დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

ვუმკურნალოთ ართრიტს

სახსრებმა რამდენიმე წლის წინ შემაწუხა. დამისვეს ართრიტის დიაგნოზი, დამინიშნეს უამრავი წამალი. მათი რეგულარულად შეძენის საშუალება არ მქონდა, ამიტომ გადავწყვიტე, რომელიმე ხალხური მეთოდი მეცადა. წამლად მექცა დაფნის ფოთლის ნახარში, რომელიც ასე მზადდება:

  • ნ აიღეთ 10-15 ცალი დაფნის ფოთოლი, ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში და დაასხით 300 მლ წყალი. ადუღეთ ნელ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში, გადმოდგით ქურიდან, შეფუთეთ და გააჩერეთ 3 საათი. მერე გადაწურეთ და მცირე ყლუპებით დალიეთ ძილის წინ. ყოველდღე ახალ-ახალი ნაყენი უნდა მოამზადოთ. 3 დღე სვამთ, 1 კვირა ისვენებთ, მერე ისევ 3 დღე სვამთ. 1 წლის შემდეგ კურსი გაიმეორეთ.

ფსორიაზის დროს ეს მალამოც სცადეთ...

მრავალი წელია, მაქვს კანის დაავადება - ფსორიაზი, რომელიც პერიოდულად მიმწვავდება. უამრავი გზა მოვსინჯე, მაგრამ ამ დაავადებისგან განკურნება შეუძლებელი აღმოჩნდა. ალბათ, თქვენი ჟურნალის მკითხველებს შორისაც მოიძებნებიან ადამიანები, რომლებსაც ეს პრობლემა აწუხებთ. მინდა, სწორედ მათ ვურჩიო ეს საშუალება, რომელიც მე მდგომარეობას საგრძნობლად მიმსუბუქებს.

  • აიღეთ კალანქოეს წვენი - 10 გრამი, ევკალიპტის ზეთი - 30 გრამი და თაფლი - 10 გრამი, ჩაასხით მინის ჭურჭელში და კარგად აურიეთ. დადგით ბნელ და გრილ ადგილას 3 დღით. შეიზილეთ დაზიანებულ კანზე.

თვალების ანთებას კამის თესლის ნაყენი დაგიცხრობთ

ამ ზაფხულს, აგარაკზე, გამიწითლდა თვალები, ამიტყდა ცრემლდენა, ჩხვლეტა (თითქოს თვალში რაღაც ჩამივარდაო). აფთიაქი შორი იყო, სამაგიეროდ, ბუნებრივი საშუალებების დიდი არჩევანი მქონდა. ადრე ბავშვები თვალების ანთებისგან კამის თესლით მოვარჩინე. გადავწყვიტე, ახლაც იგივე წამალი მესინჯა - ძალიან მომიხდა და სიამოვნებით გასწავლით თქვენც:

  • აიღეთ 1 ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი კამა ან ამდენივე კამის თესლი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, თავზე დაახურეთ და 15-20 წუთი გააჩერეთ. გააცივეთ, გადაწურეთ და ამ გაგრილებულ ხსნარში დასველებული ბამბის ტამპონები 15-20 წუთით დაიდეთ თვალებზე.

მათთვის, ვისაც ღვიძლი აწუხებს

  • აიღეთ 2 სადილის კოვზი შვრია და კარგად გარეცხეთ, დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი და 10 წუთი ხარშეთ ნელ ცეცხლზე. გადაწურეთ და სვით მესამედი ჭიქა, თბილ-თბილი. დალევამდე დაამატეთ 15 წვეთი გულყვითელას ნაყენი, რომელიც მზა სახით იყიდება აფთიაქში.

გადაწურული შვრია კვლავ უნდა შედგათ ცეცხლზე, დაამატოთ წყალი და ხარშოთ კიდევ ნახევარი საათი, მერე 2 საათით დააყენოთ, გადაწუროთ და მიიღოთ 1/4 ჭიქა სადილის წინ. შედეგს 10 დღეში ელოდეთ.

ისევ ჟენ-შენმა მიშველა

ახალგაზრდობაში გამეგონა, კლიმაქსი მამაკაცებში გაცილებით რთულად და მწვავედ მიმდინარეობს, ვიდრე ქალებშიო. მართლა ასე ყოფილა - საკუთარ თავზე გამოვცადე. დამამშვიდებელი პრეპარატების სმით დაღლილმა, გადავწყვიტე ხალხური მეთოდები მეცადა და ბოლოს მივაგენი კიდეც ერთ რეცეპტს:

  • იღებენ 3 სუფრის კოვზ კუნელის ყვავილს, ასხამენ 3 ჩაის ჭიქა ცივ წყალს, 30 წუთით აყენებენ, წურავენ. იღებენ 1 ჩაის ჭიქას დილით, უზმოზე.
  • კარგია კუნელის ყვავილების სპირტიანი ნაყენიც - უნდა დალიოთ 40 წვეთი, გაზავებული ცოტაოდენი წყლით, დღეში 3-ჯერ.
  • მეგობარმა ასეთი რამეც მასწავლა: აიღეთ 40-50 გრამი ჟენ-შენის ფესვი და დაასხით მდუღარე წყალი. 3-4 საათის შემდეგ წყალი გადაღვარეთ, ფესვი დააქუცმაცეთ, დაასხით 0,5 ლ 40%-იანი სპირტი და დადგით სიბნელეში 3 კვირით. მიიღეთ 10 მლ დღეში ერთხელ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, არაფერი დააყოლოთ.

მკურნალობის კურსი 90 დღეა, ორი ათდღიანი შესვენებით. სასურველია, კურსი 1 წლის შემდეგაც გაიმეოროთ.

ჭორფლს ასე მოიშორებთ

  • უნდა აიღოთ ოხრახუშის ძირები და გაატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში იმდენი, რომ დაახლოებით 2 სუფრის კოვზი ფაფა მიიღოთ. სწორედ ეს ფაფისებური მასა უნდა დაიდოთ სახეზე 20-30 წუთით, კანის როგორც ლაქებიან, ისე სუფთა უბნებზეც, 1-2 საათის შემდეგ კი ჩამოიბანოთ ცივი წყლით და სახეზე ის მკვებავი კრემი წაისვათ, რომელსაც ჩვეულებრივ იყენებთ.
  • მათეთრებელი თვისება აქვს ნუშის ნიღაბსა და ლოსიონსაც. ნიღაბი მზადდება ასე: ნახევარ ჭიქა ნუშის გულს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, 3-5 წუთის შემდეგ წყალს ღვრიან, ნუშს კი ხორცსაკეპ მანქანაში ატარებენ. მიღებულ ფაფას ამატებენ ნახევარი ლიმონის წვენს და 1 სუფრის კოვზ ანადუღარ წყალს, კარგად თქვეფენ და იდებენ სახეზე, 30 წუთით იჩერებენ, მერე კი ჩამოიბანენ ცივი წყლით. ნიღაბი უნდა გაკეთდეს კვირაში ორჯერ 4-5 თვის განმავლობაში.
  • ლიმონის ნიღბის მოსამზადებლად საჭიროა 1 ცალი ლიმონის წვენი, 1 კვერცხის ცილა, 10 გრამი შაქარი და 100 მლ წყალი. ეს ყველაფერი კარგად უნდა აურიოთ  ერთმანეთში და დაიდოთ დაბანილ სახეზე, სახის გაწმენდიდან არა უგვიანეს 20-30 წუთის შემდეგ. გაიჩერეთ, ვიდრე ბოლომდე არ გაშრება და მოიცილეთ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით. მერე კი სახე გაიწმინდეთ 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენისა და ნახევარი ჭიქა წყლის ნარევით. პროცედურა ჩაიტარეთ დღეგამოშვებით.