ბართოლინიტის სამკურნალო ხალხური მალამო - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კითხვა-პასუხი
ბართოლინიტის სამკურნალო ხალხური მალამო
ბართოლინიტის სამკურნალო ხალხური მალამო
ბართოლინიტი საშოს შესასვლელში მდებარე ბართოლეს ჯირკვლის ანთებაა, რომელიც შესაძლოა გონოკოკმა ან სტაფილოკოკმა გამოიწვიოს. ინფიცირებული ჯირკვალი დიდდება და ყალიბდება ჩირქოვანი აბსცესი, რომელიც ძლიერ მტკივნეულია.

"ყოველივე ეს სოფელში მეზობლისგან შევიტყვე, რომელიც უსახსრობის გამო ექიმთან მისვლას ვერ ახერხებდა და ბართოლინიტს თავისი ხელით დამზადებული მალამოთი მკურნალობდა. თავდაპირველად მის მალამოს ეჭვის თვალით შევხედე, მაგრამ როცა მითხრა, ერთი კვირის შემდეგ ინფექციისგან კვალიც აღარ დარჩაო, გავოცდი და მალამოს რეცეპტი ვთხოვე", - გვწერს 'მკურნალი.გე"-ს მკითხველი და მალამოს რეცეპტს გვიზიარებს:

• აიღეთ 50 გრამი კურდღლის ქონი, 5 გრამი ფუტკრის ფიჭა
და 20 გრამი კრაზანას ყვავილი, აურიეთ ერთმანეთში და შემოდგით ძალიან დაბალ ცეცხლზე, ურიეთ, ვიდრე არ გასქელდება. გააცივეთ და დღეში ორჯერ წაისვით ინფიცირებულ ადგილზე. მალამო რამდენიმე დღეში ამწიფებს ჩირქგროვას და იგი თავისთავად, ყოველგვარი ქირურგიული ჩარევის გარეშე იხსნება.

როცა ჩირქგროვა გაიხსნება, უნდა მოისუფთაოთ რომელიმე ანტისეპტიკური ხსნარით, მერე
კი ბოლომდე მოსაშუშებლად მტკივანი ადგილები კრაზანას ნაყენით ჩამოიბანოთ.

• ნაყენის მოსამზადებლად უნდა აიღოთ 2 სადილის კოვზი კრაზანას ყვავილი და დაასხათ 0,5 ლიტრი ადუღებული წყალი, ადუღოთ 2-3 წუთი, შემდეგ გააცივოთ და გამოიყენოთ.

• ჩირქგროვის მომწიფების დასაჩქარებლად კარგი ყოფილა დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 1 სადილის კოვზი ალოეს ფაფის მიღება: აიღეთ 200 გრამი მცენარის მწვანე ფოთოლი, მოაცილეთ ეკლები და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიიღებთ ფაფისებრ მასას, რომელსაც უნდა დაამატოთ 400 გრამი თაფლი და ამდენივე ნატურალური წითელი ღვინო, შემოდგათ წყლის ორთქლზე და 1 საათი ხარშოთ. რომ გაცივდება, აუცილებლად გაწურეთ რამდენიმეკეც დოლბანდში და წამალიც მზად არის. უნდა მიიღოთ დღეში სამჯერ, თითო სადილის კოვზი.

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
გთავაზობთ კუნელის ნაყენის მომზადების რეცეპტს მამაკაცური კლიმაქსის
თმის ცვენას კარგად აჩერებს კრაზანას ნაყენი

თმის ცვენას კარგად აჩერებს კრაზანას სპირტიანი ნაყენი:
კუჭის წყლულის მკურნალობა მრავალძარღვას ანდეთ

მაქვს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის წყლულოვანი დაავადება,
კოჟრებს ამ რეცეპტით გაუმკლავდებით

ვისაც ფეხზე კოჟრები აწუხებს, ვურჩევ:
ზამთრის დესინქრონოზი ვეღარაფერს დაგაკლებთ
სილურჯეებს კომბოსტოს ფოთლები აგილაგებთ

შინ თუ სამსახურში გარკვეული სამუშაოების შესრულებისას ხშირად
19 ივლისი 2018
ამერიკელმა კარდიოლოგებმა ადამიანის ორგანიზმისთვის ყველაზე მავნე პროდუქტი დაასახელეს. დიეტურმა
19 ივლისი 2018
ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მეცნიერების დასკვნით, შვებულება ადამიანს განტვირთვაში ეხმარება, მაგრამ
თვალის ჩრდილი მაკიაჟის მნიშვნელოვანი ელემენტია. ეს უნივერსალური კოსმეტიკური პროდუქტია, რომელმაც
კუჭისა და ნაწლავის კიბოს განვითარების მომატებული რისკის შემცველია წითელი გადამუშავებული
გარდაბანსა და მარნეულში შხამიანი ქვეწარმავლის მიერ ადამიანის დაკბენის ორი ფაქტი დაფიქსირდა. პაციენტებს