სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

mkurnali.ge

  • ნაწლავები;
  • ღვიძლი;
  • თირკმელები;
  • ორგანიზმის სითხეები.

ბუნებრივია, ყველა ეს პროცედურა შეიძლება ჩატარდეს სპეციალურ კლინიკაში, მაგრამ არსებობს ორგანიზმის შინაურ პირობებში გაწმენდის რამდენიმე მეთოდიც. გაგაცნობთ ერთ-ერთ მათგანს:

ნაწლავების გაწმენდა: 60-90 წუთის განმავლობაში დალიეთ დაახლოებით 10 ჭიქა მარილიანი წყალი (უმჯობესია ზღვის მარილი, მაგრამ შეიძლება ჩვეულებრივი სუფრისაც). თანაფარდობა დაახლოებით ასეთი უნდა იყოს: 1 ჩაის კოვზი მარილი 1 ლიტრ წყალზე. ასეთი გაწმენდა სასურველია ჩატარდეს 1-2-დღიანი შესვენებებით 3-5-ჯერ. გაიმეორეთ კურსი წელიწადში რამდენჯერმე. უკუჩვენებაა კუჭის წყლული, დიზენტერია, ფაღარათი, მწვავე კოლიტი, აპენდიციტი, ნაწლავის კიბო.

ღვიძლის გაწმენდა: დილით, უზმოზე, მიიღეთ 200-250 მლ მინერალური წყალი (უგაზო, ოთახის ტემპერატურისა). შეიძლება დაამატოთ 5 გ მაგნიუმის სულფატი ან სორბიტი, რაც ხელს შეუწყობს ნაღვლის ბუშტის უფრო სწრაფ გათავისუფლებას. 15-20 წუთის შემდეგ კვლავ მიიღეთ ამავე რაოდენობის მინერალური წყალი და 1,5-2 საათით დაწექით. მარჯვენა ფერდქვეშ სათბურა დაიდეთ. თუ სორბიტი ან ინგლისური მარილი არ გაქვთ, შეიძლება გამოიყენოთ ნაღველმდენი ბალახების კონცენტრირებული ნახარში. ღვიძლის გაწმენდამდე 3 დღით ადრე გადადით უპირატესად მცენარეულ საკვებზე, უფრო უკეთესი იქნება, თუ ვაშლის ან ჭარხლის წვენებზე გადახვალთ. პროცედურის ჩატარების დღეს ძალიან სასარგებლოა დალიოთ თბილი, თუნდაც ცხელი სითხეები. მესამე დღეს წვენები დალიეთ მხოლოდ 19 საათამდე (ბიორითმოლოგიის სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ამ დროისთვის ღვიძლი დუნდება), საღამოს კი ჩაწექით ლოგინში, დაიდეთ სათბური ღვიძლის მიდამოში და ყოველ 15 წუთში ერთხელ მიიღეთ 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი (სულ - 200 მლ) და მაშინვე დააყოლეთ 3 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი. თუ კარგი ზეთი არ გაქვთ, შეიძლება გამოიყენოთ სორბიტი ან ინგლისური მარილი. ერთიც და მეორეც უნდა აიღოთ 1-2 სუფრის კოვზი, დაასხათ მინერალური წყალი და დალიოთ 2 ულუფად 15-20-წუთიანი ინტერვალით. სათბური მოიხსენით 2 საათის შემდეგ. ამის შემდეგ უნდა მოხდეს წიდების გამოსროლა: პირველად - პროცედურის დაწყებიდან 4-5 საათის შემდეგ; მეორედ - 7-8 საათის შემდეგ; მესამედ - 9-10 საათის შემდეგ. მესამე დეფეკაციის შემდეგ გაიკეთეთ ოყნა. 12 საათის შემდეგ - ისევ ოყნა. ერთი კვირის განმავლობაში დაიცავით ვეგეტარიანული დიეტა.

თირკმელების გაწმენდა: ამ პროცედურის ჩატარება სასურველია ზაფხულის მიწურულს. ერთი კვირის განმავლობაში თქვენი მენიუ მხოლოდ საზამთროსა და შავი პურისგან უნდა შედგებოდეს. თუ თქვენთვის ცნობილია, რომ თირკმელებში გაქვთ ქვიშა ან კენჭები, ღამის 2-3 საათზე (ისევ თირკმელების დღეღამური ბიორიტმული მუშაობიდან გამომდინარე) მიიღეთ თბილი აბაზანა. თუ საზამთრო არ გიყვართ, შეგიძლიათ სცადოთ მეორე მეთოდი. ამისთვის დაგჭირდებათ 20-25 გ სოჭის ზეთი ან ნებისმიერი შარდმდენი ბალახეული ნაკრები. ბალახები დააქუცმაცეთ, დაასხით ადუღებული წყალი და დააყენეთ. მიიღეთ ერთი კვირის განმავლობაში. მიაყოლეთ თაფლი. ამ დღეებში დაიცავით ვეგეტარიანული დიეტა. მე-7 დღიდან მომდევნო 5 დღის განმავლობაში ჭამამდე 30 წუთით ადრე დღეში სამჯერ მიიღეთ 50-100 მლ ნაყენი 5 წვეთი სოჭის ზეთის დამატებით. თირკმელების გაწმენდის შედეგს საკუთარი თვალით დაინახავთ: შარდში გამოვა მეწამული ფერის ზეთოვანი კოლტები სოჭის ზეთის სუნით. ეს მოხდება რამდენიმე დღის შემდეგ და გაგრძელდება ერთი თვის განმავლობაში.

სისხლისა და ლიმფის გაწმენდა: 2 ლიტრ თბილ წყალს (ამისთვის აიღეთ ადუღებული და გაყინული წყალი, შემდეგ გაადნეთ იგი) დაუმატეთ 900 მლ გრეიპფრუტისა და 200-200 მლ ფორთოხლისა და ლიმონის წვენი. დილიდანვე გახსენით 1 კოვზი ინგლისური მარილი 100 მლ თბილ გამდნარ წყალში და დალიეთ. ამის შემდეგ კარგად გათბით აბაზანაში ან აბანოში. ყოველ 0,5 საათში დალიეთ 100 მლ ნარევი. პროცედურა გაიმეორეთ 3 დღის განმავლობაში, ყოველი დალევის წინ მოამზადეთ ახალი ნარევი თბილი წყლისა და წვენებისთვის.

სისხლძარღვების გაწმენდა: 2 სუფრის კოვზი დაფქული კატაბალახას ფესვები, 1 ჭიქა კამის და 1 ჭიქა ნატურალური თაფლის ნარევი მოათავსეთ ორლიტრიან თერმოსში, შეავსეთ ადუღებული წყლით და დააყენეთ 1 დღე. ნაყენი მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამამდე 0,5 საათით ადრე.

სახსრებისა და ხერხემლის გაწმენდა: 5 გ დაფნის ფოთოლს დაასხით 30 მლ წყალი, ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ დააყენეთ თერმოსში 3-4 საათით. ამის შემდეგ სითხე გაფილტრეთ და სვით მცირე ყლუპებით 12 საათის განმავლობაში. ნაყენი მიიღეთ 3 დღე ზედიზედ. ერთი კვირის შემდეგ შეგიძლიათ გაიმეოროთ. ამ დღეებში რეკომენდებულია დაიცვათ ვეგეტარიანული დიეტა. პირველ წელს ეს კურსი უნდა ჩატარდეს სამ თვეში ერთხელ, შემდგომ - წელიწადში ერთხელ.


როგორ ვუშველოთ დაავადებულ სახსრებს

ვისაც მადეფორმირებელი ოსტეოართროზი აქვს, კარგად ეცოდინება, რას ნიშნავს ეს: დილაობით მთელი სხეულის შებოჭილობა, სახსრების ტკივილი, განსაკუთრებით - ფიზიკური დატვირთვისას. ასეთი საშინელი დღეები დედაჩემსაც დაუდგა. ამ დროს ტკივილი განსაკუთრებით ძლიერია მენჯ-ბარძაყის, მუხლის, ხერხემლის, ხელის თითების სახსრებში. ეს დაავადება უმეტესად ქალებს ემართებათ. მართალია, მისი მიზეზი ბოლომდე არ არის შესწავლილი, მაგრამ ფაქტია, რომ მისი შედეგი ინვალიდობაა. თავად მე მედიცინაში თვითნასწავლი გახლავართ. ჩემი ოჯახის თუ ახლობლების სატკივარი ბავშვობიდან გულთან მიმქონდა, ამიტომაც მუდმივად ვკითხულობდი ლიტერატურას როგორც ტრადიციული, ასევე ხალხური მედიცინის შესახებ. მინდა, ჩემი გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ.

მაშ ასე - როგორ მოვგვაროთ შვება ავადმყოფ სახსრებს:

1. აკონტროლეთ წონა.

2. ერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას, რადგან ის აუცილებლად გაამწვავებს დაავადებას.

3. ერიდეთ ფეხზე დიდხანს დგომას და ისეთ სამუშაოს, რომელიც იძულებით პოზას მოითხოვს.

4. ძლიერი ტკივილის დროს შეიძლება დიმექსიდის კომპრესების გაკეთება - მას აქვს ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი თვისება, წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას სახსრების კონტრაქტურების (სახსრის მოძრაობის შეზღუდვის) საწინააღმდეგოდ: დიმექსიდი გახსენით ანადუღარ, გაცივებულ წყალში თანაფარდობით 1:2 ან 1:3, დაასველეთ მასში დოლბანდი და დაიდეთ მტკივან ადგილას. ზევიდან გადაიფარეთ ცელოფანი ან გასანთლული ქაღალდის ფურცელი და გადაიხვიეთ. გაიჩერეთ 30 წუთი. თუ ტკივილი მეტისმეტად ძლიერია და მოძრაობას გიშლით, დიმექსიდის ხსნარში 1 ამპულა დიკლოფენაკიც გახსენით.

5. სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად იკეთეთ შვრიის ნახარშის აბაზანები. ზოგჯერ აბაზანაში შეგიძლით ჩაასხათ ყვითელი ძიძოს ან ჭინჭრის ფოთლების ნახარში.

სვით ბალახეული ნაყენები, რომლებიც მინერალური ცვლის დარღვევებს აწესრიგებს. მაგალითად, ასეთი:

  • 25 გ ჭანგას ფესვს დაასხით 250 მლ წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში, დააყენეთ 1 საათით და გაწურეთ. მიიღეთ 1 ს/კ დღეში სამჯერ ჭამამდე. ჭანგა შეიცავს სილიციუმის მჟავას, რომელიც სისხლძარღვთა კედლებს ამაგრებს.
  • ორგანიზმიდან შარდმჟავა მარილების გამოსაძევებლად სვით წყლის მარწყვბალახასა და შავი მოცხარის ფოთლის ნაყენი და მინდვრის შვიტას ნახარში. ვიტამინებიდან მიიღეთ ფოლიუმისა და ასკორბინის მჟავა. შარდმდენი ბალახების მიღებისას დიეტაში ჩართეთ კალიუმის შემცველი პროდუქტები: გოგრა, ყაბაყი, კარტოფილი, ჭერმის ჩირი, ქიშმიში.

დაბოლოს, არ დაივიწყოთ მასაჟი. ასეთი მკურნალობის შედეგად თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ. არ დაგავიწყდეთ - ჯანმრთელობა არ იყიდება, იგი შრომით უნდა მოიპოვოთ.

ნუში ცისტიტსაც შველის

2-3 წელიწადი უშედეგოდ ვებრძოდი ცისტიტს. ვსვამდი ანტიბიოტიკებს. შედეგს მაძლევდა, მაგრამ წამლის შეწყვეტიდან ორიოდე თვეში პრობლემები თავიდან იწყებოდა. წარმოიდგინეთ, შინიდან ვერ გავდიოდი, რადგან სულ საპირფარეშოში მინდოდა. ტკივილზე აღარაფერს ვამბობ... ჩემი გასაჭირი შეიტყო მეგობარმა და მირჩია, ნუში გამომეყენებინა. დავუჯერე და დღემდე (წელიწადზე მეტია) მისი მადლიერი ვარ. გწერთ რეცეპტს, იქნებ სხვასაც დაეხმაროს:

  • 20 ცალი ნუშის გული გაფცქვენით (დაასხით ქაფქაფა წყალი - ადვილად გაიფცქვნება), შემდეგ გაამშრალეთ და დაჩეჩქვეთ. ჩაყარეთ ჭიქაში და დაასხით მდუღარე წყალი (ჭიქა ბოლომდე აავსეთ წყლით). ეს ნაყენი მოამზადეთ საღამოს. დილით, უზმოზე, დალიეთ ნაყენი და მიაყოლეთ დაჩეჩქვილი ნუში. 10 დღე სვით, შემდეგ 10 დღე შეისვენეთ და კურსი კიდევ ერთხელ გაიმეორეთ. საჭიროა 3 ათდღიანი კურსის ჩატარება.


ჩემი პატარა რომ დაიბადა, ნოემბრის ბოლო იდგა, თბილისში უკვე ციოდა, მე კი შილიფად ვიცვამდი და გავცივდი კიდეც. ერთ საღამოს მკერდი ამტკივდა, გამიქვავდა, სიცხემაც ამიწია, რძეც შემიწყდა. მაშინ ჩემმა დედამთილმა იმარჯვა, მითხრა, მასტიტიაო (თურმე მასაც ჰქონია გადატანილი), ხახვის 4 თავი შუაში ჩაჭრა, მდუღარე წყლით სავსე ჯამში ჩაყარა, დაელოდა, ვიდრე კარგად გაცხელდებოდა, შემდეგ ხახვის 4 ნახევარი ერთ ძუძუზე დამადო, ოთხი - მეორეზე, თავშალით შემიხვია და თბილად ჩამაცვა. ნახვევი მხოლოდ მაშინ მოვიხსენი, როცა ხახვები გაცივდა და მაშინვე გამოვიწველე - რძე ძალიან კარგად მომდიოდა. უსიამოვნო შეგრძნებებმა გამიარა და ბავშვს ჩვეულებრივ რეჟიმში გავუგრძელე ძუძუთი კვება. მეტი პროცედურა არ დამჭირვებია. მინდა, ვურჩიო ახალგაზრდა დედებს, კარგად დაიმახსოვრონ ეს მარტივი რეცეპტი და როგორც კი შეამჩნევენ, რომ მასტიტი ეწყებათ, მაშინვე გამოიყენონ.

 

შევაჩეროთ მასტიტი

ვაშლის წვენი კენჭებს შლის

რამდენიმე წლის წინ დამჩემდა წელის ტკივილი. უბნის ექიმის რჩევით ჩავიტარე ექოსკოპიური გამოკვლევა - თირკმელებში ქვიშა და წვრილი კენჭები აღმომაჩნდა. დამინიშნეს დიეტა, მირჩიეს ბევრი სითხის სმა და შეტევის დროს ტკივილგამაყუჩებლის მიღება. რასაკვირველია, ექიმის დანიშნულებას ვასრულებდი, მაგრამ დეიდაჩემის ნასწავლები რეცეპტი უფრო მომიხდა:

  • ვწურავდი მწიფე, ტკბილ ვაშლს; პირველ დღეს დილის 8 საათზე ვსვამდი ერთ ჭიქა ვაშლის წვენს, შემდეგ ყოველ 2 საათში - 2-2 ჭიქას. ბოლო ულუფას საღამოს 8 საათზე ვიღებდი. მეორე დღესაც ზუსტად ამ სქემით ვმკურნალობდი. ამ 2 დღის განმავლობაში არაფერს ვჭამდი. მესამე დღეს დილის 8 საათზე ვსვამდი 2 ჭიქა ვაშლის წვენს, ნახევარი საათის შემდეგ კი 100 მლ ზეითუნის ზეთს და მაშინვე ვაყოლებდი 1 ჭიქა წვენს. 1-2 საათში შარდს ქვიშა და კენჭები მოჰყვებოდა.

ხველა დაფნის ნაყენმა მომიხსნა

ამ შემოდგომაზე გრიპი დამემართა. საშინლად ვახველებდი. ხუთიოდე დღეში გრიპმა გამიარა, მაგრამ ხველა დამრჩა. პერიოდულად მიტევდა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ნახველის ამოღება მინდოდა, მაგრამ ვერ ვიღებდი. მეზობელმა მასწავლა ხალხური წამალი, რომელმაც ძალიან მარგო. გთავაზობთ ამ რეცეპტს:

  • 8 ცალი დაფნის ფოთოლი და ამდენივე მიხაკი ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით ერთი ლიტრი ცივი წყალი, დაახურეთ თავზე, შედგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ, სანამ წყალი არ განახევრდება. სვით თბილ-თბილი, სურვილისამებრ. კარგი იქნება, თუ დღეში 1 ლიტრ (ანუ 2 ულუფა) ასეთ ნაყენს დალევთ. 3-4 დღის შემდეგ ხველა გაგივლით.

ჭინჭარმა ტკივილი დამიამა

მაწუხებდა სახსრების ტკივილი, განსაკუთრებით - წვიმიან ამინდში. სახლში გოგირდის წყალი მომდის და მისი მეშვეობით ტკივილს მეტ-ნაკლებად ვერეოდი - ყოველდღე (ზოგჯერ - დღეში ორჯერაც) ვიღებდი აბაზანას, აბაზანის შემდეგ კი საწოლში ჩავთბებოდი ხოლმე, მაგრამ მაინც ვეძებდი სხვა საშუალებას - ორი წამალი უკეთ მიშველის-მეთქი. წავიკითხე უამრავი წიგნი მცენარეთა სამკურნალო თვისებებზე და ბოლოს ჭინჭარზე შევჩერდი.

  • ჭინჭრის ფოთლები და ყლორტები მოათავსეთ ლიტრიან ქილაში, დაასხით ქაფქაფა წყალი, თავზე დაახურეთ და 1 საათით შეფუთეთ, შემდეგ გაფილტრეთ და მიიღეთ ნახევარი ღვინის ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მე ორი კვირა ვსვი და სახსრების ტკივილმა შესამჩნევად მიკლო. ახლა, როგორც კი შევამჩნევ, რომ ტკივილი მეწყება, ორ-ორკვირიან კურსს ვიტარებ. არც გოგირდის აბაზანებს ვივიწყებ.

თაფლმა თვალისჩინი დამიბრუნა

40 წელს რომ გადავაბიჯე, შევამჩნიე, რომ თვალთ დამაკლდა. მიზეზთა გამო სათვალის გაკეთება არ მოვისურვე, ლინზები ვსინჯე, მაგრამ ვერც იმათ შევეგუე, ხელი ჩავიქნიე და მუშაობა (მასწავლებელი ვარ) უსათვალოდ გავაგრძელე. ერთი თვეც არ იქნებოდა გასული, რომ დამჩემდა კითხვის დროს თავისა და თვალების ტკივილი, გულისრევა. მივხვდი, ეს მხედველობის ბრალი იყო. ერთხელ კოლეგებთან დავიჩივლე და ერთ-ერთმა მათგანმა უებარი საშუალება მასწავლა. გთავაზობთ რეცეპტს - ეგებ სხვებსაც გამოადგეთ.

  • ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობით ხახვის წვენი და თაფლი. ამ ნარევით დილა-საღამოს დაიზილეთ ქუთუთოები. ამის პარალელურად დღეში ორჯერ სვით სტაფილოსა და ოხრახუშის წვენის ნარევი (თანაფარდობით 3:1).