დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

ამასთანავე, ამიკრძალეს დიდხანს ჯდომა, მაგრამ ამ მოთხოვნას ნამდვილად ვერ შევასრულებ - მაშინ სამსახურზე უარი უნდა ვთქვა, მე კი ოჯახი მყავს სარჩენი, ამიტომ მეგობრის რჩევით ამ საშუალებას ვხმარობ:

  • ვიღებ 10 გრამ წაბლის ქერქს, ვასხამ 1 ჩაის ჭიქა წყალს, ვდგამ ნელ ცეცხლზე და 10 წუთის განმავლობაში ვადუღებ. რომ გაცივდება, გადავწურავ. ამ ხსნარში დასველებულ ტამპონს ყოველ საღამოს 1-2 საათით ვიდებ ვარიკოზულ კვანძებზე.

სმენის ნერვის ნევრიტს პროპოლისის ნაყენი მოგირჩენთ

როგორღაც მოვახერხე და შუა ზაფხულში გავცივდი - ალბათ ორპირში, ან ავტობუსში, ღია ფანჯარასთან. დამემართა სმენის ნერვის ანთება. დავიწყე მკურნალობა, მაგრამ გადავწყვიტე, მცენარეული საშუალებაც მეცადა. მეგობარმა საკუთარი გამოცდილება გამიზიარა, რისთვისაც მისი მადლიერი ვარ, რადგანაც შუილი გამიქრა და სმენაც გამიუმჯობესდა. აი ეს რეცეპტი:

  • აიღეთ 15 გრამი პროპოლისი, დაასხით 100 გრამი 96%-იანი სპირტი და 10 დღის განმავლობაში გააჩერეთ ბნელ, გრილ ადგილას. მერე აიღეთ 10 გრამი ნაყენი და დაამატეთ 40 გრამი არარაფინირებული მზესუმზირას ზეთი. გამოყენების წინ აუცილებლად შეანჯღრიეთ, დაასველეთ მასში მარლის ტამპონი და ჩაიდეთ მტკივან ყურში 24 საათით. შემდეგ 12 საათით დაასვენეთ. შედეგის მისაღებად ოცამდე პროცედურის ჩატარებაა საჭირო.

კუდუსუნი მარილით მოვირჩინე

რამდენიმე წლის წინ დავეცი და კუდუსუნი დავიზიანე. ქირურგმა ოპერაცია შემომთავაზა, მაგრამ შემეშინდა და უარი ვთქვი. დავიწყე მკურნალობა მალამოებით, მასაჟით და სხვა შინაური საშუალებებით, რასაც კი წავაწყდებოდი ან ვინმე მირჩევდა. ტკივილები ერთხანს მიყუჩდებოდა, მერე კი ისევ მიმწვავდებოდა. დრო გადიოდა, მდგომარეობა უფრო და უფრო მირთულდებოდა. ერთ მშვენიერ დღესაც, საწოლზე წამოვჯექი და ვიგრძენი, რომ ნაბიჯის გადადგმაც არ შემეძლო. მწოლიარეს სხვა რა უნდა მეკეთებინა და კვლავ ხალხური მედიცინის შესახებ დავიწყე კითხვა. სწორედ მაშინ მივაგენი ერთ წიგნში მარილის კომპრესებით მკურნალობის მეთოდს.

  • კომპრესები ღამით კეთდება. მარილი უნდა გახსნათ ცხელ წყალში (ნახევარ ლიტრში - 1 სადილის კოვზი), დაასველოთ მასში მატყლი ან შალის ნაჭერი და დაიდოთ კუდუსუნზე და ოდნავ ზემოთ, ზემოდან კი, ჩვეულებრივ, დაიდოთ კომპრესის ქაღალდი და დაითბუნოთ.

ეს ყოველივე ძალიან სწრაფად უნდა გააკეთოთ, ვიდრე კომპრესი ცხელია. შემდეგ დაწვეთ და ზემოდან ცხელი სათბურა დაიდოთ, რომ დიდხანს შეინარჩუნოს. როგორც კი გაცივდება, სათბურა მაშინვე უნდა მოიცილოთ, კომპრესი კი გაიჩეროთ, ვიდრე ისიც არ გაცივდება. კომპრესის მოხსნის შემდეგ კუდუსუნი თბილი შალის ნაჭრით უნდა შეიხვიოთ. 10 დღეში ტკივილებმა გამიარა და მას შემდეგ აღარც შევუწუხებივარ. ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი გამოცდილება ვინმეს გამოადგება.


თუ გაციება მოგერიათ

მოგეხსენებათ, შემოდგომა და ზამთარი ვირუსული ინფექციების პერიოდია. როგორც კი აცივდებოდა, ჩემს მეუღლეს მაშინვე ვირუსული ინფექცია ხვდებოდა. ზოგჯერ ბავშვებიც მხარს აუბამდნენ ხოლმე... აფთიაქში წამლების ყიდვას ვერ ავუდიოდი. მაგრამ მათ ხველასა და სურდოს ვერ ვშველოდი. ჩაცხრებოდა, ცოტა ხნის შემდეგ კი თავიდან იწყებოდა. თან მედიკამენტებიც ისეთი ძვირია... ჩვენს ოჯახს ამდენის თავი ნამდვილად არ აქვს. ბოლოს და ბოლოს მივმართე ჩემს მეზობლად მცხოვრებ ექიმს, რომელიც, გარდა წამლებისა, ხალხური საშუალებებითაც არაჩვეულებრივად მკურნალობს თავის პაციენტებს. მან ჩემი სატკივარი გულთან მიიტანა და ბევრი არაჩვეულებრივი ხალხური რეცეპტი მასწავლა. მინდა, ზოგიერთი მათგანი მისი თანხმობით თქვენს მკითხველსაც გავაცნო - ეგებ მათაც გამოადგეთ.

  • სურდოს დროს: აიღეთ 2 სუფრის კოვზი ჭარხლის წვენი, გააზავეთ იმავე ოდენობის ადუღებული წყლით და დღეში რამდენჯერმე ჩაიწვეთეთ 2-3 წვეთი ორივე ნესტოში.
  • ხველის დროს ძალიან კარგია ასეთი სასმელი: მოხარშეთ ნახევარ ლიტრ რძეში საშუალო ზომის ხახვი და დაამატეთ ერთი კოვზი თაფლი. ეს ნარევი მიიღეთ ღამით, ძილის წინ. ძალიან გემრიელია, ხახვის სუნი საერთოდ არ აქვს და ბავშვებიც კი ძალიან ადვილად სვამენ. ამის შემდეგ მშრალი ხველა ძალიან რბილდება და სწრაფად გაივლის.
  • გაჭედილი ცხვირის გასაწმენდად მიმართეთ ასეთ მეთოდს: მდუღარე წყალში დანის წვერით ჩააგდეთ ვიეტნამური ბალზამი ”ოქროს ვარსკვლავი”, თავი ჭურჭელზე დახარეთ, გადაიფარეთ პირსახოცი და ისუნთქეთ ჭიქიდან ამომავალი ორთქლით. რამდენიმე წუთის შემდეგ სურდო გაივლის, თითქოს არც კი ყოფილაო, თუმცა შემდეგ შეიძლება ცხვირით სუნთქვა გაგიჭირდეთ. ეს მეთოდი ძლიერმოქმედია, ამიტომ მისი ხშირად გამოყენება არ შეიძლება.
  • ხანგრძლივი ხველის დროს ვიკეთებ მდოგვის ”ნამცხვარს”: რამდენიმე ფენა გაზეთზე ვაფენ მდოგვის საფენებს, ოდნავ ვასველებ, ზემოდან ვაფარებ რამდენიმე ფენა გაზეთს, ამ ”ნამცხვარზე” ზურგით ვწვები და ვიძინებ. ღამით მდოგვის საფენები გამოყოფს მუდმივ, მაგრამ სუსტ სითბოს, რომელიც ათბობს ბრონქებს, მაგრამ არ წვავს კანს. თუ ღამით წიწკნამ გაგაღვიძათ, საფენი მოიცილეთ. პროცედურა არ გაიმეოროთ მეორე დღეს - უმჯობესია რამდენიმე დღე შეისვენოთ. 1-2 პროცედურა საკმარისია, რომ უკეთესობა იგრძნოთ.

ნაღვლის ბუშტს ნეგო უშველის

რამდენიმე წლის წინ ძლიერ შემაწუხა ნაღვლის ბუშტმა. არც დღე და არც ღამე მოსვენება არ ვიცოდი. საკმარისი იყო, რაიმე ცხიმიანი ან ცხარე შემეჭამა, რომ ტკივილი, გულისრევა და პირღებინება მაწამებდა. ამან მაიძულა, ექიმისთვის მიმემართა. ექიმმა მირჩია, შემეცვალა კვების რეჟიმი, ხასიათი და მესვა ბალახების ნაყენი. შემომთავაზა ნეგოს ყვავილის ნაყენი და მისი მომზადების წესიც მასწავლა. მინდა, ცოდნა თქვენც გაგიზიაროთ.

  • 1 ს. კ. გამხმარი ბალახი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში და დაასხით 1 ჩ. ჭ. მდუღარე წყალი. ჭურჭელი ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში და 5 წუთი გააჩერეთ. ამის შემდეგ გადმოდგით, შეფუთეთ და გაგრილებამდე დატოვეთ. გაგრილებული ნაყენი გაწურეთ ორმაგ დოლბანდში და მიიღეთ სუფრის კოვზით დღეში 3-4-ჯერ, ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ.

იმავე ექიმმა მასწავლა ნაღვლის ბუშტის სამკურნალო კიდევ რამდენიმე ხალხური მეთოდი:

  • აიღეთ 0,5 კგ სტაფილო, ამდენივე ქიშმიში და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაუმატეთ 500 გ თაფლი და მიიღეთ დღეში 3-ჯერ თითო სუფრის კოვზი.
  • ნაღვლის ბუშტის გამოსარეცხად: 1 ს. კ. უკვდავას დაასხით 1 ჩ. ჭ. მდუღარე წყალი, ადუღეთ 10 წუთი, გააცივეთ, გაწურეთ და მთლიანად დალიეთ. დააყოლეთ 100 გ ზეითუნის ზეთი. ამის შემდეგ დაწექით მარჯვენა გვერდზე, დაიდეთ სათბურა და ასე დარჩით საათ-ნახევრის განმავლობაში.