სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

სამკურნალო წერილები

სამკურნალო წერილები

კამა შესანიშნავი შარდმდენია
რამდენიმე წლის წინ წელის ტკივილებმა შემაწუხა. შარდის გამოყოფამ იკლო, შემიშუპდა ფეხები და სახე. ცხადია, მაშინვე მივმართე ექიმს. ჩამიტარეს გამოკვლევები, დამისვეს დიაგნოზი და დამინიშნეს მკურნალობა. დროდადრო პროფილაქტიკური გასინჯვისთვის პოლიკლინიკაში მივდიოდი. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს, რიგში დგომისას, შევიტყვე წამლის შესახებ, რომელსაც თირკმლის დაავადების დროს შარდის გამოყოფის გაუმჯობესება შეუძლია.


 

  • ვიღებთ 2 სუფრის კოვზ კამის თესლს და 1 კონა კამას, ვჭრით, ვყრით მომინანქრებულ ქვაბში, ვასხამთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს და 15 წუთით ვდგამთ წყლის აბაზანაზე. ვაცივებთ, ვწურავთ და ვიღებთ 1/3
    ჩაის ჭიქას დღეში 3-ჯერ, ჭამამდე.

ბაყაყურა - ღვიძლის მკურნალი
მთელი ახალგაზრდობა ვსვამდი და ვეწეოდი. შედეგად შერყეული ჯანმრთელობა და დაზიანებული ღვიძლი მივიღე. ახლა კი ვნანობ, მაგრამ რაღა დროს... ექიმთან სიარული, დიეტის დაცვა და წამლების სმა საჩემო საქმე არ არის. ახლობელმა ბაყაყურა მირჩია. ვცადე და საგრძნობლად მოვმჯობინდი.
წამლისთვის

საჭიროა ბაყაყურას თესლი. ის ღვიძლს ალკოჰოლისა და თამბაქოს მავნე ზემოქმედებისგან იცავს.

  • ბაყაყურას თესლი ყავის საფქვავში დაფქვით, 2 სუფრის კოვზს დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი, ნელ ცეცხლზე 2-ჯერ წამოადუღეთ, გააცივეთ, გადაწურეთ და მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ, 1 თვის განმავლობაში.

კალანჰოე ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას შველის
იშვიათია ადამიანი, სოფლის მძიმე სამუშაოზე წარმოდგენა რომ არ ჰქონდეს. არც მე ვარ გამონაკლისი მაგრამ ბოლო ხანს მუშაობა უფრო და უფრო მიჭირს, განსაკუთრებით - ზაფხულობით, რადგან ვენები მაწუხებს. დღის ბოლოს წვივები საშინლად მტკივა და მიმძიმდება. წამლები, მოგეხსენებათ, დღითი დღე ძვირდება, ამიტომ გადავწყვიტე, სამკურნალო საშუალებები ხალხურ რეცეპტებს შორის მეპოვა და ვიპოვე კიდეც. მოვაშენე კალანჰოე და შვებით ამოვისუნთქე.

  • ლიტრიანი ბოთლი ნახევრამდე აავსეთ კალანჰოეს წვრილად დაჭრილი ფოთლებით და ბოლომდე შეავსეთ არყით ან 70%-იანი სპირტით. დადგით ბნელ და გრილ ადგილას და დროდადრო შეანჯღრიეთ. 1 კვირის შემდეგ ნაყენი მზად იქნება. ყოველ საღამოს შეიზილეთ ფეხებში, ტერფიდან დაწყებული თეძომდე. ტკივილი მალე გაგივლით, ვენური ქსელის გასაქრობად მკურნალობა 4 თვე უნდა განაგრძოთ.

ბანანის ბურახი უებარი წამალია
როდესაც შვილიშვილისთვის ბანანს ვყიდულობ, კანს ვინახავ და მისგან გემრიელ და სასარგებლო ბურახს ვამზადებ. მის რეცეპტს სიამოვნებით გასწავლით.

  • აიღეთ 3-4 მწიფე საღი ბანანის კანი, კარგად გარეცხეთ და წვრილად დაჭერით. ჩაყარეთ 3-ლიტრიან ქილაში, მოაყარეთ 1 ჩაის ჭიქა შაქარი, დაასხით 3 ლიტრი ანადუღარი ცივი წყალი, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი არაჟანი და თავი დოლბანდით მოუკარით. დადგით გრილ და ბნელ ადგილას. 17 დღის შემდეგ ბურახი მზადაა. სვით 150 გრამი დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ბურახი აჯანსაღებს ორგანიზმს. მას სვამენ ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისა და საწყისი სტადიის მკურნალობისთვის.

ნივრის მალამო წყლულებს კურნავს
ნიორი რომ გაციების უებარი წამალია, ყველამ იცის, მაგრამ თუ ჭრილობებისა და წყლულების სამკურნალოდაც ივარგებდა, არ მეგონა. რამდენიმე წლის წინ ნათესავთან ვიყავი სტუმრად. ყანის თოხნისას ხელი გავიჭერი. ჭრილობა საკმაოდ ღრმა აღმოჩნდა. ექიმთან წასვლა ვერ მოვახერხე. მასპინძლის მეუღლემ ეს მალამო მომიმზადა, რომლის წყალობითაც ჭრილობა თვალის დახამხამებაში შეხორცდა. ამ მალამოს თურმე ტროფიკული წყლულისა და კანის დაავადებების დროსაც იყენებენ. რეცეპტი ასეთია:

  • 1 თავი ნიორი გაარჩიეთ, გარეცხეთ, წვრილად დაჭერით და მომინანქრებულ ქვაბში ჩაყარეთ. დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და ნელ ცეცხლზე ადუღეთ, ვიდრე წყლის მოცულობა 2-ჯერ არ შემცირდება. გადაწურეთ, დაასხით 3/4 ჩაის ჭიქა ცხელი მცენარეული ზეთი (უმჯობესია, ზეითუნის) და ნელა ჩაამატეთ გამდნარი თაფლის სანთელი, თან ურიეთ. მასა არაჟნისებრი უნდა გამოვიდეს. წაისვით დაზიანებულ ადგილზე დღეში 2-ჯერ.

მასტოპათიის სამკურნალო ხალხური საშუალება
რამდენიმე ხნის წინ მასტოპათიის დიაგნოზი დამისვეს. დედაჩემი და ბებიაჩემი ხალხურ მედიცინას კარგად იცნობენ და გადაწყვიტეს, ჩემთვის ბუნებრივი, შინაური წამლებით ემკურნალათ. მათმა რეცეპტებმა მართლაც მიშველა, ამიტომ თქვენც სიამოვნებით გასწავლით.

  • აიღეთ 50 გრამი საკმეველი, დაფხვენით, დაასხით ნახევარი ლიტრი თეთრი ღვინო, 30 დღით დადგით ბნელ და გრილ ადგილას. ძილის წინ გაიკეთეთ ამ ნაყენის კომპრესი: დაასველეთ მასში დოლბანდი და დაიდეთ სარძევე ჯირკვლის კვანძზე, ზემოდან დაიფარეთ ცელოფანი, შემდეგ - ნაჭერი და დილამდე დაიტოვეთ.

თუ გულძმარვა და ბოყინი გაწუხებთ
დილიდან საღამომდე ოფისში ვმუშაობ. შესვენებაზე სახელდახელოდ თუ წავიხემსებ. ბუნებრივია, კუჭისთვის ასეთი რეჟიმი მავნეა - დამეწყო ყაბზობა, დისკომფორტი, გულძმარვა და ბოყინი. მშველის წამალი, რომელიც პირშუშხასაგან მზადდება:

  • აიღეთ 300 გრამი პირშუშხა, გაარჩიეთ, გარეცხეთ, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და მოათავსეთ სამლიტრიან ქილაში. დაასხით სამი ლიტრი ანადუღარი ნელთბილი წყალი. დაახურეთ დოლბანდი და 24 საათით დადგით სიბნელეში. გაწურეთ 4 ფენა დოლბანდში, დაახურეთ თავზე და შედგით მაცივარში. სვით 50-70 გრამი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

მარილები მარილების წინააღმდეგ
ხშირად წამიკითხავს, რომ პოდაგრა მამაკაცებისთვის განკუთვნილი "ხაფანგია". დიდხანს მეგონა, ეს დაავადება მართლაც მხოლოდ მამაკაცებს ემართებოდათ, მაგრამ დადგა დღე, როცა ფეხის ცერა თითის ძირში პოდაგრისთვის დამახასიათებელმა წანაზარდმა წამოყო თავი და მალე ტერფი ისე დამიმახინჯა, რომ ფეხსაცმლის ჩაცმაც კი მიჭირდა. აღარაფერს ვამბობ ძლიერ ტკივილზე, რომელიც არა მარტო სიარულისას, მოსვენების დროსაც კი არ მაძლევდა სულის მოთქმის საშუალებას.

ძალიან რომ გავმწარდი, ნაცნობ-მეგობრებში მივიკითხ-მოვიკითხე, სამედიცინო ლიტერატურაში მოვიძიე და დავადგინე, რომ ასეთი წანაზარდი სახსრებში შარდმჟავა მარილების ჩალაგებისას ჩნდება.
რაკი მზა ფეხსაცმელი ფეხს მტკენდა, გადავწყვიტე, ატელიეში შეკვეთით შემეკერა. როცა შეწუხებულმა მეწაღეს ჩემი გასაჭირის შესახებ მოვუყევი, გაიცინა: იმდენი პოდაგრიანი მყავს ნანახი, ბევრ სპეციალისტს შეშურდებაო, - და ამ დაავადებასთან ბრძოლის ხერხებიც მან მასწავლა.

  • აიღეთ უმი კარტოფილი, გახეხეთ, ფაფა დადეთ კომბოსტოს ფურცელზე და დაიდეთ მტკივან თითზე.
  • ყოველდღიურად წაისვით იოდის 3%-იანი სპირტხსნარი.
  • სასარგებლოა მარილისა და იოდის აბაზანებიც: 1 ლიტრ წყალში უნდა გახსნათ 2 სადილის კოვზი მარილი და 10 წვეთი იოდი.

არ მოგატყუებთ - ეს საშუალებები ვერც წანაზარდს დაგიპატარავებთ და ვერც ტერფს დაუბრუნებს უწინდელ ფორმას. რაც შეეხება დაავადებისთვის დამახასიათებელ ტკივილსა და დისკომფორტს, მათ კი ნამდვილად დააღწევთ თავს. თუ ცერა თითთან პოდაგრული წანაზარდი ეს-ესაა გაჩნდა, არ დაიზაროთ და ყოველდღე 10-15-წუთიანი მასაჟი გაიკეთეთ. გამორიცხული არ არის, დროულად დაწყებული მკურ-ნალობის წყალობით წანაზარდი დაპატარავდეს და ბოლოს საერთოდ გაქრეს.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
თმის ცვენა საკმაოდ ახალგაზრდას დამეწყო, ბევრი რამ ვცადე, მაგრამ მნიშვნელოვანი ეფექტი რომ ვერ ვნახე,
ახალი წლის დღესასწაულების კვალი საკმაოდ დიდხანს მიჰყვება ჩვენს ორგანიზმს, განსაკუთრებით კი საჭმლის მომნელებელ სისტემას.
გარკვეული მდგომარეობის გამო ანემია მქონდა. მეგობრის დედამ დამიმზადა ჰემოგლობინის ასაწევი ნაყენი:
რამდენიმე წლის წინ დამეწყო თმის ცვენა. მეგობარმა მასწავლა ნაყენის დამზადება, რომელიც ეფექტური აღმოჩნდა:
ევკალიპტის ყელის სავლები
თმის ცვენა საკმაოდ ახალგაზრდას დამეწყო, ბევრი რამ ვცადე, მაგრამ მნიშვნელოვანი ეფექტი რომ ვერ ვნახე,
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად