დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

თუ ძირმაგარა გაგიჩნდათ

  • აიღეთ 50 გრამი კურდღლის ქონი, 5 გრამი ფუტკრის ფიჭა და 20 გრამი კრაზანას ყვავილი, აურიეთ ერთმანეთში და შემოდგით ძალიან დაბალ ცეცხლზე, ურიეთ, ვიდრე არ გასქელდება.

მიღებული მასა უნდა გააცივოთ და დღეში ორჯერ წაისვათ მტკივან ადგილზე. ეს მალამო რამდენიმე დღეში ამწიფებს ჩირქგროვას და იგი თავისთავად, ყოველგვარი ქირურგიული ჩარევის გარეშე იხსნება. როცა ჩირქგროვა გაიხსნება, უნდა მოასუფთაოთ რომელიმე ანტისეპტიკური ხსნარით, მერე კი კრაზანას ნაყენით ჩამოიბანოთ.

  • ნაყენის მოსამზადებლად უნდა აიღოთ 2 სადილის კოვზი კრაზანას ყვავილი და დაასხათ 0,5 ლიტრი ადუღებული წყალი, ადუღოთ კიდევ 2-3 წუთი, მერე კი გააცივოთ და გამოიყენოთ.

ნინო კაკაურიძე, თბილისი

რევმატულ ტკივილებს ნიახური დაგიამებთ

რევმატულ ტკივილებს ისე არაფერი შველის, როგორც ნიახურის ფესვების წვენი.

  • აიღეთ ნიახურის ფესვი, დააქუცმაცეთ, 1 სადილის კოვზს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, შეფუთეთ და 4 საათის განმავლობაში გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ 2 სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

შეგიძლიათ, ნიახურის ფესვების ნაყენი ცივი წყლითაც მოამზადოთ, ოღონდ ასე მომზადებული ნაყენი უნდა სვათ მეოთხედი ჭიქა, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე.

ეთერ საყვარელიძე

ყაბზობას ასე ვშველი

ცხოვრების არასწორი წესით, მჯდომარე სამსახურით და მშრალი კვებით ისე დავიავადე ნაწლავები, რომ 35 წლისას დახმარების გარეშე კუჭის მოქმედება მიჭირდა. სწორედ ამ მდგომარეობაში მყოფმა აღმოვაჩინე ხეჭრელის ჩაის რეცეპტი, რომელიც ასე მზადდება:

  • აიღეთ 50 გრამი ხეჭრელის დაქუცმაცებული ქერქი და დაასხით 50 მლ 30%-იანი სპირტი, დააყენეთ 5-6 დღე, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 20-40 წვეთი ჭამამდე დღეში ერთხელ. კუჭის მოქმედება ნაყენის მიღებიდან 8-10 საათის შემდეგ იწყება.

გასწავლით მეორე რეცეპტსაც:

  • აიღეთ 3 წილი ხეჭრელის ქერქი, 2 წილი ჭინჭრის  ფოთოლი და 1 წილი ფარსმანდუკის ბალახი, 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, ადუღეთ 15 წუთი, გააცივეთ და მიიღეთ 1/2 ჩაის ჭიქა ძილის წინ. კარგია ქრონიკული კუჭშეკრულობის, კოლიტისა და ენტეროკოლიტის დროს.

ამ ნაყენის დიდხანს მიღება არ შეიძლება ორსულთათვის, ამასთან, იგი, სხვა საშუალებათა მსგავსად, იწვევს შეჩვევას, ამიტომ 1 თვის შემდეგ, სასურველია, სხვა წამლით შეცვალოთ. გახსოვდეთ, ეს მხოლოდ დროებითი დახმარებაა, პრობლემის საბოლოოდ მოსაგვარებლად სპეციალისტს უნდა მიმართოთ.

ელზა რაზმაძე, რუსთავი

წყლულოვანი დაავადების მორჯულება შესაძლებელია

მათ, ვისაც კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობით მიმდინარე წყლულოვანი დაავადება აქვს, გამწვავების პროფილაქტიკისათვის ასეთ წამალს ვთავაზობ:

  • აიღეთ თანაბარი რაოდენობის მრავალძარღვასა და სალბის ბალახი, წვრილად დაჭერით და ერთმანეთში აურიეთ. 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი და ადუღეთ 5 წუთი, შემდეგ ეს ნაყენი 1 საათით გააჩერეთ და მზად არის.

გაზაფხულის დადგომისთანავე, როცა დაავადების გამწვავებაა მოსალოდნელი, მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში ერთხელ 14 დღის განმავლობაში. შემოდგომაზეც უნდა ჩაიტაროთ 14-დღიანი კურსი, ოღონდ შედარებით მოზრდილი დოზებით - ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ. წამლის მომზადება მხოლოდ მრავალძარღვასგანაც შეიძლება. ამისთვის მრავალძარღვას ფოთლები უნდა გარეცხოთ ცივი წყლით, გააშროთ, დაასხათ ადუღებული წყალი და მაშინვე ამოიღოთ, დადოთ ვარცლზე დასაწრეტად და მალევე გაატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებული მასიდან უნდა გამოწუროთ წვენი. თუ სქელი და წელვადი წვენი მიიღეთ, დაასხით იმავე რაოდენობის წყალი და კარგად შეანჯღრიეთ. გამოწურული წვენი უნდა ადუღოთ 1 წუთის განმავლობაში. მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

რეზო პაპასკირი