სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

  • ვიღებთ 1,5 სუფრის კოვზ სალბის ფოთოლს, ვასხამთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, ვახურავთ თავსახურს, ვდგამთ წყლის აბაზანაში და ვადუღებთ 5 წუთს. შემდეგ 20 წუთს ვაჩერებთ, გადავწურავთ და ვიკეთებთ ამ ხსნარის საფენებს.

ნათია ჭუმბურიძე, ზესტაფონი

 

 

ვენების  გაგანიერების  მცენარეული  წამალი

შუა ხანს ვარ მიტანებული. ბოლო დროს შემაწუხა ტკივილმა და სიმძიმის შეგრძნებამ ქვედა კიდურებში. ეს უსიამოვნო შეგრძნებები დღის ბოლოს მეუფლება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცხელა და დიდხანს მიწევს ფეხზე დგომა. არადა ისეთი სამსახური მაქვს, თითქმის სულ ფეხზე ვდგავარ.

დამისვეს ვენების გაგანიერების დიაგნოზი. თანამშრომელმა მასწავლა მცენარეული წამალი, რომელიც არა მარტო გაგანიერებულ ვენებზე მომიხდა, არამედ ნერვებიც დამიწყნარა და ორგანიზმიც გამიძლიერა.

ტ ვიღებთ 2 სუფრის კოვზ მუხის ქერქს, 3 სუფრის კოვზ ტირიფის ქერქს, 1 სუფრის კოვზ ალთეს ფესვს. ვასხამთ 2 ლიტრ მდუღარე წყალს, ვახურავთ სარქველს და ვადუღებთ წყლის აბაზანაში 5-7 წუთის განმავლობაში. ვაყენებთ 2 საათით და გადავწურავთ. ვიღებთ დღეში 1 ჩაის ჭიქას რამდენიმე ულუფად.

ნათელა ბერიანიძე, ქუთაისი

 

გულის  მუშაობის  გამაუმჯობესებელი ნაყენი

ყოველივე იმან, რაც ბოლო ხანს მოხდა ჩვენს ქვეყანაში, ჩემს ჯანმრთელობას მძიმე დაღი დააჩნია. დამჩემდა მაღალი წნევა, გულის ფრიალი, დამემართა თრომბოფლებიტი. ექიმთან მისვლის ნერვებიც კი აღარ მაქვს, თანხას რომ თავი დავანებოთ... ჩემი ქალიშვილის მეგობარმა მცენარეული წამალი მასწავლა, რომელიც ძალიან მომიხდა. ის ასე მზადდება:

  • ვიღებთ 1 ჩაის კოვზ თავშავას, ამდენივე კრაზანას და ნახევარ ჩაის კოვზ ქრისტესისხლას. ვასხამთ 4 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს და თავახდილს ნახევარი საათით ვაყენებთ. ვიღებთ 1 სუფრის კოვზს დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 40 წუთით ადრე. შეგიძლიათ, მიიღოთ ჭამის შემდეგ თაფლთან ან მურაბასთან ერთად.

    ეს ნაყენი აუმჯობესებს გულის მუშაობას, გუნება-განწყობას, აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას. სასურველია, ბოლო ულუფა დაძინებამდე 3 საათით ადრე მიიღოთ.

გულიკო თევზაძე, თბილისი

 

სისხლმდინარი ღრძილების გასამაგრებლად

პირის ღრუს მოვლასა და მოწესრიგებას არა მარტო ჰიგიენური მნიშვნელობა აქვს, არამედ ჯანმრთელობის კუთხითაც აუცილებელია. ჩემი პრობლემა ღრძილებიდან სისხლდენაა. შიშით ვიწმენდ კბილებს. ვცდილობ, ყველაზე რბილი კბილის ჯაგრისი შევარჩიო, მაგრამ ზოგჯერ ესეც უშედეგოა. სამაგიეროდ, მშველის მცენარეული სავლები, რომლის წყალობითაც სისხლდენა უფრო და უფრო ნაკლებად მაწუხებს.

გთავაზობთ რეცეპტს:

  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი ორკბილა, ნახევარი სუფრის კოვზი პიტნა და 1 სუფრის კოვზი მარწყვის ფოთოლი და ყვავილი. დაასხით 2-3 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ. როდესაც გაგრილდება, გადაწურეთ და გამოივლეთ პირის ღრუში დღეში რამდენიმეჯერ. სისხლდენაც გიკლებთ და ღრძილებიც გაგიმაგრდებათ.

მარიამ რატიანი, ამბროლაური

 

საშვილოსნოს ფიბრომას უხდება...

რამდენიმე თვის წინ საშვილოსნოს ფიბრომა აღმომაჩნდა. სულ სხვა მიზეზით ჩავიტარე ექოსკოპიური გამოკვლევა  და აი, ასეთი დიაგნოზი დამისვეს... ცხადია, ძალიან შევწუხდი. ახლობლებს შევჩიოდი ჩემს გასაჭირს და ეს თითქოს შვებას მგვრიდა. ერთხელ მირჩიეს, მეცადა ხალხური, მცენარეული საშუალება. დასაკარგავი არაფერი მქონდა და ვცადე. მალე ძალ-ღონის მომატება ვიგრძენი. საკონტროლო ექომაც მდგომარეობის გაუმჯობესება აჩვენა - კვანძის ზომა შემცირებულიყო.

აი ამ წამლის რეცეპტი:

  • აიღეთ 2 სუფრის კოვზი ჭინჭრის ფესვი, 3 სუფრის კოვზი მუხის ქერქი და 1,5 სუფრის კოვზი მაყვლის ფესვი, დაასხით 2 ლიტრი მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და ადუღეთ წყლის აბაზანაზე 5-7 წუთს. შემდეგ დადგით 1 საათით, გადაწურეთ და მიიღეთ 2-2 სუფრის კოვზი ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

იამზე ფესვიანიძე, ბათუმი

 

მათთვის, ვისაც შაქრიანი დიაბეტი აქვს

ხუთი წელია, რაც II ტიპის შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი დამისვეს. მას შემდეგ ჩემი ცხოვრების რეჟიმი დიამეტრულად შეიცვალა. ბევრ რამეზე მომიწია უარის თქმა, ხოლო წამლების სმა სასიცოცხლო აუცილებლობად მექცა, ამიტომ განსაკუთრებით ყურადღებით ვეცნობი მცენარეულ რეცეპტებს და საჭიროებისამებრ ვიყენებ. გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს:

  • აიღეთ 3 სუფრის კოვზი ხეჭრელას ქერქი, 1 სუფრის კოვზი არყის ფოთოლი, ამდენივე ბაბუაწვერას ფესვი, ოხრახუშის ფესვი, ცერეცოს თესლი და პიტნა. ამ ნარევს დაასხით 2 ლიტრი მდუღარე წყალი, შეფუთეთ და ნახევარი საათით დააყენეთ. მიიღეთ დღეში ნახევარი ლიტრი რამდენიმე ულუფად.

მეგი გარსევანიშვილი, გორი

 

როცა მაღალი წნევა გაგიხშირდებათ

ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომას შიშით ველოდები - რაც 45 წელს გადავაბიჯე, წელიწადის ამ დროს მიჩნდება უსიამოვნო შეგრძნებები გულის არეში, გავიზომავ წნევას - მაღალი მაქვს... პატივს ვცემ ხალხურ მედიცინას. მიმაჩნია, რომ ეს რეცეპტები მცოდნე და ნიჭიერი ადამიანების მრავალსაუკუნოვანი დაკვირვების საფუძველზეა შექმნილი, ამიტომაც ვენდობი ხალხურ წამლებს და შედეგით უკმაყოფილო არასოდეს დავრჩენილვარ. გთავაზობთ ერთ-ერთ რეცეპტს.

  • აიღეთ თითო სუფრის კოვზი კუნელის ყვავილი, შვიტას ბალახი, ფითრის ფოთლები და 2 სუფრის კოვზი ბარამბოს ფოთოლი. დაასხით 5 ჩაის ჭიქა ცივი წყალი, დადგით 3 საათით, შემდეგ 5 წუთის განმავლობაში ხარშეთ ნელ ცეცხლზე, კიდევ 15 წუთით დააყენეთ, გადაწურეთ და მიიღეთ დღეში 1 ჩაის ჭიქა თანაბარ ულუფებად.

ნარგიზა ცხომელიძე, თელავი

 

 

ეძებეთ მიზეზი და შედეგიც არ დააყოვნებს

30 წლის ასაკში უეცრად ეგზემა დამემართა. ჯერ მუხლების ქვეშ გამომაყარა, შემდეგ კი მთელ სხეულზე მომედო. მანამდე ალერგიაც კი არ მქონია... მთელი სხეული მექავებოდა და არ ვიცოდი, საშველი სად მეძებნა.

თავდაპირველად ალერგია მეგონა, ამიტომ ალერგიის საწინააღმდეგო აბების სმა დავიწყე, მაგრამ არ მიშველა. ან როგორ მიშველიდა, თურმე სხვა რამ მჭირდა, მე კი სხვას ვმკურნალობდი.

რამდენიმე ხნის შემდეგ, როგორც იქნა, მივაღწიე დერმატოლოგამდე. მან მითხრა, რომ ეს ნერვულ ნიადაგზე აღმოცენებული ნეიროდერმატიტი იყო და მირჩია, ნევროპათოლოგისთვის მიმემართა. ნევროპათოლოგმა - ღვიძლის გამოკვლევა გჭირდებაო. გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ ღვიძლი მართლაც არ მქონდა წესრიგში.

გადავწყვიტე, სნეულებას საკუთარი ძალებით გავმკლავებოდი. გამახსენდა, რომ ცოტა ხნის წინ ერთ გაზეთში ღვიძლის სამკურნალო მცენარის შესახებ ამოვიკითხე და ძველ გაზეთებში ის ნომერი მოვძებნე. ეს მცენარე ბაყაყურა აღმოჩნდა, რომლითაც თურმე ძველად წარმატებით მკურნალობდნენ ჰეპატიტს, ციროზს, ალკოჰოლით, ქიმიური პრეპარატებით, ტოქსინებითა და რადიაციული გამოსხივებით დაზიანებულ ღვიძლის ქსოვილებს.

აფთიაქში შევიძინე ბაყაყურას თესლი და წამალი მოვამზადე.

  •  ავიღე 30 გრამი ბაყაყურას თესლი და წმინდად დავნაყე. დავასხი ნახევარი ლიტრი წყალი და დაბალ ცეცხლზე იმდენ ხანს ვადუღე, ვიდრე სითხის ნახევარი არ აორთქლდა. შემდეგ გადმოვდგი და გავწურე.

ეს ნახარში ვსვი მთელი დღე, საათში ერთხელ, თითო სადილის კოვზი.

ვმკურნალობდი 1 თვის განმავლობაში, შემდეგ 2 კვირა შევისვენე და ერთთვიანი კურსი გავიმეორე.

ამის პარალელურად ვიტარებდი ეგზემის საწინააღმდეგო მედიკამენტურ თერაპიას.

ორ თვეში პრაქტიკულად გამოვჯანმრთელდი, აღარც გამონაყარი მაწუხებდა და არც ქავილი.

ახლა უკვე ვიცი: საკმარისია, ოდნავი ქავილი ვიგრძნო, რომ მაშინვე ვამზადებ ჩემს მხსნელ წამალს და ყველაფერი ნორმაში მიდგება.

ლამარა მიშველიძე, ჭიათურა

 

 

ყელის ტკივილისგან მგზავრებმა  მიხსნეს

რა არის ყელის ტკივილი, ბავშვობიდან ვიცი. სულ ყელშეხვეული დავდიოდი და მშურდა ჯანმრთელი ბავშვებისა.

ექიმები ჩემს მშობლებს ურჩევდნენ, გლანდები ამოაჭერითო, მაგრამ დედას ძალიან ეშინოდა ქირურგიული ოპერაციის და ინჰალაციებითა და სავლებებით მმკურნალობდა.

შერყეული ჯანმრთელობის მიუხედავად, ისეთი პროფესია ავირჩიე, რომ ზამთარ-ზაფხულ გარეთ ვარ - ავტობუსის მძღოლი გახლავართ - და ბევრი ლაპარაკი, ზოგჯერ ყვირილიც კი მიწევს. ხშირი ანგინის გამო დაუსრულებლად ვწუწნიდი აბებს, ყელში ვივლებდი ანტისეპტიკურ ხსნარებს, ოპერაციისა კი კვლავინდებურად მეშინოდა. სიბრიყვეა, გეთანხმებით, მაგრამ დღეს ამას აღარ ვნანობ, რადგან, როგორც იქნა, ვიპოვე ეფექტიანი საშუალება ჩემი სუსტი ყელის სამკურნალოდ.

ერთხელ ჩახლეჩილი ხმით რომ ვლაპარაკობდი, ჩემთან ერთ-ერთი მგზავრი მოვიდა, თანაგიგრძნობთო, მითხრა და წამალიც მასწავლა.

  • 1 ჭიქა ახალგამოწურულ სტაფილოს წვენს უნდა დაამატოთ 2-3 კბილი გახეხილი ნიორი და დალიოთ დღეში ორჯერ, ჭამამდე 40 წუთით ადრე, 3-4 დღის განმავლობაში. ამ დღეებში დღეში 3-ჯერ მაინც ყელში კარგად უნდა გამოივლოთ 5%-იანი ვაშლის ძმრის წყალხსნარი. ძმარი წყალში 1:1 თანაფარდობით უნდა გააზავოთ.

აუცილებელია, ყელი თბილად გქონდეთ შეხვეული, თუ საშუალება გაქვთ, კარგია მკურნალობის დროს წოლითი რეჟიმიც.

თავი მოვალედ მივიჩნიე, სხვებისთვისაც მესწავლებინა ეს საოცარი წამალი.

ნუგზარ ხომერიკი, ქუთაისი

 

ადენომას თქვენ თვითონ უშველით

უკვე 50 წლის ვარ. ნახევარი საუკუნე წყნარად გავლიე, არც დიდი აღმასვლები მქონია და არც კატასტროფა დამტეხია თავს. მაქვს კარგი პროფესია, მშვენიერი ოჯახი: მეუღლე, შვილები და შვილიშვილები. ყოველთვის წესრიგისა და სიმშვიდისკენ მივილტვოდი. ამ სიბერეში კი ბედმა გამოცდა მომიწყო - წინამდებარე ჯირკვალი საოცარი სისწრაფით გამეზარდა და ცხოვრება ტანჯვად მიქცია.

ჯერ მინდოდა, ჩემი ტანჯვა-წამება დეტალურად ამეწერა თქვენთვის, მაგრამ არ მინდა, ახალგაზრდები შევაშინო, მათ კი, ვისაც ეს ავადმყოფობა გამოუცდია, ალბათ, ყველაფერი ჩემზე უკეთ იციან.

მკურნალობა უროლოგთან ვიზიტით დავიწყე. თავდაპირველად მისი რეკომენდაციების მიხედვით ვმკურნალობდი, მდგომარეობაც შემიმსუბუქდა და ჯიბეც, მაგრამ, როგორც სულ მალე გაირკვა, ადენომა ზრდას განაგრძობდა. სწორედ მაშინ დავიწყე მისგან თავის დასახსნელი ხალხური საშუალებების ძიება. ადენომა საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, ამიტომ იმედი მქონდა, რომ ხალხურ მედიცინაში აუცილებლად ვიპოვიდი მის სამკურნალო რაიმე რეცეპტს. მართლაც, ჩემმა ბავშვობის მეგობარმა ეს საშუალება მასწავლა:

  • მომინანქრებულ ჭურჭელში უნდა გაადნოთ 100 გრამი თხის ქონი და ჩაამატოთ 15-20 გრამი წვრილად დაჭრილი პროპოლისი, შემდეგ ჭურჭელი მდუღარე წყლის აბაზანაში უნდა ჩადგათ და ორთქლზე 2-3 საათი ხარშოთ, ამის შემდეგ კი 1 საათით შეფუთოთ. როცა ეს ნარევი გაცივდება, გაწუროთ ორფა დოლბანდში ისე, რომ პროპოლისის ნაწილები არ გადაჰყვეს. რაც დაგრჩებათ, მისგან პატარა სანთლები უნდა დაამზადოთ - სითხე სტერილურ მილში ჩამოასხათ და შემდეგ 1 ან 1,5 სმ სიგრძის ნაჭრებად დაჭრათ. ძილის წინ უნდა გაიკეთოთ გამწმენდი ოყნა და შემდეგ სწორ ნაწლავში ჩაიდოთ სანთელი. მკურნალობის კურსი 30 დღეა.

თუ 4-5 დღის შემდეგ შვება ვერ იგრძენით, მკურნალობა შეწყვიტეთ და 2 კვირის შემდეგ განაგრძეთ.

მას შემდეგ, რაც მკურნალობის კურსი ჩავამთავრე, გადავწყვიტე, გამოკვლევა ჩამეტარებინა. არ დაიჯერებთ და აღმოჩნდა, რომ ადენომას ზრდა შეეწყვიტა.

რაულ მაქაცარია, მარტვილი

 

საფუარი დისბაქტერიოზისგან განგკურნავთ

ანტიბიოტიკებით ფილტვების ანთების ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ დისბაქტერიოზი დამემართა.

რაიონული ცენტრიდან საკმაოდ მოშორებულ სოფელში ვცხოვრობ, ამიტომ გადავწყვიტე, თავისთვის თვითონ მეშველა.

შინ ყოველთვის მაქვს რძე, მაწონი, შრატი, ხაჭო, არაჟანი. ვჭამდი, მაგრამ გამოჯანმრთელების ნიშნები იგვიანებდა, ნაწლავისთვის აუცილებელი ბაქტერიები გამრავლებაზე უარს ამბობდნენ.

ჩემს სოფელში ბრძენი ხალხი ცხოვრობს. ხმა ჩემი ავადმყოფობის შესახებ სწრაფად გავრცელდა და რეცეპტიც თავისი ფეხით მოვიდა ჩემამდე.

ს უნდა აიღოთ ნახევარი ლიტრი შემთბარი წყალი, გახსნათ მასში 1 სადილის კოვზი ნატურალური თაფლი და ამდენივე შაქარი, შემდეგ დაამატოთ 2 გრამამდე საფუარი და საათ-ნახევრით სითბოში დადგათ. ჭურჭელში წარმოქმნილი სითხე დუღილს დაიწყებს. ეს სითხე უნდა დალიოთ ერთბაშად, ჭამამდე 3-4 საათით ადრე. მე რამდენიმე მიღება დამჭირდა, ვიდრე ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებოდი.

აი, ასე დავასახლე ხელახლა ჩემს ნაწლავებში სასარგებლო საფუარის ბაქტერიები. მოგვიანებით შევიტყვე, რომ ამ საშუალებით წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტარონ პროფილაქტიკა იმ ადამიანებმა, რომელთაც დისბაქტერიოზისადმი მიდრეკილება აქვთ. რეკომენდებულია ძლიერმოქმედი ანტიბიოტიკებით ხანგრძლივად მკურნალობის შემდეგაც.

ნიკოლოზ მამასახლისი, სოფელი საკრაული