დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

არჩევანი ამ წამლებზე შევაჩერე - ერთი მხრივ, ისინი ძალას მატებენ, მეორე მხრივ კი ხელს უწყობენ ორგანიზმში დაგროვილი მავნე, ტოქსიკური ნივთიერებების გამოდევნას, რაც ასევე ძლიერ უხდება და ზრდის ენერგეტიკულ შესაძლებლობებს.

  • 10 გრამ კაკლის მშრალ ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, ადუღეთ 15 წუთი, დააყენეთ 45 წუთი, რომ გაცივდება, გადაწურეთ. მიიღეთ 1 სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ.
  • 2 სუფრის კოვზ გამხმარ, დაქუცმაცებულ ნიახურის ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ანადუღარი წყალი, გააჩერეთ 2 საათი და გადაწურეთ. მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ.
  • აიღეთ 1 თავი ხახვი, დაჭერით წვრილად, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი და 1 ჩაის ჭიქა რძე, აურიეთ ერთმანეთში და სვით მთელი დღე 2 კვირის განმავლობაში.

ენერგიის მოსამატებლად კარგია ყურძენი, ჟოლო, პომიდორი, სტაფილო, ბადრიჯანი და ხურტკმელი. ე.ს., რუსთავი

ჭარბი წონა ვიღას ახსოვდა

რაც თავი მახსოვს, მსუქანი ვარ. ბავშვობაში პუტკუნას მეძახდნენ, ახლა კი ნამდვილად მაწუხებს ჭარბი წონა, რომელმაც გაცილებით მოიმატა გათხოვებისა და მშობიარობის შემდეგ. უამრავი საშუალება ვცადე და საბოლოოდ ერთ რამეს მივხვდი - თუ სერიოზულად არ შეამცირე ყოველდღიური რაციონი და არ გაზარდე ენერგიის დანახარჯი, ყველაფერი ამაოა. ჰოდა, მეც შევუდექი ასე ცხოვრებას. თქვენ წარმოიდგინეთ, საკმაოდ ბევრი - 15 კგ-მდე დავიკელი. ბოლოს დიეტამ იმდენად გამიტაცა, რომ კუჭ-ნაწლავი სერიოზულად დავიზიანე და ყაბზობამაც შემაწუხა. მოგვიანებით გავარკვიე, რომ დიეტის დროს აუცილებელია ამ პრობლემაზე ზრუნვაც. დღეს უკვე ვიცი, ამას როგორ მივხედო. ჭარბი წონა ათასობით ადამიანის ხვედრია, მინდა გავაფრთხილო ისინი, შევთავაზო საშუალება, რომლის წყალობითაც ამგვარ პრობლემას აღარ შეეჯახებიან.

  • დროგამოშვებით აიღეთ  200 გრამი ხორბლის ქატო, დაასხით 1 ლიტრი ცხელი წყალი,  ადუღეთ 15 წუთი და გადაწურეთ. მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა ნაყენი დღეში 3-4-ჯერ.

გ. ს., თბილისი

ჭინჭარი გამოცდილ მწეველებს შველის

ნიკოტინის მავნეობის შესახებ ბევრი რამ გამიგონია. ისიც ვიცი, რომ ამჟამად გაყიდვაში არსებული თამბაქოს ნაწარმი გაცილებით მეტ ტოქსიკურ ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე თუნდაც 20 წლის წინ, მაგრამ სიგარეტზე უარის თქმას ვერაფრით ვახერხებ. ყოველი დღე ჩემთვის შემაწუხებელი სპაზმური ხველის შეტევებით იწყება. დილით სამსახურში სხვებზე ადრე მივდივარ, ამიტომ ჩემი ხველა ოჯახის დანარჩენ წევრებსაც აღვიძებს და მოსვენებას უკარგავს. ბოლოს მეც ყელში ამომივიდა ეს ამბავი. თანაც ერთ დღეს დავინახე, რა გაკვირვებული და შეშინებული მიყურებდა ჩემი 4 წლის შვილიშვილი. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, ამისთვის ბოლო მომეღო. დიდი ძებნა არ დამჭირვებია, ახლობლების დახმარებით უცბად ვიპოვე წამალი, რომელიც შველის მწეველთა ქრონიკული ბრონქიტისთვის დამახასიათებელ დილის შეტევებს.

  • აიღეთ 25გ დაქუცმაცებული იელი და 10 გ ჭინჭრის ფოთოლი, დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 8 საათის განმავლობაში და გაფილტრეთ. მიიღეთ 1 ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამის შემდეგ.

ნაყენი სასარგებლოა ნებისმიერი ტიპის სპაზმური ხველის დროს. კახა რაზმაძე, გაჩიანი

ვარიკოზმა ახალგაზრდებსაც შეუტია

წლების განმავლობაში გამყიდველად ვმუშაობდი და რა გასაკვირია, რომ საპენსიო ასაკისთვის უკვე ჩამოყალიბებული ვარიკოზი მქონოდა. დიდხანს არ ვაქცევდი სათანადო ყურადღებას, ექიმთან მისულმა კი აღმოვაჩინე, რომ სხვა საშველი, გარდა ქირურგიული მკურნალობისა, არ იყო. ექიმმა მირჩია, ამომეკვეთა ვარიკოზულად გაგანიერებული ვენები. მოგეხსენებათ, რა ემართება ადამიანს, როდესაც ეუბნებიან, ოპერაცია გჭირდებაო. ერთადერთი, რაც ამ დროს აზრად მოგდის, ის არის, რომ ცდილობ, ალტერნატიულ გზას მიაგნო და მეც მივაგენი. მინდა, ყველას გავაცნო ეს წამალი, რომლის წყალობითაც ოპერაციას გადავურჩი.

  • აიღეთ 250 გრამი გახეხილი ნიორი და დაასხით 350 გრამი თაფლი, საგულდაგულოდ აურიეთ, გააჩერეთ 1 კვირა. მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 40 წუთით ადრე, 2 თვის განმავლობაში.

გაითვალისწინეთ, ეს წამალი ეფექტიანია მხოლოდ მაშინ, თუ პათოლოგიური პროცესი არც ისე ღრმად და შორს არის წასული - ვენების სიგანე კანის ზედაპირზე არ აღემატება 5 მმ-ს, ვენური კვანძების დიამეტრი კი 6-7 მმ-ს.

  • ვენების ტონუსს ამაღლებს სვიის გირჩების ნახარშიც: 1 სადილის კოვზ დანაწევრებულ გირჩას დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, ჩადგით წყლის აბაზანაში 5 წუთით და გადაწურეთ. მიიღეთ 2 ჭიქა დღეში 2-ჯერ, ჭამამდე,

სვიას სუსტი საძილე თვისება აქვს, ამიტომ სასურველია, მეორედ ძილის წინ დალიოთ. ამავე ნაყენში დასველებული დოლბანდი შეგიძლიათ გაფართოებულ ვენებზეც დაიდოთ. ლალი ქათამაძე

მიირთვით ნაყინი და ყელის ტკივილი ნუღარ შეგაშინებთ

ქრონიკული ტონზილიტი მაქვს, მაგრამ უზომოდ მიყვარს ნაყინი, ზაფხული ჩემთვის ნამდვილი დღესასწაულია, რომელიც ნაირ-ნაირ ნაყინთან ასოცირდება. თუმცა, სამწუხაროდ, ჩემი დღესასწაული დიდხანს არ გრძელდება, რადგან ნაყინისა და გამაგრილებელი სასმელების წყალობით ყელის ტკივილი მალევე მახსენებს თავს. შარშან ანტალიაში ვისვენებდი. იქ ნაყინის საოცარი ასორტიმენტია, მაგრამ ძალიან ცოტას ვჭამდი, რადგან შინიდან ასე შორს ყელის ტკივილი უფრო დიდი პრობლემაა. ეს შემატყო ერთმა დამსვენებელმა და მასწავლა, როგორ მომევლო ყელისთვის ისე, რომ ნაყინის ჭამისა აღარ შემშინებოდა.

  • გახეხეთ წითელი ჭარხალი, გამოწურეთ 1 ჩაის ჭიქა წვენი. დაასხით 1 სუფრის კოვზი ძმარი, დააყენეთ 2-3 საათით, შემდეგ გაფილტრეთ. გამოივლეთ ყელში, თან 1-2 სუფრის კოვზი დალიეთ კიდეც.
  • მოხარშეთ 3 ჩ.კ. მშრალი ხახვის ფურცელი 1 ჭიქა წყალში, დააყენეთ 4 საათით, გაფილტრეთ და ყელში გამოივლეთ.

ეს მარტივად მოსამზადებელი წამლები ისე აძლიერებს იმუნიტეტს, რომ ყელის ტკივილი დღესასწაულს ვეღარ ჩაგაშხამებთ. ნინო კოროშინაძე

კვლავ მუმიეს გთავაზობთ

მუმიეს სამკურნალო თვისებების ნუსხა არ მთავრდება, ამჯერად მის ერთ-ერთ უნიკალურ - ალერგიის სამკურნალო თვისებაზე მინდა მოგითხროთ. გაითვალისწინეთ, რომ ეფექტი დამოკიდებულია მუმიეს ხარისხზე. ნამდვილი მუმიე წყალში ნალექის გარეშე უნდა იხსნებოდეს.

  • 1 გრამი მუმიე უნდა გახსნათ 1 ლიტრ თბილ წყალში. მისი ხსნარი დღეში ერთხელ უნდა დალიოთ - დილით და აუცილებლად უნდა მიაყოლოთ თბილი რძე.
  • მუმიეს მიღებისას უნდა გაითვალისწინოთ დასაშვები დოზები: ბავშვებისთვის: 1-3 წლამდე - 50 მლ, 4-7 წლამდე - 10 მლ, 8 წლის ზევით - 100 მლ.

მკურნალობის კურსი გრძელდება 20 დღე. თუ ალერგია გამწვავებულია, მუმიეს ხსნარი შეგიძლიათ 2-3-ჯერაც მიიღოთ, მაგრამ დასაშვები დოზა დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. ზ. ე.,  რუსთავი