სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

mkurnali.ge

  • მომინანქრებულ ქვაბში ჩაყარეთ 10 სუფრის კოვზი კუნელი, 5 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ასკილის ნაყოფი. დაასხით 2 ლიტრი მდუღარე წყალი, თავზე დაახურეთ, კარგად შეფუთეთ და 24 საათი სითბოში გააჩერეთ, შემდეგ დოლბანდში გაწურეთ და მიიღეთ 1 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

უძილობას სვიის ნაყენი შველის

რამდენიმე წლის წინ გავიკეთე საშვილოსნოს ოპერაცია, რის შემდეგაც დამეწყო კლიმაქსური მოვლენები. ამას დაერთო უძილობაც. ქიმიური პრეპარატების მიღება არ მინდოდა, ამიტომ ხალხურ მედიცინას მივმართე. მეგობარმა მირჩია, სვიის ნაყენი მესინჯა და მისი მომზადებაც მასწავლა:

  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი სვია, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ჩადგით წყლის აბაზანაში 20 წუთით, გააცივეთ და მიიღეთ 1/4 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

ჰიპერტონიული დაავადების დროს შვებას მოგგვრით

ბოლო დროს, განსაკუთრებით - გაზაფხულსა და შემოდგომაზე, წნევა ხშირად მიწევს. თანამშრომელმა მასწავლა ეს ნაყენი, რომელიც ეფექტიანიც არის და მარტივადაც მზადდება:

  • აიღეთ თითო ჩაის ჭიქა სტაფილოს, ჭარხლისა და პირშუშხას წვენი (გახეხილი პირშუშხა წვენის გამოსვლამდე 1 დღე-ღამით უნდა გააჩეროთ, ამიტომ ის წინა დღეს მოამზადეთ). 1 ლიმონის წვენი, 1 ჩაის ჭიქა თაფლი და კარგად აურიეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

მცენარეული აბაზანები სახსრებისა და ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ

სახსრებისა და ხერხემლის დაავადებების, მათ შორის - ოსტეოქონდროზის, სამკურნალოდ უხსოვარი დროიდან იყენებდნენ მცენარეულ აბაზანებს. ასეთი აბაზანები ხსნის დაღლილობას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, წმენდს და აახალგაზრდავებს კანს. არ არის აუცილებელი გასაჯანსაღებლად რომელიმე კურორტზე გამგზავრება - მკურნალობის კურსი, 10-12 აბაზანა, შეგიძლიათ შინაც ჩაიტაროთ, ზედმეტი დანახარჯისა და წასვლა-წამოსვლის გარეშე. ხუთი წელია, რაც ოსტეოქონდროზი მაწუხებს. მცენარეული აბაზანები მიხსნის ზურგის კუნთების დაძაბულობას და სპაზმს, მიმსუბუქებს ტკივილს.

  • აიღეთ 300 გ გვირილის ყვავილი, დაასხით 5 ლ წყალი, შედგით ნელ ცეცხლზე და 2 წუთი ადუღეთ. გადმოდგით ქურიდან, 2 საათი გააჩერეთ და გადაწურეთ. გააზავეთ 10 ლ წყალში.

მუცლის შებერილობის დროს

მინდა, შემოგთავაზოთ მუცლის შებერილობის საწინააღმდეგო რამდენიმე საშუალება. ყველა საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. მუცლის შებერილობა ისე მაწუხებდა, ჭამისაც კი მეშინოდა. არ ვეკარებოდი ბოსტნეულს, რძის ნაწარმს და, თქვენ წარმოიდგინეთ, ხილსაც კი. ბოლოს, მეტისმეტად რომ შევწუხდი, დავიწყე ხალხური რეცეპტების მოძიება და რამდენიმე შესანიშნავ საშუალებას მართლაც მივაგენი. ყოველ შემთხვევაში, მე მიშველა. კერძს აუცილებლად ჩააჭერით კამა. საზამთროდ გაახმეთ, დაფქვით და ისე გამოიყენეთ. დაწვით ალვის ხის მერქანი და მისი ნახშირი მიიღეთ ჭამამდე და ჭამის შემდეგ, დღეში მხოლოდ 2 ჩაის კოვზი.

  • ყოველ დილით, უზმოზე, დალიეთ 1 ჩაის ჭიქა კარტოფილის წვენი, შემდეგ 30 წუთით დაწექით, ერთი საათის შემდეგ კი ისაუზმეთ. ასე განაგრძეთ 10 დღე, მერე 10 დღით შეისვენეთ და კიდევ ერთხელ ჩაიტარეთ 10-დღიანი კურსი. ნიორი წვრილად დაჭერით, თხელ ფენებად დაალაგეთ, გაახმეთ, დაფქვით, ჩაყარეთ მინის ჭურჭელში, თავსახური მჭიდროდ დაახურეთ და შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას. მიიღეთ დანის წვერით დღეში 2-ჯერ, ჭამის შემდეგ. აიღეთ თანაბარი რაოდენობის პიტნა, კამა, ცერეცო და ძირა, 2 ჩ/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და დალიეთ.


ნორჩი კაკალი ჩიყვს შველის

მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო! ძალიან მინდა, თქვენი ჟურნალის დახმარებით მადლობა გადავუხადო ჩემს უსაყვარლეს მეგობარს, არაჩვეულებრივ ექიმს ნინო ბ-ს (იმადი მაქვს, წერილის წაკითხვისას მიხვდება, რომ მასზეა ლაპარაკი). ჩიყვს მასთან ვმკურნალობდი. რას ვსვამდი, არ მოგწერთ, რადგან ჩემზე უკეთ იცით და თქვენს ჟურნალშიც არაერთხელ დაწერილა ჩიყვის მკურნალობისა და პროფილაქტიკის შესახებ. მხოლოდ იმ ხალხური საშუალების რეცეპტს გიგზავნით, რომელიც ნინომ მასწავლა. მისი წყალობით გამიარა გულის ფრიალმა, აღარ მიოფლიანდება ხელები და აღარც უწინდელივით ადვილად ვღიზიანდები.

  • აიღეთ ნორჩი, ჯერ კიდევ მწვანე კაკალი, ზომით - ლობიოს მარცვალზე ოდნავ მოზრდილი. ჩაყარეთ მინის ქილაში, დაახურეთ სახურავი და დადგით ბნელ, გრილ ადგილას. ყოველდღე გადაყლაპეთ თითო ცალი - ისე, როგორც ტაბლეტებს ყლაპავთ. მკურნალობის კურსი 25 დღეა. შეგიძლიათ, ნაყოფი ჩრდილში გამოაშროთ და შეინახოთ, რათა მკურნალობა ზამთარშიც გაიმეოროთ.

ცოტ-ცოტა ყველაფერზე

ვარ 48 წლის ქალბატონი. მთელი ჩემი ოჯახი ხალხური მედიცინის მოყვარული და პატივისმცემელია. წლების განმავლობაში სხვადასხვა დაავადების შესახებ უამრავი სასარგებლო რჩევა დაგვიგროვდა. მინდა, ზოგიერთი მათგანი გაგაცნოთ:

  • მხედველობის გასაუმჯობესებლად კარგი იქნება, თუ დღეში ერთხელ 5 წვეთ ნივრის წვენს მიიღებთ. ამით მარტო თვალებს კი არა, მთელ ორგანიზმს არგებთ. მყეფავი ხველის დროს კარგია რძეში მოხარშული ლეღვი ან ლეღვის ჩირი. მშრალი ხველის დროს მიირთვით ბანანი, ოღონდ უზმოზე ჭამისგან თავი შეიკავეთ. თუ ღრძილებიდან სისხლდენა დაგეწყოთ, მიირთვით ახალი სალათის ფოთლები. თირკმელების დაავადების დროს კარგია გოგრის წვენი