სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

45 წელს გადავაბიჯე და ვიცი, რომ სახის კანს განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოვუარო. მაქვს პირად გამოცდილებაზე დაფუძნებული მიგნებებიც და შესაბამისი განათლებაც. მინდა, შემოგთავაზოთ რამდენიმე ნიღბის რეცეპტი.

გამწმენდი ნიღაბი

2 გახეხეთ 1 ცალი კივი და უხვად წაისვით სახეზე. თუ ოდნავ მაინც იგრძენით წვა, ესე იგი, ორგანული მჟავები თქვენს კანზე დადებითად მოქმედებს. 15 წუთის შემდეგ ნიღაბი ჩამოიბანეთ, გაიწმინდეთ სახე ტონიკით და წაისვით უცხიმო დამატენიანებელი კრემი.

მკვებავი ნიღაბი

2 აიღეთ თითო ცალი ბანანი და კივი,Gგახეხეთ, კარგად აურიეთ, დამარბილებელი ეფექტის გასაძლიერებლად დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ნატურალური იოგურტი. წაისვით გაწმენდილ სახეზე. 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გაიწმინდეთ სახე ლოსიონით.

                                                                         ირა ნადირაძე, ქუთაისი

 

ყელის გასაჯანსაღებელი ნაყენი

6 ვიღებთ 1 სუფრის კოვზ გვირილას, ამდენივე კალენდულას და ევკალიპტის ფოთოლს, ერთმანეთში ვურევთ, ვასხამთ 4,5 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, ვდგამთ ნელ ცეცხლზე და ვადუღებთ 2 წუთს. ნახევარ საათს ვაყენებთ და შემდეგ ვწურავთ.

გამოვლებას ვიწყებთ 26 გრადუსი ტემპერატურის ნახარშით და თანდათან ტემპერატურას თითო გრადუსით ვამცირებთ, ისე, რომ 10 დღის შემდეგ სავლები სითხის ტემპერატურა 16 გრადუსი იყოს. შემდეგ მთელი თვის განმავლობაში ვივლებთ ყელში ამ ტემპერატურის ნახარშს.

                                                                         ანი გეგეშიძე, სამტრედია

 

 

ბრონქიტის მცენარეული წამლები

გაციებას ხშირად სდევს თან მტანჯველი, ხანგრძლივი ხველება. მეც სწორედ ეს პრობლემა მქონდა, მაგრამ წამალს მივაგენი. საერთოდ, უპირატესობას ბუნებრივ, მცენარეულ საშუალებებს ვანიჭებ. კარგად ვიცნობ სხვადასხვა მცენარის სამკურნალო თვისებებს და ვიცი, რომ სალბს.ხველების საწინააღმდეგო ეფექტი ახასიათებს, ბრონქიტის სამკურნალო წამალი კი ასე მზადდება:

  • მომინანქრებულ ქვაბში ვყრით 1 სუფრის კოვზ სალბს.და ვასხამთ 1 ჩაის ჭიქა რძეს. ვახურავთ სახურავს და წამოვადუღებთ ნელ ცეცხლზე. ცოტა ხანს ვაჩერებთ, გადავწურავთ და ისევ წამოვადუღებთ. უნდა დაილიოს ცხელი, ძილის წინ.
  • ხველების საწინააღმდეგო შესანიშნავი საშუალებაა ასეთი ნარევიც: ვიღებთ 2 სუფრის კოვზ ახალ ნაღების კარაქს, 2 კვერცხის გულს, 1 ჩაის კოვზ პურის ფქვილს, 2 ჩაის კოვზ თაფლს. კარგად ვურევთ ერთმანეთში და ვიღებთ დღეში რამდენიმე ულუფად.

                                                                     ქეთევან გოცირიძე, ტყიბული

 

 

შინაური წამალი ვარიკოზული ვენებისთვის

ძალიან მაწუხებს ვენები, განსაკუთრებით - ზაფხულის ცხელ დღეებში. ფეხები მისივდება და მტკივა. სამსახურიც ისეთი მაქვს, რომ უმეტესად ფეხზე ვდგავარ. თანამშრომელმა, რომელსაც მუშაობის ასეთივე რეჟიმი აქვს, მირჩია ამ ნაყენის მიღება:

  • ავიღოთ 1 სუფრის კოვზი ცხენისწაბლას ნაყოფი და ყვავილი, დავაქუცმაცოთ და დავასხათ 2 სუფრის კოვზი არაყი. 1 კვირის განმავლობაში დავდგათ სიბნელეში და პერიოდულად შევანჯღრიოთ. ვიღებთ 30 წვეთს ცოტაოდენ წყალთან ერთად დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.

                                                                              ნათელა გაგუა, ფოთი

 

გრიპის მცენარეული წამალი

დადგა შემოდგომა და დაიწყო გრიპის სეზონიც. ჩვენს აფთიაქებში ბევრ ფართოდ რეკლამირებულ საშუალებას ნახავთ, მაგრამ მე ყველას მაინც ჩემივე ხელით მომზადებული წამალი მირჩევნია:

4 ვიღებთ 1 სუფრის კოვზ ცაცხვის ყვავილს, ამდენივე ძახველს, ვასხამთ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, ვდგამთ ნელ ცეცხლზე და ვადუღებთ 10 წუთს. შემდეგ ვწურავთ. ვსვამთ 1-2 ჩაის ჭიქას, ცხელ-ცხელს, ძილის წინ.

                                                               ზურაბ გოდერძიშვილი, თელავი

ხახვი ქერტლს მოგაშორებთ

რამდენიმე თვეა შევამჩნიე, რომ ქერტლი გამიჩნდა და თმის ცვენაც დამეწყო. სიმართლე გითხრათ, მიზეზის საძიებლად თავი არ მომიკლავს, დედაჩემის წამალს ვხმარობ და ბედს არ ვუჩივი. აი მისი რეცეპტი:

  • აიღეთ საშუალო ზომის ხახვი, გაფცქვენით, გახეხეთ, მიღებული მასა მოათავსეთ რამდენიმე ფენად დაკეცილ დოლბანდში, შეიზილეთ თავში და 3-4 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ. რამდენიმე პროცედურის შემდეგ თმა გამიხშირდა, დამირბილდა, ქავილის შეგრძნებამაც გამიარა და ქერტლიც გაქრა.

                                                                       კოტე ჩახნაშვილი, ყვარელი


კუნელის ყვავილი მამაკაცურ კლიმაქსს შველის

შესაძლოა, გეუცხოვოთ, რადგან ასეთ საკითხებზე მამაკაცები იშვიათად ლაპარაკობენ - ეს რამდენიმე წელია, უსიამოვნო შეგრძნებები და უგუნებობა დამჩემდა. ექიმთან მისვლა ვერ შევძელი. ჩემმა თანამშრომელმა, რომელმაც ეს პრობლემები კარგა ხანია უკან მოიტოვა, ამ წამლის მომზადება და მიღება მირჩია:

  • ვიღებთ კუნელის ყვავილს - 3 სუფრის კოვზს, ვასხამთ 3 ჩაის ჭიქა ონკანის წყალს, ვაჩერებთ 8-10 საათს, შემდეგ 5-7 წუთით წამოვადუღებთ, ვფუთავთ და კიდევ ნახევარ საათს ვაჩერებთ. შემდეგ ნახარში უნდა გადავწუროთ. ვიღებთ თითო ჩაის ჭიქას უზმოზე და ორჯერ - ჭამის შემდეგ.

                                                                         ბორის ხუროძე, თბილისი

 

ვუმკურნალოთ ყაბზობას ცირცელით

ბავშვობიდან მაწუხებს კუჭის შეკრულობა. ისეთი სამსახური მაქვს, დიეტის დაცვაზე ლაპარაკი ზედმეტია. ხშირად მიხდება სახელდახელოდ წახემსებაც, ძირითადად _ მშრალი საკვებით. შედეგად მივიღე ის, რომ ყაბზობა ჩემი ცხოვრების განუყრელ თანამგზავრად იქცა. ვსვამ ბებიაჩემის ნასწავლებ წამალს და ძალიან მშველის:

  • აიღეთ ცირცელის მწიფე ნაყოფი, გარეცხეთ და ფენა-ფენა ჩაყარეთ მინის ქილაში შაქართან ერთად. მოუკარით თავი დოლბანდით და დადგით მზეზე 3-4 კვირით. შაქარი გადნება და წარმოიქმნება სიროფი. ვიდრე სიროფი დუღილს დაიწყებს, გადაწურეთ. გაწურეთ ნაყოფიც. ადუღება თავიდან რომ აიცილოთ, დაუმატეთ სპირტი (25 გრამი 500 გ სიროფზე). მიიღეთ 50 გრამი უზმოზე, თუ გნებათ, დააყოლეთ ცივი წყალი. როცა კუჭის მოქმედება მოგიწესრიგდებათ, შეგიძლიათ შეისვენოთ, ხოლო თუ ყაბზობა ისევ შეგაწუხებთ, განაგრძოთ მკურნალობა.

                                                                               მაკა ხალვაში, ბათუმი

 

 

დიაბეტიანებს ვურჩევ

როდესაც სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა აღმომაჩნდა, საგონებელში ჩავვარდი - ალერგიული ვარ, ქიმიურ პრეპარატებს ვერ ვიტან, ამიტომ ვცდილობ, წამლები იშვიათად მივიღო. ერთმა მხცოვანმა ექიმმა მითხრა, რომ შავი მოცვი მდიდარია ე. წ. ბუნებრივი ინსულინით, რომელიც შაქრიანი დიაბეტის არა მარტო პროფილაქტიკის, არამედ მისი ზოგიერთი ფორმის მკურნალობის საშუალებასაც კი იძლევა.

ე რეცეპტი უმარტივესი აღმოჩნდა: 1 სუფრის კოვზ მოცვის ფოთოლს უნდა დაასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი და ჩაისავით დააყენოთ. მიიღოთ   1/3 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. უკვე 75 წლის ვარ და მოცვის წყალობით არაფერს ვუჩივი.

                                                                           ლილი ცეცხლაძე, თბილისი

 

 

გავიმაგროთ გულის კუნთი

უკვე ერთი წელია, რაც თქვენი ჟურნალის ერთგული მკითხველი ვარ. მოუთმენლად ველი ყოველ ნომერს. მინდა, ”ოჯახის მკურნალის” მკითხველს საკუთარი გამოცდილება გავუზიარო.

გულის კუნთის სისუსტე - ასეთი დიაგნოზი დამისვეს ექიმებმა, ათასი წამალი დამინიშნეს და თუ მათ მიღებაზე უარს ვიტყოდი, ინფარქტით დამემუქრნენ. მე ყოველგვარი ქიმიური საშუალების წინააღმდეგი ვარ. შეიძლება, ვცდები, მაგრამ... ერთი სიტყვით, ამ წამლებზე უარი ვთქვი და მცენარეული საშუალებების ძიება დავიწყე. უამრავი წიგნი გადავიკითხე და მივაგენი კიდეც საჭირო რეცეპტს. დღეს თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ. ის კი არა, გული სად მაქვს, აღარც კი მახსოვს.

აი რეცეპტი, რომელმაც მიშველა:

  • 1 ლიტრ მდუღარე წყალში ჩაყარეთ 2 სუფრის კოვზი კუნელი და ადუღეთ 20 წუთს. დაამატეთ 1 ჭიქა ასკილის ნაყოფი, 10 წუთს კიდევ ხარშეთ, გადმოდგით ცეცხლიდან და მთელი ღამით დადგით სიგრილეში. დილით გადაწურეთ. 14 დღის განმავლობაში, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1/2 საათით ადრე, მიიღეთ 2 სუფრის კოვზი თბილი ნაყენი, შემდეგ 10 დღე შეისვენეთ და კვლავ 14 დღე იმკურნალეთ.

                                                                             ავთანდილ გოგიაშვილი

 

საინტერესო ტრადიცია

თქვენ უამრავ წერილს ბეჭდავთ მცენარეებით მკურნალობის შესახებ. ამიტომაც გადავწყვიტე, მომეწერა. საქმე ის არის, რომ ოჯახში გვაქვს ასეთი ტრადიცია: დილა-საღამოს და თუ მოგვესურვება, დღისითაც, ვსვამთ ჩაის, მაგრამ არაGჩვეულებრივს ან ბალახეულისას, არამედ ხის ტოტებისგან დაყენებულს. მისი დაყენება დედაჩემისთვის ბებიაჩემს უსწავლებია, ბებიაჩემისთვის - დედამისს და ასე გადმოეცა თაობიდან თაობას. სხვათა შორის, ჩემი წინაპრები დღეგრძელობას სწორედ ამ ჩაის უმადლოდნენ. მე ბავშვობიდანვე მას ვსვამ და 70 წელს ისე მივუკაკუნე, ფრჩხილი არ წამომტკივებია. ჩემი მეუღლე, შვილები და შვილიშვილებიც ვაზიარე დღეგრძელობის ამ საიდუმლოს და ღვთის შეწევნით, ჯერჯერობით თავს კარგად გრძნობენ.

  • ჩაის ვაყენებ ვაშლის, მსხლის, ალუბლის, წითელი და შავი მოცხარის ტოტებისგან. ვიღებ ყოველი ხის თითო ტოტს, 10-15 სმ სიგრძისას, ვამტვრევ, ვყრი ჩაიდანში, ვასხამ ცივ წყალს, ვაჩერებ 1-2 საათს და შემდეგ ნახევარ საათს ვადუღებ ნელ ცეცხლზე, გადმოვდგამ, ვაჩერებ კიდევ 15 წუთს და ჩაიც მზადაა. უფრო მეტად არომატული რომ გახდეს, პიტნასა და გვირილას ვამატებ.

    გასინჯეთ, იქნებ თქვენი ოჯახის წევრებსაც ეგემრიელოთ.

                                                                                მაგული ქარსელაძე

თავი დავაღწიოთ ქოლეცისტიტს

ქოლეცისტიტი ჩვენი ოჯახური დაავადებაა. მე და დედაჩემს ის წლების განმავლობაში გვტანჯავდა. ვიმკურნალეთ, მაგრამ ამაოდ. ერთხელ სოფლიდან ნათესავი გვესტუმრა და მოგვიყვა, როგორ დაამარცხა ქოლეცისტიტი. თურმე საკმარისი ყოფილა შემოდგომაზე და ზამთარში პროფილაქტიკისთვის მცენარეული ჩაის სმა. გთავაზობთ ამ ჩაის რეცეპტს:

  • აურიეთ ერთმანეთში 2 კოვზი პიტნა, თითო კოვზი ნეგო და გვირილა. 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, 30 წუთს გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე და შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ თითო ჭიქა ჭამამდე 1/2 საათით ადრე.

მკურნალობის დროს უნდა მიირთვათ ხშირ-ხშირად და ცოტ-ცოტა.

მე და დედას ქოლეცისტიტი უკვე აღარ გვაწუხებს, მაგრამ პროფილაქტიკისთვის ყოველ წელს ვიტარებთ ”ჩაის სეანსებს”.

                                                                                       ზაირა კერესელიძე

 

 

ფიბრომა დანის გარეშეც რჩება

მინდა გიამბოთ, როგორ მოირჩინა დედაჩემმა საშვილოსნოს ფიბრომა. ექიმები ოპერაციას გვირჩევდნენ, მაგრამ დედა არ დათანხმდა, დაიწყო ბალახებით მკურნალობა და განიკურნა კიდეც. აი როგორ მოიქცა იგი: პირველ რიგში უარი თქვა ხორციან კერძებზე, იკვებებოდა მხოლოდ ბოსტნეულით, ბურღულითა და ხილით. შემდეგ შევიძინეთ უამრავი წიგნი სამკურნალო მცენარეების შესახებ და ფიბრომის სამკურნალო მრავალი რეცეპტიც აღმოვაჩინეთ.

თავდაპირველად მოვამზადეთ ასეთი წამალი: 1 ჭიქა კედრის კაკალს დავასხით 0,5 ლ კონიაკი და შევურიეთ 50გ ტყის გვიმრა (მთის ჩადუნა). 10 დღე გავაჩერეთ სიბნელეში. ამის შემდეგ დედამ დაიწყო მიღება საჩაროზე კოვზით დღეში 3-ჯერ.

გარდა ამისა, მივაგენით რეცეპტს, რომელიც გამოიყენება ქალური დაავადებების, ონკოდაავადებების, პოლიართრიტების და ასაკობრივი ცვლილებების დროს.

  • 1 კგ კედრის კაკალი, 0,5 ლ თაფლი და 1 ბოთლი არაყი ერთმანეთში აურიეთ, 21 დღე გააჩერეთ სიბნელეში და დღეგამოშვებით შეანჯღრიეთ. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 1 ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე

ამ ყველაფერთან ერთად დედაჩემი იღებდა ფიჭვის ტოტების აბაზანებს და სვამდა ფიჭვის წიწვების ჩაის, რომელიც თურმე იმუნიტეტსაც აძლიერებს...

  • 3 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ფიჭვის წიწვი, ერთი მუჭი ხახვის ფურცელი და 2-3 მუჭი ასკილის ნაყოფი ერთმანეთში აურიეთ, დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი და დილამდე გააჩერეთ თერმოსში, მეორე დღეს გაწურეთ და მიირთვით.

ფიჭვის კვირტებისგან მზადდება უგემრიელესი სიროფიც. აპრილსა და მაისში, როცა ფიჭვის კვირტები საკმაოდ დიდია, მაგრამ გაუხეშებული ჯერ არ არის, დაკრიფეთ, გარეცხეთ ცივი წყლით, გააშრეთ და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, შემდეგ აიღეთ სტერილიზებული სამლიტრიანი ქილა, მესამედი აავსეთ კვირტებით და დაასხით შაქრის ცხელი სიროფი (წყლისა და შაქრის თანაფარდობა - 1:2). დედაჩემი სვამდა  1/2 ჭიქას ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ეს სიროფი ძალიან კარგია ავიტამინოზისა და გაციების პროფილაქტიკისთვის, ამიტომ დედა ჩვენც გვასმევდა - დილა-საღამოს თითო ჩაის კოვზს.

3 თვის შემდეგ დედაჩემი ისევ მივიდა ექიმთან და გააოცა - ფიბრომა საგრძნობლად დაპატარავებული აღმოჩნდა. დედა ამ წამლებით დღესაც მკურნალობს.                                          

                                                                                              მეგი ჭელიძე

როგორ მოვიშორე თვალიდან ლიბრი

ძვირფასო რედაქციავ, ალბათ თავი მოგაბეზრეთ ჩვენი წერილებით. ბევრი იქნებ არც კი ენდობა მკითხველთა გამოცდილებას, მაგრამ ჩემს ირგვლივ უამრავი ისეთი ადამიანია, ვინც მოუთმენლად ელის თქვენი ჟურნალის გამოსვლას, რადგან იქ ბევრ საგულისხმო რჩევას და გამოსადეგ რეცეპტს პოულობს.

მოგიყვებით, როგორ მოვიცილე თვალზე გადაკრული ლიბრი.

თვალზე მღვრიე აპკი გადამეკრა, მაგრამ მხედველობა არ დამკლებია, ამიტომ ექიმთან არ მივსულვარ, გადავწყვიტე, შინ, ხალხური წამლებით მემკურნალა. ხალხური მედიცინის შესახებ უამრავი წიგნი გადავიკითხე და მივაგენი კიდეც არაჩვეულებრივ საშუალებას. აი ეს რეცეპტი:

  • 1 ჩაის კოვზ გახეხილ ხახვს დაასხით 100გ ცხელი რძე, 6 საათს გააჩერეთ მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში, გაწურეთ და შეინახეთ. ჩაიწვეთეთ თვალში თბილ-თბილი, 1-2 წვეთი კვირაში 1-2-ჯერ.

                                                                               ოთარ კენჭაძე, 73 წლის

შაკიკს ნივრის მძივი შველის

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მე კი უკვე 3 წელია, შაკიკს ჩვეულებრივი ნივრით ვებრძვი. ეს რეცეპტი მეგობარმა მასწავლა. ის 1-2 კბილ ნიორს ხეხავს, ახვევს დოლბანდში და რამდენიმე წუთით იდებს საფეთქლებზე. მე უფრო მარტივად ვიქცევი: ძაფზე ვასხამ ნივრის გაურჩეველ კბილებს და როგორც კი ვიგრძნობ, რომ შეტევა იწყება, იმწამსვე ვიკიდებ ყელზე. თავის ტკივილი 20-30 წუთში გამივლის ხოლმე. გაურჩეველ ნიორს არც ისე მძაფრი სუნი ასდის, მაცივარშიც დიდხანს ინახება.

                                           ქეთევან  ჩაჩანიძე