნობია.
"ჩვენს სანათესაოში თითქმის ყველას ჰქონდა კენჭები, ზოგს - თირკმელში, ზოგს - ნაღვლის ბუშტში.
პაპილომა კანის უჯრედების კეთილთვისებიანი სიმსივნური წანაზარდია.
ანგინა ცხელებით, ინტოქსიკაციითა და ნუშურა ჯირკვლების გამოხატული ანთებით მიმდინარე მწვავე ინფექციური დაავადებაა.
ალბათ ბევრს აინტერესებს, რატომ იღებენ სისხლს ანალიზისთვის მაინცდამაინც უსახელო (მეოთხე) თითიდან?
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად