სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

mkurnali.ge

წელის ტკივილი

ჩემი მეუღლე მძღოლია. შევატყვე, რომ დღის განმავლობაში ზურგი ძლიერ ეღლებოდა, მაგრამ მუშაობას განაგრძობდა. ერთ დღეს სამუშაოდან დაბრუნებულს წელი ძლიერ ასტკივდა. საბედნიეროდ, ჩემი მეზობელი ხალხური მედიცინით არის დაინტერესებული. სწორედ მან გადაგვარჩინა. მისი რჩევით, მეუღლეს საღამოობით ცხელ მცენარეულ აბაზანას ვახვედრებ. ხან გვირილას მოვხარშავ, ხან გამხმარ სოჭის კვირტებს (მათ ზაფხულობით თავად ვაგროვებ).

  • აბაზანა ასე მზადდება: აიღეთ 100 გ გვირილის ყვავილი, დაასხით 2 ლიტრი ადუღებული წყალი და დააყენეთ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში. ამის შემდეგ ჩაასხით სავსე აბაზანაში.

გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ არაჩვეულებრივი შედეგი აქვს ძაღლის ბეწვისგან მოქსოვილ სარტყელს. როცა მირჩიეს, ძალიან შევწუხდი - მოქსოვას წინ რა დაუდგებოდა, მაგრამ ეს ძაღლის ბეწვი საიდან უნდა მომეტანა?! აქაც მეგობარი დამეხმარა და თავისი ნანინანატრი ძაღლის (ჯიში არ ვიცი, მაგრამ გრძელბეწვა კია) ბეწვი მომიტანა. დავართე, მოვქსოვე და სწორედ ამ სარტყელს ვახვევ ჩემს ქმარს წელზე. გასაკვირია, მაგრამ შველის. აქამდე ჩვეულებრივ შალის ქამარს ატარებდა, მაგრამ მას ასეთი ეფექტი არ ჰქონია.

უძილობამ ხელი დაგრიათ?

დიდხანს მაწუხებდა უძილობა. რა არ ვცადე - ძილის წინ თაფლიანი წყლის სმა, გასეირნება, თბილი რძე... არაფერმა მიშველა. ბოლოს ჩემმა ოჯახის ექიმმა ასეთი ნაყენი მასწავლა:

  • 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ თავშავას დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, დააყენეთ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში და გაწურეთ. ეს ნაყენი ჩაის ნაცვლად დალიეთ საღამოს ან ძილის წინ. შეგიძლიათ დაატკბოთ თაფლით.

ნაყენი ძალიან უხდება თავის ტკივილს. დაიფინეთ მისი საფენები ან ამ ნაყენით დაიბანეთ თავი. გარდა ამისა, ძალიან კარგია ნახევარი ჭიქა თავშავას ნაყენის დალევა - ასევე ეფექტურია თავის ტკივილის დროს.

ვცხოვრობ ტკივილის გარეშე

მრავალი წლის განმავლობაში საკუთარი ჯანმრთელობისთვის არ მეცალა. ამის გამო მწარედ დავისაჯე და ისეთი დიაგნოზი "დავიმსახურე", როგორიც არის ქრონიკული პანკრეატიტი. მართალია, წლების განმავლობაში, განსაკუთრებით - ცხიმიანი საკვების ან ალკოჰოლური სასმლის მიღების შემდეგ, ხშირად ვგრძნობდი ტკივილს მარცხენა ფერდში, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი და არც მეცალა. ნაჩქარევად გადავყლაპავდი ხოლმე გამაყუჩებელს, ეს იყო და ეს. ასეთი უყურადღებობით იმას მივაღწიე, რომ დაავადება ქრონიკულ ფორმაში გადავიდა, ვერაგულად ჩამისაფრდა და უდროოდ მომდრიკა. აი, მაშინ კი გამოჩნდა თავისუფალი დრო, მაგრამ...  არ გადაგღლით ჩემი ტანჯვის მოყოლით; რეციდივის თავიდან ასაცილებლად მასწავლეს ასეთი მეთოდი:

  • ვიღებთ 1 ს/კ მარწყვის ფოთოლს, 1 ს/კ ჭინჭარს,  1 ს/კ მაყვლის ფოთოლს, 2 ს/კ არყის ფოთოლს. ამ ყველაფერს ერთმანეთში ვურევთ და მინის ქილაში ვყრით. 1 სუფრის კოვზს ვასხამთ 1 ჭიქა ცივ წყალს და ასე ვტოვებთ 6 საათით. ამის შემდეგ 15 წუთს ვადუღებთ და მზად არის. ეს დღიური ულუფაა. უნდა მიიღოთ ყლუპ-ყლუპად მთელი დღის განმავლობაში. სვით ყოველდღე პანკრეატიტის სიმპტომების სრულ გაქრობამდე, მერე კი ყოველ სამ თვეში ერთხელ ერთკვირიანი პროფილაქტიკური კურსი ჩაიტარეთ.


როგორ მოვაგვაროთ დელიკატური პრობლემა

დაავადება ათასნაირი არსებობს. ჩემი გასაჭირი ზოგს შეიძლება ყურადღების ღირსად არც კი მოეჩვენოს, მაგრამ ვიცი, რომ ასეთი რამ ბევრს აწუხებს, განსაკუთრებით - მამაკაცებს. ფეხები ისე მიოფლიანდებოდა, ზოგჯერ ვნატრობდი, მიწა გამსკდომოდა - სტუმრად ვერავისთან დარჩები, ქალთან ახლო ურთიერთობაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია... ვმკურნალობდი, როგორც შემეძლო: ფხვნილები, აბაზანები, კონტრასტული აბაზანები - ყველაფერს რა ჩამოთვლის. ერთხელ ერთმა მეგობარმა ტიბეტური საშუალება მასწავლა. ვიფიქრე, არაფერმა მიშველა და რაღა ეს მარგებს-მეთქი, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ გავიცანი ერთი მშვენიერი ქალიშვილი, რომელიც ძალიან მომეწონა (დღეს ის ჩემი მეუღლეა) და პრობლემა უფრო მწვავედ დადგა ჩემს წინაშე. ხომ წარმოგიდგენიათ ყურებამდე შეყვარებული რომეო "სურნელოვანი" ფეხებით? აი, მაშინ კი კეთილი ვინებე, ტიბეტური მეთოდი გავიხსენე და დავიწყე მკურნალობა. მიშველა. აი ეს მეთოდი:

  • აიღეთ 100 გ ხმელი წითელი მწარე წიწაკა, ჯერ დააქუცმაცეთ ჩვეულებრივ ჭურჭელში, მერე კი დაფქვით და მინის ქილაში ჩაყარეთ. ამავე ქილაში ჩაასხით 250 მლ მზესუმზირას ზეთი. ნარევი ჩადგით წყლის აბაზანაში 2 საათით, დროდადრო ურიეთ. გადმოდგით, კიდევ 2-3 საათით დააყენეთ და წამალი მზად არის.

ყოველ საღამოს, ფეხების დაბანის შემდეგ, ტერფებზე ეს წამალი ისვით. მკურნალობა განაგრძეთ სასურველი შედეგის მიღებამდე.

სავლები პირის ღრუსთვის

რამდენჯერ მომხდარა - მტკივანი, გასივებული კბილის მოსარჩენად პირში სოდიანი ხსნარი გამოგივლიათ, მაგრამ მეორე დღეს ისევ სტომატოლოგთან გაქცეულხართ. საქმე ის არის, რომ სოდიანი წყალი არათუ არ ხსნის ანთებას, არ შველის შეშუპებას, პირიქით, აფაშრებს კიდეც ღრძილის ქსოვილს. არასწორი გამოვლება განსაკუთრებით მაშინ არის საშიში, თუ კბილი მოიღეთ. კბილის ამოღების შემდეგ მალევე წარმოიქმნება სისხლის კოლტი, მაგრამ ინტენსიური გამოვლებისას ის ძვრება და სისხლდენა ძლიერდება.

  • ანთების დროს თბილი წყლის გამოვლება ვერ გიშველით. აქ ცხელი წყალია საჭირო, ოღონდ არა იმდენად ცხელი, რომ დაგწვათ (1 ჭიქა ცხელ წყალში გახსენით 1 ჩ/კ მარილი ან 1 ჩ/კ სოდა და 5 წვეთი იოდი), კბილის ამოღების შემდეგ კი თბილი - სხეულის ტემპერატურისა. ასევე, არ შეიძლება მისი ბუყბუყი და მთელ პირის ღრუში გადაადგილება. გამოსავლები ნაყენი უნდა ჩაიგუბოთ პირში მტკივანი კბილის მხარეს, გააჩეროთ 30-40 წამი, შემდეგ გადმოაფურთხოთ და ეს ყველაფერი გაიმეოროთ.

პროცედურა უნდა გაიმეოროთ 10-15-ჯერ - მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება შედეგი გამოვლებას.

  • გამოვლება სასურველია ყოველ 2 საათში ერთხელ. კარგია აგრეთვე კრაზანის, მუხის ქერქის, არყის ფოთლების ნაყენი, მწვანე ჩაი. აიღეთ 1 სუფრის კოვზი ნედლეული, დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი და დააყენეთ 30 წუთით, გაწურეთ და გამოივლეთ ცხელ-ცხელი.

კბილის ამოღების შემდეგ გირჩევთ კრაზანას, გვირილის, ვარდის ფურცლების, მწვანე ჩაის ნაყენს. ივლეთ 2-3 დღე.