სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

სამკურნალო წერილები

სამკურნალო წერილები

დამწვრობას კრაზანა და ჭინჭარი უხდება

ზამთარში დამწვრობა ისე ხშირდება, ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, შინ ყოველი შემთხვევისთვის ჩვენივე ხელით მომზადებული მალამო გვქონდეს, რათა დაშავებულს დროულად გავუწიოთ დახმარება.

. მალამოს მოსამზადებლად ჭინჭრის ფოთლების ნახარშს შეურიეთ 100 გრამი ნაძვის წიწვი, 100 გრამი ღორის მუცლის ქონი, 100 გრამი თაფლის სანთელი და ადუღეთ. დამწვარი ადგილი ჯერ კირიანი წყლით მობანეთ (1 სადილის კოვზი დამწვარი კირი 1 ლიტრ წყალზე), შემდეგ კი მალამოთი გაჟღენთილი საფენი დააფინეთ.


ეს მალამო მძიმე დამწვრობასაც კი 3-4 დაფენის შემდეგ აშუშებს.

. დამწვარი კანის სწრაფი აღდგენა

კრაზანას" target="_blank" href="/index.php?option=com_encyclopedia&task=search&term=%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%96%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A1&Itemid=351" >კრაზანას ყვავილებისგან მომზადებულ მალამოს შეუძლია: აიღეთ 1 სადილის კოვზი კრაზანას ყვავილი და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მზესუმზირას ზეთი, დააყენეთ 14 დღე, დროდადრო ურიეთ. კარგად უნდა აურიოთ ჭრილობაზე დადების წინაც. ეს მალამო კარგად აშუშებს კანის წყლულოვან დაავადებებსა და ჭრილობებს.


თმის ცვენას ჭინჭარი და ქაცვი აჩერებს
შარშან

უნივერსიტეტში ჩავაბარე. შესაძლოა, გონებრივი შრომისა და დაძაბულობის გამო, რომელიც აბიტურიენტობის პერიოდის განუყოფელი ნაწილია - თმამ ცვენა დამიწყო, თანაც ისე, რომ დანაკლისი რამდენიმე თვეში შესამჩნევი გახდა. დამეთანხმებით, 20 წლის ასაკში გამელოტების პერსპექტივა არავის ხიბლავს, ამიტომ თმის ცვენა ჩემს უმთავრეს პრობლემად იქცა. რამდენიმე ფარმაკოლოგიური საშუალების შემდეგ მრავალნაცად ხალხურ მეთოდებს მივადექი. რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ თმამ ცვენა შეწყვიტა და მეც შვებით ამოვისუნთქე. გთავაზობთ ამ რეცეპტებს:

. აიღეთ 1 სადილის კოვზი ჭინჭრის ფოთოლი და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 15 წუთით დააყენეთ და გაფილტრეთ. მიღებული ნახარში კვირაში ერთხელ თმაში შეიზილეთ.

ეს ნაყენი ჭარბ ცხიმიანობასაც უხდება - დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ცხიმიანობა საგრძნობლად იკლებს.

. 2 სადილის კოვზ ქაცვის ფოთოლსა და ნაყოფს დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 2-4 საათით დააყენეთ თავდახურულ ჭურჭელში და შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ დილა-საღამოს 150 გრამი ჭამამდე. პარალელურად ძილის წინ თმაშიც უნდა შეიზილოთ.




გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
კატეგორიის სხვა სტატიები
ევკალიპტის ყელის სავლები
შეხვდით მომზადებული გაციებისა და სურდოს სეზონს
გაღიზიანებულ კუჭს კარტოფილის წვენი დაგიამებთ
გაციება ხშირად მირთულდება ბრონქიტით.
სისხლძარღვების ათეროსკლეროზი მძიმე და სახიფათო მდგომარეობაა,
უსაფრთხო და მარტივად მოსამზადებელი ლოსიონი
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად