ტკივილებმა და ხველამ მალე გამიარა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

* აიღეთ 1 სუფრის კოვზი კუნელის ყვავილი, 1 სუფრის კოვზი ფითრი, 1 სუფრის კოვზი შვიტა, 1 სუფრის კოვზი გველის სურო, 2 სუფრის კოვზი ფარსმანდუკი, 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ წყლის აბაზანაში 15 წუთი, შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ თბილი, 1/4 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ. ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის უნდა ჩაიტაროთ თვენახევრიანი კურსი შემოდგომასა და გაზაფხულზე. მე ამ ნაყენის მიღების შემდეგ თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ.

შინაური წამალი ფილტვებისთვის

დღეს აფთიაქში ყველანაირი წამალი იყიდება და არც არავინ გეკითხება, ექიმმა დაგინიშნა თუ არა. მე ეს მართებულად არ მიმაჩნია - განა ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელიც თვითმკურნალობას ეწევა და ამით ორგანიზმს უფრე მეტად ვნებს? პირადად ჩემთვის მცენარეებითა და ბუნებრივი საშუალებებით მკურნალობა უფრო მისაღებია. ისინი მსუბუქადაც მოქმედებენ და გვერდითი მოვლენებიც, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, არ აქვთ, თუმცა ზომიერება მაინც საჭიროა.

ამ ცოტა ხნის წინ ფილტვების ანთება დამემართა. ვიმკურნალე, მაგრამ შემაწუხებელი ხველა და ზურგის ტკივილი დამრჩა. ექიმმა ფიზიოპროცედურები დამინიშნა. მე კი გადავშალე ხალხური მედიცინის კრებულები და ფილტვების ანთების დროს გამოსაყენებელი მალამოს რეცეპტი აღმოვაჩინე.

* აურიეთ ერთმანეთში 40გ (7 ჩაის კოვზი) შავი პილპილი, 40გ (2 სუფრის კოვზი) დაფქული ქინძის თესლი, 30გ (1 სუფრის კოვზი) სუფრის მარილი, დაუმატეთ ცოტაოდენი ანადუღარი ცხელი (და არა მდუღარე) წყალი და კარგად გახსენით. საღამოობით წაისვით ეს მალამო ბეჭების ქვემოთ, მთელ ზურგზე, და თბილად შეიხვიეთ. პროცედურა უნდა ჩაიტაროთ ყოველდღე სრულ გამოჯანმრთელებამდე.

ამ მალამოს წყალობით ტკივილებმა და ხველამ მალე გამიარა. მოგვიანებით ეს რეცეპტი კიდევ რამდენიმეჯერ გამოვიყენე ხველის საწინააღმდეგოდ და არცთუ უშედეგოდ. მოხარული ვიქნები, თუ სხვებსაც გამოადგებათ.


გულძმარვას პიტნისა და კრაზანას ნაყენი აცხრობს

ხშირად მაწუხებდა გულძმარვა. კარგა ხანს შვებისთვის მინერალურ ან სოდიან წყალს ვსვამდი, მაგრამ რამდენიმე საათს თუ მშველოდა... ბოლოს ხალხური მედიცინის შესწავლას მივყავი ხელი და კუჭის მჟავიანობის დამწევი საშუალებების ძებნა შინაურ წამლებს შორის დავიწყე. მრავალი რეცეპტი ვსინჯე, მაგრამ მხოლოდ ერთი მომიხდა. გაგაცნობთ ამ რეცეპტს:

* აურიეთ ერთმანეთში 1 სუფრის კოვზი პიტნა, 1 სუფრის კოვზი კამა, 2 სუფრის კოვზი კრაზანა (ეს ყველაფერი გამომშრალი და დაქუცმაცებული უნდა იყოს), 2 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, 2 საათს გააჩერეთ, გაფილტრეთ და სვით მთელი დღის განმავლობაში, თითო ჯერზე - 1-2 სუფრის კოვზი.

მე ამ ნაყენს ჭამის წინ ვიღებ, მაგრამ მომხდარა ისეც, რომ ჭამის შემდეგ მიმიღია და ამით არაფერი დაშავებულა.

როგორ ავიცილოთ თავიდან პროსტატის დაავადებები

გამოცდილებით ვიცი, როგორ ეშინიათ მამაკაცებს წინამდებარე ჯირკვლის დაავადებებისა. მამაჩემმა მასწავლა, როგორ მოვიქცე ამ ავადმყოფობისგან თავის დასაცავად. ერთი თვის განმავლობაში, ზოგჯერ - ცოტა მეტხანსაც, ყოველდღე ვსვამ ხახვის ფურცლის ნახარშს. ხახვის ფურცელი ორგანიზმს წიდისა და მავნე ნივთიერებებისგან წმენდს.

* აადუღეთ მომინანქრებულ ჭურჭელში 1/2 ლ წყალი და ჩაყარეთ მასში 1/2 ჭიქა ცივი წყლით გარეცხილი ხახვის ფურცელი. 5 წუთი ადუღეთ, შემდეგ 1 საათით დააყენეთ. მიიღეთ 50-50 გ ჭამამდე 1/2 საათით ადრე.

საჭიროების შემთხვევაში ათდღიანი შესვენების შემდეგ კურსი გაიმეორეთ.

ცხოვრება კლიმაქსის გარეშე

ქალის მძიმე ხვედრზე პირველად მაშინ დავფიქრდი, როცა 45 წელს გადავაბიჯე და კლიმაქსი დამეწყო. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ნორმალური, ფიზიოლოგიური, ბუნებრივი და ამიტომ არც ისე ძნელად გადასატანი მდგომარეობა იყო, მაგრამ ფაქტის წინაშე რომ დავდექი, ამაში ეჭვი შემეპარა. თანამედროვე მედიცინა კლიმაქსის შესამსუბუქებლად არაჩვეულებრივ საშუალებებს ფლობს, მაგრამ ჩემთვის ჰორმონული პრეპარატების მიღება არაფრით არ შეიძლება, რადგან ღვიძლი მაქვს დაზიანებული - ბავშვობაში ბ ჰეპატიტი გადავიტანე და ექიმებმა გამაფრთხილეს, რომ წამლების მიღებისას მთელი სიცოცხლე დიდი სიფრთხილე უნდა გამომეჩინა. ამ დროს ხალხური მედიცინა გამახსენდა - ძველად ხომ ამ მდგომარეობას ქიმიური პრეპარატების გარეშეც უმკლავდებოდნენ. დედასაც ვკითხე, როგორ ართმევდა თავს ამ სიტუაციას - თურმე ჩვეულებრივ თევზის ქონს სვამდა. შევიძინე თევზის ქონის კაფსულები და დავიწყე სმა. ამასთანავე, გამიგონია, რომ ვინც თევზის ქონს სვამს, დიდხანს ინარჩუნებს ჯანმრთელობას, ახალგაზრდულ კანს და ნათელ გონებას, ნაკლები აქვს გულ-სისხლძარღვთა დაავადებისა და ჰიპერტონიის რისკი.

* მენსტრუალური ციკლის მოწესრიგებაში გვირილის ნაყენი დამეხმარა:

1 სუფრის კოვზ გამხმარ, დაქუცმაცებულ გვირილას დაასხით 20 სუფრის კოვზი მდუღარე წყალი, წამოადუღეთ, გაფილტრეთ და მიიღეთ მენსტრუაციებს შორის შვიდი დღის განმავლობაში თბილ-თბილი, 1/3 ჭიქა დღეში 2-3-ჯერ.

* ძლიერი სისხლდენების დროს მშველოდა ჩვეულებრივი ღოლო: 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ მცენარეს დაასხით 1 ჭიქა წყალი, 15 წუთი ადუღეთ, 2 საათით გააჩერეთ, შემდეგ გადადუღებული წყლით საწყის მოცულობამდე შეავსეთ და მიიღეთ მენსტრუაციის დროს თითო სუფრის კოვზი დღეში 3-5-ჯერ.

* საკმაოდ ეფექტური საშუალება აღმოჩნდა კოთხუჯის ფესვიც: ძალიან წვრილად უნდა გახეხოთ და მიიღოთ დანის წვერით დღეში 5-6-ჯერ, მიაყოლოთ თაფლიანი წყალი (1 ჩაის კოვზი თაფლი 1/2 ჭიქა თბილ ანადუღარ წყალზე).

* ძალიან გამიჭირდა მოუსვენრობისა და შიშების გადალახვა. ამაში დამეხმარა შემდეგი ნარევი: 4 სუფრის კოვზი კრაზანა, 5 სუფრის კოვზი სვია, 5 სუფრის კოვზი მინდვრის ნემსა და 5 სუფრის კოვზი ბარამბო. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 250 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1/2 საათი, გაფილტრეთ და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ.

* გულისმხრივ მოვლენებს იოლად ხსნის კუნელის ნაყენი, რომელიც მზა სახით იყიდება აფთიაქებში. როგორც კი გული შემაწუხებდა, 40 წვეთ ნაყენს ვსვამდი.

ცნობილია, რომ კლიმაქსთან ერთად იმატებს ოსტეოპოროზის განვითარების საფრთხეც, მაგრამ ვიდრე ძვლები აქტიურად არის დატვირთული, არაფრის არ უნდა გეშინოდეს. მე სპორტს არ მივდევ, მაგრამ ყოველ დილით ვვარჯიშობ, ბევრს დავდივარ ფეხით, სახლში მე-8 სართულზე ულიფტოდ ავდივარ. ამასთანავე რეგულარულად ვიღებ სოფლის კვერცხის ნაჭუჭს: გარეცხეთ, გადაავლეთ მდუღარე წყალი, კარგად რომ გაშრება, მოაცალეთ აპკი, კარგად დაფქვით და მიიღეთ დღეში 3-ჯერ დანის წვერით. მიღებამდე დააწვეთეთ 1 წვეთი ლიმონი.


ვაშლის სამკურნალო თვისებები

ხალხურ მედიცინაში ვაშლს მრავალი დაავადების სამკურნალოდ იყენებენ.

* გახეხილი ვაშლის საფენები აცხრობს კანის ანთებას, აშუშებს დამწვრობას, მოყინულობას, ძნელად შეხორცებად წყლულებს.

* ყელის ანთებისას აიღეთ გახეხილი ვაშლი და ხახვი, ამდენივე თაფლი, ერთმანეთში აურიეთ და მიიღეთ 2-3 ჩაის კოვზი დღეში 2-3-ჯერ.

* გახეხილი ვაშლის გამონაწური შეიზილეთ თავის კანში - უხდება თავის ტკივილს.

* ხველებისა და ხმის ჩახლეჩისას სამი ცალი გაუფცქვნელი ვაშლი დაჭერით, დაასხით ერთი ლიტრი წყალი და ნახევარი საათი ადუღეთ. მიიღეთ თბილ-თბილი, დღეში 2-3 ჭიქა.

* გაციებისა და გრიპის დროს ვაშლი გახეხეთ, თხლად გადაუსვით ორკეც დოლბანდს და ტემპერატურის დასაწევად შუბლზე დაიდეთ.

* გასტრიტის დროს გათალეთ ორი ცალი მწვანე ჯიშის ვაშლი, ამოაჭერით გული, გახეხეთ და დილით ადრე მიიღეთ. ვაშლის მიღებამდე და მისი მიღების შემდეგ 4-5 საათის განმავლობაში ნურც დალევთ რამეს და ნურც შეჭამთ.

მკურნალობა ტარდება შემდეგი სქემით: პირველ თვეს – ყოველდღე; მეორე თვეს – კვირაში 2-3-ჯერ, მესამე თვეს - კვირაში ერთხელ.

* ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს 0,5 ლ ვაშლის წვენი გახსენით 75 გრამ თაფლში და მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.

* ვაშლის ქერქის ჩაი ამშვიდებს ნერვებს, ამცირებს ხველას და ყელის ჩახეხვის შეგრძნებას, ებრძვის ჭარბ წონას და სიმსუქნეს, აქვს შარდმდენი ეფექტი.

* ვაშლის ქერქი გაახმეთ და დააქუცმაცეთ. 1 ს. კ-ს დაასხით 1 ჭიქა ანადუღარი წყალი და ჩაისავით დააყენეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 5-6 ჯერ.

* ტერფებზე ნახეთქების მოსაშორებლად ვაშლი წვრილად დაჭერით, ხარშეთ ცოტაოდენ რძეში ფაფად ქცევამდე, გააგრილეთ, სქლად დაიდეთ ნახეთქზე, დაიფარეთ დოლბანდი და 30 წუთით გაიჩერეთ.

* მეჭეჭების მოსაშორებლად კანი დაიზილეთ ახალგაჭრილი ვაშლის კიდით 3-4 წუთის განმავლობაში დღეში 5-6-ჯერ, ერთი თვე.

როგორ ვუშველოთ ხველას

ჩემი უფროსი ბიჭუნა ხშირად ცივდებოდა, მაშინვე ხველა უვარდებოდა და საშინელ ბრონქიტში გადაეზრდებოდა ხოლმე. ამდენ წამალს ან რა ჯიბე აუვიდოდა, ან რა ჯანმრთელობა... იძულებული გავხდი, ხალხური საშუალებების ძებნა დამეწყო და რამდენიმე ეფექტურ რეცეპტს მართლაც მივაგენი. იქნებ სხვებსაც გამოადგეთ:

* აიღეთ 2 სუფრის კოვზი ახალი კარაქი, 2 კვერცხის გული, ერთი ჩაის კოვზი ხორბლის ფქვილი და 2 ჩაის კოვზი სუფთა თაფლი, ერთმანეთში კარგად აურიეთ და მიიღეთ დღეში რამდენჯერმე თითო ჩაის კოვზი.

* აიღეთ 1 წილი თალგამის ან სტაფილოს წვენი, დაამატეთ 1 წილი რძე ან თაფლი და კარგად აურიეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 6-ჯერ.

* ნახველის გასათხიერებლად და ამოსახველებლად ძალიან კარგია წითელი მოცვის სიროფი თაფლით.

* კარგია გოგლი-მოგლიც: კვერცხის გულებს კარგად შეათქვიფეთ შაქარი და დაუმატეთ ცოტაოდენი კონიაკი. მიეცით ბავშვს უზმოზე, დღეში რამდენჯერმე.

* გახანგრძლივებული მკერდისმიერი ხველის დროს მკერდი დაიზილეთ მაუდის მშრალი ნაჭრით, შემდეგ კანში კარგად შეიზილეთ ღორის მუცლის ქონი ან გამდნარი ნაღების კარაქი. თუ გაქვთ, დაამატეთ ცაცხვის ზეთიც.

* აიღეთ ჭვავი, შვრია, ქერი ან ვარდკაჭაჭა და გარჩეული მწარე ნუში, დაფქვით, ყავასავით მოადუღეთ და დალიეთ. შეგიძლიათ, ცხელი რძეც დაამატოთ.

* ძალიან კარგია მოდუღებული, შაქარ ან თაფლგარეული თალგამის წვენიც.


შეუკავებელი სლოკინის წინააღმდეგ

ბებიაჩემი წლების განმავლობაში საკუთარი მეთოდებით, მხოლოდ ბალახეული საშუალებებით მკურნალობდა ახლობლებს. მინდა, შემოგთავაზოთ მისი რამდენიმე რჩევა, რომლებიც სლოკინის დროს გამოგადგებათ:

* სლოკინს ადვილად შეიჩერებთ, თუ წყალს ჭიქის საპირისპირო მხრიდან მოსვამთ. ნიკაპი ჭიქაში ღრმად ჩაყავით, ოდნავ დაიხარეთ და კისერი რაც შეიძლება წინ წასწიეთ.

* დალიეთ რამდენიმე ჭიქა ცივი წყალი - ეს მეთოდი ხშირად აჩერებს სლოკინს.

* 2 წვეთი თეთრი ღანძილის სპირტიანი ნაყენი გახსენით 1 ჩაის კოვზ წყალში და დალიეთ. სლოკინი შეწყდება.

* ნახევარი ჩაის კოვზი მდოგვი აურიეთ 1 სუფრის კოვზ ძმარში და წაისვით ენის მესამედზე. ცხადია, არცთუ სასიამოვნო შეგრძნებაა, მაგრამ შედეგს უმალვე მიიღებთ. შემდეგ პირი თბილი წყლით გამოირეცხეთ.

მეთოდი არ გამოიყენოთ ბავშვებისა და ალერგიული ადამიანებისთვის.

* აადუღეთ ჭიქა წყალი და ჩაამატეთ 1 სუფრის კოვზი პიტნის წვენი. კიდევ წამოადუღეთ, გააცივეთ და დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი. მიიღეთ 2 სუფრის კოვზი დღეში სამჯერ.

რით ვუმკურნალოთ ბრონქულ ასთმას

ჩემი შვილი დაბადებიდან ბრონქული ასთმით არის დაავადებული. დედაჩემსაც ასთმა ჰქონდა. წამლების გარეშე ვერ ძლებდა. მათ სამკურნალოდ ხშირად ვიყენებდი ხალხურ რეცეპტებს. მინდა, ერთ-ერთი მათგანი გაგაცნოთ:

* მოკრიფეთ ზაფხულში წითელი სამყურას ყვავილი, გააშრეთ, მოხარშეთ და სვით. 1 სუფრის კოვზ სამყურას ყვავილს 2 ჩაის ჭიქა წყალი უნდა დაასხათ და 1-2 წუთის განმავლობაში ადუღოთ.

თავი გტკივათ?

ჩემი დედამთილი სულ თავის ტკივილს უჩიოდა, ხან წნევას იზომავდა, ხან ანალიზებს იკეთებდა. არა და არ დაადგა საშველი მის სატკივარს. ბოლოს მეზობელმა ექიმმა რამდენიმე ხალხური მეთოდი გვირჩია. მისი რჩევა ძალიან გამოგვადგა და ამჟამად, ღვთის წყალობით, ჩემი დედამთილი თავს კარგად გრძნობს. ამ რეცეპტებს თქვენც სიამოვნებით გასწავლით:

* ძლიერი თავის ტკივილის დროს ეფექტურია შავი მოცხარის ახალგამოწურული წვენი. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში სამჯერ.

* აიღეთ ერთი სუფრის კოვზი კრაზანა, დასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი, ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში და გაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში სამჯერ.

* შაკიკის დროს კარგია ორთქლის აბაზანები. აიღეთ თითო წილი ვაშლის ძმარი და წყალი, შედგით ცეცხლზე და წამოადუღეთ. თავი ქვაბზე დახარეთ და ორთქლი 75-ჯერ შეისუნთქეთ. ტკივილი ან გაქრება, ან იკლებს მაინც.

* 1 სუფრის კოვზ წითელ სამყურას დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი, დააყენეთ 30 წუთით და გაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა სამჯერ დღეში.

* შემაწუხებელი მფეთქავი ტკივილის დროს მიიღეთ 1 ჩაის კოვზი თაფლისა და 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმრის ნარევი.

* სისტემატური თავის ტკივილისას კარგია კარტოფილის ახალგამოწურული წვენი. მიიღეთ დღეში 1/4 ჭიქა.

* 1 ჩაის კოვზ კულმუხოს ფესვს დაასხით 1 ჭიქა ცივი წყალი, დააყენეთ 10 საათით, გაწურეთ და მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში ოთხჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.