სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

* 40 თავ გაფცქვნილ ხახვს დაასხით მდუღარე წყალი, რომ დარბილდეს, შემდეგ მოშუშეთ 0,5 ლ ზეითუნის ზეთში და კარგად დასრისეთ. მიიღეთ ეს პიურე დილით, უზმოზე, და საღამოს თითო სუფრის კოვზი.

* 25 გ დაქუცმაცებულ იელსა და 10 გ ჭინჭრის ფოთოლს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, 8 საათით დააყენეთ და გაფილტრეთ. მიიღეთ 1 ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამის შემდეგ. სასარგებლოა ყივანახველის დროსაც - დაალევინეთ ბავშვებს 1 ჩ. კ. დღეში 3-ჯერ.

 

ჯანმრთელობისთვის ყირაზეც უნდა დადგე

ვენების ვარიკოზული გაგანიერება დღეს ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. მეგონა, მისი მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული გზით შეიძლებოდა, ცოტა ხნის წინ კი გავარკვიე, რომ მისგან თავის დაღწევა ოპერაციის გარეშეც შესაძლებელია, მთავარია, მკურნალობა დროულად დაიწყო, მაშინ, როდესაც პათოლოგიური პროცესი არც ისე ღრმაა. სასურველია, ვენების სიგანე კანის ზედაპირზე არ აღემატებოდეს 5 მმ-ს, ვენური კვანძების დიამეტრი კი 6-7 მმ-ს. გირჩევთ, მკურნალობა უძველესი, ნაცადი საშუალებით დაიწყოთ, რომელიც პირდაპირ ააქტიურებს ვენათა ფუნქციებს. ეს საშუალება თაფლისა და ნივრისგან მზადდება.

. აიღეთ 250 გრამი გარჩეული, გახეხილი ნიორი და დაასხით 350 გრამი თაფლი, კარგად აურიეთ და 1 კვირით დააყენეთ. მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 40 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 2 თვეა.

. ვენურ ტონუსს ზრდის სვიის გირჩების ნახარშიც: 1 სადილის კოვზ დაფშვნილ გირჩს უნდა დაასხათ 1 ჭიქა ადუღებული წყალი, ათბოთ წყლის აბაზანაში 5 წუთი და ჭამის წინ დალიოთ. დღეში 2 ჭიქა უნდა მიიღოთ.

სვიას სუსტი ძილის მომგვრელი თვისება აქვს, ამიტომ სასურველია, მეორე ულუფა ძილის წინ მიიღოთ. ამავე ნაყენში დასველებული დოლბანდი შეგიძლიათ გაფართოებულ ვენებზეც დაიდოთ.

 


 

 

კისტა ქირურგის დანის გარეშე მოვიშორე

59 წლის ვარ, ეკონომისტად ვმუშაობ. შრომისას წლები თითქოს არ გამძიმებენ, ცხოვრებას სხვა ხალისი აქვს. ასე გადიოდა ჩემი ცხოვრებაც, ვიდრე მარჯვენა საკვერცხეზე კისტა არ აღმომაჩნდა. თავიდანვე გადავწყვიტე, რომ ოპერაციას არ გავიკეთებდი, ამიტომ გინეკოლოგის მეთვალყურეობით გულმოდგინედ დავიწყე ხალხური საშუალებებით მკურნალობა. მართალია, ცოტა გამიხანგრძლივდა, მაგრამ ეფექტი აშკარაა - ორი წლის შემდეგ ულტრაბგერითმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ კისტა აღარ მაქვს. აი, ასე ვმკურნალობდი:

* I კურსი - ავიღე მცენარე ოქროს ულვაშის 12 მუხლი, დავასხი 0,5 ლ არაყი და 21 დღით სიბნელეში დავდგი. ყოველდღე ვანჯღრევდი. 21 დღის შემდეგ პირველ დღეს მივიღე 1 ჩაის კოვზი დღეში ორჯერ, მეორე დღეს - 1 ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ, მომდევნო დღეებში კი ვიღებდი 1 დესერტის კოვზს დილით, ჭამამდე 30 წუთით ადრე, და საღამოს, ძილის წინ.

ჭურჭელი 30 დღეში გამოვცალე, შემდეგ 10 დღე შევისვენე. მხოლოდ ამის შემდეგ გადავედი მეორე კურსზე.

* II კურსი - ავიღე ცოტაოდენი ოროვანდი, გავრეცხე, გავატარე ხორცსაკეპში, წვენი გამოვწურე და დავლიე, ასე ვატარებდი ყოველდღე, ვწურავდი და ვსვამდი. პირველ დღეს 1 ჩაის კოვზი მივიღე, მეორე დღიდან კი ვიღებდი თითო საჩაროზე კოვზს დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ამ კურსის ხანგრძლივობა 30 დღეა, შემდეგ 10 დღე ისევ უნდა შეისვენოთ და მესამე კურსი ჩაიტაროთ.

* III კურსი - 30 დღის განმავლობაში ისევ ოქროს ულვაშის ნაყენს ვსვამდი - დესერტის კოვზით დღეში ორჯერ.

3 კურსის შემდეგ ჩავიტარე ულტრაბგერითი გამოკვლევა და შევიტყვე, რომ კისტა დაპატარავებულიყო.

* IV კურსი - აფთიაქში შევიძინე იორდასალმის ნაყენი, რომელსაც ვსვამდი 30 დღის განმავლობაში, თითო ჩაის კოვზს დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

* V კურსი - პირველისა და მესამის მსგავსად, ვსვამდი ოქროს ულვაშის სპირტიან ნაყენს.

მთელ მკურნალობას დაახლოებით ნახევარი წელი მოვანდომე. 8 თვის შემდეგ კისტა აღარ მქონდა.

ახლა ყოველ წელს ვიტარებ ულტრაბგერით გამოკვლევას და ჯერჯერობით ყველაფერი რიგზე მაქვს.

 

კატარაქტა

კატარაქტა უმთავრესად მოხუცებულთა პრობლემაა, ოპერაცია კი საკმაოდ ძვირი ღირს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ხშირად მისი გაკეთება ორივე თვალზეა საჭირო, ნათელი გახდება, რომ ჩვეულებრივი პენსიონერი ამ ოპერაციას საკუთარი ხარჯით ვერასოდეს გაიკეთებს. როდესაც დედას კატარაქტის დიაგნოზი დაუსვეს, დავიწყე ამ სნეულების სამკურნალო მცენარეული რეცეპტების შეგროვება. საკმაოდ ბევრი დამიგროვდა. ზოგიერთი მათგანი ჩვენც გამოგვადგა და თქვენც სიამოვნებით გთავაზობთ, რათა ყველამ მისთვის მისაღები ამოირჩიოს.

* აიღეთ ვაშლი, ამოღრუტნეთ, ჩაასხით თაფლი, დააფარეთ თავისივე ნაჭერი, ორი საათის შემდეგ გადმოასხით თაფლისა და ვაშლის წვენის ნარევი და დილით ორი წვეთი დაავადებულ თვალში ჩაიწვეთეთ.

* კატარაქტის საწყის სტადიაზე შეგიძლიათ გამოიყენოთ ალოეს წვენი. მოაგროვეთ 2-4 წლის მცენარის ფოთლები, შეაწყვეთ მაცივარში, სიბნელეში, -4 - -80C ტემპერატურაზე, 12 დღე-ღამე გააჩერეთ, შემდეგ გამოიღეთ, გარეცხეთ ადუღებული წყლით და დაჭერით წვრილ, თხელ, 0,2-0,3 სმ სისქის ნაჭრებად, შეახვიეთ დოლბანდში და მაგრად გამოწურეთ. მიღებული წვენი გააზავეთ 1:10 პროპორციით და თვალში ჩაიწვეთეთ.

ორსულობისას, შარდის ბუშტის ანთებისა და სისხლდენისას ამ რეცეპტის გამოყენება არ შეიძლება.

* კატარაქტის საწინააღმდეგოდ ძალიან კარგია მწვანე ჩაი. სასურველია, დღეში რამდენიმე ფინჯანი დალიოთ.

* სამი თვის განმავლობაში დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ, უნდა დალიოთ ნახევარი ჭიქა სტაფილოსა და ოხრახუშის წვენების ნარევი (3:1). ოხრახუშის წვენის ნაცვლად შეგიძლიათ დროდადრო ჭარხლისა გამოიყენოთ.

* აურიეთ ერთმანეთში ახალი თაფლი და სტაფილოს წვენი (1:1) და დილა-საღამოს 1-2 წვეთი თვალში ჩაიწვეთეთ.

 


 

 

პიტნა შაკიკის წამალია

რამდენიმე წელია, მაქვს შაკიკის შეტევები, რომლებიც პერიოდულად გაუსაძლის მდგომარეობაში მაყენებს. ამ დროს იძულებული ვხდები, ყველა გეგმაზე უარი ვთქვა და შინ ჩავიკეტო. ერთხელ მეგობარმა მირჩია, პიტნის ნაყენი მესინჯა. თავადაც გამეგონა, რომ პიტნას სამკურნალო თვისებები ჰქონდა, ამიტომ უფრო თამამად ვენდე მეგობრის რჩევას და მართლაც მომიხდა.

პიტნის ნაყენი ასე მზადდება: აიღეთ 1/2-1/2 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული პიტნა, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, თავზე დაახურეთ და 15 წუთით წყლის აბაზანაში ჩადგით, თან განუწყვეტლივ ურიეთ. შემდეგ გადმოდგით, ოთახის ტემპერატურამდე გააცივეთ (ამას დაახლოებით 45 წუთი დასჭირდება), გადაწურეთ და გადადუღებული წყლით 1 ჩაის ჭიქამდე შეავსეთ. მიიღეთ თბილ-თბილი, ნახევარი ან მესამედი ჩაის ჭიქა დღეში ორ-სამჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.

ნაყენი შეინახეთ გრილ ადგილას, არა უმეტეს 2 დღისა.

 

გრიპს ნივრითა და რძით ვამარცხებ

ყოველ ზამთარს ახალ-ახალი გრიპით გვაშინებენ, მაგრამ სულ არ მადარდებს, რისი გრიპი დაგვატყდება თავს - ღორისა თუ ქათმისა, რადგან მასთან ბრძოლის საკუთარი მეთოდი მაქვს:

. 8 წვეთ ნივრის წვენს შეურიეთ 1 სუფრის კოვზი რძე და წყლის აბაზანაში 45-50 გრადუსამდე შეათბეთ. მიიღეთ ძილის წინ 4-5 დღის განმავლობაში.

 

ბუასილის დროს ტკივილს შეგიმსუბუქებთ

ახალგაზრდობიდან მოყოლებული, მჯდომარე სამუშაო მაქვს. საკვებიც უფრო მშრალი მიყვარს, ცხარე და მარილიანი. ალბათ, ცოტ-ცოტა ყველაფერმა იმოქმედა და საბოლოოდ ბუასილი დამემართა. საშინელ ტკივილებს წონასწორობიდან გამოვყავდი, ვეღარაფერს ვაკეთებდი, სამსახურშიც კი ვეღარ დავდიოდი. ოპერაციისა გასროლილ ტყვიასავით მეშინია... ათასი საშუალება ვსინჯე და ბოლოს ამ ნახარშზე შევჩერდი:

* აიღეთ 1 სუფრის კოვზი ჭინჭრის ფოთოლი და ამდენივე ხეჭრელას ქერქი. დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი და 10 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე. გადმოდგით, შეფუთეთ, ნახევარი საათით დააყენეთ და გადაწურეთ. მიიღეთ 1 ჩაის ჭიქა დღეში 4-ჯერ ძლიერი ტკივილების დროს.

 

ჯიბლიბოს კამის თესლის ნახარში შველის

თვალს არასოდეს შევუწუხებივარ, ერთ დღეს კი ჯიბლიბო გამომივიდა და ძალიან მძიმე დღეში აღმოვჩნდი. გარდა გარეგნული დისკომფორტისა, რომელიც, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე (მსახიობი ვარ), საკმაოდ მიშლიდა ხელს, არც ტკივილი მაძლევდა მოსვენებას. ყველა ნაცნობმა რაღაც მირჩია, ყველას რეცეპტი მოვსინჯე, მაგრამ ყველაზე მეტად ეს მომიხდა:

. ვიღებთ 1 ჩაის კოვზ კამის თესლს, ვნაყავთ და ვასხამთ 2 ჩაის ჭიქა წყალს, მიგვყავს ადუღებამდე, 5 წუთს ვაჩერებთ, ვწურავთ და ვაგრილებთ.Aამ ნახარშში ვასველებთ სტერილური ბამბის ტამპონს და დღეში რამდენიმეჯერ ვიდებთ ჯიბლიბოზე.


ხველებას კვერცხის გული უხდება

სუსტი ბრონქები მაქვს, ერთი თუ გავცივდი, ხველა კარგა ხანს მიმყვება. მართალია, დღეს ხველების უამრავი წამალი არსებობს, მაგრამ მედიკამენტების შეძენა ყოველთვის არ შემიძლია, ვცდილობ, ჩემს პრობლემებს ბუნებრივი საშუალებებით მოვერიო. ხველების წამალსაც თავად ვიმზადებ:

* ვიღებ 2 კვერცხის გულს და 3 სუფრის კოვზ შაქარს, ვთქვეფ გათეთრებამდე და ვიღებ უზმოზე, დღეში 2-ჯერ.

გაითვალისწინეთ: ნარევი უშუალოდ მიღების წინ უნდა მომზადდეს.

 

ნივთიერებათა ცვლას ხურტკმელი მოგიწესრიგებთ

რამდენიმე წლის წინ გინეკოლოგიური ოპერაცია გავიკეთე. როგორც ჩანს, ამის შემდეგ დამერღვა ჰორმონული ბალანსი და მკვეთრად მოვიმატე წონა. სამწუხაროდ, პირვანდელი წონა ვეღარ დავიბრუნე, მაგრამ ძალიან მომიხდა ხურტკმელის ნაყენი, რომელიც თურმე ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას უწყობს ხელს:

. აიღეთ 1 სუფრის კოვზი ხურტკმელის გამხმარი ნაყოფი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 10 წუთის განმავლობაში ადუღეთ.Gგადმოდგით, გააგრილეთ (შეგიძლიათ დაატკბოთ კიდეც, მაგრამ უშაქროდ უფრო სასარგებლოა) და მიიღეთ მეოთხედი ჩაის ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე.

 

ჭრილობის უებარი წამალი

მშენებლობაზე ვმუშაობ და ხშირად ვშავდები, უმეტესად ხელს ვიჭრი. ხელები ჩემი ლუკმაპურია, ყოველი გაცდენილი დღე ჩემი ოჯახის ბიუჯეტს მძიმე დაღს ასვამს, ამიტომ ვცდილობ, სამუშაოს მალე დავუბრუნდე. ჭრილობებს კი შინაური საშუალებით ვირჩენ, რომელსაც სიამოვნებით გასწავლით:

* მომინანქრებულ ჭურჭელში გაადნეთ 100 გრამი ვაზელინი ან უმარილო ქონი (შეიძლება მცენარეული ცხიმის გამოყენებაც), მიიყვანეთ ადუღებამდე, 50-60 გრადუსამდე გააგრილეთ, დაუმატეთ 10 გრამი დაქუცმაცებული პროპოლისი, 8-10 წუთით შედგით ნელ ცეცხლზე და თან განუწყვეტლივ ურიეთ. ცხელივე გაწურეთ დოლბანდში და მალამოც მზადაა.

 

ნიორი იმუნიტეტს აგიმაღლებთ

იმუნიტეტის ასამაღლებელი ეს ბუნებრივი საშუალებაMმეგობარმა მასწავლა. რამდენიმე წელია ვიღებ და კმაყოფილი ვარ.

. 350 გრამი ნიორი დაჭყლიტეთ ხის ან ფაიფურის კოვზით, მიღებული ფაფა მოათავსეთ მინის ჭურჭელში, დაუმატეთ 200 გრამი 96%-იანი სპირტი, მჭიდროდ დაახურეთ თავზე და 10 დღით დადგით ბნელ, გრილ ადგილას. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1/4 ჩაის ჭიქა რძესთან ერთად დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. დაიწყეთ 2 წვეთიდან და თანდათან 25 წვეთამდე ადით. მკურნალობის კურსი 11 დღეა. განმეორებითი კურსი შეგიძლიათ ჩაიტაროთ არა უადრეს 6 თვის შემდეგ.

 

ავიტამინოზსა და უმადობას უხდება

* აიღეთ 1/2 ჩაის ჭიქა ლიმონის წვენი, ამდენივე ვაშლის წვენი, 1 ჩაის ჭიქა სტაფილოს წვენი და 2 სუფრის კოვზი შაქარი. მიქსერით კარგად აურიეთ ერთმანეთში ყველა ინგრედიენტი და მიიღეთ 1/2 ჩაის ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.