სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

 რამდენიმე წლის განმავლობაში მე და ჩემი მეუღლე ხან რომელ წამალს ვსვამდით და ხან რომელს, სულ ოხვრა-კვნესით გამოვცადეთ ყველა ანტირევმატული საშუალება და ბოლოს თავი დავანებეთ. ახალი წამლის საპოვნელად ძველი წიგნების ფურცვლა დავიწყეთ და ბოლოს, როგორც იქნა, მივაგენით.

ბევრმა არ იცის, როგორ შველის მტკივან სახსრებს თალგამის, არყისა და თაფლის ნარევით დაზელა.

ნარევი ასე უნდა მოამზადოთ: ჭიქა-ნახევარ თალგამის წვენს დაუმატეთ 1 ჭიქა თაფლი, ნახევარი ჭიქა არაყი, 1 სადილის კოვზი მსხვილი მარილი და კარგად აურიეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. ეს ნარევი დღეში 2-ჯერ შეიზილეთ მტკივან სახსრებში.

არანაკლებ შვებას მოგგვრით ნიახურის ფესვების წვენიც. დაკეპეთ ნიახურის ფესვი, 1 სადილის კოვზს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და შეფუთეთ. დააყენეთ 4 საათს, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 2 სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

შეგიძლიათ, ნაყენი ცივი წყლითაც მოამზადოთ, ოღონდ უნდა სვათ მეოთხედი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.

შემიძლია, გირჩიოთ ერთი ძველი გერმანული ხალხური საშუალებაც, რომელიც ძალიან ადვილი მოსამზადებელია: 1 ლიტრ წყალში უნდა ჩაყაროთ 20 გრამი ლობიოს დაქუცმაცებული გამხმარი პარკი და ძალიან დაბალ ცეცხლზე ადუღოთ 2-3 საათის განმავლობაში. გააცივოთ, გადაწუროთ და მიიღოთ ნახევარი ჭიქა დღეში 4-5 ჯერ.

                                                                 ნათელა სამხარაძე, საჩხერე

 

 

ნაწლავებმა კარგად რომ იმუშაონ

კარგი ჭამა-სმა ყველას გვიყვარს, მაგრამ ამის შემდეგ ნაწლავებს რა ემართება, ამაზე არავინ ფიქრობს. ერთ დროს მეც დიდი გურმანი ვიყავი. ჭამა-სმის სიყვარულმა ჩემს ნაწლავებს სულ რამდენიმე წელიწადში დაატყო კვალი - საშინლად გააზარმაცა. რა არ ვცადე, ოყნას ხომ ნუღარ იკითხავთ, მაგრამ საშველი მანამდე არ დამადგა, ვიდრე კვების ნირი და რეჟიმი არ შევცვალე. ახლა დილაობით 10-15 წუთის განმავლობაში ვვარჯიშობ, შემდეგ უზმოზე ვსვამ 1 ჭიქა თბილ წყალს, რომელშიც 2 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი და 1 ჩაის კოვზი თაფლია გახსნილი. ნახევარი საათის შემდეგ მსუბუქად ვსაუზმობ. გარდა ამისა, დილით, ადგომამდე, საწოლშივე ვიკეთებ მუცლის მასაჟს: საათის ისრის მიმართულებით წრიული მოძრაობით 20-30-ჯერ ვიზელ ნაწლავებს და ამით მათ უვარგისი ნარჩენების დაუყოვნებლივ მოცილებისკენ ვუბიძგებ. უკვე რამდენიმე წელია, ასე ვიწყებ ყოველ დღეს და, მერწმუნეთ, ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ დამჭირვებია ის საზიზღარი ოყნა, რომლის გარეშეც ოდესღაც ერთ კვირასაც კი ვერ ვძლებდი.

                                                                                     ნინელი, ფოთი

 

ღვიძლი გაწუხებთ? - ეძებეთ შვრია!

მსურს, "ოჯახის მკურნალის" მკითხველთა სასარგებლო რჩევების ყულაბას კიდევ ერთი შევმატო. ჩემი რჩევა ღვიძლს შეეხება.

თუ გავითვალისწინებთ, როგორ ვშრომობთ და ვიკვებებით, ადვილი მისახვედრი გახდება, რა ჯაფა ადგას საბრალო ღვიძლს. თუ გსურთ, ამ სასიცოცხლოდ აუცილებელმა ორგანომ გამართულად იმუშაოს, ნუ დაიზარებთ და როგორც კი ღვიძლის დაზიანების პირველ ნიშნებს: მარჯვენა ფერდქვეშ ტკივილსა და სიმძიმის შეგრძნებას - შეამჩნევთ, ეს ნახარში მოამზადეთ:

აიღეთ 2 სადილის კოვზი შვრია და კარგად გარეცხეთ, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და 10 წუთის განმავლობაში ხარშეთ დაბალ ცეცხლზე. გადაწურეთ და მიიღეთ თბილ-თბილი, 1/3 ჭიქა. დალევამდე ნაყენს ჭიქაში დაამატეთ 15 წვეთი კალენდულა, რომელიც მზა სახით იყიდება აფთიაქში.

გადაწურული შვრია კვლავ ცეცხლზე უნდა შემოდგათ, დაამატოთ წყალი და კიდევ ნახევარ საათს ხარშოთ. შემდეგ 2 საათს გააჩეროთ, გადაწუროთ და მიიღოთ 1/4 ჭიქა სადილის წინ.

შეღავათს მალე იგრძნობთ და დარწმუნდებით, რომ ხალხური მედიცინა უდიდესი საგანძურია.

                                                                           თინა მაისურაძე, გორი


 

ჩაი და ღვინო თვალისჩინს დაგიბრუნებთ

ერთ დღეს მეუღლეს აგარაკზე სახურავის შეკეთებაში ვეხმარებოდი. ის ზევით იდგა და ძველ ფიცრებს მაწვდიდა. ერთ-ერთი ფიცრის მოწოდებისას თვალებში მტვერი შემეყარა. მაშინვე მოვიწმინდე და მეგონა, ამით დამთავრდა, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ ცრემლი წამომივიდა, თვალები შემიწითლდა და შემისივდა, საღამოს კი ისე ამტკივდა, რომ ვეღარ გავძელი და მეზობლის ქალს მივმართე, რომელიც ასეთ დროს გვეხმარება ხოლმე. მას ბევრი არ უფიქრია, მაშინვე აადუღა წყალი, მოამზადა ჩაის ნაყენი, გადაწურა, 1 ჭიქა ნაყენს 1 ჩაის კოვზი ღვინო დაუმატა, კარგად აურია და თვალები ამ ნაყენით გამომირეცხა, დანარჩენი კი თან გამომატანა და მასწავლა, ძილის წინ თვალებზე მისი საფენები დამეწყო.

ქალაქში რომ დავბრუნდით, უკვე ისე კარგად ვიყავი, ექიმთან მისვლა აღარც კი დამჭირვებია.

მოგვიანებით შევიტყვე, რომ ჩაისა და ღვინის ნარევით თვალის გამორეცხვას და საფენებს კონიუნქტივიტის დროს ბევრი იყენებს, რადგან იგი თვალის ლორწოვანი გარსის ანთების საუკეთესო მკურნალი ყოფილა.

                                                                  ლელა ლელაშვილი, თბილისი

 

 

თაფლიანი პირშუშხა ზამთარში გატკბება

აცივდება თუ არა, რესპირატორულ-ვირუსული ინფექციები იღვიძებენ და ავადმყოფების რაოდენობაც კატასტროფულად იზრდება. ასეა ყოველ წელს, ამიტომ დროა, ჭკუა ვისწავლოთ და ზამთარს მომზადებულები შევხვდეთ - ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ გრიპის დროს, რათა მოთენთილობა, სურდო და სხეულის ტეხა გაჩენამდე გავაქროთ. მსურს, იმ საშუალების შესახებ გამცნოთ, რომელსაც ამაში ბადალი არ მოეპოვება. ეს წამალი პირშუშხასა და თაფლისგან მზადდება. მომზადების წესი ასეთია:

უნდა აიღოთ პირშუშხას ფესვები, გაარჩიოთ, კარგად გარეცხოთ და ხორცსაკეპ მანქანაში გაატაროთ. გატარებისას არ დაგავიწყდეთ, მანქანის თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვათ, რადგან თუ პირშუშხას ფიტონციდები ჰაერში გაიბნა, შესაძლოა, თვალები მარტო თქვენ კი არა, მეზობელ ოთახებში მყოფებსაც შეუშუპდეთ. გატარებული მასა უნდა გადაიღოთ ქილაში, დაამატოთ სულ ცოტა ანადუღარი თბილი წყალი, მჭიდროდ დაახუროთ სახურავი და 5-6 საათით სიბნელეში დადგათ, შემდეგ გამოწუროთ და წვენში იმავე ოდენობის ნატურალური თაფლი აურიოთ. უნდა მიიღოთ დილა-საღამოს, თითო სადილის კოვზი.

შეგიძლიათ, ერთბაშად მოამზადოთ ბევრი ნარევი და შეინახოთ, რათა გრიპისა და გაციებისგან მთელი ზამთარი დაზღვეული იყოთ.

                                                                     თენგიზ კაკაურიძე, თბილისი

 

მრავალძარღვა წყლულს კურნავს

ბავშვმაც კი იცის, რომ როდესაც ფეხს გაიჭრის ან იღრძობს, მრავალძარღვას ფოთოლი უნდა დაიდოს, მაგრამ ამ ბალახს უფრო მძიმე დაავადებისგან განკურნებაც რომ შეუძლია, ბევრს არ სჯერა. როდესაც მეგობარს ვუამბე, როგორ მომირჩინა მან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, სიცილით მოკვდა. ვიკამათეთ კიდეც, მაგრამ როცა გასული საუკუნის დასაწყისში დაბეჭდილი წიგნი ვაჩვენე, სადაც შავით თეთრზე ეწერა, კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს, რომლებიც მჟავიანობის დაქვეითებით მიმდინარეობს, მრავალძარღვას ნაყენი მეტად სასარგებლოაო, დამარცხება აღიარა. ახლა მოგიყვებით, როგორ მომარჩინა მრავალძარღვამ. შევიტყვე თუ არა ამ რეცეპტის შესახებ, ბევრი აღარ მიფიქრია, მის გამოცდას შევუდექი.

ავიღე ერთი და იმავე ოდენობის მრავალძარღვა და სალბი, წვრილად დავჭერი და ერთმანეთში ავურიე. 1 სადილის კოვზ ნარევს დავასხი 2 ჭიქა მდუღარე წყალი და კიდევ 5 წუთს ვადუღე, შემდეგ 1 საათს დავაყენე და წამალიც მზად იყო.

ზამთრის მიწურულს, როდესაც მოსალოდნელია დაავადების გამწვავება, ვსვამ ნახევარ ჭიქა ნაყენს დღეში ერთხელ, 10 დღის განმავლობაში, ხოლო გაზაფხულსა და შემოდგომაზე - ცოტა უფრო მეტს: ნახევარ ჭიქას დღეში სამჯერ.

თუ წამლის მომზადებას მხოლოდ მრავალძარღვასგან აპირებთ, უნდა მოაგროვოთ ფოთლები, გარეცხოთ ცივი წყლით, გააშროთ, დაასხათ ადუღებული წყალი და მაშინვე ამოიღოთ, დააწყოთ ვარცლზე და ოდნავ დაიწრიტება თუ არა, გაატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებული მასა უნდა გაწუროთ.

სიცხეში მოკრეფილ მრავალძარღვას უფრო სქელი წვენი აქვს, ასე რომ, თუ წვენი სქელი და წევადი გამოვიდა, ნუ შეშინდებით, დაასხით ერთი იმდენი წყალი და კარგად შეანჯღრიეთ.

გამოწურული წვენი ადუღეთ 1 წუთს. მიიღეთ დღეში 4-ჯერ, თითო სადილის კოვზი ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

                                                                   ლევან გობეჯიშვილი, ქუთაისი


ბალზამი "სამხრეთის ღამე" მშვიდ ძილს მოგგვრით

4აიღეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის ქერქი, 2-2 ჩაის კოვზი ვარდის ფურცელი,  ევკალიპტის ფოთოლი და ღვიის ღერო, 3 ჩაის კოვზი სალბი (ბალახი). დააქუცმაცეთ, ერთმანეთში აურიეთ და დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი. დააყენეთ თერმოსში 6 საათს, შემდეგ გადაწურეთ, გაფილტრეთ, ჩაასხით პულვერიზატორიან ბოთლში და მოაპკურეთ საწოლ ოთახში. არომატი უფრო მეტად ეფექტურია საღამოს გასეირნების, მომდუნებელი თვითმასაჟის შემდეგ.

                               თეა გვარამია, ზუგდიდი

 

 

პოდაგრას ასე უშველით

რამდენიმე წელია, პოდაგრა გამომაჩნდა და პერიოდულად ძალიან მაწუხებს, ხან რომელი სახსარი შემიწითლდება და გამისივდება, ხან - რომელი. თან აუტანლად მტკივა. თითქოს ეს არ მეყოფოდა, ტკივილგამაყუჩებლებმა კუჭიც გამიღიზიანა და ამატკივა. წამლების სმას თავი დავანებე, ვიფიქრე, რაც მომივა, მომივიდეს-მეთქი, მაგრამ შემდეგ მასწავლეს მცენარეული წამალი, რომელმაც ძალიან მიშველა.

7აიღეთ 200 გრამი უმარილო ნაღების კარაქი, მოათავსეთ ქვაბში და დადგით ნელ ცეცხლზე. როდესაც ადუღდება, ქაფი მოხადეთ და დაამატეთ 200 გრამი სპირტი. დატოვეთ დაბალ ცეცხლზე, ვიდრე სპირტი სულ არ აორთქლდება. დარჩენილი მასა პოდაგრის უებარი წამალია. შეიზილეთ მტკივან სახსრებში. უკეთესი იქნება, თუ ამ პროცედურას გამათბობლის ახლოს ჩაიტარებთ.

                                                                               ლევან კიღურაძე, ხაშური

 

ავიტამინოზის სამკურნალოდ და ძალ-ღონის აღსადგენად

ცოტა ხნის წინ ძლიერი ნერვული აშლილობა გადავიტანე. სტრესს ავადმყოფობაც დაერთო და ოპერაცია დამჭირდა. ოპერაციის შემდეგ საშინელი სისუსტე დამჩემდა. დამიქვეითდა ჰემოგლობინი. კარგა ხანს ვერ წამოვდექი ფეხზე. მეგობარმა, რომლის ქმარსაც ასეთივე პრობლემა ჰქონდა კუჭის ოპერაციის შემდეგ, ეს საშუალება მირჩია:

  • ვიღებთ თანაბარი რაოდენობის (დაახლოებით 200 გრამ) კურაგას, ქიშმიშსა და შავი ქლიავის ჩირს, ნახევარ ჩაის ჭიქა ნიგოზს, ვურევთ ერთმანეთში და ვატარებთ ხორცსაკეპ მანქანაში. ვუმატებთ 5 სუფრის კოვზ თაფლს და კარგად ამოვურევთ. ვასხამთ მინის ქილაში და თავდახურულს ვდგამთ მაცივარში. ვიღებთ 1 სუფრის კოვზს დღეში 1-ხელ სულ მცირე ერთი თვის განმავლობაში. შესაძლოა, მეტხანსაც. ეფექტი ნელ-ნელა გახდება შესამჩნევი, თუმცა დიდხანს გასტანს.

                                                           ეკატერინე კერესელიძე, ამბროლაური

 

ხახვი კოჟიჟის წამალია

ხშირად ვკითხულობ თქვენს ჟურნალს, უამრავი სასარგებლო ინფორმაციაც მივიღე. მინდა, ამჯერად საკუთარი გამოცდილება გაგიზიაროთ. რაც ასაკში შევედი, ფეხსაცმლის არჩევა უფრო და უფრო მეტად მიჭირს. ალბათ იმიტომ, რომ კოჟიჟები გამიჩნდა, რომლებიც ძალიან მტკივა და მაწუხებს. რაღაც პლასტირებიც შევიძინე აფთიაქში, მაგრამ ხახვი უფრო ეფექტური გამოდგა.

ლ ხახვი გაფცქვენით, შუაზე გაჭერით, დაასხით ძმარი და 1 დღე-ღამით დადგით სითბოში. შემდეგ ერთი ფურცელი კოჟიჟზე დაიდეთ და დოლბანდით გადაიხვიეთ. უკეთესი იქნება, თუ ამას საღამოს, ძილის წინ გააკეთებთ. მეორე დილით გაიკეთეთ ფეხების თბილი აბაზანა. ასე გააგრძელეთ, ვიდრე კოჟიჟი არ მოგშორდებათ.

                                                               მაყვალა ნაყუდაშვილი, საგარეჯო


დამუწუკებულ სახეს კიტრის ნაყენი მოგიშუშებთ

ჩემი შვილი გარდატეხის ასაკშია. ერთბაშად აიყარა ტანი, შეეცვალა ხმის ტემბრი, ფიცხი, ფეთქებადი გახდა. ამ ყველაფერს ასე თუ ისე გადავიტანდით, მაგრამ ძალიან გვაწუხებს გამონაყარი, რომელიც ამ ასაკისთვის ბუნებრივია. კოსმეტოლოგიისა ცოტა რამ გამეგება, კიტრის ნაყენს ოდესღაც მეც ვიყენებდი. შვილსაც ამით ვმკურნალობ და შედეგით კმაყოფილი ვარ.

1 კიტრი კარგად გარეცხეთ, კანიანად დაჭერით წვრილად, 4 სუფრის კოვზს დაასხით ჭიქა-ნახევარი მდუღარე წყალი, დადგით 4 საათის განმავლობაში და გადაწურეთ. ამ ნაყენის საფენები კანისთვის ძალიან სასარგებლოა.

                                                                  ნაილი შავლიაშვილი, ბათუმი

 

ცისტიტის დროს შვიტა გიშველით

ჩემი ორგანიზმის სუსტი წერტილი შარდის ბუშტია. როგორც კი ნიავი დამკრავს, მაშინვე ცისტიტი მეწყება. იძულებული ვარ, პაპანაქება ზაფხულშიც კი ბამბის წინდები ჩავიცვა, მაგრამ თუ მაინც გავცივდი, მორჩა - ანთებას თავს კარგა ხანს ვეღარ დავაღწევ.

გამუდმებით ქიმიური პრეპარატების სმა არ მინდოდა, ამიტომ გადავწყვიტე, წამალი ხალხური მედიცინის საუნჯეში მეპოვა. მივმართე თანამშრომელს, რომელიც ბიოლოგიის მასწავლებელია და მცენარეთა სამკურნალო თვისებებს კარგად იცნობს. სწორედ მან მირჩია შვიტის ნაყენის მიღება.

2 აიღეთ 2 სუფრის კოვზი მინდვრის შვიტა, დაასხით 1 ლიტრი წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე, დაახურეთ ხუფი და 10 წუთს ადუღეთ. შემდეგ შეფუთეთ, 2 საათს დააყენეთ, გადაწურეთ და სვით თითო ჩაის ჭიქა დღეში 2-3-ჯერ. გადაწურვის შემდეგ დარჩენილი ბალახი მოათავსეთ უხეში ქსოვილის ტომარაში და კომპრესივით დაიდეთ შარდის ბუშტზე.

                                                                        მეგი დუგლაძე, ქუთაისი

 

 

მრავალძარღვას ფოთოლი ნაღრძობის წამალია

სიმაღლესთან (175 სმ) შედარებით პატარა (36 ზომა) ფეხი მაქვს, ამიტომ ხშირად ვეცემი. ერთხელ ავტობუსისკენ გავრბოდი და ისე წავიქეცი, რომ ფეხი ვიღრძე. ტრავმას ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ფეხი ისე გამისივდა და ამტკივდა, რომ ნაბიჯიც ვეღარ გადავდგი. ჩვენი ოფისის დამლაგებელმა მითხრა, მრავალძარღვას ფოთოლი ნაღრძობის უებარი წამალიაო. ეს მანამდეც მქონდა გაგონილი, მაგრამ რატომღაც არ გამხსენებია... მისი რჩევისამებრ, წვრილად დაჭრილი მრავალძარღვა დოლბანდში გავახვიე და ნაღრძობზე დავიდე. შვება მეორე დღესვე ვიგრძენი. თანდათან ტკივილმაც გამიარა და შეშუპებაც ჩაცხრა.

                                                                                   მაკა პაიჭაძე, ფოთი

 

ხალხური მედიცინა ბრონქულ ასთმასაც მკურნალობს

რამდენიმე წლის წინ დამისვეს ბრონქული ასთმის დიაგნოზი. რამდენიმე ადგილას ვიმკურნალე, სისტემატურად ვსვამ წამლებს, ვიკეთებ ნემსებს, მუდამ თან ვატარებ აეროზოლს, თუმცა ძალიან მშველის მცენარეული წამალიც, რომლის რეცეპტიც ჩემმა მეგობარმა მასწავლა.

უ ვიღებთ 1 ჩაის კოვზ ნაძვის კვირტს, 1 ჩაის კოვზ მრავალძარღვას, 1 ჩაის კოვზ ვირისტერფას. ვასხამთ 1 ჩაის ჭიქა ანადუღარ ოთახის ტემპერატურის წყალს, ვდგამთ 2 საათით, შემდეგ 5 წუთს ვადუღებთ ნელ ცეცხლზე, კიდევ 15 წუთს დავაყენებთ, გადავწურავთ და ვიღებთ დღის ნებისმიერ მონაკვეთში 3 ულუფად.

                                                           ლატავრა დალაქიშვილი, გარდაბანი