სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

სამკურნალო წერილები

სამკურნალო წერილები

რევმატიზმისგან ბოსტნეული გიხსნით

რა არის რევმატიზმი, ამის ახსნა ალბათ არ გჭირდებათ. აუტანელი დაავადებაა, განსაკუთრებით - ხანში შესული ადამიანისთვის. ჩემს ოჯახში ყველას სჭირს რევმატიზმი. ჩემს უმცროს შვილსაც კი, რომელიც ჯერ 40 წლისაც არ გამხდარა. ჰოდა, რითაც შეგვიძლია, თავს იმით ვშველით და, უნდა გითხრათ, გამოგვდის კიდეც, რის გამოც დიდად ვემადლიერები ჩვენი აგარაკის ბოსტანს.

 რამდენიმე წლის განმავლობაში მე და ჩემი მეუღლე ხან რომელ წამალს ვსვამდით და ხან რომელს, სულ ოხვრა-კვნესით გამოვცადეთ ყველა ანტირევმატული საშუალება და ბოლოს თავი დავანებეთ. ახალი წამლის საპოვნელად ძველი წიგნების ფურცვლა დავიწყეთ და

ბოლოს, როგორც იქნა, მივაგენით.
ბევრმა არ იცის, როგორ შველის მტკივან სახსრებს თალგამის, არყისა და თაფლის ნარევით დაზელა.

ნარევი ასე უნდა მოამზადოთ: ჭიქა-ნახევარ თალგამის წვენს დაუმატეთ 1 ჭიქა თაფლი, ნახევარი ჭიქა არაყი, 1 სადილის კოვზი მსხვილი მარილი და კარგად აურიეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. ეს ნარევი

დღეში 2-ჯერ შეიზილეთ მტკივან სახსრებში.

არანაკლებ შვებას მოგგვრით ნიახურის ფესვების წვენიც. დაკეპეთ ნიახურის ფესვი, 1 სადილის კოვზს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და შეფუთეთ. დააყენეთ 4 საათს, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 2 სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
შეგიძლიათ, ნაყენი ცივი წყლითაც მოამზადოთ, ოღონდ უნდა სვათ მეოთხედი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.

შემიძლია, გირჩიოთ ერთი ძველი გერმანული ხალხური საშუალებაც, რომელიც ძალიან ადვილი მოსამზადებელია: 1 ლიტრ წყალში უნდა ჩაყაროთ 20 გრამი ლობიოს დაქუცმაცებული გამხმარი პარკი და ძალიან დაბალ ცეცხლზე ადუღოთ 2-3 საათის განმავლობაში. გააცივოთ, გადაწუროთ და მიიღოთ ნახევარი ჭიქა დღეში 4-5 ჯერ.

                                                                 ნათელა სამხარაძე, საჩხერე

 

 

ნაწლავებმა კარგად რომ იმუშაონ

კარგი ჭამა-სმა ყველას გვიყვარს, მაგრამ ამის შემდეგ ნაწლავებს რა ემართება, ამაზე არავინ ფიქრობს. ერთ დროს მეც დიდი გურმანი ვიყავი. ჭამა-სმის სიყვარულმა ჩემს ნაწლავებს სულ რამდენიმე წელიწადში დაატყო კვალი - საშინლად გააზარმაცა. რა არ ვცადე, ოყნას ხომ ნუღარ იკითხავთ, მაგრამ საშველი მანამდე არ დამადგა, ვიდრე კვების ნირი და რეჟიმი არ შევცვალე. ახლა დილაობით 10-15 წუთის განმავლობაში ვვარჯიშობ, შემდეგ უზმოზე ვსვამ 1 ჭიქა თბილ წყალს, რომელშიც 2 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი და 1 ჩაის კოვზი თაფლია გახსნილი. ნახევარი საათის შემდეგ მსუბუქად ვსაუზმობ. გარდა ამისა, დილით, ადგომამდე, საწოლშივე ვიკეთებ მუცლის მასაჟს: საათის ისრის მიმართულებით წრიული მოძრაობით 20-30-ჯერ ვიზელ ნაწლავებს და ამით მათ უვარგისი ნარჩენების დაუყოვნებლივ მოცილებისკენ ვუბიძგებ. უკვე რამდენიმე წელია, ასე ვიწყებ ყოველ დღეს და, მერწმუნეთ, ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ დამჭირვებია ის საზიზღარი ოყნა, რომლის გარეშეც ოდესღაც ერთ კვირასაც კი ვერ ვძლებდი.

                                                                                     ნინელი, ფოთი

 

ღვიძლი გაწუხებთ? - ეძებეთ შვრია!

მსურს, "ოჯახის მკურნალის" მკითხველთა სასარგებლო რჩევების ყულაბას კიდევ ერთი შევმატო. ჩემი რჩევა ღვიძლს შეეხება.
თუ გავითვალისწინებთ, როგორ ვშრომობთ და ვიკვებებით, ადვილი მისახვედრი გახდება, რა ჯაფა ადგას საბრალო ღვიძლს. თუ გსურთ, ამ სასიცოცხლოდ აუცილებელმა ორგანომ გამართულად იმუშაოს, ნუ დაიზარებთ და როგორც კი ღვიძლის დაზიანების პირველ ნიშნებს: მარჯვენა ფერდქვეშ ტკივილსა და სიმძიმის შეგრძნებას - შეამჩნევთ, ეს ნახარში მოამზადეთ:
აიღეთ 2 სადილის კოვზი შვრია და კარგად გარეცხეთ, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და 10 წუთის განმავლობაში ხარშეთ დაბალ ცეცხლზე. გადაწურეთ და მიიღეთ თბილ-თბილი, 1/3 ჭიქა. დალევამდე ნაყენს ჭიქაში დაამატეთ 15 წვეთი კალენდულა, რომელიც მზა სახით იყიდება აფთიაქში.
გადაწურული შვრია კვლავ ცეცხლზე უნდა შემოდგათ, დაამატოთ წყალი და კიდევ ნახევარ საათს ხარშოთ. შემდეგ 2 საათს გააჩეროთ, გადაწუროთ და მიიღოთ 1/4 ჭიქა სადილის წინ.
შეღავათს მალე იგრძნობთ და დარწმუნდებით, რომ ხალხური მედიცინა უდიდესი საგანძურია.

                                                                           თინა მაისურაძე, გორი



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად