დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

თაფლისა და ნივრისგან მომზადებული საშუალება ააქტიურებს ვენის დრენაჟულ ფუნქციას, რაც უხდება როგორც თავად ვენებს, ისე მთელ ორგანიზმს.

  • აიღეთ 250 გრამი გარჩეული, გახეხილი ნიორი და დაასხით 350 გრამი თაფლი, კარგად აურიეთ, დადგით 1 კვირით და მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 40 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 2 თვეა.

აძლიერებს და ვენურ ტონუსს ზრდის სვიის გირჩების ნახარშიც:

  • 1 სადილის კოვზ დანაწევრებულ გირჩას უნდა დაასხათ 1 ჭიქა ადუღებული წყალი, 5 წუთით გაათბოთ წყლის აბაზანაში და მიიღოთ თითო ჭიქა დღეში 2-ჯერ, ჭამამდე. რაკი სვიას სუსტი ძილის მომგვრელი თვისება აქვს, სასურველია, მეორედ ძილის წინ დალიოთ. შეგიძლიათ, ამავე ნაყენში დასველებული დოლბანდი ვარიკოზულად გაფართოებულ ვენებზე დაიდოთ.

ოქროს ულვაში ნაწლავის პოლიპებს გაგიქრობთ

დიდხანს ვმკურნალობდი ნაწლავებში გაჩენილ პოლიპებს, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს და ბოლოს სპეციალისტებმა გამომიცხადეს, რომ ჩემი ხსნა მხოლოდ ქირურგიული ოპერაცია იყო. ოპერაციის ხსენებამ შემაშინა. გადავწყვიტე, ჯერ ხალხური საშუალებები მეცადა, ხოლო თუ არ მიშველიდა, ოპერაციას წინ რაღა დაუდგებოდა... მეგობრის რჩევისამებრ, დავიწყე ოქროს ულვაშით მკურნალობა. ვსვამდი მის ნაყენს, მოგვიანებით კი ბურახს. 5-6 თვეში პოლიპები თანდათან დაპატარავდა და ბოლოს ისეთი ზომისა გახდა, რომ ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენება აღარ შეეძლო.

  • ნაყენი ასე მზადდება: პატარა ნაჭრებად უნდა დაჭრათ ოქროს ულვაშის 18 მუხლი, დაასხათ ნახევარი ლიტრი არაყი და 12 დღე გააჩეროთ. როცა ნაყენი ფერს შეიცვლის - გაიისფრდება, უკვე მზად არის. უნდა მიიღოთ 1 საჩაროზე კოვზი დღეში ერთხელ, უზმოზე, საუზმემდე 30-40 წუთით ადრე.

ბურახის მომზადების წესი კი ასეთია:

  • აიღეთ ოქროს ულვაშის რამდენიმე მუხლი და წვრილად დაჭერით. დაჭრილი ნედლეული აწყეთ 200-გრამიანი ჭიქით. ერთი სავსე ჭიქა ჩაყარეთ დოლბანდის თოფრაკში, ჩააყოლეთ ერთი საშუალო ზომის ქვა და თოფრაკი სუფთა წყლით სავსე სამლიტრიან ქილაში მოათავსეთ. ამავე ქილაში ჩაყარეთ 1 სადილის კოვზი შაქარი და ჩადეთ 1 სადილის კოვზი სქელი არაჟანი. ქილას გადააფარეთ დოლბანდი და სითბოში დადგით. ბურახი დუღილს დაიწყებს. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა დუღილი შეწყდება, ბურახი თითქმის მზად არის, მაგრამ სრულ დადუღებამდე 14-16 დღე სჭირდება.

უნდა სვათ მთელი თვის განმავლობაში, ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 10 წუთით ადრე. მერე ერთი თვე შეისვენოთ და კურსი გაიმეოროთ.


კატარაქტა

კატარაქტა ხანში შესულ ხალხს ემართება, ამიტომ ბევრს მიაჩნია, რომ ასაკთან ერთად თვალისჩინის დაკარგვა გარდაუვალია და ამის გამო წუხილი არ ღირს. არადა, რაც ასაკში შევედი, თვალისჩინი უფრო და უფრო მეტად დამჭირდა, ამიტომ როდესაც კატარაქტის დიაგნოზი დამისვეს, ძალიან შევწუხდი და ამ სნეულების სამკურნალო მცენარეული რეცეპტების მოძიებას შევუდექი. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

  • აიღეთ ვაშლი, ამოჭერით რბილობი, ჩაასხით თაფლი, დააფარეთ თავისივე ამონაჭერი, ორი საათის შემდეგ გადმოასხით თაფლისა და ვაშლის წვენის ნარევი და დილაობით ორი წვეთი დაავადებულ თვალში ჩაიწვეთეთ.
  • კატარაქტასთან ბრძოლისას შესანიშნავი საშუალებაა მწვანე ჩაი. სასურველია, დღეში 2 ფინჯანი მაინც დალიოთ.
  • სამი თვის განმავლობაში დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ, სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა სტაფილოსა და ოხრახუშის წვენის ნარევი (3:1). ოხრახუშის მაგივრად შეიძლება ჭარხლის წვენის გამოყენებაც.
  • აურიეთ ერთმანეთში ახალი თაფლი და სტაფილოს წვენი (თანაბრად) და დილა-საღამოს 1-2 წვეთი ჩაიწვეთეთ დაავადებულ თვალში.

სირცხვილს ასე გადავურჩი

გარდატეხის ასაკის შემდეგ ხელის მტევნებსა და თეძოებზე საკმაოდ დიდი ზომის წითელი ლაქები გამიჩნდა. წამიყვანეს ექიმთან. დანიშნულება მივიღე და მას განუხრელად ვასრულებდი, მაგრამ ლაქები ქრებოდა და ისევ ჩნდებოდა. გაზაფხულის მოსვლა აღარ მახარებდა. ხელებს ვმალავდი, ზღვაზე კი სულ სიმწრის ოფლში ვიწურებოდი, როდესაც მეკითხებოდნენ, რა არის, ეს რა გაქვსო. ბოლოს ჩემს უბედურებასაც მოეღო ბოლო - მეგობრის დედის რჩევით ეს წამალი გამოვიყენე და ამოვისუნთქე:

  • ათლიტრიან ქვაბში თანაბარი რაოდენობით - დაახლოებით 300-400 გრამი - უნდა ჩაჭრათ ორკბილა და ქრისტესისხლა, ქვაბი წყლით აავსოთ და ძალიან ნელ ცეცხლზე 1 საათი ადუღოთ, შემდეგ გააცივოთ და გადაწუროთ. ძილის წინ უნდა მიიღოთ ამ ნახარშის აბაზანა. აბაზანა ნახევრამდე აავსეთ თბილი წყლით და მასში ჩაასხით ეს ნახარში. წყალში 10-15 წუთი დარჩით. აბაზანიდან ამოსვლის შემდგომ ტანი არ გაიმშრალოთ - წყალი ზედვე შეიშრეთ, მერე კი დასაძინებლად დაწექით.

ასე გაიმეორეთ 2-3 დღე. წითელი ეგზემური ლაქები თანდათან გაუფერულდება, ბოლოს კი სულმთლად გაქრება.