სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

  • ვიდრე დალევას დაიწყებთ, ყუათიანად ისადილეთ. მეორე დილითაც, მიუხედავად უქეიფობისა, აიძულეთ თავი, მსუყედ ისაუზმოთ.
  • მხოლოდ ღვინოს ნუ მიეძალებით, შუალედებში სვით მინერალური წყალი. მინერალური წყალი სვით მეორე დღესაც, ყავისგან კი თავი შეიკავეთ.
  • იძინეთ, ძილში ნაბახუსევიდან უფრო შეუმჩნევლად გამოხვალთ.

    ამ ახალი წლის დღეებში თუ არა, მომავალში მაინც ეს რჩევები თქვენც გამოგადგებათ.

როგორ გავთავისუფლდეთ ოფლიანობისგან

რამდენიმე წლის წინ დამეწყო ჭარბი ოფლიანობა. მისი მიზეზი დღემდე ვერ დამიდგენია, მაგრამ საკმაო უსიამოვნება კი მომაყენა. ექიმსაც მივმართე, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვამჯობინე, ხალხური საშუალე-ბებით მეცადა ამ პრობლემის მოგვარება. დავიწყე ლიტერატურის ძებნა, გაცნობა და რამდენიმე რეცეპტს მართლაც მივაგენი. ყველაზე მარტივსა და ეფექტურს თქვენც გაგიზიარებთ:

  • თუ იღლიის მიდამოს გადაჭარბებული ოფლიანობა გაწუხებთ, ეს ადგილი შვიტის არაყზე დამზადებული ნაყენით გაიწმინდეთ. ამისთვის საჭიროა, 1 წილ შვიტას დაასხათ 10 წილი არაყი და 1 დღე-ღამით დააყენოთ, შემდეგ კი გადაწუროთ. ამ ნაყენით კანი დღეში 1-2-ჯერ უნდა გაისუფთავოთ.
  • თუ სახე გიოფლიანდებათ, დღეში 2-ჯერ - დილა-საღამოს - გაიწმინდეთ აუდუღარი რძით ან მუქი ცივი ჩაის ნაყენით. პროცედურის შემდეგ სახე არ შეიმშრალოთ, აცადეთ, თავისით გაშრეს.
  • ტერფების ჭარბი ოფლიანობისას აიღეთ მუხის ქერქი, დააქუცმაცეთ და ბლომად ჩაიყარეთ წინდებში  პროცედურა გაიმეორეთ ყოველდღე, ვიდრე ოფლის დენა ნორმაში არ ჩადგება.
  • თუ ტანი გიოფლიანდებათ, პიტნის ფოთლების ნაყენი გამოგადგებათ. 1 სუფრის კოვზ პიტნის ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30-40 წუთს, გადაწურეთ და კანი გაიწმინდეთ. ამასთან ერთად ყოველდღე სვით სალბის უშაქრო ჩაი.

ხურტკმელი კუჭ-ნაწლავის პრობლემას მოგიწესრიგებთ

ჩემი სადარდებელი ქრონიკული ყაბზობაა. ისეთი სამსახური მაქვს, კვების რეჟიმს ვერ ვიცავ, ხშირად ვერ ვჭამ წვნიან კერძებს, უმეტესად, სადაც მომხვდება, სახელდახელოდ წავიხემსებ ხოლმე. საბედნიეროდ, დედაჩემი მიმზადებს ხურტკმლის ნაყენს, რომელიც შვებას მგვრის და ტკივილს მიყუჩებს.

  • ვიღებთ 1 სუფრის კოვზ ხურტკმელს, ვასხამთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, ვდგამთ ნელ ცეცხლზე და ვადუღებთ 10 წუთს. ვაცივებთ და ვწურავთ. შეგვიძლია, გემოვნებისამებრ შაქარიც დავამატოთ. ვიღებთ 1/4 ჩაის ჭიქას დღეში 4-ჯერ.

როგორ ვუმკურნალოთ ჩირქგროვას ხალხური საშუალებებით

ამ ზაფხულს ყანაში ფეხი გავიჭერი. ჭრილობაში ინფექცია შემეჭრა და დამიჩირქდა. ტკივილმა მოსვენება დამაკარგვინა. ეს ამბავი აგვისტოს მოვლენებს დაემთხვა და სოფელში აღმოვჩნდი ჩაკეტილი, მაგრამ შესანიშნავი დახმარება გამიწია მეზობლის დედამ. მისი წინაპრები სოფლის ექიმები ყოფილან. ეს ქალბატონი თვითონაც შესანიშნავად იცნობს სამკურნალო მცენარეებს და საკუთარ კარ-მიდამოშიც აქვს მოშენებული.

თავდაპირველად ალოეს წვენით მიმკურნალა: ალოეს ქვედა, ყველაზე წვნიანი ფოთლები მოაჭრა, დაკუ-წა, დოლბანდში გაახვია და წვენი ზედ ჭრილობაზე დამაწურა. თავად ჩირქოვანი ჭრილობის დასასუფთა-ვებლად კი ეს ნახარში მოამზადა: აიღო 1 სუფრის კოვზი გვირილის ყვავილი და ამდენივე სალბის ფოთო-ლი, დაასხა ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, 15 წუთით ჩადგა წყლის აბაზანაში. შემდეგ ოთახის ტემპე-რატურამდე გააგრილა, გადაწურა და ჭრილობა დამიმუშავა.

სალათი მხოლოდ ქალბატონებისთვის

ადამიანი ჯანმრთელობის ფასს მხოლოდ ავად გახდომის შემდეგ იგებს. არადა, რამდენ პრობლემას ავიცილებდით თავიდან, დროდადრო ორგანიზმის დასვე-ნებაზეც რომ გვეფიქრა! მსურს, ყველა ქალს შევთავაზო E ვიტამინით მდიდარი სალათის რეცეპტი, რომელიც ქალის ორგანიზმის ჰორმონულ ბალანსს აწესრი-გებს. ეს რეცეპტი უკვე კარგა ხანია ვიცი, მისი გამოყენება კი მეგობართან ერ-თად ახლახან დავიწყე და პირადად დავრწმუნდი მის ჯადოსნურ თვისებებში. სალათის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ნახევარი ჭიქა ქაცვის ცოცხალი ნაყოფი; 1 სადილის კოვზი ასკილის ნაყოფი; 2 სადილის კოვზი მინდვრის ლობიო; 1 სადილის კოვზი ბარდა; 2 სადილის კოვზი წიწიბურა; 1-2 თავი საშუალო ზომის ხახვი; 100 გრამი ქაცვის ზეთი; მარილი.

კარგად გარეცხილი ლობიო და ბარდა ერთად მოხარშეთ. ასკილს ადუღებული წყალი დაასხით, შემდეგ ნელ ცეცხლზე შემოდგით და 3-4 წუთს ადუღეთ. გადაწურეთ წყალი და ასკილის ნაყოფი შეურიეთ მოხარ-შულ ლობიოსა და ბარდას. შემდეგ ცალკე კარგად მოხარშეთ წიწიბურა, გააცივეთ და ისიც ლობიოსთან, ბარდასა და ასკილთან ერთად ჩაყარეთ ჭურჭელში, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ქაცვი, მარილი და ქაცვის ზეთი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ.

წლების განმავლობაში მოსვენება მქონდა დაკარგული ქალური პრობლემებისგან. მას შემდეგ კი, რაც მენიუში ეს სალათი ჩავრთე, - კვირაში ერთხელ მაინც ვამზადებ, - შვებით ამოვისუნთქე. ყოველ ზაფხულს წინასწარ ვიჭერ თადარიგს და ვაგროვებ ქაცვის ნაყოფს, რომლის ნაწილსაც პატარა პაკეტებში ვაწყობ და ვყინავ, ნაწილისგან კი ზეთს ვხდი. დამეთანხმებით, საკუთარი ჯანმრთელობა ამად ნამდვილად ღირს.


 

ჭრილობების მოსაშუშებელი ზეთი

ათი წელია, შაქრიანი დიაბეტი მაქვს. თავად დაავადებას ასე თუ ისე მივეჩვიე, მის ზოგიერთ გამოვლი-ნებასთან შეგუება კი დღემდე მიჭირს. უპირველეს ყოვლისა, შეუხორცებელ ჭრილობებსა და წყლულებს ვგულისხმობ. ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა სოფლად მცხოვრები ადამიანისთვის, რომელიც მთელ დღეს მინდორსა და ბაღ-ბოსტანში ატარებს. თავადაც იცით, მიწაზე მუშაობისას რა ადვილად შეიძლება გაიჭრა ხელი ან ფეხი.  ჩემს მეზობლებს ასეთი ჭრილობები ორიოდე დღეში უხორცდებათ, მე კი კვირაობით მაწვალებს, ზოგჯერ თვეც კი არ მყოფნის, ხოლო თუ ჭრილობა დაჩირქდა, საერთოდ ვწყდები სამუშაოს.

რამდენიმე ხნის წინათ ჩემს გვერდით სახლი გაიყიდა. ახალი მეზობლები გულისხმიერი ადამიანები აღ-მოჩნდნენ. გავიცანით ერთმანეთი, ხან რაზე ვისაუბრეთ, ხან რაზე და ბოლოს ჩემი გასაჭირიც გავუმხი-ლე. მეზობელმა წამალი მასწავლა. მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია - რატომღაც არ ვენდე, მაგრამ ხელი ისევ რომ გავიკაწრე და ნაკაწრი ისევ გამირთულდა, გამახსენდა მისი რეცეპტი, მოვძებნე და რაკი დასაკარგი არაფერი მქონდა, გადავწყვიტე, გამომეცადა. მით უმეტეს, მისი ერთადერთი ინგრედიენტი, სტაფილო, ბოსტანში თავზე საყრელად მქონდა.

წამალი, რომელიც მეზობელმა მასწავლა, სტაფილოს ზეთია. ის ასე უნდა მოამზადოთ:

  • გახეხეთ სტაფილო, 1 ჭიქა მოათავსეთ ქვაბში, დაასხით იმდენი ზეთი, რომ დაფაროს და მჭიდროდ დაახურეთ თავსახური. ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში და დატოვეთ 15 წუთს. არ აადუღოთ! გადმოდგით და გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ კი ორფა დოლბანდში გადაწუ-რეთ და ზეთიც მზად არის. ის უნდა წაისვათ კანის დაზიანებულ ადგილებზე და დალიოთ კიდეც 1 ჩაის კოვზი დღეში 4-ჯერ, ოღონდ ჩაყლაპვამდე პირის ღრუში 3-4 წუთს უნდა გაიჩეროთ.

სტაფილოს ზეთი მაცივარში კარგად ინახება. ის ჭრილობებსა და წყლულებს დაჩირქებისა და ყოველგვარი გართულების გარეშე ახორცებს, ისე ადვილად და სწრაფად, რომ თავადაც გაკვირვებული დარჩებით.

თალგამი ორგანიზმის საუკეთესო გამწმენდია

ორგანიზმის გაწმენდის შესახებ ბევრს ლაპარაკობენ და წერენ, თუმცა ეს წმენდის მნიშვნელობას სულაც არ ამცირებს. სწორედ ამიტომ მსურს, მოგითხროთ შავი თალგამის შესახებ, რომელიც დაუმსახურებლად მიივიწყეს. არადა, სწორედ მისი წვენი გახლავთ ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ეფექტიანი გამწმენდი საშუალება. იგი ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას, აუმჯობესებს საკვების მონელების ხარისხს, აძლიერებს ნაწლავის მოტორიკას და ხელს უწყობს დაგროვილი წიდის ორგანიზმიდან გამოყოფას, ქვებისა და ქვიშისგან თირკმელების გაწმენდას.

წვენის მომზადებამდე თალგამი უნდა გაწმინდოთ და კარგად გარეცხოთ, მერე კი კანი გააცალოთ, ოღონდ კი არ გაფცქვნათ, არამედ ახალი კარტოფილივით გაფხიკოთ. თუ წვენსაწური არ გაქვთ, შეგიძლიათ, თა-ლგამი წვრილად გახეხოთ და დოლბანდში გაწუროთ. წვენი მაცივარში უნდა შეინახოთ. მიღების წესი კი ასეთია: უნდა დალიოთ თითო სადილის კოვზი დღეში სამჯერ, ნებისმიერ დროს. თალგამის წვენის სმისას უმჯობესია ვეგეტარიანულად იკვებოთ. აუცილებლად უნდა გამორიცხოთ რაციონიდან ცომეული, ცხიმიანი კერძები, ხორცი, სახამებელი. მკურნალობის 1 კურსისთვის საჭიროა 10 კილოგრამამდე თალგამი, რომლის წვენიც 2-3 თვე უნდა გეყოთ. 1 კგ თალგამიდან დაახლოებით 600-700 გრამ წვენს მიიღებთ.

  • გამონაწურ თალგამს ნუ გადაყრით - დააყარეთ ცოტაოდენი მარილი, დაასხით მცენარეული ზეთი, დააჭერით ხახვი და მიირთვით. ეს სალათი წვენის ეფექტს აძლიერებს - ორგანიზმის გაწმენდას უფრო მეტად უწყობს ხელს.

მკურნალობის შედეგი პირველივე კურსის შემდეგ ხდება თვალსაჩინო: საჭმლის მონელების პროცესი საგ-რძნობლად გაუმჯობესდება, ხოლო ქრონიკული დაავადებები მიიძინებს. 1 კურსის შემდეგ აუცილებე-ლია, 3-4 თვე შეისვენოთ, მერე კი სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ კურსი გაიმეოროთ.

თაფლიანი წყლის სიკეთე

მინდა, თქვენი ჟურნალის საშუალებით ხმა მივაწვდინო ყველა ჩემნაირად დაავადებულს. უკვე რამდენიმე წელია, რაც თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებით ვიტანჯები. ხნიერი კაცი ვარ და გულის მდგომარეობა ოპერაციის ჩატარების ნებას არ მაძლევს. რამდენჯერმე კლინიკაში ვიწექი, ორჯერ სანატორიული მკურნალობის კურსიც გავიარე. ცოტა ხნით გამოვკეთდები, შემდეგ კი დაავადება ისევ მახსენებს თავს.

რამდენიმე თვის წინ ჩემი მეუღლე იმერეთის მაღალმთიან სოფელში ნათესავის გასვენებაში იყო წასული. იქ დიდი ხნის უნახავ ახლობლებს შეხვდა, რომლებმაც, რა თქმა უნდა, ჩემი მდგომარეობაც იკითხეს. რაღა ბევრი გავაგრძელო - იქიდან მეუღლე რეცეპტით ხელდამშვენებული დაბრუნდა და გადავწყვიტე, სერი-ოზულად მოვკიდო ხელი შენს მკურნალობასო, გამომიცხადა. მართლაც, ყოველ დილით უთენია მაღვი-ძებდა და საუზმემდე საათნახევრით ადრე მასმევდა 1 ჭიქა თბილ წყალს, რომელშიც 3 სადილის კოვზი თაფლი იყო გახსნილი. შემდეგ საუზმემდე ისევ ვიძინებდი.

იმავეს ვსვამდი საღამოს, ძილის წინ. ასე გაგრძელდა 3 თვე. შემდეგ 1 თვე შევისვენე და კვლავ ჩავიტარე სამთვიანი კურსი. პირდაპირ გეტყვით, შვებით ამოვისუნთქე. ტკივილებმა თანდათან მიკლო და ბოლოს გაქრა. აღარც გულძმარვა მაწუხებს. როცა სპეციალისტს გავესინჯე და მითხრა, წყლული შეხორცებუ-ლიაო, ჩემზე ბედნიერი არავინ მეგონა. შედეგით აღფრთოვანებულმა მეუღლემ კვლავ მიყიდა თაფლი. მისი დანახვაც აღარ შემიძლია, მაგრამ თავს ზემოთ ძალა აღარ მაქვს - წელიწადში ორჯერ 3-3 თვე ვსვამ და ჯანმრთელობასაც აღარ ვუჩივი.