დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

შარდის შეუკავებლობის უებარი და მარტივი წამალი

ჩემს შვილს ენურეზი ჰქონდა. უკვე 7 წლის იყო, მაგრამ შარდი ღამღამობით მაინც ეპარებოდა. ორივე ძალიან განვიცდიდით. რა არ ვცადე, ხალხური საშუალებებით დაწყებული, უროლოგებთან მკურნალობით დამთავრებული. შედეგი - არავითარი. შემდეგ ბავშვის ერთსა და იმავე დროს მოსაშარდავად გაღვიძებაც ვცადე - მაინც ეპარებოდა. ბოლოს ერთმა ღვთისნიერმა ქალბატონმა მასწავლა, ყოველ ღამე, ძილის წინ, ერთი ჩაის კოვზი თაფლი მიეცი, ოღონდ აუცილებლად ნატურალურიო. დიდი იმედი არ მქონდა, მაგრამ რაღა დამრჩენოდა, ვცადე და განსაცვიფრებელი შედეგი მივიღე. მოხარული ვიქნები, თუ ეს ხერხი სხვა მშობლებსაც გამოადგებათ.

გაახალგაზრდავების ტიბეტური რეცეპტი

ხალხურ მედიცინას დიდ პატივს ვცემ, რადგან ის საუკუნეობით ნაცად მეთოდებსა და საშუალებებზეა დაფუძნებული. რამდენიმე წლის წინ სადღაც ამოვიკითხე ტიბეტური რეცეპტი, რომელიც ახალგაზრდობის ელექსირად იყო მოხსენიებული. მოვამზადე და მივიღე. ახალგაზრდობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ თავს ნამდვილად უკეთ ვგრძნობ.

  • ელექსირის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 350 გრამი შემოდგომის ნიორი, 96-გრადუსიანი ეთილის სპირტი, თიხის ჭურჭელი (ეს მეტად მნიშვნელოვანი დეტალია!). ნიორი დანაყეთ, ჭურჭელში გადაიღეთ და დაასხით სპირტი. ჭურჭელს თავზე დაახურეთ და 10 დღე ასე დატოვეთ. გადაწურეთ და კიდევ 2 დღე გააჩერეთ. ორი დღის შემდეგ ნაყენი მზად არის. ის უნდა მიიღოთ რძესთან ერთად შემდეგი სქემით: პირველ დღეს - 1 წვეთი დღეში 3-ჯერ; მერე და მერე ყოველდღე დაამატეთ თითო წვეთი, ვიდრე 15-ამდე არ ახვალთ. ამის შემდეგ ყოველდღე თითო მოაკელით, ვიდრე 1 წვეთამდე არ ჩამოხვალთ. მერე კი ყოველდღე მიიღეთ 25-25 წვეთი, სანამ არ გათავდება.

ყურის ტკივილის დროს ლიმონი მშველის

ვისაც ყურის ტკივილი გამოუცდია, დამეთანხმება, რომ მართლაც აუტანელი შეგრძნებაა. მე კი პატარაობიდან ხშირად მტკივა ყური, რას არ ვიწვეთებდი, სპირტიდან დაწყებული, მწყრის ქონით დამთავრებული, მაგრამ ყველაზე მეტად ლიმონი მშველოდა და ახლაც მშველის. ყურის ტკივილის დროს ვიწვეთებ 3 წვეთ ლიმონის გამონაწურს. სულ 3 ჩაწვეთება მყოფნის.

დიდგულა ჩემი ოჯახის მკურნალია

დიდგულა (ანწლსაც უწოდებენ) დიდი ხანია ჩემი მარჯვენა ხელია - ის მარტო კი არ კურნავს დაავადებებს, არამედ მათ პროფილაქტიკასაც ეწევა. ამ მცენარეზე თითქმის ყველაფერი ვიცი. წინათ ამ მცენარეს სიცოცხლის გამახანგრძლივებელ საშუალებად მიიჩნევდნენ. მაგრამ არ უნდა აურიოთ ერთმანეთში წითელი და შავი დიდგულა. წითელი შხამიანია, თუმცა ზოგჯერ მასაც იყენებენ სამკურნალოდ. მე შავ დიდგულაზე გესაუბრებით. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი, სისხლის მიმოქცევის მასტიმულირებელი, ოფლმდენი, შარდმდენი თვისებები. მისი თითქმის ყველა ნაწილი (ყვავილიდან დაწყებული, ნაყოფით დამთავრებული) გამოსადეგია. ყვავილების ნაყენს მე ხშირად ვიყენებ გრიპისა და გაციების შედეგების სამკურნალოდ. ნაყენს ასე ვამზადებ:

  • 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ დიდგულას ყვავილს ვასხამ 1 ჭიქა მდუღარე წყალს, თავზე ვახურავ და ვტოვებ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთით. შემდეგ 45 წუთის განმავლობაში ვაგრილებ, ბოლოს ვფილტრავ.

უნდა მიიღოთ თბილ-თბილი, ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 2-3-ჯერ ზედა სასუნთქი გზების დაავადების დროს. ამ ნაყენით შეიძლება ფილტვის დაავადებების მკურნალობაც. ცივი ნაყენით შეგიძლიათ ჩამოიბანოთ დაღლილი და ანთებითი თვალები - სიწითლე გაქრება. ეს ნაყენი სასარგებლოა გინეკოლოგიური დაავადებების დროსაც. ქალებს გაგიმხელთ კიდევ ერთ საიდუმლოს: თუ დიდგულას ნაყენით გაიწმენდთ სახეს, გაგიქრებათ არა მარტო ჭორფლი, არამედ პიგმენტური ლაქებიც. ხოლო თუ ნაყენს სპირტზე მოამზადებთ, მუდამ ხელთ გექნებათ არაჩვეულებრივი წამალი გაციებისა და გრიპის სამკურნალოდ.


თუ ჩიყვი გაწუხებთ, ჩემი რეცეპტი დაგეხმარებათ!

რამდენიმე წლის წინ ჯანმრთელობამ შემაწუხა. თერაპევტმა ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა მირჩია და ენდოკრინოლოგთან გამგზავნა. ჩამიტარეს ექოსკოპია და დამისვეს პირველი ხარისხის შერეული ჩიყვის დიაგნოზი. ენდოკრინოლოგმა წამლებიც გამომიწერა და რამდენიმე ხალხური საშუალებაც მასწავლა. ამ საშუალებებს წამლებთან ერთად ვიღებდი და მართლა შესანიშნავი შედეგი მომცა. მოხარული ვიქნები, თუ ამ რეცეპტებს დაბეჭდავთ - იქნებ სხვებსაც გამოადგეთ.

  • აიღეთ 14 ცალი კაკალი, გარეცხეთ, გააშრეთ, დაამტვრიეთ, უღელი შეინახეთ, ნიგოზი მიირთვით. ნაჭუჭი სქელ ნაჭერში გაახვიეთ და ჩაქუჩით კარგად დაჩეჩქვეთ. შემდეგ ჩაყარეთ ქილაში, დაასხით 0,5 ლ არაყი, დაახურეთ თავსახური და 7 დღის განმავლობაში დადგით ბნელ, თბილ ადგილას. შემდეგ გადაწურეთ, ჩაასხით მუქი ფერის ბოთლში და შედგით მაცივარში. სვით დილაობით, უზმოზე, თითო სადილის კოვზი ერთი თვის განმავლობაში. მე თვითნებურად გავზარდე დოზა და დღეში 3-ჯერ ვსვამდი ჭამამდე ერთი საათით ადრე.
  • მრავალკვანძოვანი ჩიყვის დროს: ერთ ჭიქა კაკლის უღელს დაასხით 0,5 ლ არაყი, აურიეთ და მჭიდროდ დაახურეთ ხუფი. დადგით სიგრილესა და სიბნელეში 30 დღით. ამის შემდეგ მიიღეთ დილით, უზმოზე, ადგომამდე 1-2 საათით ადრე, თითო სუფრის კოვზი. არც წყალი მიაყოლოთ და არც საჭმელი. ნაყენი რომ გათავდება, 10-15 დღე უნდა შეისვენოთ და კურსი გაიმეოროთ.

ამასთან ერთად, ვცდილობდი, რაციონი ზღვის პროდუქტებით (თევზით, ზღვის კომბოსტოთი) შემევსო. ვერიდებოდი ზედმეტად ცხიმიან, მწარე, ტკბილ, მარილიან საკვებს. ვმკურნალობდი ბალახებითაც:

  • ს/კ შავბალახას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დაახურეთ ხუფი და 2 საათი გააჩერეთ. სვით თითო სუფრის კოვზი დღეში 3-5-ჯერ.

მიიღეთ კუნელის წვეთები (იყიდება აფთიაქებშიც) - 20-30 წვეთი დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ. ორწლიანი მკურნალობის შემდეგ ისევ ჩავიტარე გამოკვლევა  - რამდენიმე მცირე ზომის კვანძიღა აღმომაჩნდა.

შარდის ბუშტის ანთება ბალახებით მოვირჩინე

რამდენიმე წლის წინ გავცივდი და მას შემდეგ თავი ვეღარ დავაღწიე ცისტიტს - როგორც კი შემცივდებოდა, მაშინვე მიღიზიანდებოდა შარდის ბუშტი, მეწყებოდა ტკივილი. კვირაობით გაუნძრევლად ვიწექი. მკურნალობა მშველოდა, მაგრამ დროებით. ჩემი გასაჭირი მეგობრის დედას შევჩივლე. თურმე ოდესღაც ისიც ჩემს დღეში ყოფილა და მცენარეული ნაყენით განკურნებულა. მეც მასწავლა მისი მომზადება, მე კი თქვენ გასწავლით:

  • აიღეთ საღამო ხანს 1 წილი ვარდკაჭაჭასა და 1 წილი სალბის ნარევი, 3 სუფრის კოვზი ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 3 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. დილით ნაყენი გადაწურეთ. მიიღეთ 3/4 ჩ/ჭ დღეში 4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

მთელი ზაფხული ვსვამდი ამ ნაყენს და შემოდგომაზე ვიგრძენი, რომ საქმე უკეთესობისკენ მიდიოდა. თავს ვუფრთხილდებოდი, რომ არ გავცივებულიყავი. კიდევ რამდენიმე კურსი ჩავიტარე სალბისა და ვარდკაჭაჭას ნაყენით. მას შემდეგ ცისტიტი აღარ გამმწვავებია. არადა ექიმი მეუბნებოდა, დაავადება უკვე ქრონიკულია, აღარ მორჩება და პერიოდულად გამწვავებას უნდა ველოდოთო.

წნევას თავიდანვე უნდა მიხედვა

აფთიაქებში წნევის დამწევი უამრავი საშუალება იყიდება, მაგრამ მაღალი წნევა მაინც არ ითვლება დამარცხებულად. ჩემი დაკვირვებით, წნევას თავიდანვე უნდა მიხედვა, ანუ როგორც კი შეამჩნევ, რომ მაღლა გიწევს, უნდა დაიწყო ზრუნვა მის დასამარცხებლად. მე ასე მოვიქეცი და, როგორც აღმოჩნდა, არც შევმცდარვარ. ახალბედა წნევიანებს ჩემი რეცეპტი ნამდვილად გამოადგებათ:

  • აიღეთ 1 თავი გაფცქვნილი ხახვი, დაასხით 100 გ მდუღარე წყალი, დატოვეთ მთელი ღამე და დილით, უზმოზე, ნაყენი დალიეთ. მკურნალობის კურსი 2 კვირაა.

თურმე ხახვი მხოლოდ არტერიულ წნევას კი არ სწევს დაბლა, არამედ სისხლძარღვების მდგომარეობასაც აუმჯობესებს. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს დიეტას - უნდა შეზღუდოთ მარილის მოხმარება. თავიდან მეც ძალიან მიჭირდა, მაგრამ მერე მივეჩვიე უმარილო საკვებს. ახლა მარილს აღარაფერს ვაყრი და არც მარილიან საჭმელებს (კონსერვს, მწნილს, შაშხს) გეახლებით. ვგრძნობ, როგორ დამიცხრა შეშუპებული ფეხები და სახე, სხეული შემიმსუბუქდა. მერწმუნეთ, თუ მარილზე უარს იტყვით, შვებას თქვენც იგრძნობთ.