სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

ღვიძლის ტკივილის დროს

ახალგაზრდობაში ღვიძლი და სანაღვლე გზები მაწუხებდა. ვმკურნალობდი, დიეტას ვიცავდი და თანდათან ყველაფერმა გამიარა. მიუხედავად ამისა, დიეტას დღემდე ვიცავ, თან პროფილაქტიკისათვის ვსვამ ერთ ხალხურ წამალს, რომელიც გემრიელიც არის და, რაც მთავარია, სავსებით ხელმისაწვდომიც. მინდა, თქვენი ჟურნალის საშუალებით მისი რეცეპტი სხვებსაც გავაცნო:

  • აიღეთ ერთი კილოგრამი ფუტკრის თაფლი, ერთი ჭიქა ზეითუნის ზეთი და ოთხი ცალი საშუალო ზომის ლიმონი. 2 ლიმონი გათალეთ, 2 კი ქერქიანად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაამატეთ ზეთი და თაფლი. ეს ყველაფერი ერთმანეთში კარგად აურიეთ და ჩაასხით ორლიტრიან ქილაში. შეინახეთ მაცივარში, ქვედა თაროზე. მიღებამდე ნარევი კარგად შეანჯღრიეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე.

ეს ნარევი ძალიან კარგია ჰეპატიტის, ქოლეცისტიტისა და ღვიძლის ციროზის პროფილაქტიკისთვის.

თმის ცვენისას

ქალებსაც სცვივათ თმა - იშვიათად, მაგრამ მაინც. ეს უსიამოვნება მეც შემემთხვა. რა არ ვიღონე - არაფერმა მიშველა. ბოლოს, ჩემდა ბედად, გავიცანი ერთი არაჩვეულებრივი ექიმი, რომელმაც ჩემი გასაჭირი გულთან მიიტანა და მომარჩინა. სხვა საშუალებებთან ერთად ის ხალხურ რეცეპტებსაც მირჩევდა. აღმოჩნდა, რომ არსებობს თმის ზრდის გამაუმჯობესებელი ბევრი მცენარეული საშუალება. მინდა, რამდენიმე მათგანის რეცეპტი თქვენც გაგაცნოთ.

  • ოროვანდის ნიღაბი: 75 გ დაქუცმაცებულ ოროვანდის ფესვს დაასხით 200 გ ზეითუნის ან მზეზუმზირას ზეთი და ერთი დღე-ღამით დადგით სიბნელეში. შემდეგ 15 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე და გაფილტრეთ. მიღებული მალამო 1,5-2 თვის განმავლობაში ყოველდღე შეიზილეთ გამელოტების კერებში.
  • ჭინჭრის სავლები: 100 გ ჭინჭრის ფოთოლს დაასხით 0,3 ლ წყალში გახსნილი 0,5ლ 6%-იანი ძმარი. გააჩერეთ 4 საათს. ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე დაიბანეთ თავი ამ ნაზავით.
  • ფარსმანდუკის ნიღაბი: 2 სუფრის კოვზი ფარსმანდუკი დააყენეთ 0,5 ლ წყალზე (ისე, როგორც ჩაის ვაყენებთ) და ყოველდღე შეიზილეთ თმაში. გამელოტების კერებზე შეგიძლიათ დაიდოთ ნიღაბი: აიღეთ ახალგახეხილი ფარსმანდუკის ფოთლები და ყვავილები, იმავე ოდენობის ზეითუნის ზეთი და ერთმანეთში აურიეთ.
  • ღვიის ნაყენი: ღვიის წიწვები, ფოთლები და ახალგაზრდა ყლორტები დააქუცმაცეთ და მოამზადეთ ნარევი. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 0,4 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ გაცივებამდე. ყოველდღიურად შეიზილეთ თმაში.
  • ფიჭვი: 500 გ ფიჭვის კვირტი, ქერქი და წიწვი მოხარშეთ 5 ლ წყალში. შეიზილეთ ნახარში თმაში ან დაბანის შემდეგ გადაივლეთ თმაზე.
  • არყის ხის ნაყენი: 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ არყის ხის ფოთოლსა და კვირტს დაასხით 0,3 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათი, შემდეგ გაფილტრეთ. შეიზილეთ თმაში ყოველდღე.
  • შოთხვის ნიღაბი: ნედლი, კარგად გასრესილი შოთხვის ბოლქვების ფაფა დაიდეთ თავზე კვირაში 2-3-ჯერ, 30-30 წუთით, შემდეგ ცხელი წყლით ჩამოიბანეთ.

მკვებავი ნიღაბი მშრალი და ნორმალური თმისთვის: აიღეთ უმი კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი, 1 სუფრის კოვზი კონიაკი და 20-25 წვეთი გადადუღებული ცივი წყალი. ეს ყველაფერი გულდასმით აურიეთ ერთმანეთში, წაისვით თმაზე და ნახევარი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს პროცედურა გაიმეორეთ კვირაში ერთხელ 1,5-2 თვის განმავლობაში.

ნიღაბი თხელი, დასუსტებული თმისთვის: აურიეთ ერთმანეთში 3 სუფრის კოვზი კონიაკი, 1 სუფრის კოვზი ბირკავას ზეთი, თითო ჩაის კოვზი სიმინდის ზეთი, თაფლი და უმი კვერცხის გული. ნარევი ოდნავ შეათბეთ წყლის აბაზანაში, შემდეგ ფაქიზად შეიზილეთ თმის ძირებში, დაიხურეთ თავზე საშხაპე ქუდი ან ცელოფანი, ზემოდან კი პირსახოცი შემოიხვიეთ. 1 საათის შემდეგ დაიბანეთ თავი შამპუნითა და თბილი წყლით. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში ერთხელ 1,5-2 თვის განმავლობაში.

ლუდის ლოსიონი ნებისმიერი ტიპის თმისთვის (თმას სძენს განუმეორებელ ბრწყინვალებას და აქრობს ქერტლს): შამპუნით დაბანილ თმაზე წაისვით ოთახის ტემპერატურის ლუდი. 7-10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 1-2-ჯერ 1-2 თვის განმავლობაში.


შეკრულობის დროს

ძალიან დიდხანს მაწუხებდა შეკრულობა და სპასტიკური კოლიტი. მიშველა ერთმა უბრალო რეცეპტმა:

  • აიღეთ 100 გრამი ჭერმის ჩირი და ამდენივე ქიშმიში, 400 გრამი შავი ქლიავის ჩირი, 200 გრამი ლეღვი, 50 გრამი სინემაქის ფოთოლი (იყიდება აფთიაქებში), 100 გრამი ასკილი (მის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ 100 მლ ასკილის სიროფი, იყიდება აფთიაქებში). ეს ყველაფერი კარგად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, 200 გრამი თაფლი გაათბეთ წყლის აბაზანაში, რომ გათხიერდეს, მაგრამ არ გააცხელოთ. ამის შემდეგ ყველა კომპონენტი მასში ჩაყარეთ და კარგად აურიეთ. ნარევი შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი უზმოზე, დილა-საღამოს. მისი წყალობით ნაწლავები საათივით ამუშავდება.

ასფურცელას სამკურნალო თვისებები

თავის ტკივილი და ყურების შუილი ათეროსკლეროზის ნიშნებია. სწორედ ასეთი დიაგნოზი დამისვეს ნახევარი წლის წინ. ამას დაერთო გულის იშემიური დაავადებაც. ექიმმა მითხრა, რომ სისხლძარღვებისთვის სასწრაფოდ უნდა მიმეხედა. გადავწყვიტე, ექიმის დანიშნულებასთან ერთად ხალხური საშუალებებიც მეცადა. ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო უამრავ რეცეპტს მივაგენი. განსაკუთრებით მომეწონა წითელი ასფურცელას ქერქისგან მომზადებული წამალი:

  • 1 სუფრის კოვზ გამომშრალ და დაქუცმაცებულ ასფურცელას ქერქს დაასხით ერთი ჭიქა წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე, წამოადუღეთ და კიდევ 5 წუთი გააჩერეთ. შემდეგ გადმოდგით, გაწურეთ და მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

მკურნალობის ხანგრძლივობაა ერთი თვე. ამასთან ერთად არ დაივიწყოთ არაჩვეულებრივი ხალხური საშუალება - ნიორი. რეგულარულად უნდა მიირთვათ დღეში ერთი კბილი მაინც.

იოდის დეფიციტის აღმოსაფხვრელად

დიდხანს ვცხოვრობდი მთიან რეგიონში, სადაც გარემოში იოდის დეფიციტია. შედეგად თავი იჩინა ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებმა. დიდხანს ვსვამდი საჭირო პრეპარატებს მისი ფუნქციის მოსაწესრიგებლად. პარალელურად ხალხური საშუალებებითაც ვმკურნალობდი. ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა ასეთი ნარევი:

  • აიღეთ ერთი ჭიქა დაფქული წიწიბურა, ერთი ჭიქა გატარებული ნიგოზი და ერთი ჭიქა ნატურალური თაფლი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში და ჩაასხით მინის ჭურჭელში. კვირაში ერთი დღე საკვების ნაცვლად 1-2 კოვზი ეს ნარევი უნდა მიიღოთ. ჩაი და წყალი შეგიძლიათ სურვილისამებრ სვათ.

პროფილაქტიკის მინიმალური კურსია 6 კვირა. თუ თავს ცვლილებები ვერ შეატყვეთ, კურსი უნდა გაიმეოროთ.