სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

  • ვიღებთ 2 სუფრის კოვზ კამის თესლს და 1 კონა კამას, ვჭრით, ვყრით მომინანქრებულ ქვაბში, ვასხამთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს და 15 წუთით ვდგამთ წყლის აბაზანაზე. ვაცივებთ, ვწურავთ და ვიღებთ 1/3 ჩაის ჭიქას დღეში 3-ჯერ, ჭამამდე.

ბაყაყურა - ღვიძლის მკურნალი

მთელი ახალგაზრდობა ვსვამდი და ვეწეოდი. შედეგად შერყეული ჯანმრთელობა და დაზიანებული ღვიძლი მივიღე. ახლა კი ვნანობ, მაგრამ რაღა დროს... ექიმთან სიარული, დიეტის დაცვა და წამლების სმა საჩემო საქმე არ არის. ახლობელმა ბაყაყურა მირჩია. ვცადე და საგრძნობლად მოვმჯობინდი.

წამლისთვის საჭიროა ბაყაყურას თესლი. ის ღვიძლს ალკოჰოლისა და თამბაქოს მავნე ზემოქმედებისგან იცავს.

  • ბაყაყურას თესლი ყავის საფქვავში დაფქვით, 2 სუფრის კოვზს დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი, ნელ ცეცხლზე 2-ჯერ წამოადუღეთ, გააცივეთ, გადაწურეთ და მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ, 1 თვის განმავლობაში.

კალანჰოე ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას შველის

იშვიათია ადამიანი, სოფლის მძიმე სამუშაოზე წარმოდგენა რომ არ ჰქონდეს. არც მე ვარ გამონაკლისი მაგრამ ბოლო ხანს მუშაობა უფრო და უფრო მიჭირს, განსაკუთრებით - ზაფხულობით, რადგან ვენები მაწუხებს. დღის ბოლოს წვივები საშინლად მტკივა და მიმძიმდება. წამლები, მოგეხსენებათ, დღითი დღე ძვირდება, ამიტომ გადავწყვიტე, სამკურნალო საშუალებები ხალხურ რეცეპტებს შორის მეპოვა და ვიპოვე კიდეც. მოვაშენე კალანჰოე და შვებით ამოვისუნთქე.

  • ლიტრიანი ბოთლი ნახევრამდე აავსეთ კალანჰოეს წვრილად დაჭრილი ფოთლებით და ბოლომდე შეავსეთ არყით ან 70%-იანი სპირტით. დადგით ბნელ და გრილ ადგილას და დროდადრო შეანჯღრიეთ. 1 კვირის შემდეგ ნაყენი მზად იქნება. ყოველ საღამოს შეიზილეთ ფეხებში, ტერფიდან დაწყებული თეძომდე. ტკივილი მალე გაგივლით, ვენური ქსელის გასაქრობად მკურნალობა 4 თვე უნდა განაგრძოთ.

ბანანის ბურახი უებარი წამალია

როდესაც შვილიშვილისთვის ბანანს ვყიდულობ, კანს ვინახავ და მისგან გემრიელ და სასარგებლო ბურახს ვამზადებ. მის რეცეპტს სიამოვნებით გასწავლით.

  • აიღეთ 3-4 მწიფე საღი ბანანის კანი, კარგად გარეცხეთ და წვრილად დაჭერით. ჩაყარეთ 3-ლიტრიან ქილაში, მოაყარეთ 1 ჩაის ჭიქა შაქარი, დაასხით 3 ლიტრი ანადუღარი ცივი წყალი, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი არაჟანი და თავი დოლბანდით მოუკარით. დადგით გრილ და ბნელ ადგილას. 17 დღის შემდეგ ბურახი მზადაა. სვით 150 გრამი დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ბურახი აჯანსაღებს ორგანიზმს. მას სვამენ ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისა და საწყისი სტადიის მკურნალობისთვის.

ნივრის მალამო წყლულებს კურნავს

ნიორი რომ გაციების უებარი წამალია, ყველამ იცის, მაგრამ თუ ჭრილობებისა და წყლულების სამკურნალოდაც ივარგებდა, არ მეგონა. რამდენიმე წლის წინ ნათესავთან ვიყავი სტუმრად. ყანის თოხნისას ხელი გავიჭერი. ჭრილობა საკმაოდ ღრმა აღმოჩნდა. ექიმთან წასვლა ვერ მოვახერხე. მასპინძლის მეუღლემ ეს მალამო მომიმზადა, რომლის წყალობითაც ჭრილობა თვალის დახამხამებაში შეხორცდა. ამ მალამოს თურმე ტროფიკული წყლულისა და კანის დაავადებების დროსაც იყენებენ. რეცეპტი ასეთია:

  • 1 თავი ნიორი გაარჩიეთ, გარეცხეთ, წვრილად დაჭერით და მომინანქრებულ ქვაბში ჩაყარეთ. დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და ნელ ცეცხლზე ადუღეთ, ვიდრე წყლის მოცულობა 2-ჯერ არ შემცირდება. გადაწურეთ, დაასხით 3/4 ჩაის ჭიქა ცხელი მცენარეული ზეთი (უმჯობესია, ზეითუნის) და ნელა ჩაამატეთ გამდნარი თაფლის სანთელი, თან ურიეთ. მასა არაჟნისებრი უნდა გამოვიდეს. წაისვით დაზიანებულ ადგილზე დღეში 2-ჯერ.

მასტოპათიის სამკურნალო ხალხური საშუალება

რამდენიმე ხნის წინ მასტოპათიის დიაგნოზი დამისვეს. დედაჩემი და ბებიაჩემი ხალხურ მედიცინას კარგად იცნობენ და გადაწყვიტეს, ჩემთვის ბუნებრივი, შინაური წამლებით ემკურნალათ. მათმა რეცეპტებმა მართლაც მიშველა, ამიტომ თქვენც სიამოვნებით გასწავლით.

  • აიღეთ 50 გრამი საკმეველი, დაფხვენით, დაასხით ნახევარი ლიტრი თეთრი ღვინო, 30 დღით დადგით ბნელ და გრილ ადგილას. ძილის წინ გაიკეთეთ ამ ნაყენის კომპრესი: დაასველეთ მასში დოლბანდი და დაიდეთ სარძევე ჯირკვლის კვანძზე, ზემოდან დაიფარეთ ცელოფანი, შემდეგ - ნაჭერი და დილამდე დაიტოვეთ.

თუ გულძმარვა და ბოყინი გაწუხებთ

დილიდან საღამომდე ოფისში ვმუშაობ. შესვენებაზე სახელდახელოდ თუ წავიხემსებ. ბუნებრივია, კუჭისთვის ასეთი რეჟიმი მავნეა - დამეწყო ყაბზობა, დისკომფორტი, გულძმარვა და ბოყინი. მშველის წამალი, რომელიც პირშუშხასაგან მზადდება:

  • აიღეთ 300 გრამი პირშუშხა, გაარჩიეთ, გარეცხეთ, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და მოათავსეთ სამლიტრიან ქილაში. დაასხით სამი ლიტრი ანადუღარი ნელთბილი წყალი. დაახურეთ დოლბანდი და 24 საათით დადგით სიბნელეში. გაწურეთ 4 ფენა დოლბანდში, დაახურეთ თავზე და შედგით მაცივარში. სვით 50-70 გრამი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

მარილები მარილების წინააღმდეგ

ხშირად წამიკითხავს, რომ პოდაგრა მამაკაცებისთვის განკუთვნილი "ხაფანგია". დიდხანს მეგონა, ეს დაავადება მართლაც მხოლოდ მამაკაცებს ემართებოდათ, მაგრამ დადგა დღე, როცა ფეხის ცერა თითის ძირში პოდაგრისთვის დამახასიათებელმა წანაზარდმა წამოყო თავი და მალე ტერფი ისე დამიმახინჯა, რომ ფეხსაცმლის ჩაცმაც კი მიჭირდა. აღარაფერს ვამბობ ძლიერ ტკივილზე, რომელიც არა მარტო სიარულისას, მოსვენების დროსაც კი არ მაძლევდა სულის მოთქმის საშუალებას.

ძალიან რომ გავმწარდი, ნაცნობ-მეგობრებში მივიკითხ-მოვიკითხე, სამედიცინო ლიტერატურაში მოვიძიე და დავადგინე, რომ ასეთი წანაზარდი სახსრებში შარდმჟავა მარილების ჩალაგებისას ჩნდება.

რაკი მზა ფეხსაცმელი ფეხს მტკენდა, გადავწყვიტე, ატელიეში შეკვეთით შემეკერა. როცა შეწუხებულმა მეწაღეს ჩემი გასაჭირის შესახებ მოვუყევი, გაიცინა: იმდენი პოდაგრიანი მყავს ნანახი, ბევრ სპეციალისტს შეშურდებაო, - და ამ დაავადებასთან ბრძოლის ხერხებიც მან მასწავლა.

  • აიღეთ უმი კარტოფილი, გახეხეთ, ფაფა დადეთ კომბოსტოს ფურცელზე და დაიდეთ მტკივან თითზე.
  • ყოველდღიურად წაისვით იოდის 3%-იანი სპირტხსნარი.
  • სასარგებლოა მარილისა და იოდის აბაზანებიც: 1 ლიტრ წყალში უნდა გახსნათ 2 სადილის კოვზი მარილი და 10 წვეთი იოდი.

არ მოგატყუებთ - ეს საშუალებები ვერც წანაზარდს დაგიპატარავებთ და ვერც ტერფს დაუბრუნებს უწინდელ ფორმას. რაც შეეხება დაავადებისთვის დამახასიათებელ ტკივილსა და დისკომფორტს, მათ კი ნამდვილად დააღწევთ თავს. თუ ცერა თითთან პოდაგრული წანაზარდი ეს-ესაა გაჩნდა, არ დაიზაროთ და ყოველდღე 10-15-წუთიანი მასაჟი გაიკეთეთ. გამორიცხული არ არის, დროულად დაწყებული მკურ-ნალობის წყალობით წანაზარდი დაპატარავდეს და ბოლოს საერთოდ გაქრეს.


მამაკაცებში კლიმაქსის მკურნალობა

ბევრი კლიმაქსს მხოლოდ ქალების პრობლემად მიიჩნევს და არც კი ეჭვობს, რომ შესაძლოა, მან მამაკაცს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციოს. მუდამ ვცდილობდი, ჯანსაღი წესით მეცხოვრა, არც მექალთანე ვყოფილვარ, წესიერი, თბილი ოჯახი მაქვს და რას წარმოვიდგენდი, რომ 57 წლისას ჩემი მამაკაცური დაისი ასეთ პრობლემებს შემიქმნიდა... ბოლოს თავი ნევროლოგთან ამოვყავი. მკურნალობის ერთი კურსის შემდეგ თითქოს შვება ვიგრძენი, მაგრამ რამდენიმე კვირაში ყველაფერი თავიდან დაიწყო. ლამის გავგიჟდი, ვის აღარ მივმართე დასახმარებლად, ბოლოს კი თვითონვე ვუშველე საკუთარ თავს ძველ ქართულ სახელმძღვანელოში ამოკითხული ხალხური საშუალებებით:

  • ვიღებთ 30 გრამ წიწმატურას, ვასხამთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, 1 საათით ვაჩერებთ და ვწურავთ. ვსვამთ ნახევარ ჩაის ჭიქას დღეში 3-ჯერ.
  • ვიღებთ 3 სუფრის კოვზ კუნელის ყვავილს, ვასხამთ 3 ჩაის ჭიქა ცივ წყალს, ვაჩერებთ 30 წუთს, ვწურავთ. ვსვამთ 1 ჩაის ჭიქას დილით, უზმოზე.
  • კარგია კუნელის ყვავილების სპირტიანი ნაყენიც: 40 წვეთი განაზავეთ ცოტაოდენი წყლით და სვით დღეში 3-ჯერ.
  • დღეში სამჯერ მიიღეთ ასეთი ნარევი: კატაბალახას წვეთები - 20 მლ, კუნელის ყვავილების ნახარში - 20 მლ, პიტნის წვეთები - 15 მლ.
  • კარგია დილა-საღამოს პიტნის ჩაის სმაც.

იმეგობრეთ წითელ მოცვთან და ართრიტი ვერაფერს დაგაკლებთ

ბავშვობიდან მაწუხებს რევმატოიდული ართრიტი. ვიდრე ახალგაზრდა ვიყავი, ყოველგვარ წამალს დაუფიქრებლად ვიღებდი. წამლების უმისამართო სმამ თანდათან თავისი დაღი დაასვა ჩემს ორგანიზმს და ახლა საკმარისია, ერთი აბი მივიღო, რომ მუხლზე მეტად კუჭი მტკივდება. იძულებული გავხდი, მცენარეული საშუალებები მომეძიებინა. ეს ჩემმა ახლობლებმაც იცოდნენ. ერთ დღეს ძველმა თანამ-შრომელმა ერთი რეცეპტი ჩამაწერინა. თავიდან ეჭვით შევხედე, მაგრამ როცა ფეხი კვლავ ამტკივდა, ვცადე. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სწორედ ამ რეცეპტს გთავაზობთ:

  • წითელი მოცვის ფოთლები დააქუცმაცეთ, 3-4 ჩაის კოვზს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, 15 წუთის განმავლობაში ადუღეთ თავდახურულ მომინანქრებულ ჭურჭელში წყლის ორთქლზე, ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ და 3-4-კეც დოლბანდში გაფილტრეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე. ნაყენი სასარგებლოა გასტრიტის (დაბალი მჟავიანობის), ფაღარათისა და ცისტიტის დროსაც.

დაღლილობა დაამარცხეთ

პურის ქარხანაში ვმუშაობ. მძიმე ჯაფამ და მუდმივმა ღამისთევამ ჩემს ჯანმრთელობას თავისი დაღი დაასვა და გაზაფხულის დამდეგს ისეთი სისუსტე დამეუფლა, რომ არათუ მუშაობა, ფეხზე დგომაც კი მიჭირდა. ნერვებიც დაწყვეტაზე მქონდა, სულ პატარა მიზეზი მაღიზიანებდა, ზოგჯერ უსაფუძვლო შიშიც მიპყრობდა. შევშინდი და მეგობარ ექიმს ვესტუმრე. მან მირჩია, ქიმიური მედიკამენტების მიღებისგან ჯერჯერობით თავი შემეკავებინა და ასეთი რამ მასწავლა:

  • აიღეთ 40-50 გრამი ჟენ-შენის ფესვი, დაასხით მდუღარე წყალი, 3-4 საათის შემდეგ წყალი გადაღვარეთ, ფესვი დააქუცმაცეთ, დაასხით 0,5 ლ 40%-იანი სპირტი და 3 კვირით დადგით სიბნელეში. მიიღეთ 10 მლ დღეში ერთხელ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. არაფერი დააყოლოთ.

მკურნალობის კურსი 90 დღეა, ორი ათდღიანი შესვენებით. ანუ ნაყენს სვამთ 35 დღე, შემდეგ 10 დღე ისვენებთ, მერე კი 35 დღე ისევ იღებთ ნაყენს. სასურველია, 1 წლის შემდეგ კურსი გაიმეოროთ.

მომატებული ნერვული აგზნებადობისას კი გირჩევთ, ეს ნახარშები სვათ:

  • აიღეთ 2,5 სადილის კოვზი კატაბალახას (ვალერიანის) დაქუცმაცებული ფესვი და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, 15 წუთს ადუღეთ ნელ ცეცხლზე, გააგრილეთ და გაფილტრეთ. მიიღეთ 2-3 სა-დილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ ჭამის შემდეგ. ნაყენი სასარგებლოა უძილობის, შაკიკისა და ნევროზის დროსაც.

ლ აიღეთ 10 გრამი კუნელის გამომშრალი ყვავილი, დაასხით 100 მლ წყალი. 2 დღით დააყენეთ სიბნე-ლეში, გაფილტრეთ. მიიღეთ 20-25 წვეთი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. უმჯობესია, წვეთები თბილ წყალში გახსნათ და ისე დალიოთ.

ზედმეტი თმის მოშორება ბუნებრივი საშუალებებით

ჭარბთმიანობას ქალები მწვავედ განიცდიან. დადიან სილამაზის სალონებში, უამრავ თანხას ხარჯავენ ეპილაციურ თუ დეპილაციურ პროცედურებში, მცენარეული საშუალებით მათი მოშორება კი აზრად არავის მოსდის. არადა, ხალხური მედიცინა ზედმეტი თმის მოსაცილებელ უამრავ საშუალებას გვთავაზობს, რომელთა ეფექტიანობაც ათასობით ქალბატონს საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი.

  • დაწვით კაკლის ნაჭუჭი, მისი ფერფლი წყალში აურიეთ და თმიან ადგილას წაისვით. თუ ამ პროცედურას ყოველდღე ჩაიტარებთ, თმა აუცილებლად გაგცვივათ.
  • სასურველია კაკლის უღლის სპირტიანი ნაყენის სმაც. უნდა აიღოთ 1 ჩაის ჭიქა კაკლის უღელი (ლებნებს შორის მოქცეული ფირფიტა), დაასხათ 2 ჩაის ჭიქა არაყი და თავდახურულ ჭურჭელში 2 კვირით დააყენოთ. შემდეგ გადაწუროთ და მიიღოთ დღეში 1 სუფრის კოვზი.
  • აიღეთ 3 სადილის კოვზი ლემა და მოხარშეთ 1 ჩაის ჭიქა წყალში, გადაწურეთ და წაისვით ჭარბთმიან ადგილებზე, კარგად შეიზილეთ თმის ძირებში.
  • არასასურველი თმის მოჭრას ან პინცეტით ამოძრობას არ გირჩევთ -  მატრავმირებელი მანიპულაციის შემდეგ თმა უფრო მეტად გახშირდება და გაიზრდება. თუ ვერაფერი მოუხერხეთ, უმჯობესია, წყალბადის ზეჟანგით გაიუფერულოთ. ამისთვის საკმარისია, აიღოთ ცოტაოდენი წყალბადის ზეჟანგი და დაუმატოთ 1 წვეთი ნიშადურის სპირტი. ეს ნარევი უნდა წაისვათ თმიან ადგილას, სასურველია, საღამო ხანს, და 1-2 საათს გაიჩეროთ.

ნახარში წლობით ინახება, ადვილად არ ფუჭდება და ამიტომ ერთ ჯერზე მოხარშულის გამოყენება დიდხანს შეგიძლიათ.