დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

1. სალბის ნაყენი - 1 ჩაის კოვზი 1 ჭიქა წყალზე;

2. გვირილის ყვავილის ნახარში - 1 სუფრის კოვზი 1 ჭიქა წყალზე;

3. მარწყვბალახას ნაყენი - 20 გ 1 ჭიქა წყალზე;

4. ბეგქონდარას ნახარში - 15 გ 1 ჭიქა წყალზე;

5. ცაცხვის ყვავილის ნახარში - 2 სუფრის კოვზი 1 ჭიქა წყალზე;

6. კრაზანას ნახარში - 2 სუფრის კოვზი 1 ჭიქა წყალზე;

7. აბზინდის ნაყენი - 2 სუფრის კოვზი 1 ჭიქა წყალზე;

8. გულყვითელას ყვავილედის ნახარში - 10 გ 1 ჭიქა წყალზე;

9. ოროვანდის ფესვის ნაყენი - 2 სუფრის კოვზი 1 ჭიქა წყალზე;

10. ჟოლოს ფოთლების ნახარში - 2 სუფრის კოვზი 1 ჭიქა წყალზე;

11. მაყვლის ფოთლების ნახარში - 2 ჩაის კოვზი 1 ჭიქა წყალზე;

12. შავი მოცხარის ფოთლების ნაყენი - 5 გ 1 ჭიქა წყალზე;

13. შოთხვის ყვავილის ნაყენი - 1 სუფრის კოვზი 1 ჭიქა წყალზე.

14. მოცვი, ძახველი, პირშუშხა, ხახვი, ნიორი - ანადუღარ წყალში გახსნილი.

  • ნაყენი ასე მზადდება: მშრალი დაქუცმაცებული ნედლეული ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყალი და 10-15 წუთით ორთქლის აბაზანაში ადუღეთ, შემდეგ ოთახის ტემპერატურაზე გააცივეთ (ამისთვის 30-45 წუთია საჭირო), 2-3 ფენა დოლბანდში გაწურეთ და ანადუღარი წყლით თავდაპირველ მოცულობამდე შეავსეთ.
  • ნახარშის მომზადების წესი კი ასეთი გახლავთ: მშრალი დაქუცმაცებული ნედლეული ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყალი, თავდახურული 30-45 წუთი ადუღეთ ორთქლის აბაზანაში, შემდეგ ოთახის ტემპერატურაზევე გააგრილეთ (10-15 წუთით), 2-3 ფენა დოლბანდში გაწურეთ და ანადუღარი წყლით თავდაპირველ მოცულობამდე შეავსეთ.

ფაღარათის დროს

შარშან ზაფხულში მე და ჩემი ოჯახი ჩემი მეუღლის სოფელში დასასვენებლად გავემგზავრეთ. ასეთ დროს, როგორც წესი, ყველაფერი თან მიმაქვს, მათ შორის, რასაკვირველია, აუცილებელი მედიკამენტებიც. მაგრამ ერთხელ ისე მოხდა, რომ წამლების ყუთი გზაში დაგვეკარგა. ჩვენი სოფელი კი ისეთ მიყრუებულ ადგილასაა, უახლოეს აფთიაქამდე რამდენიმე კილომეტრის გავლა მოგიწევს. ხომ იცით სიმუხთლის კანონი - როცა არა გაქვს, სწორედ მაშინ დაგჭირდება. ჩვენც ასე დაგვემართა - ჩემს დედამთილს რაღაცამ აწყინა და ფაღარათი დაეწყო. არ დავიბენი, გავიხსენე დედაჩემისგან ნასწავლი რეცეპტები და გამოვიყენე კიდეც. მინდა, გამოცდილება თქვენი ჟურნალის მკითხველსაც გავუზიარო:

  • უბრალო, ხელმისაწვდომი, მაგრამ ეფექტური საშუალებაა დამწვარი პურის ჩაი: დაწვავთ პურს ნაკვერჩხალზე და მისგან დააყენებთ ჩაის, 2-3 ჭიქა საკმარისია, რომ ფაღარათი შეგიწყდეთ. ამავე დროს კარგია მუცელზე თბილი კომპრესი.
  • აიღეთ კაკლის უღელი, ჩაყარეთ ბოთლში, დაასხით სპირტი და 2-3 დღე თავდახურული დატოვეთ. მიიღეთ 6-10 წვეთი, თბილ წყალში გახსნილი, დღეში 3-4-ჯერ. როგორც კი მკურნალობა შედეგს გამოიღებს, წამლის მიღება მაშინვე შეწყვიტეთ, თორემ შესაძლოა, ფაღარათი ყაბზობაში გადაიზარდოს. ნაყენი შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ და სიგრილეში შეინახოთ.
  • წინასწარ შეიძლება ასეთი წამლის მომზადებაც: ქათმის კუჭს მოაცილეთ შიგნითა, ყვითელი გარსი, კარგად გარეცხეთ და მზეზე გააშრეთ. საჭიროების შემთხვევაში მიიღეთ დანაყილი, 0,5 ჩ/კ ერთ ჯერზე. საკმარისია, 2-3-ჯერ მიიღოთ, რომ ფაღარათი გაგივლით. ოღონდ გაითვალისწინეთ: ეს წამალი მხოლოდ მოზრდილებისთვის შეიძლება.

სახე შველას ითხოვს

რამდენიმე ათეული წელია, მივდევ კოსმეტოლოგიას და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ჩვენი ქალების უმრავლესობამ არ იცის, როგორ მოუაროს სახის კანს. მაგალითად, ბევრს მიაჩნია, რომ პირისკანის მოსავლელად საკმარისია კრემები, ნიღბები და ხარისხიანი კოსმეტიკა. დიახ, კანს, რა თქმა უნდა, სჭირდება ნიღბებიც, კრემებიც, მაგრამ არანაკლები მნიშვნელობა აქვს კვებას. გაზაფხულობით ორგანიზმი ყველაზე მეტად არის გამოფიტული. კოქტეილები, რომელთა რეცეპტებსაც ქვემოთ გთავაზობთ, თქვენს სახეს  არაჩვეულებრივ ფერს მისცემს.

  • კიტრის კოქტეილი: ერთმანეთს შეურიეთ 100 გრამი კიტრის წვენი, 100 გრამი სტაფილოს წვენი, 50 გრამი ნიახურის წვენი.
  • ნიახურის კოქტეილი: აიღეთ 50 გრამი ნიახურის წვენი, დაასხით 100 გრამი რძე, დაუმატეთ 1 კვერცხის გული და 1 ლიმონის წვენი.
  • პომიდვრის კოქტეილი: აიღეთ 150 გრამი პომიდვრის და 1 სუფრის კოვზი ნიახურის წვენი, დაამატეთ 50 გრამი ლიმონის წვენი.
  • ვაშლის კოქტეილი: აიღეთ 200 გრამი ვაშლის წვენი, დაამატეთ 1 ლიმონის წვენი და 1 სუფრის კოვზი თაფლი.
  • სტაფილოს კოქტეილი: აიღეთ 200 გრამი სტაფილოს წვენი, დაამატეთ ნახევარი ფორთოხლისა და მეოთხედი ლიმონის წვენი, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და ნახევარი ჭიქა კეფირი ან მაწონი.

კოქტეილს ბოლომდე ნუ დალევთ, ცოტაოდენი მოიტოვეთ და ბამბის ტამპონით სახეზე წაისვით.


ნაღრძობის, დაჟეჟილობისა და მოტეხილობის მოსარჩენად

ჩემი ვაჟი ბავშვობიდანვე ცელქი და ხიფათიანი იყო. ხან ხელს მოიტეხდა, ხან ფეხს გაიჭრიდა... კოპებსა და გადაყვლეფილ მუხლებზე აღარაფერს ვამბობ... მოკლედ, დავიტანჯეთ ჩვენც და ისიც. ერთხელ, ზაფხულში, ფეხი გადაუბრუნდა და კოჭი საშინლად გაუსივდა. დადიოდა კი არა, ფეხს მიწაზე ვერც კი ადგამდა. იმ დროს სოფელში ვიყავით, საიდანაც სამედიცინო დაწესებულებამდე შორი იყო, მანქანა კი არ გვყავდა. გავიხსენე დედამთილისგან ნასწავლი ხალხური მეთოდები და ერთ კვირაში ჩემი ბიჭუნა ჩიტივით დაფრინავდა. მინდა რამდენიმე რეცეპტი თქვენც გასწავლოთ:

  • დარჩეული ნიგოზი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ან კარგად დანაყეთ. თავისი ზეთიანად დაიფინეთ ნაღრძობზე და მაგრად შეიხვიეთ.
  • ნაღრძობ და შესივებულ ადგილზე დაიდეთ ასეთი საფენი: აიღეთ 1 სუფრის კოვზი არაყი და ამდენივე მზესუმზირას ზეთი, აურიეთ ერთმანეთში, ამ ნარევში დაასველეთ დოლბანდი, კარგად გაწურეთ და დაიდეთ მტკივან ადგილას. გაიჩერეთ მთელი ღამე. უხდება დაჟეჟილობასაც.
  • დაჟეჟილ კუნთზე ჯერ ყინული დაიდეთ 10-15 წუთით, მერე ქაფურის სპირტით დაიზილეთ.
  • კარგად მოხარშეთ 0,5 კგ ხმელი თეთრი ლობიო, დასრისეთ და მიღებული მასა დაიდეთ მტკივან ადგილას. შეიხვიეთ მკვრივი პირსახოცით. გაიჩერეთ მთელი ღამე.
  • თელის ფესვი წვრილად დაჭერით და წვენი გამოხადეთ. ადუღეთ, სანამ მასა წაბოსავით არ გახდება. წაისვით ნაღრძობ ადგილას და დოლბანდით შეიხვიეთ. გაიმეორეთ სამჯერ.
  • თუ მოტეხილი ადგილი გტკივათ, აიღეთ 1 ჩაის კოვზი კარგად დაფქული თეთრი შაბი, დაუმატეთ 1 კვერცხის ცილა, კარგად გაქენით, წაუსვით ნაჭერზე და დაიდეთ მტკივან ადგილას. გაიჩერეთ 4-5 საათი. როცა ამ ნახვევს მოიხსნით, აიღეთ 1 კვერცხის გული, დაუმატეთ 1-1,5 ჩაის კოვზი პურის ფქვილი, კარგად ათქვიფეთ, წაუსვით ნაჭერზე და დაიდეთ მტკივან ადგილას. კარგად შეიხვიეთ და მთელი ღამე გაიჩერეთ.

შეაჩერეთ გლაუკომა

ჩემს მეუღლეს რამდენიმე წლის წინ გლაუკომა აღმოაჩნდა. უკვე რამდენი ხანია, ჩვენი ექიმის დანიშნულებით ვმკურნალობთ. ამ ცოტა ხნის წინ კი ერთმა ახლობელმა, ზოგადი პროფილის ექიმმა, ასეთი რამ გვითხრა: გლაუკომის დროს ექიმის დანიშნულების შესრულება აუცილებელია, მაგრამ მკურნალობა გაცილებით ეფექტიანი იქნება, თუ დამატებით ხალხურ მეთოდებსაც გამოიყენებთო. მისი რჩევა ყურად ვიღეთ და უკეთესობა მართლაც ვიგრძენით. მინდა, რამდენიმე რეცეპტი თქვენც გასწავლოთ:

  • აიღეთ ალოეს ფოთოლი, კარგად გარეცხეთ და წვრილად დაჭერით. დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და 2-3 საათი გააჩერეთ, შემდეგ გაფილტრეთ და ამ ნაყენით ამოიბანეთ თვალები. პროცედურა დღეში 2-3-ჯერ ჩაიტარეთ.
  • 1 სუფრის კოვზ ბაბუაწვერას წვენს დაამატეთ 1/2 სუფრის კოვზი ხახვის წვენი და 1 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი. ნარევი 3 საათით დადგით სიბნელეში. ჩაიწვეთეთ თვალში 2-2 წვეთი დღეში 2-3-ჯერ. გაითვალისწინეთ - ყოველდღე ახალ-ახალი ნარევი უნდა მოამზადოთ.
  • 1/2 ჭიქა ჭინჭარს დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ლავანდა. დაასხით 1 ჭიქა ცივი ანადუღარი წყალი, 9 საათი გააჩერეთ სიბნელეში, მერე დაამატეთ 1/2 ჩაის კოვზი სოდა და თვალებზე დღეში 2-ჯერ 10-20 წუთით დაიდეთ ამ ნარევის საფენი.
  • აიღეთ 50 მლ სამედიცინო სპირტი, დაამატეთ იმავე ოდენობის თაფლი და კარგად აურიეთ. გააჩერეთ 2 საათი. ჩაიწვეთეთ თვალში 2-2 წვეთი დღეში 2-ჯერ.
  • 1 სუფრის კოვზ კვლიავს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 3-5 წუთი. დაამატეთ 1 ჩაის კოვზი რეჰანი და გაფილტრეთ. ჩაიწვეთეთ თვალებში 1-2 წვეთი დღეში 1-2-ჯერ.
  • ერთმანეთში აურიეთ კუბებად დაჭრილი  200 გ სტაფილო, 100 გ ჭარხალი, 150 გ ნიახური, 100 გ კიტრი და  50 გ ოხრახუში. ნარევი ჩაუშვით წვენსაწურში და მიღებული წვენი სვით მთელი დღის განმავლობაში.
  • აურიეთ ერთმანეთში 1/2 ჭიქა მოცვი და თაფლი. ტკბილი წამალი მაცივარში შეინახეთ და მიიღეთ დღეში 1-2 სუფრის კოვზი.

მოვიწესრიგოთ კუჭის მოქმედება

რაც თავი მახსოვს, სულ შეკრულობა მტანჯავდა. კვირაში ერთხელ ძლივს გავდიოდი კუჭში, ისიც - წამლების ან ოყნის დახმარებით. ბოლოს ვიკადრე, დავიწყე ხალხური საშუალებების ძებნა და რამდენიმე ეფექტურ რეცეპტს მართლაც მივაგენი. მოხარული ვიქნები, თუ ეს რეცეპტები სხვებსაც გამოადგებათ.

1. 20 გ დაქუცმაცებულ ხეჭრელის ქერქს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, წამოადუღეთ, გადმოდგით ცეცხლიდან, 30 წუთით დატოვეთ თავდახურულ ჭურჭელში, გაფილტრეთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა ძილის წინ.

2. მიიღეთ 1 ჭიქა ყურძენი ან ყურძნის წვენი დღეში 3-ჯერ: პირველად - დილით, უზმოზე, მეორედ - სადილამდე 1 საათით ადრე, ბოლოს - საღამოს.

3. 180 გ მაწონს შეათქვიფეთ 10 გ მცენარეული ზეთი და ჩაის კოვზით ნელ-ნელა მიირთვით ძილის წინ.

4. დილით 1 ს/კ თაფლი გახსენით 1 ჭიქა ცივ (ოთახის ტემპერატურის) წყალში და პატარ-პატარა ყლუპებით დალიეთ.

5. 150 გ ალოეს წვენს შეურიეთ 300 გ თაფლი. შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 2-ჯერ (დილით, უზმოზე, და ძილის წინ), თან წყალი მიაყოლეთ.

6. შეკრულობის დროს მიიღეთ 1/4-1 ჭიქა უმი კარტოფილის წვენი.

7. საფაღარათო თვისებები აქვს მჟავე კომბოსტოს წვენს. მიიღეთ დღეში 1/2 ჭიქა, თბილი.