სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

  • ნაცადი საშუალებაა კრაზანას მაგარი ნაყენი. ასეთივე ნაყენი შეიძლება მომზადდეს სალბისგან, ჟოლოს ან პიტნის ფოთლებისგან. ეს ბალახები შეიძლება ერთმანეთშიც აურიოთ თანაბარი რაოდენობით. ნაყენი რაც შეიძლება თბილი უნდა იყოს. ყოველ ჯერზე ახალი მოიმზადეთ და ხშირად ივლეთ პირში.
  • ზოგიერთი მტკივან ღრძილზე მრავალძარღვას ფოთოლს იდებს. ტკივილი ნახევარ საათში გაივლის.
  • როდესაც ღრძილები ანთებითია, შუპდება და ჩირქდება, მტკივან კბილზე მიიდეთ შემწვარი ხახვი.
  • ბევრს აწუხებს პაროდონტოზი - ღრძილებიდან სისხლდენა. ღრძილების გასამაგრებლად უამრავი საშუალება არსებობს. შესანიშნავია ნიორი, ოღონდ ბევრი უნდა მიირთვათ. დაგეხმარებათ კარტოფილიც, რომელიც უმი უნდა მიირთვათ.
  • ღრძილების გაფაშრებისა და ტკივილის დროს გიშველით ჩვეულებრივი მჟავე კომბოსტო - რაც შეიძლება დიდხანს ღეჭეთ. სასარგებლოა კუჭისთვისაც.

  • თუ გსურთ, მკვრივი და ჯანმრთელი კბილები შეინარჩუნოთ, ხშირად მიირთვით სტაფილო და ვაშლი. ისინი კბილებსაც წმენდს და ღრძილებსაც ამაგრებს.
  • საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა თაფლი. ცნობილია, რომ ფიჭის თაფლს გაცილებით ძლიერი გამაჯანსაღებელი თვისებები აქვს, ვიდრე გამოწურულს. ის ძალზე სასარგებლოა პირის ღრუს ანთებითი დაავადებების, სტომატიტის, ჰაიმორიტის დროს. ფიჭის ღეჭვა ამაგრებს ღრძილებს, ათავისუფლებს დახშულ ცხვირს, აღადგენს სუნთქვას.
  • დანით ჩამოჭერით ფიჭის პატარა ნაჭერი და 10-15 წუთს ღეჭეთ. 2-3 საათის შემდეგ აიღეთ ახალი ულუფა. ცვილი არ გადაყლაპოთ, შეაგროვეთ. პროცედურა გაიმეორეთ დღეში 3-4-ჯერ. მწვავე ანთებითი პროცესი 2-3 დღეში გაივლის.

შვილი ტუბერკულოზისგან ალოეს ნაყენით განვკურნე 

ჩემი ვაჟი სამხედრო სამსახურში ჯანმრთელი გავუშვი, იქიდან კი ფილტვების ტუბერკულოზით დამიბრუნდა, მაგრამ რაკი საერთოდ დაბრუნდა, რაღას ვჩიოდი! ვიცოდი, რომ ტუბერკულოზი მძიმე დაავადებაა, მაგრამ გამოჯანმრთელება შესაძლებელია. შვილი მაშინვე გავგზავნე ტუბდისპანსერში, სადაც რენტგენოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარეს და აღრიცხვაზე აიყვანეს. აღმოჩნდა, რომ დახურული ფორმა ჰქონდა და მდგომარეობა არც ისე მძიმე იყო. დაავადება მხოლოდ მარჯვენა ფილტვს შეხებოდა. წამლები გამოუწერეს და ურჩიეს, გამოკვლევებზე რეგულარულად ევლო. ექიმებს როგორ არ ვენდობი, მაგრამ პარალელურად მაინც დავიწყე ხალხური საშუალებების ძებნა. წამალი, რომელიც ვაჟიშვილის განკუ-რნებაში დამეხმარა, ალოესგან მზადდება. კურსის ბოლომდე მისაყვანად ბევრი ალოე დაგჭირდებათ, ამიტომ გირჩევთ, რამდენიმე ქოთანში გაახაროთ.

  • აიღეთ 3-დან 5 წლამდე ასაკის 1,5 კგ ალოეს დაქუცმაცებული ფოთოლი (მოჭრამდე 5 დღის განმავლობაში არ მორწყოთ), დაამატეთ 2,5 კგ მაისის თაფლი (გამოგადგებათ სხვა თაფლიც, ოღონდ ნამდვილი და ხარისხიანი) და 5 ლიტრი 15-16-გრადუსიანი წითელი ღვინო. ეს ყველაფერი ერთმანეთში კარგად აურიეთ, ჩაასხით მინის ჭურჭელში და თავზე მჭიდროდ დაახურეთ. შეინახეთ სიბნელესა და სიგრილეში.

პირველი 5 დღის განმავლობაში მიიღეთ თითო ჩაის კოვზი დღეში ერთხელ, შემდეგ - თითო სუფრის კოვზი დღეში 2-ჯერ ჭამამდე ერთი საათით ადრე. სასურველია, სვათ 1,5 თვის განმავლობაში. უკიდურეს შემთხვევაში, 2-3 კვირა მაინც, თორემ შედეგი არ იქნება. ჩემი შვილი მას სამი თვე სვამდა.

ეს ნარევი რეკომენდებულია კიბოს, კუჭის წყლულისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებების დროსაც.

როგორ შევინარჩუნე თმა

წესით, ახლა სრულიად მელოტი უნდა ვიყო - ამ ასაკში არც მამაჩემს, არც ბაბუაჩემს თავზე ღერი თმა აღარ ჰქონდათ. ახალგაზრდობაშივე მივხვდი, რომ მეც ასეთივე სიბერე მელოდა. გამელოტების პირველი ნიშნები ჯერ კიდევ სტუდენტობისას გამომაჩნდა, 30 წლისას კი უკვე სოკრატეს შუბლი მამშვენებდა. ამან დამაფიქრა და გამელოტების საწინააღმდეგო საშუალებების ძიება დავიწყე. თმის გადანერგვის იდეა არ მომეწონა. ჯერ ერთი, მეძვირა, მეორეც, მტკივნეულია. ჩემი ჯიბე ვერც ძვირად ღირებულ მედი-კამენტებს გასწვდებოდა. ყველაზე ხელმისაწვდომი ბირკავას ზეთი აღმოჩნდა, მაგრამ ვერაფერი მიშველა.

დავიწყე სამედიცინო ლიტერატურის შესწავლა და ახლობლების გამოკითხვა. ზოგმა რა მირჩია, ზოგმა - რა. ბევრი საინტერესო რეცეპტი ჩავიწერე. შევიტყვე ისიც, რომ თმის ინტენსიური ცვენა ორგანიზმში ზოგიერთი ნივთიერების უკმარისობაზე მიუთითებს, ამიტომ ყურადღება იმ ხალხურ რეცეპტზე შევაჩერე, რომელიც გარეგანთან ერთად შინაგან მკურნალობასაც ითვალისწინებს.

ნახარში, რომელსაც ორი თვე ვსვამდი, ასე მზადდება:

  • ვიღებთ 10 გ ჟენშენის ფესვს, 6 გ ძირტკბილას ფესვს, 10 გ მანდარინის ქერქს, 15 გ გლერძის ფესვს. ამ ყველაფერს 30 წუთს ვადუღებთ 400 მლ წყალში, ვწურავთ და ვსვამთ 100 მლ-ს დღეში 2-ჯერ. პარალელურად თავის კანში ვიზელთ კოჭას ზეთს.

თავდაპირველად მეგონა, რომ თმოვანი საფარველის შესანარჩუნებლად ბრძოლა ღრმა სიბერემდე არ დასრულდებოდა, მაგრამ მკურნალობის შედეგი უკვე შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. ახალი თმა არ ამომდის, მაგრამ ცვენა შესამჩნევად შენელდა და თუ მკურნალობა განვაგრძე, ეგებ შეწყდეს კიდეც.

ვიცი, ეს პრობლემა ბევრს აწუხებს და არა მარტო მამაკაცებს, ქალებსაც, ამიტომ თავს უფლება მივეცი, მათთვის საკუთარი გამოცდილება გამეზიარებინა. მენდეთ, რადგან წამლის ეფექტი საკუთარ თავზე გამოვცადე.

მრავალძარღვა  ყივანახველასაც შველის

ჩემს შვილს საბავშვო ბაღში ყივანახველა შეხვდა, მისი მოვლისას კი მეც გადმომედო. გამიგონია, ბატონები ბავშვობაში უნდა მოიხადო, თორემ მოწიფულ ასაკში მეტად რთულად მიმდინარეობსო. მართალი ყოფილა - საკუთარ თავზე გამოვცადე. რა არ ვიხმარე, მაგრამ არაფერმა მიშველა. ჩემს მეზობლად ძალიან განათლებული მოხუცი ქალბატონი ცხოვრობს, რომელმაც მცენარეული წამლების რეცეპტებიც იცის. სწორედ მან მირჩია მრავალძარღვას ნაყენის მიღება, რომელმაც ნამდვილად მომგვარა შვება.

  • ვიღებთ მრავალძარღვას ქორფა ფოთლების საშუალო ზომის კონას, ვასხამთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს და 1 საათით ვაყენებთ. შემდეგ გადავწურავთ. ვიღებთ 1 სუფრის კოვზს დღეში 3-4-ჯერ.

პიტნა - გაციების წამალი

დღეს, როდესაც ჩვენი სააფთიაქო ქსელი სავსეა გაციების საწინააღმდეგო საშუალებებით, რომლებსაც არც რეკლამა აკლია, მცენარეული წამლები მნიშვნელობას მაინც არ კარგავს, რადგან არანაკლებ ეფექტიანია და არც ზიანი მოაქვს. პირადად მე არასოდეს მიხმარია ფართოდ რეკლამირებული საშუალებები. გაციების დროს პიტნის ნაყენს ვსვამ და შედეგით, მერწმუნეთ, მეტად კმაყოფილი ვარ.

  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი პიტნა, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 საათს, გადაწურეთ და მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-5-ჯერ. ხველებასაც დაგიცხრობთ და ნერვულ სისტემასაც დაგიმშვიდებთ.

კრაზანას ნაყენი კოლიტს კურნავს

ისევე, როგორც ჩემს თანამემამულეთა უმრავლესობას, კუჭ-ნაწლავი მაწუხებს. წვნიანი კერძები არ მიყვარს და იშვიათად გეახლებით, სამუშაოს გამო კი ხშირად მიხდება ქუჩაში წახემსება, რამაც მდგომარეობა კიდევ უფრო დამიმძიმა. მეგობრის მეუღლემ მირჩია, მცენარეული საშუალება მესინჯა და რეცეპტიც მასწავლა:

  • ხმელი კრაზანა დააქუცმაცეთ, 2 სუფრის კოვზს დაასხით 1,5 ჩაის ჭიქა წყალი, ჭურჭელს თავზე დაახურეთ, შედგით ნელ ცეცხლზე და 10 წუთს ადუღეთ. გააცივეთ, გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ღვინის ჭიქა (დაახლოებით 50 გრამი) დღეში 4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. რაც ამ წამლის სმა დავიწყე, თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ. თქვენც სცადეთ.

შვიტა შესანიშნავი შარდმდენია

რამდენიმე წლის წინ აღმომაჩნდა შარდის ბუშტისა და თირკმელების ანთებითი დაავადება, რომელსაც თან ახლდა შარდის შეკავება. ცხადია, დამინიშნეს მკურნალობაც. მარგო კიდეც, მაგრამ როგორც კი მედიკამენტების მიღება შევწყვიტე, მდგო-მარეობა კვლავ დამიმძიმდა. მთელი ცხოვრება ქიმიურ წამლებზე ხომ არ ვიქნებოდი და გადავწყვიტე, ბუნებრივი საშუალებები მომესინჯა. ყველაზე მეტად შვიტის ნახარში  მომიხდა. იგი ასე მზადდება:

  • 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და ნახევარი საათის განმავლობაში ადუღეთ. გააცივეთ, გადაწურეთ და მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ.

ბაბუაწვერას ყვავილი ყაბზობისგან გიხსნით

დიდი ხანია, ყაბზობა მაწუხებს. სამწუხაროდ, ისეთი სამუშაო გრაფიკი მაქვს, რომ კვების რეჟიმის მოწესრიგებაზე ოცნებაც არ შეიძლება. ვსინჯე სხვადასხვა საფაღარათო საშუალება, მაგრამ არაფერმა მიშველა. სრულიად შემთხვევით წავაწყდი ამ ხალხურ რეცეპტს, ვცადე და მომიხდა:

  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ბაბუაწვერას ყვავილი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, დაახურეთ თავზე, დადგით დაბალ ცეცხლზე და 15 წუთის განმავლობაში ადუღეთ. შემდეგ ნახევარი საათით დააყენეთ, გადაწურეთ და მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ.

გადაღლილობისას გვირილა გიშველით

ბოლო თვეების განმავლობაში მეტისმეტად დავიტვირთე. კომპიუტერთან მათენდებოდა და მაღამდებოდა. ჩემი საზრდო მთელი დღე მხოლოდ სიგარეტი და ყავა იყო. ასეთმა დაძაბულობამ თავისი შედეგი გამოიღო - სულიერად და ფიზიკურად გამოვიფიტე. დამ მირჩია, გვირილის ნაყენი მესვა, რომელმაც მართლაც მაგრძნობინა უკეთესობა. დარწმუნებული ვარ, თქვენც გიშველით.

  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი გვირილის გამხმარი ყვავილი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ნახევარი საათით დააყენეთ, გადაწურეთ და მიიღეთ ცხლად, 1/3 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 10-15 წუთით ადრე.

სვია ქერტლსა და თმის ცვენას შველის

ბოლო ხანს ზედიზედ გავიკეთე რამდენიმე ოპერაცია. შესაძლოა, უბრალო დამთხვევაა, მაგრამ ფაქტია, სწორედ ამის შემდეგ დამეწყო თმის ცვენა. ახალი წამლების შეძენის აღარც სურვილი მქონდა და აღარც საშუალება. ბედს მივენდე და ვიფიქრე, უკიდურეს შემთხვევაში პარიკს ვატარებ-მეთქი, მაგრამ მეგობარმა, რომელიც ძალიან კარგად იცნობს მცენარეულ წამლებს, მირჩია, ეს საშუალება მომესინჯა:

  • აიღეთ სვიის გირჩები, დააქუცმაცეთ, 2 სუფრის კოვზს დაასხით ჭიქანახევარი მდუღარე წყალი და ნახევარ საათს გააჩერეთ, გადაწურეთ და დაბანის შემდეგ თავზე გადაივლეთ. მე მიშველა. თქვენც სინჯეთ, დარწმუნებული ვარ, კმაყოფილი დარჩებით.

მჟაუნა სისხლმდინარ ღრძილებს მოგიშუშებთ

ვისაც გამოუცდია, ეცოდინება, რა უსიამოვნოა ღრძილებიდან სისხლდენა. ოჯახისა და სამსახურის გადამკიდე, საკუთარი თავისთვის თითქმის ვერ ვიცლი, ასე რომ, ექიმთან მისვლა გამიჭიანურდა. მეზობელმა მირჩია, მჟაუნათი მემკურნალა. დავუჯერე და არც მინანია.

  • აიღეთ 1 კონა ქორფა მჟაუნა, დაასხით 2 ჩაის ჭიქა წყალი, დაახურეთ თავზე, დადგით ნელ ცეცხლზე და 15 წუთი ადუღეთ, შემდეგ 2 საათით დააყენეთ, გადაწურეთ და გამოივლეთ პირში დღეში 4-ჯერ, ჭამის შემდეგ.