სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

mkurnali.ge

წამლის მოსამზადებლად საჭიროა:

  • 1 ჩაის კოვზი 700ჩ-იანი სპირტი;
  • 1 ჩაის კოვზი ლუგოლის ხსნარი;
  • 1 ჩაის კოვზი გლიცერინი.

ეს ყველაფერი ერთმანეთში უნდა აურიოთ და ამ ხსნარით დაიმუშაოთ ნუშურა ჯირკვლები ანგინის დროს. პროცედურის ჩატარება აუცილებელია 3 დღე ზედიზედ.

წყლის იელის ზეთი ჰაიმორიტს ამარცხებს

გაგანდობთ ჰაიმორიტის სამკურნალო მეტად ეფექტური წამლის რეცეპტს, რომელიც ერთმა ღრმად მოხუცებულმა ადამიანმა მასწავლა.

  • აიღეთ 2 სადილის კოვზი წყლის იელი (ზამთარში - გამომშრალი, ხმელი, ზაფხულში - ნედლი), დაასხით 2 სადილის კოვზი ზეთი, მჭიდროდ დაახურეთ თავზე და ძალიან დაბალ ცეცხლზე ხარშეთ 40 წუთის განმავლობაში. გადმოდგით, გააცივეთ ისე, რომ თავსახური არ მოხადოთ და 2 საათის შემდეგ გადაწურეთ. ვიდრე მკურნალობას შეუდგებოდეთ, ჰაიმორის წიაღების არეში დაიდეთ თოფრაკი, რომელშიც გახურებული მარილი ყრია, რომ გაფართოვდეს. მერე კი თითოეულ ნესტოში 3-4 წვეთი წამალი ჩაიწვეთეთ. ეს პროცედურა უნდა ჩაიტაროთ დღეში 2-ჯერ, სააბაზანოში, ნიჟარასთან, რადგან ამ ზეთის ჩაწვეთების შემდეგ ცხვირიდან გამონადენი უხვად დაიწყებს დენას. მე 5 პროცედურა მეყო - დამავიწყდა კიდეც, ჰაიმორიტი რა არის.

მალამო-კრემი "კალენდულა"

მსურს, გაჩუქოთ ჩემი უნივერსალური მალამო-კრემის "კალენდულას" რეცეპტი. იგი ძალიან უხდება დამწვრობას, ნაღრძობ, დაჭიმულ, მოტეხილობის შემდგომ მოდუნებულ მყესებს და კუნთებს, თქვენ წარმოიდგინეთ, ბუასილსაც კი შველის. მალამოს ასე ვამზადებ:

  • კალენდულას გამომშრალ ყვავილებს ვაცლი გვირგვინს, ვფქვავ ყავის საფქვავში, შემდეგ ვიღებ ღორის მუცლის ქონს, ვადნობ დაბალ მომინანქრებულ ჯამში და ნელ-ნელა ვუმატებ დაფქულ კალენდულას ყვავილს - 4 წილ ქონზე 1 წილს. 1-2 წუთი გაუჩერებლად ვურევ, შემდეგ 1-2 წუთით გადმოვდგამ და ისევ შევდგამ. ასე ვიმეორებ 3-4-ჯერ, მერე კი ძალიან ნელ ცეცხლზე ვდგამ 30-40 წუთით. გადმოდგმის შემდეგ, ოდნავ რომ შეგრილდება, ვწურავ და ქილებში ვასხამ. საბოლოოდ რომ გაცივდება, თავზე ვახურავ და მაცივარში ვინახავ.

მერწმუნეთ, ეს ნამდვილი სასწრაფო დახმარებაა.

საქმე გასტრიტამდე არ მიიყვანოთ

დიდი ხანია, გატაცებული ვარ ხალხური მედიცინით. ბევრი მცენარეული რეცეპტი ვიცი და საჭიროების შემთხვევაში წარმატებით ვიყენებ. რამდენიმე წლის წინ წნევის დამწევი მცენარეული რეცეპტი გამოგიგზავნეთ. ახლა მსურს, გამოცდილება გავუზიარო მათ, ვისაც კუჭი აწუხებს. კუჭის დაავადება პირდაპირ ტკივილით როდი იწყება - მას წინ უძღვის სიმძიმის შეგრძნება, შებერილობა და სხვა, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ და მაშინღა ვიწყებთ ექიმთან სიარულს, როცა ტკივილი აუტანელი ხდება. გვეუბნებიან, რომ ქრონიკული გასტრიტი გვქონია და გვიკვირს - ასე უცებ საიდან მეტაკაო. ჩემო კარგებო, კუჭს უნდა გავუფრთხილდეთ! ენდეთ ჩემს გამოცდილებას. სანამ ახალგაზრდა ვიყავი, ჯანმრთელობაზე არათუ არ ვზრუნავდი, არც კი ვფიქრობდი. შედეგმაც არ დააყოვნა - გასტრიტი დამემართა. გადავწყვიტე, მცენარეებით მკურნალობა მეცადა. უამრავი ნაყენი და ნახარში ვსინჯე და როგორც იქნა, მივაგენი კუჭის სპაზმისა და მუცლის შებერილობის მოსახსნელ საუკეთესო, სწრაფ საშუალებას.

  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი ანისულის ნაყოფი, 1 სუფრის კოვზი ცერეცოს ნაყოფი, 1 სუფრის კოვზი კვლიავის ნაყოფი და 2 სუფრის კოვზი პიტნა. ამ მცენარეების შეძენა მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ ნებისმიერ აფთიაქში. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთი. გააცივეთ და გაფილტრეთ. მიიღეთ 1/3-1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ.

თუ თავს დროზე მივხედავთ, გასტრიტამდე საქმე არც მივა. ეს მცენარეები სრულიად უსაფრთხოა, არავითარი გვერდითი ეფექტი არ გააჩნია. საკმარისია ნაყენი ერთი კვირა სვათ, რომ თავს  უკეთ იგრძნობთ.


მრავალძარღვას ნიღაბი სახეს გაგისუფთავებთ

ჯერ კიდევ ორი წლის წინ არ ვიცოდი, რა წყალში ჩავვარდნილიყავი - სახე მუწუკებით მქონდა სავსე. დღეს აღარაფერი მაწუხებს და სარკეში ჩახედვაც მიხარია. ბებიამ მასწავლა ამის მკურნალობა არა ტაბლეტებით, ლოსიონებითა თუ კრემებით, არამედ ჩვეულებრივი მრავალძარღვათი. მეც მინდა ყველას ვუჩვენო, რა ადვილად შეიძლება პირისკანის გასუფთავება.

  • აიღეთ ახალმოკრეფილი, ქორფა მრავალძარღვას საშუალო ზომის ფოთლები, გარეცხეთ, გაამშრალეთ პირსახოცით და დასრისეთ. მიღებული ფაფა დაიდეთ დაბანილ სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი. ეს პროცედურა ყოველ საღამოს ჩაიტარეთ. ნიღაბი არ ჩამოირეცხოთ - ნაზად მოიშორეთ დასველებული ბამბის ტამპონით. მრავალძარღვას ფოთლები კი ასე შეინახეთ: საჭიროა ერთდროულად ყველა ფოთლის გარეცხვა, გამოშრობა და სუფთა თოფრაკში ჩაწყობა. ამასთანავე, ეცადეთ, არ დააზიანოთ.

ნეგო (უკვდავა) ჩინებული ნაღველმდენია

ბავშვობიდან მაწუხებდა ნაღვლის ბუშტი. საკმარისი იყო, მსუქანი ხორცი ან ნიგვზიანი კერძი მეჭამა, რომ შეტევა მეწყებოდა. ექოსკოპიაზე მითხრეს, კენჭი არ გაქვს, უბრალოდ, ნაღველსEუჭირს გადინება და ამიტომ ნაღველმდენები უნდა სვაო. ქიმიურ წამლებს მცენარეული მირჩევნია, ამიტომ წიგნებში დავიწყე ძებნა და აღმოვაჩინე, რომ უკვდავას (ნეგო) ჰქონია ნაღველმდენი თვისებები. წიგნში ეწერა, თუ მას სამყურასთან, პიტნასა და ქინძის თესლთან ერთად გამოიყენებთ, უკეთეს შედეგს მიიღებთო. ვცადე, მოვამზადე აღწერილი რეცეპტით ნაყენი, ვსვი 2 კვირა და არაჩვეულებრივი შედეგი მივიღე, ახლა წელიწადში 4-ჯერ პროფილაქტიკისთვის ვიტარებ 2-2-კვირიან კურსს. მინდა თქვენც გასწავლოთ ეს რეცეპტი, დარწმუნებული ვარ, ბევრს გამოადგება.

  • აიღეთ: 3,0 გ ნეგოს ყვავილი; 3,0 გ სამყურას ფოთოლი; 2,0 გ პიტნის ფოთოლი; 2,0 გ ქინძის თესლი. 1 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და თავდახურულ ჭურჭელში 20 წუთი გააჩერეთ, შემდეგ გაფილტრეთ, გააგრილეთ და დალიეთ თბილ-თბილი, 1/2-1/2 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

რადიკულიტის დროს ძმრიანი თაფლი გამოიყენეთ

ხშირად მაწუხებდა რადიკულიტი. რას არ ვიკეთებდი - ნემსებს, სანთლებს, ფიზიოპროცედურებს, ვსვამდი აბებსაც. მეტ-ნაკლებად ყველაფერი მშველოდა, მაგრამ ყველაზე ეფექტიანი შინაური წამალი აღმოჩნდა. ახლა, როგორც კი წელი წამომტკივდება, ამ წამალს ვიყენებ და მალევე მშველის. ის მარტივი მოსამზადებელია და ძვირიც არ დაგიჯდებათ:

  • აურიეთ ერთმანეთში 1 სუფრის კოვზი თაფლი და 1 სუფრის კოვზი ძმარი, წაუსვით კომბოსტოს ფურცელს და დაიმაგრეთ მტკივან ადგილას. ტკივილი მალე დაგიამდებათ.

ფეხების ოფლიანობა

ვისაც ფეხების ოფლიანობა აწუხებს, მინდა თქვენი ჟურნალის საშუალებით ერთი კარგი საშუალება ვასწავლო:

  • ძლიერი ოფლიანობის დროს ფეხებზე დაიყარეთ წვრილად დანაყილი მუხის ქერქი, ამოიცვით წინდა და მთელი ღამით გაიჩერეთ. დილით დაიბანეთ თბილი წყლით.

დამწვრობის ხალხური წამალი

არ დამავიწყდება სიმწარე, რაც მე და ჩემმა შვილმა გადავიტანეთ... ისეთი პატარა იყო, რომ მაგიდას ვერც კი სწვდებოდა. ერთ დღეს დედაჩემმა ქაფქაფა რძით სავსე ფინჯანი მაგიდის კიდეზე დადგა და რაღაცისთვის მეორე ოთახში გავიდა. თურმე ჩემი პაწია გოგონა იქვე თამაშობდა. ალბათ წყალი მოსწყურდა - ჭიქას მისწვდა და ადუღებული რძე ტანსა და სახეზე გადაისხა. მისი კივილი მთელ სახლს აზანზარებდა. ღმერთმა უშველოს ჩემს მეზობელს, ის რომ არა, დაბნეულობისა და შიშისაგან ალბათ გული წამივიდოდა. მან ბავშვს მაშინვე გახადა დაფუფქული ტანსაცმელი, გრილი გამდინარე წყალი გადაავლო და რაღაც მალამო შეაზილა. მერე ამ მალამოს რეცეპტიც მასწავლა და სხვა საშუალებებისაც. მინდა, ჩემი მხრივ, ეს მეთოდები თქვენს მკითხველს გავაცნო:

  • გაფცქვენით უმი კარტოფილი, გახეხეთ, დააფინეთ დოლბანდზე, დაადეთ დამწვარ ადგილას და გადაახვიეთ. როგორც კი საფენი გაცხელდება, გამოცვალეთ. 50 გ მრავალძარღვა გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, გულდასმით მოურიეთ და დაამატეთ ერთი კვერცხის ცილა. დაადეთ მტკივან ადგილას. უმარილო ძროხის ქონს შეურიეთ 4 ცალი ახალი კვერცხი. ეს ნარევი დააფინეთ დამწვარ ადგილას და გადაახვიეთ. როდესაც მალამო გაშრება, გამოცვალეთ. მალამო კურნავს დიდ დამწვრობასაც. დამწვრობის დროს სასარგებლოა გოგრის წვენის საფენები. ერთმანეთში აურიეთ 1 ს/კ ზეითუნის ზეთი, 2 ს/კ არაჟანი და 1 ცალი კვერცხის გული. ეს ყველაფერი კარგად ათქვიფეთ, სქლად წაუსვით დამწვარზე და შეიხვიეთ. სახვევი გამოიცვალეთ დღეში ერთხელ.

დაახლოებით 10 წელია, ქრონიკული სურდო მაწუხებს. თავის ტკივილებიც დამჩემდა. რა არ ვცადე, რით არ ვიმკურნალე - ვერა და ვერ გამოვკეთდი, სანამ არ მივაგენი ერთ უმარტივეს, მაგრამ ძალიან ეფექტურ რეცეპტს. მისი გამოყენება ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია. თუ გაცივდით, მენთოლის ზეთი გამოიყენეთ. ის შესანიშნავი სადეზინფექციო საშუალებაა და ძალიან უხდება სურდოს.


სურდოს და თავის ტკივილს უხდება

  • აიღეთ მენთოლის ზეთი (2 ან 4-პროცენტიანი - იყიდება აფთიაქებში), ძილის წინ ნესტოები ამ ზეთით დაიზილეთ. გარდა ამისა, 2-3 წვეთი ჩაიწვეთეთ ორივე ნესტოში.

გაითვალისწინეთ: არ შეიძლება მენთოლის ზეთის გამოყენება 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. გაციების დროს, როდესაც თავის ტკივილი მოსვენებას არ გაძლევთ, მენთოლის ზეთით დაიზილეთ შუბლი, საფეთქლები, თხემი. თუ ზაფხულის სიცხეს ვერ იტანთ, შეგიძლიათ სხეულის ღია ნაწილები, განსაკუთრებით - სახე, დაიზილოთ ვაზელინში არეული მენთოლის ზეთით (1:1).

კბილის ტკივილს დაგიცხრობთ

რაც თავი მახსოვს, სულ კბილებს ვმკურნალობ. ჯერ დედაჩემს დავყავდი სტომატოლოგთან, მერე უკვე საკუთარი ნებით გავდიოდი ამ უსიამოვნო პროცედურებს... რაღა ბევრი გავაგრძელო და დავიტანჯე კაცი, თუმცა ამ ხნის განმავლობაში ცოდნაც დამიგროვდა. მინდა, ის სხვებსაც გავუზიარო:

  • კბილის ტკივილს სწრაფად აცხრობს გამხმარი მუხის ქერქის ნახარშის პირში ჩაგუბება. ღრძილების ტკივილის დროს ხომ პირდაპირ მისწრებაა. კარგი იქნება, თუ ცოტა ბერთოლეს მარილსაც შეურევთ. ღრძილების ტკივილს ასევე უხდება მასაჟი - მტკივანი ადგილის ზელა და სრესა. თუ პირში გამოივლებთ თბილ მარილწყალს, ტკივილი მალე დაცხრება. მტკივან, გამოხრულ კბილში ჩაიდეთ დინდგელის ბურთულა. შესაძლოა, ის კბილი აღარასოდეს აგტკივდეთ.

ჭინჭრის ფესვების ნაყენი

წლების განმავლობაში ფეხები ჩემი ყველაზე სუსტი წერტილი იყო. კოჟრებს რა არ ვუყავი, მაგრამ ვერაფრით მოვიცილე. ერთს მოვიჭრიდი - ახალი მიჩნდებოდა. ჩემი გასაჭირი მეზობელმა შეიტყო თუ არა, მაშინვე დედამისის რეცეპტი მომცა, რომელმაც მართლა მიშველა და მინდა, თქვენც გაგიზიაროთ. აიღეთ ჭინჭრის 1 კგ გამომშრალი ფესვი, დააქუცმაცეთ, დაასხით 2 ლიტრი ადუღებული წყალი. მიღებული ნარევის ცხელ ორთქლზე ფეხები ნახევარი საათის განმავლობაში დაიორთქლეთ, შემდეგ გაიკეთეთ ფეხების აბაზანა. ამისთვის დიდი ტაშტი გაავსეთ ცხელი ანადუღარი წყლით, დაუმატეთ 2 ჭიქა ნაყენი და ფეხები დაახლოებით 30 წუთით ჩაყავით. აბაზანა ძალიან თბილი უნდა იყოს, მაგრამ არა ცხელი. ნახევარი საათის შემდეგ ფეხები ამოიღეთ, არ გაიმშრალოთ, შეიხვიეთ თბილად, ჩაწექით საწოლში და კარგად ჩათბით. ტაშტში ჩარჩენილი წყალი არ გადაღვაროთ - მეორე დღეს მტკივან ადგილებზე კომპრესები გაიკეთეთ:

  • აიღეთ სქელი პირსახოცი, ერთი ნახევარი ამ ნაყენში დაასველეთ, შემოიხვიეთ მტკივან ფეხზე, ზევიდან კი თბილი გადასაფარებელი დაიდეთ. დარჩით ასე დაახლოებით 3 საათით. ამის შემდეგ კომპრესი ფრთხილად მოხსენით. ძილის წინ კვლავ მიიღეთ ძალიან თბილი აბაზანა. ჭინჭარს სხვა არაჩვეულებრივი თვისებებიც აქვს: მას წარმატებით იყენებენ სკლეროზის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, დაძაბუნების დროსაც.

აიღეთ 200 გრამი ჭინჭარი, დაასხით 0,5 ლიტრი არაყი ან 70%-იანი სპირტი. თავი დოლბანდით ან ნაჭრით მოუკარით. პირველი დღე-ღამე გააჩერეთ ფანჯრის რაფაზე, დანარჩენი 8 დღის განმავლობაში - გრილ, ბნელ ადგილას. ამის შემდეგ სპირტხსნარი გადაწურეთ და მუქ მინის ჭურჭელში ჩაასხით. მიიღეთ თითო ჩაის კოვზი უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე და ღამით, ძილის წინ, სანამ არ გათავდება. დაინახავთ, რა მხნედ და ჯანმრთელად იგრძნობთ თავს.

ჰაიმორიტმა რომ არ შეგაწუხოთ

წლების განმავლობაში ყოველი გაციების დროს შუბლისა და თვალბუდის მიდამოში აუტანელი ტკივილი მეწყებოდა. ტკივილი იმდენად ძლიერი იყო, რომ იმ დღეებში პრაქტიკულად მოწყვეტილი ვიყავი ყოველგვარ საქმიანობას, ვიწექი და ბალიშიდან თავის წამოწევაც კი არ შემეძლო. ერთ მშვენიერ დღეს ეს ამბავი ჩემმა დედამთილმა გაიგო და სკივრიდან დედამისისა თუ ბებიამისის ნაქონი კარაბადინი ამოიღო. იმედი უკვე გადაწურული მქონდა, მაგრამ დედამთილს ხათრი ვერ გავუტეხე და მის მიერ შერჩეული მეთოდით მკურნალობა ვცადე. ჰოი, საოცრებავ - მომიხდა და თქვენ წარმოიდგინეთ, კარგა ხანია, ტკივილს თავი აღარც შეუხსენებია. აი ეს მეთოდიც:

  • აკაციის პარკებიდან გადმოყარეთ თესლი, გაახმეთ ეს პარკები, დაფქვით და ბურნუთივით იყნოსეთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ, მწიკვი ფხვნილი გახსნათ პენიცილინის ხსნარში და ორივე ნესტოში ჩაიწვეთოთ - დღეში ერთხელ, მხოლოდ ერთი წვეთი, ვინაიდან ძალზე მტკივნეულია. დაცემინების შედეგად შუბლის არე დაგროვილი ჩირქისგან თავისუფლდება.
  • ამასთანავე, საღამოობით ისუნთქეთ ცხელი ორთქლით, გამოირეცხეთ ცხვირი მარილიანი წყლით ან გულყვითელასა და გვირილის სუსტი ნახარშით. ჰაიმორიტის დროს ცხვირს, შუბლსა და თავს ზომიერი სითბო სჭირდება, ამიტომ შარფი არა მხოლოდ ქუჩაში, არამედ ღამითაც მოიხვიეთ.