ფსორიაზი უმალ უკან იხევს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები - ვუმკურნალოთ ნევროზს, დისბაქტერიოზს, ფსორიაზს და სხვა პრობლემებს

ნევროზი ვეღარაფერს დაგაკლებთ

27 წლის მამაკაცი ვარ. თავადაც არ ვიცი, ნევროზმა როდის დამრია ხელი.

სოფლად ვცხოვრობ და როდესაც ვინმეს ჩემი მდგომარეობის შესახებ ვუამბობდი, გაკვირვებას ვერ მალავდნენ, სოფლელ კაცს ნევროზი როგორ მოგერიაო. არადა როგორც კი ავღელდებოდი, ხელების კანკალს ვინ ჩივის, ენაც კი მიკანკალებდა. დიდი ძიების შემდეგ მივაგენი ამ საშუალებას და მინდა, ის სხვებსაც ვასწავლო:

  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი კუნელის დანაყილი ნაყოფი და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. შეფუთეთ და გააჩერეთ 2 საათი, შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამის წინ.

კუნელისგან ნერვების დამაწყნარებელი მეორე საშუალებაც მზადდება:

  • აურიეთ ერთმანეთში წითელი კუნელის ყვავილი და ნაყოფი, 2 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 3 ჩაის ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ თერმოსში 2 საათის განმავლობაში. სვით ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ხეჭრელამ მრავალწლიანი ტანჯვისგან მიხსნა

ქრონიკულმა დისბაქტერიოზმა, რომელიც ბავშვობიდან მაწუხებდა, მოწიფულ ასაკში სერიოზული პრობლემები შემიქმნა. ჩემს ნაწლავებს დაუხმარებლად მოქმედება ფაქტობრივად არ შეეძლოთ. რა აღარ ვცადე... თავიდან თითქოს მშველოდა, მერე კი ორგანიზმი ეჩვეოდა და ახალი საშუალების ძებნას ვიწყებდი. ამ გასაჭირში მყოფმა აღმოვაჩინე ხეჭრელას ჩაის რეცეპტი, რომელიც ასე მზადდება:

  • აიღეთ 50 გრამი ხეჭრელას დაქუცმაცებული ქერქი და დაასხით 50 მლ 30%-იანი სპირტი, დააყენეთ 5-6 დღე, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 20-40 წვეთი ჭამამდე დღეში ერთხელ. მოქმედება ნაყენის მიღებიდან 8-10 საათის შემდეგ იწყება.

გასწავლით მეორე რეცეპტსაც:

  • აიღეთ 3 წილი ხეჭრელას ქერქი, 2 წილი ჭინჭრის ფოთოლი და 1 წილი ფარსმანდუკის ბალახი, ამ მცენარეთა 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩ. ჭ. მდუღარე, ადუღეთ 15 წუთი, გააცივეთ და მიიღეთ 1/2 ჩაის ჭიქა ძილის წინ. კარგია როგორც ქრონიკული შეკრულობის, ასევე კოლიტისა და ენტეროკოლიტის დროს.

ხეჭრელას დიდხანს მიღება არ შეიძლება ორსულთათვის. ამასთანავე, სხვა საშუალებათა მსგავსად, შეჩვევას იწვევს, ამიტომ 1 თვის შემდეგ სასურველია სხვა წამლით შეცვალოთ.


თუ ზამთარმა გამოგფიტათ

ზამთრის შემდეგ დაღლილობას, გამოფიტვასა და ენერგიის ნაკლებობას ბევრი უჩივის. ზოგს მუშაობა აღარც კი შეუძლია. ასეთი რამ ყოველ გაზაფხულზე თავად მემართება, მდგომარეობიდან გამოსვლაში კი ეს საშუალებები მეხმარება:

  • 1 სუფრის კოვზ ბაბუაწვერას დაქუცმაცებულ ფესვს, ღეროსა და ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, ადუღეთ 15 წუთი, გააცივეთ და გადაწურეთ. სვით 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამამდე, დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში.
  • აიღეთ 1 სადილის კოვზი ბაბუაწვერას ფესვი და დაასხით 1 ჩაის ჭიქა არაყი ან სპირტი, გააჩერეთ 2 კვირა, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 30 წვეთი წყალთან ერთად დღეში 3-ჯერ, ჭამამდე.
  • კარგია კაკლის ფოთოლთა ნაყენიც: 10 გრამ კაკლის მშრალ ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, ადუღეთ 15 წუთი, გააცივეთ და გადაწურეთ. მიიღეთ 1 სადილის კოვზი 3-ჯერ დღეში.
  • 2 სუფრის კოვზ გამომშრალ, დაქუცმაცებულ ნიახურს (ფოთოლს) დაასხით 1 ჩაის ჭიქა ანადუღარი წყალი, გააჩერეთ 2 საათი და გადაწურეთ. მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ.

რევმატიზმის აღარ მეშინია

პატარაობისას ხშირად მქონდა ანგინა. თანდათან ნუშურების ანთება რევმატიზმში გადაიზარდა. სახსრების ტკივილი ზოგჯერ ისეთი ძალით მიტევდა, ახალგაზრდა ქალი საწოლიდან წამოდგომასაც ვერ ვახერხებდი, რამის კეთებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. რამდენჯერმე ჩავიტარე ანტირევმატული მკურნალობა. ტკივილები და დისკომფორტის შეგრძნება თითქოს ქრებოდა, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ თავიდან იწყებოდა. რამდენიმე წლის განმავლობაში ხან რომელ წამალს ვიღებდი, ხან რომელს. ბოლოს დედაჩემის ძველი ჩანაწერების თვალიერებას მოვყევი და საკმაოდ ეფექტურ წამალს მივაგენი. ახლა დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ რევმატულ ტკივილებს ისე არაფერი შველის, როგორც ნიახურის ფესვების წვენი.

  • აიღეთ 1 სადილის კოვზი ახალდაქუცმაცებული ნიახურის ფესვი, დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და 4 საათით შეფუთეთ. შემდეგ გადაწურეთ და სვით 2 სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

შეგიძლიათ, ნაყენი ცივ წყალზეც მოამზადოთ, ოღონდ უნდა სვათ მეოთხედი ჭიქა, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე.

ფსორიაზს ასე ვათვინიერებ

როდესაც 30 წლისას ექიმებმა ფსორიაზის დიაგნოზი დამისვეს, სასიკვდილო განაჩენივით მივიღე, რადგან ვიცოდი, რომ ამ ვერაგი დაავადებისგან თავის დაღწევის საშუალება მედიცინას არ გააჩნდა. ბედს შევეგუე და ხალხურ საშუალებებს შორის დავიწყე წამლის ძებნა. თქვენ წარმოიდგინეთ, ვიპოვე კიდეც... უკვე 57 წლის ვარ. როგორც კი გამონაყარი გამიჩნდება, მაშინვე ამ საშუალებას მივმართავ და ფსორიაზიც უმალ უკან იხევს.

  • აიღეთ 100 გრამი მოცვი (ნაყოფი) და დაასხით 500 მლ წყალი, შედგით ნელ ცეცხლზე და წამოადუღეთ. 5-წუთიანი დუღილის შემდეგ გადმოდგით და შეფუთეთ, 5-7 საათის შემდეგ გადაწურეთ. ფსორიაზული გამონაყარის გამწვავებისას ნახარშში დოლბანდი დაასველეთ და დილა-საღამოს დაიდეთ დაზიანებულ ადგილას.

თამბაქოსთვის თავის დანებებაში ევკალიპტი დაგეხმარებათ

თამბაქოს წევა ყმაწვილბიჭობაში დავიწყე. ვიდრე ახალგაზრდა ვიყავი და ძალ-ღონე მერჩოდა, მის ზიანს არად დაგიდევდით, მაგრამ როცა 42 წლისა გავცივდი და პნევმონია დამემართა, მივხვდი, თუ სიგარეტს თავს არ დავანებებდი, ჩემი საქმე ცუდად იქნებოდა. ჯერ სპეციალური აბების სმა ვცადე, მაგრამ მოწევის სურვილი თავს მაინც არ მანებებდა. ბოლოს ისევ მრავალნაცად ხალხურ მედიცინას მივადექი და მანაც იმედი არ გამიცრუა. საჭიროა ევკალიპტის ფოთლების ნაყენი, რომელიც ასე უნდა მოამზადოთ:

  • 1 სადილის კოვზ ევკალიპტის ფოთოლს უნდა დაასხათ 2 ჭიქა მდუღარე, გააჩეროთ 1 საათი, გაწუროთ, დაუმატოთ 1 სადილის კოვზი თაფლი და 1 სადილის კოვზი გლიცერინი.

უნდა მიიღოთ 1/4-1/4ჭიქა დღეში 5-6-ჯერ 3-4კვირის განმავლობაში. მკურნალობის პირველ სამ დღეს არ შეიძლება მარილიანის, ხორცეულისა და შაშხის მიღება. რამდენჯერაც სიგარეტის მოწევა მოგინდებათ, პირში სოდიანი წყალი (1 სადილის კოვზი საჭმელი სოდა 1 ჭიქა წყალზე) გამოივლეთ.


როგორ მოვუაროთ კანს

დიდ კოსმეტოლოგობას ვერ დავიჩემებ, მაგრამ მცირე ცოდნა და გამოცდილება ბებიამაც გადმომცა და თავადაც დავაგროვე. დღეს კოსმეტიკური საშუალებებით ვერავის გააკვირვებ... კანის მოვლას ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი, ამიტომ სახეზე ისეთ რამეს ვერ წავისვამ, რის შემადგენლობაზეც არაფერი ვიცი. მე სილამაზის ჩემეული რეცეპტები მაქვს, რომლებსაც აქტიურად ვიყენებ. მინდა, თქვენს მკითხველს ხილის ლოსიონის რეცეპტი ვასწავლო. დარწმუნებული ვარ, ზაფხულში სიამოვნებით მოამზადებენ და წარმატებითაც მოიხმარენ.

  • აიღეთ 2 სუფრის კოვზი მარწყვი, 1 სუფრის კოვზი ჟოლო და 1 სუფრის კოვზი შავი მოცხარი, აურიეთ ერთმანეთში და დაასხით 300 გრამი არაყი. 10 დღით ბნელ, გრილ ადგილას დადგით, შემდეგ გადაწურეთ და სახის გასაწმენდად გამოიყენეთ.Aგამოდგება როგორც ნორმალური, ასევე ცხიმიანი კანისთვის. გამოყენების წინ შეიძლება ანადუღარი წყლით განვაზაოთ. მშრალი კანის პატრონებს კი მის გამოყენებას არ ვურჩევ, რადგან სახის კანს აშრობს.

ქრონიკულ გასტრიტს უმი კარტოფილი უხდება

დიდი ხანია, მაწუხებს კუჭ-ნაწლავი. მთავარი უბედურება ის არის, რომ კვების რეჟიმის მოწესრიგებას ვერაფრით ვახერხებ, ისეთი სამუშაო მაქვს, ხშირად მიხდება ფეხზე წახემსება, რა თქმა უნდა, მშრალი საკვებით, რაც ჩემს ჯანმრთელობაზეც აისახება. რამდენიმე ხნის წინ მეგობარმა მირჩია, უმი კარტოფილის წვენი მესვა. ვსინჯე და აღმოვაჩინე, რომ მართლა უებარი საშუალება ყოფილა ქრონიკული გასტრიტის გამწვავების პროფილაქტიკისთვის.

  • რეცეპტი ასეთია: დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე, მიიღეთ 1/4 ჭიქა უმი კარტოფილის წვენი. 2-3 კვირის შემდეგ გულძმარვა აღარ შეგაწუხებთ. ამის შემდეგ მკურნალობა გნებავთ შეწყვიტეთ, გნებავთ გააგრძელეთ კუჭის მოქმედების რეგულაციისთვის, ოღონდ წვენი უკვე დღეში 2-ჯერ უნდა მიიღოთ.

ანემიის დროს გიშველით

ძალზე გადატვირთული სამუშაო გრაფიკი მაქვს. ხშირად ოფისში გვიან ღამემდე მიწევს დარჩენა. რამდენიმე თვის განმავლობაში ასეთი რეჟიმით მუშაობამ სიქა გამაცალა. დავსუსტდი, ადვილად ვიღლებოდი, ქოშინი მივარდებოდა, ჰაერი არ მყოფნიდა. შემეშინდა და პოლიკლინიკაში წავედი. ჩამიტარეს გამოკვლევა - აღმომაჩნდა დაბალი ჰემოგლობინი. ცხადია, დამინიშნეს მკურნალობაც. ტრადიციული მედიცინის მიღწევებსა და მკურნალობის მეთოდებში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ მკურნალობის პარალელურად შინაური წამალი მაინც მივიღე - ამბობენ, ძალიან მარგებელიაო. მალე რომ მოვმჯობინდი, მისი დამსახურებაც მგონია.

  • აიღეთ 150 მლ ალოეს ახალგამოწურული წვენი, შეურიეთ 250 გრამი ნატურალური თაფლი და 350 მლ შავი ღვინო. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

ჰიპერტონიას ძახველის ნაყენი შველის

ერთი წლის წინ ოპერაცია გავიკეთე - საშვილოსნო და საკვერცხეები მთლიანად ამომიღეს. რამდენიმე თვეში დამეწყო თავის ტკივილები. მიზეზი წნევა აღმოჩნდა. მეგობარმა მირჩია, წამალი ხალხურ მედიცინაში მომეძებნა. დავიწყე ძებნა და მივაგენი კიდეც - ეს წამალი ძახველი აღმოჩნდა.

  • აიღეთ 10 გრამი ძახველი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ სარქველი და მოათავსეთ წყლის აბაზანაში 15 წუთით. გააცივეთ, გადაწურეთ, დარჩენილი მასაც გამოწურეთ და ნახარში ანადუღარი წყლით 1 ჩაის ჭიქამდე შეავსეთ. მიიღეთ 1/3 ჩაის ჭიქა დღეში 3-4-ჯერ. ორ დღეზე მეტხანს არ შეინახოთ.

ამ რამდენიმე წლის წინ დამეწყო ტკივილები კისრის არეში, მერე თავის ტკივილებიც დაერთო. ვიზომავდი წნევას - ნორმალური მქონდა. მივედი ექიმთან და კისრის ოსტეოქონდროზის დიაგნოზი დამისვა. ერთხანს წამლებსაც ვიღებდი, მაგრამ კუჭი გამიღიზიანა, ამიტომ გადავწყვიტე, ხალხური საშუალებები მეცადა. აი იმ წამლის რეცეპტი, რომელიც ყველაზე მეტად მომიხდა:


ბოლოკი ოსტეოქონდროზის წამალია

  • აიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა ბოლოკის წვენი, დაუმატეთ 1 ჩაის ჭიქა ნატურალური თაფლი, ნახევარი ჩაის ჭიქა არაყი, 1 სუფრის კოვზი მარილი, ეს ყველაფერი კარგად აურიეთ. მიიღეთ 100 გრამი ნარევი ძილის წინ. შეგიძლიათ, ადგილობრივადაც გამოიყენოთ - მტკივან ადგილას შეიზილოთ.

თუ დაბალ წნევას უჩივით

რამდენიმე წელია, მაწუხებს დაბალი წნევა, განსაკუთრებით გადაღლილობისას და დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ. მედიკამენტების მუდმივად სმა არ მინდა, ამიტომ შევიმუშავე დაბალი წნევის სამკურნალო ჩემეული მეთოდი, რომელსაც დიდი სიამოვნებით გავუზიარებ სხვებსაც:

  • აიღეთ 50 გრამი ყავის მარცვალი, მოხალეთ და დაფქვით, დაუმატეთ 0,5 კგ თაფლი, 1 ცალი ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ. მიიღეთ 1 ჩაის კოვზი ჭამიდან 2 საათის შემდეგ. შეინახეთ მაცივარში.

თმას კვებავს და ამაგრებს...

ბავშვობიდან სუსტი და თხელი თმა მაქვს, მშობიარობის შემდეგ კი თმის ცვენაც დამეწყო. ბოლო ხანს მიხდება შეღებვაც. თმის საკვებად და გასამაგრებლად კი ამ ნარევს ვიყენებ:

  • აიღეთ 3 სუფრის კოვზი უცხიმო კეფირი და გვირილის ნაყენი (2 სუფრის კოვზ გვირილის ყვავილს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი), აურიეთ, წაისვით სუფთა თმაზე, შეიზილეთ თმის ძირებშიც, დაიხურეთ პოლიეთილენის პაკეტი და 20 წუთი გაიჩერეთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და უკეთესი ეფექტის მისაღებად გადაივლეთ გვირილის სუსტი ნაყენი (1 სუფრის კოვზ გვირილის ყვავილს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი).

კლიმაქსს კუნელის ნაყენი შეგიმსუბუქებთ

ორი წლის წინ დამეწყო კლიმაქსური მოვლენები: თავბრუხვევა, სულის ხუთვა და გულის ფრიალი, ქოშინი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ფილტვები სუნთქვისას ჰაერით ვერ ივსებოდა. ნერვებიც გამიფუჭდა... მეგობარმა, რომელსაც იგივე გასაჭირი ჩემზე ადრე გადაეტანა, მირჩია, კუნელის ნაყენი მიმეღო, რომელიც ასე მზადდება:

  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი გამხმარი წითელი კუნელი (ნაყოფი), დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 2 საათით სითბოში დადგით. შემდეგ კარგად გადაწურეთ. მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.