დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

  • აიღეთ 2-3 სუფრის კოვზი ცხენისწაბლას ყვავილი ან ნაყოფი, დაასხით 100 მლ არაყი, დაახურეთ თავზე და 5 დღე გააჩერეთ გრილ, ბნელ ადგილას. მიიღეთ 1 ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ.

ხახვი და თაფლი ფურუნკულს მოგირჩენთ

ჩემს შვილებს დროდადრო ჩირქოვანი მუწუკები გამოსდიოდათ. ექიმმა ფურუნკულოზის დიაგნოზი დაგვისვა და წამლები გამოგვიწერა. სანამ ამ წამლებს ვიყიდიდი, გადავწყვიტე, შინაური საშუალებები მესინჯა. მეზობელმა მასწავლა მალამო, რომელმაც შესანიშნავი შედეგი გამოიღო.

  • მალამო ასე მზადდება: წვრილად დაჭრილი ხახვი მოვათავსოთ მცირე ზომის ქვაბში, დავამატოთ 2 ჩაის კოვზი სელის თესლი და 2 სუფრის კოვზი თაფლი. ქვაბი შევდგათ ნელ ცეცხლზე, განუწყვეტლივ ვურიოთ და ადუღებამდე მივიყვანოთ. შემდეგ გავაცივოთ.

მაღალ წნევას ჟოლოს ჩაი უხდება

ჟოლო გაციების საწინააღმდეგო ცნობილი საშუალებაა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ის ჰიპერტენზიასაც უხდება.

  • დიდხანს მაწუხებდა მაღალი წნევა. წავიკითხე, რომ მაღალ წნევას აქვეითებს ჟოლოს ჩაი და გადავწყვიტე, საკუთარ თავზე გამომეცადა. კოჯორში, აგარაკზე, ჟოლოც მაქვს დარგული. დავკრიფე ფოთლები, მოვხარშე და მთელი დღის გან-მავლობაში 1,5 ლი-ტრი დავ-ლიე. რო-დესაც წნ-ევა გავიზ-ომე, 210/110-დან 115/75-მდე ჩამოსულიყო. თვითონ ჩაიც ძალიან მომეწონა.

თუ ამგვარად მკურნალობას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ ჟოლოს ფოთლების ჩაის მიღებისას სიფრთხილეა საჭირო - წნევა მკაცრად აკონტროლეთ და საჭიროების შემთხვევაში წამალიც მიიღეთ.

კოთხუჯის ფესვი მიოზიტს უხდება

მართალია, სპორტს აქტიურად აღარ მივდევ, მაგრამ ვცდილობ, ფორმა შევინარჩუნო. ერთხელ ვარჯიში ცოტა ზედმეტი მომივიდა და საშინლად ამტკივდა ფეხის კუნთები. მართალია, ექიმი არ ვარ, მაგრამ ყველა სპორტსმენისთვის ადვილი მისახვედრია, რომ მიოზიტი მქონდა. როდესაც სპორტს მივდევდი, ხშირად ვხმარობდი ხალხურ საშუალებებს: კოწახურის, შტოშის, ჭინჭრის ნაყენს. ამჯერად კოთხუჯის ნაყენი ვსინჯე და გაამართლა.

  • კოთხუჯის გამხმარი ფესვი დაფქვით. აიღეთ 1 სუფრის კოვზი ფხვნილი და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ მინიმუმ 3 საათი, უმჯობესია - 4-5. ნაყენი სვით მთელი დღის განმავლობაში, 3-4 საათში ერთხელ, სუფრის კოვზით. 4-5 დღეში კუნთების ტკივილი ჩაცხრება, თუმცა სრული გამოჯანმრთელებისთვის რეკომენდებულია ნაყენის მიღება კიდევ 2-3 დღე.

ანგინის სამკურნალო შინაური საშუალება

ეგებ გაგიკვირდეთ, ამ პაპანაქებაში რა დროს ანგინააო, მაგრამ ბავშვების პატრონებმა იციან, რომ სწორედ სიცხეში, ნაყინისა თუ ცივი ლიმონათის წყალობით, ხშირად იჩენს თავს ყელის ტკივილი. ამ დროს მე ჩემს შვილებს ასე ვმკურნალობ:

  • ვიღებ ერთ ჩაის ჭიქა კალიუმის პერმანგანატის (მარგანცოვკის) ძალიან ბაც ხსნარს, ვამატებ 4-5 წვეთ იოდს და ცოტაოდენ (ჩაის კოვზზე ნაკლებ) სოდას, თბილ-თბილს ვავლებინებ ყელში ბავშვებს 2 საათში ერთხელ, ვიდრე ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება არ გაივლის.

სცადეთ, დარწმუნებული ვარ, კმაყოფილი დარჩებით.

ბაბუაწვერას ფესვების ნაყენი ყაბზობისა და მეტეორიზმის წამალია

დიდი ხანია, მაწუხებს საჭმლის მომნელებელი სისტემა. ყველაფერი დაზიანებული მაქვს: ნაღვლის ბუშტი, ღვიძლი, კუჭი... ხშირად მაწუხებს ყაბზობა და აირების დაგროვება. დამინიშნეს უამრავი წამალი, რომელთა შეძენის საშუალება მე არ მაქვს, ამიტომ ისევ ხალხურ მედიცინას მივმართე და ბაბუაწვერას ფესვებში ვიპოვე შვება.

  • 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ბაბუაწვერას ფესვს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ანადუღარი ცივი წყალი. გააჩერეთ 8 საათი, გადაწურეთ. მიიღეთ 50 მლ დღეში 4-ჯერ, ჭამის წინ. ეს ნაყენი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და საჭმლის მონელებას.

ჭრილობებს ალოეს მალამო მოგიშუშებთ

სოფელში საგაზაფხულო სამუშაოების დროს ხელი დავიშავე. ჭრილობა დიდხანს არ მომიშუშდა, ძალიან მაწუხებდა. მეზობელმა თავისივე ხელით მომზადებული მალამო მომაწოდა და, შეიძლება ითქვას, გადამარჩინა. მერე ამ მალამოს რეცეპტიც მასწავლა, მე კი მინდა, თქვენც გაგიზიაროთ.

  • თანაბარი რაოდენობით აიღეთ ალოეს წვენი და თაფლი, დაუმატეთ სუფთა სპირტი (1 სუფრის კოვზი 1 ჩაის ჭიქა ნარევს), კიდევ ერთხელ კარგად აურიეთ და მაცივარში შედგით. ისვით დღეში 2-3-ჯერ ჭრილობაზე, წყლულზე ან ფისტულაზე. აუცილებლობის შემთხვევაში შეგიძლიათ ნახვევიც დაიდოთ.

მათთვის, ვისაც ვიტილიგო აწუხებს

რაც თავი მახსოვს, დედაჩემს ტანზე, სხვადასხვა ადგილას, ბაცი ლაქები ჰქონდა.Mმერე გავიგე, რომ ამ დაავადებას ვიტილიგო რქმევია. მინდა, მკითხველს ვასწავლო მისი სამკურნალო საშუალება, რომელსაც ჩვენ წარმატებით ვიყენებდით.

  • აიღეთ 6-7 ცალი ოდნავ შემხმარი წითელი წიწაკა, მოათავსეთ ლიტრიან ქილაში და დაასხით ნახევარი ლიტრი 400ჩ-იანი არაყი. თავზე მჭიდრო თავსახური დაახურეთ, შემოახვიეთ ნაჭერი და დადგით ბნელ, გრილ ადგილას 25 დღით. ქილა ყოველდღე შეანჯღრიეთ. 25 დღე რომ გავა, წიწაკა ქილიდან ამოიღეთ, ნაყენი კი ისვით ლაქებზე დღეში 3-ჯერ. არ გამოტოვოთ, დაზიანებული კანი სისტემატურად დაიმუშავეთ.Dამ პროცედურის შემდეგ კანის დაზიანებული უბნები ნახევარი საათის განმავლობაში მიუფიცხეთ მზეს.

მასტიტს ალოეს წვენისა და თაფლის ნარევი მოგირჩენთ

რამდენიმე თვის წინ ბიჭი შემეძინა. ბავშვი ძალიან სუსტი იყო, ძუძუს ბოლომდე ვერ წოვდა, რის გამოც მასტიტი დამემართა. რაც იმ დღეებში გამოვიარე, მშობიარობის ტკივილზე უარესი იყო. ბებია უკრაინელი მყავს. მას ქიმიურ საშუალებებზე მეტად ხალხური მედიცინისა სჯერა და უამრავი წამლის მომზადებაც იცის. სწორედ მან მომარჩინა მასტიტისაგან. აი ბებიაჩემის რეცეპტი:

  • აიღეთ ალოეს 4 დიდი ფოთოლი, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და კარ-გად გამ-ოწურეთ. წვენს დაამატეთ 3 სუ-ფრის კოვზი შემთბარი თაფლი და 2 სუფრის კოვზი მზესუმზირას ზეთი, ასევე - ფქვილი, რამდენსაც შეიზელს. მოზილეთ ცომივით, დაიდეთ მკერდზე, თბილად შეიხვიეთ და მთელი ღამით გაიჩერეთ. დღისითაც შეგიძლიათ დაიდოთ. სამი პროცედურის შემდეგ შვებას იგრძნობთ

სააფთიაქო გვირილის სასიამოვნო სუნს ყველა ჩვენგანი ბავშვობიდან იცნობს. პირველი ყვავილი, რომლის დახატვასაც ვსწავლობთ, გვირილაა. პირველი სიყვარულის საიდუმლოსაც ხომ ყველა გოგონა მას ანდობს... ქალიშვილობისას მეც ხშირად ვიქცეოდი ასე, უკვე მოზრდილმა კი ამ მშვენიერ ყვავილს სულ სხვა თვალით შევხედე და მანაც რთულ პერიოდში ფასდაუდებელი დახმარება გამიწია. მან უამრავი დაავადება დამამარცხებინა, მათ შორის - ენტერიტიც, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში სიცოცხლეს მიმწარებდა. ენტერიტი წვრილი ნაწლავების დაავადებაა. გვირილას კი ანთების საწინააღმდეგო, დამარბილებელი და გამომრეცხავი თვისებები აქვს. იგი კუჭსა და ნაწლავებს შესანიშნავად აცილებს დაზიანებულ ლორწოვან გარსს, აქრობს ანთებას და აამებს ტკივილს, ამცირებს ნაწლავებში დუღილის პროცესს.


შეიყვარეთ გვირილა

  • აიღეთ 2 სა-დილის კოვზი  გვირილის დაქუცმაცებული ყვავილი, დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი და ჩაასხით თერმოსში. 1-2 საათი გააჩერეთ და გაწურეთ. მიღების წინ გახსენით მასში 50 გრამი თაფლი და დალიეთ. მიიღეთ 3-4 ულუფად დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

მკურნალობის კურსი ერთი თვეა, აუცილებლობის შემთხვევაში შეგიძლიათ გაიმეოროთ ორკვირიანი შუალედის შემდგომ. ორი კურსის შემდეგ ენტერიტისგან განიკურნებით და მერე მისი მიღება უკვე წელიწადში ერთხელ მოგიწევთ პროფილაქტიკის მიზნით. გვირილის ნაყენმა მე ტრაქეიტისგანაც კი მიხსნა. გარდა ამისა, დიდი დახმარება გამიწია კრიტიკულ დღეებში - მისი ჩაი ამ პერიოდში სასიამოვნოდ მიმსუბუქებდა ტკივილს. შეიყვარეთ გვირილა, ის ამას უდავოდ იმსახურებს!

მოიცილეთ ზედმეტი ტვირთი

ალბათ არ იცით, რომ ბუნების წიაღში ნევრასთენიის, დეპრესიის, ფიზიკური და გონებრივი გამოფიტვის, ქრონიკული დაღლილობის სინდრომის საუკეთესო წამალი მოიპოვება. გარდა ამისა, ეს წამალი შესანიშნავად აგვარებს უძილობასთან დაკავშირებულ პრობლემებს და ორგანიზმს ჯანსაღად გამოძინებაში ეხმარება.

  • აიღეთ ნიორი და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ან ნივრის საჭყლეტში. 0,5 ჭიქა გატარებულ ნიორს დაამატეთ 1 ჭიქა ხახვის წვენი. აურიეთ კარგად და დაამატეთ 1 ლიტრი ვაშლის ნატურალური ძმარი. დადგით ბნელ, თბილ ადგილას 1 დღე-ღამით, დროდადრო ოდნავ მოურიეთ ან შეანჯღრიეთ. მომდევნო დღეს აიღეთ 0,5 კგ ნატურალური თაფლი და 30 წუთის განმავლობაში ათბეთ, ოღონდ ისე, ადუღებამდე არ მიიყვანოთ. თაფლის გათბობისას მის ზედაპირზე წარმოიქმნება ქაფი, რომელიც უნდა მოაცილოთ. თაფლი ოდნავ რომ გაცივდება, დაასხით ნივრისა და ხახვის წვენის ნარევს და დადგით 10 დღით. დროდადრო კვლავ ურიეთ.

10 დღის შემდეგ წამალი მზად არის. უნდა მიიღოთ დღეში 4-ჯერ, თითო ჩაის კოვზი, ჭამიდან 1,5 საათის შემდეგ. ერთთვიანი კურსის შემდეგ სხეულიდან უხილავი ტვირთი მოგცილდებათ და, ასაკის მიუხედავად, საოცარ სიმსუბუქეს იგრძნობთ. იმკურნალეთ, არ ინანებთ!

ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გაიარე...

ზაფხული ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვანაირია. ზოგან არ იციან, სიცხეს სად დაემალონ, ზოგან კი ღამით თბილი საბნები ახურავთ და აგვისტოს თბილ სვიტერებში ატარებენ. ასეთი სხვაობის მიუხედავად, ზაფხულის დილა მთელ საქართველოში ერთნაირია - ცვრიანი ბალახი მზის სხივებზე ლიცლიცებს. ბავშვობიდან მახსოვს, ბებია დილაადრიან მხოლოდ იმისთვის გვაღვიძებდა, რომ ასეთ ბალახზე ფეხშიშველებს გვევლო - სწამდა, რომ ეს ჯანმრთელობისთვის ძალზე სასარგებლო იყო. რომ გავიზარდე, ამაზე თავადაც დავფიქრდი და ცვრიან ბალახს დღეს უკვე მე თვითონ ვიყენებ სასიცოცხლო ენერგიის წყაროდ. თუ საშუალება მოგეცათ, ერთხელ მაინც სცადეთ, როგორია ცვრიან ბალახზე ფეხშიშველა სიარული. დილით, ინათებს თუ არა, ადექით, გადით მინდორში ან კოინდარზე და თან წაიღეთ ბამბის ზეწარი, რომელსაც ნამის შეწოვის უნარი აქვს. გაშალეთ ბალახზე ისე, რომ ცვრით გაიჟღინთოს, შემდეგ მასზე დაწექით ან ტანზე შემოიხვიეთ. შეგიძლიათ, ზეწარშემოხვეულმა, იმავე დროს, ბალახზე ფეხშიშველა იაროთ. მალე იგრძნობთ, როგორ ივსება ორგანიზმი სასიცოცხლო ენერგიით. გარდა ამისა, ცვარი შეიცავს მინერალებს, რომლებიც ორგანიზმზე ზოგადმომამაგრებელ გავლენას ახდენს. ნამიან ბალახზე სიარული ქვედა კიდურებს უარყოფითი ელექტროსტატიკური მუხტისგან ათავისუფლებს და ტერფებზე განლაგებულ ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე აკუპუნქტურისმაგვარ ზემოქმედებას ახდენს. პროცედურა აუმჯობესებს ორგანიზმის თითქმის ყველა სისტემის ფუნქციებს და საგრძნობლად აკაჟებს მას. თუ ვარიკოზული დაავადებისადმი ხართ მიდრეკილი ან ძლიერ გიოფლიანდებათ ფეხები, ცვრიან ბალახზე სიარული განსაკუთრებით მოგიხდებათ. მტკივან, დაზიანებულ ადგილებზე კი ცვრიანი ქსოვილის კომპრესები უნდა დაიდოთ. გახსოვდეთ: აუცილებელია პროცედურების რეგულარულად ჩატარება. ქალბატონებს ვურჩევ, ცვრით სახის კანიც ასაზრდოონ - თვალსა და ხელს შუა გაახალგაზრდავდებიან. ამისთვის ცვრით დასველებული ნატურალური ქსოვილის პატარა ნაჭერი სახეზე უნდა დაიფარონ, ოღონდ მანამდე პირი კარგად უნდა დაიბანონ თბილი წყლით.

ვაჯობოთ "ნაწლავურ გრიპს"

ბოლო ხანს რით აღარ გვაშინებენ: ეს - ფრინველის გრიპიო,  ეს - ღორისაო, ახლა კი მათ ნაწლავთა გრიპიც დაერთო. ენტეროვირუსული ინფექცია ზაფხულის თანამდევი დაავადებაა. თან ახლავს გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ზოგჯერ - ტემპერატურის მომატებაც. ყველაზე საშიში ამ დროს ორგანიზმის გაუწყლოებაა. სწორედ ორგანიზმის სითხისგან დაცლა უქმნის ადამიანის სიცოცხლეს რეალურ საფრთხეს. მე გაუწყლოებას მარილიანი წყლით ვებრძვი, რომელშიც შტოშის ნაყენს ვურევ. შტოშის ნაყენი იმდენად მჟავეა, რომ მასში ნაწლავის ჩხირი კი არა, ქოლერის გამომწვევებიც კი იღუპებიან.

  • აიღეთ 1 ჭიქა კარგად გარეცხილი შტოში და კარგად გაჭყლიტეთ. დაასხით 1 ლიტრი ანადუღარი, ოთახის ტემპერატურამდე გაცივებული წყალი და კარგად აურიეთ. ნაყენი მზადაა. გაწურეთ, თუმცა შეგიძლიათ, გაუწურავადაც მიიღოთ.

შაქარი არ დაამატოთ. თუ იმდენად მჟავე მოგეჩვენათ, რომ დალევა ვერ შეძელით, შეგიძლიათ დაატკბოთ ძალიან ცოტა თაფლით. მარილიანი წყალი, უპირველეს ყოვლისა, ნაწლავის საუკეთესო მადეზინფიცირებელია, გარდა ამისა, შეიცავს სასარგებლო მიკროელემენტებს - სწორედ მათ, რომლებიც ასეთ დროს ორგანიზმს ყველაზე მეტად სჭირდება.

  • მარილიანი წყლის მოსამზადებლად 1 ჩაის კოვზ სუფრის მარილს დაასხით 1 ჭიქა წყალი და ოდნავ შეანჯღრიეთ. როგორც კი ნაწლავური გრიპისთვის დამახასიათებელი პირველი ნიშნები იჩენს თავს, მაშინვე დალიეთ მარილიანი წყალი, რომელშიც 1 ჩაის კოვზ შტოშის ნაყენს გაურევთ. ასეთი კოქტეილის მიღება შეგიძლიათ დღეში 3-4-ჯერ.