სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

სამკურნალო წერილები

სამკურნალო წერილები

დახეთქილი კანის შველა არც ისე ძნელია

რამდენიმე წელია, მშენებლობაზე ვმუშაობ, ხელები დღენიადაგ ქვიშასა და ცემენტში მაქვს. სხვებივით ხელთათმანებით მუშაობა მიჭირს, ამიტომ კანი მუდამ დახეთქილი მაქვს. ათასნაირი მალამო ვცადე, მაგრამ არაფერმა მიშველა. ბოლოს მეგობარმა რამდენიმე მცენარეული საშუალება მასწავლა და შვებით ამოვისუნთქე.

  • 30 გრამ ჭინჭარს დაასხით 1 ლიტრი წყალი, ადუღეთ 10-15 წუთს. მიიღეთ ცხელ-ცხელი, დღეში 2-3-ჯერ, 2 კვირის განმავლობაში.
  • 100 გრამ კომშის თესლს დაასხით 200 გრამი წყალი, დადგით და დააცადეთ, ვიდრე ლორწოვანი მასა არ წარმოიქმნება. სწორედ ეს მასა უნდა წაისვათ დახეთქილ კანზე. შეგიძლიათ, დალიოთ კიდეც.
  • აიღეთ
    500 გრამი მუხის ქერქი, დაასხით 4-5 ლიტრი წყალი, ადუღეთ 30 წუთის განმავლობაში, გადაწურეთ. ამ ნახარშით გაიკეთეთ ხელის აბაზანები. შეგიძლიათ, დახეთქილ ხელებზე მასში დასველებული ნაჭერიც დაიდოთ.
  • დაზიანებულ კანზე პირდაპირ შეგიძლიათ დაიდოთ მწვანე ხახვი.
  • 2 სადილის კოვზ კალენდულას დაქუცმაცებულ ყვავილს დაასხით 400 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 2 საათის განმავლობაში,
    გადაწურეთ. მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ, 2-3 კვირის განმავლობაში.
    ვიცი, რომ დღეს ბევრი ოჯახს სწორედ მშენებლობაზე მუშაობით არჩენს, დახეთქილი კანიც ბევრს აწუხებს. მოხარული ვიქნები, თუ ჩემი რეცეპტები მათაც გამოადგებათ.

                                                          ლადო მჭედლიშვილი, ქარელი

 

თხელი თმის გასქელება შესაძლებელია

ოჯახში ყველას თხელი თმა გვაქვს. თეთრი შურით მშურდა მათი, ვისაც სქელი და ფაფუკი თმა ამშვენებდა. როცა ჩემს მშობლებს საცოლე გავაცანი, ყველაზე მეტად მისი სქელი, გიშერივით შავი თმით მოიხიბლნენ. ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა გვითხრა, პატარაობაში ისეთი თხელი თმა მქონდა, უკეთესის ამოსვლის მიზნით თავი სამჯერ გადამპარსესო. ერთხელაც, როცა სოფელში ისევ თავგადაპარსული ჩასულა, ბებია გაბრაზებულა: რას აწვალებთ ამ ბავშვს, რით ვერ გაიგეთ, რომ თმას გადაპარსვა არ შველის, დღესვე წავალ ჩვენი სოფლის ექიმბაშთან, იქნებ იმან მაინც მასწავლოს რამეო. მართლაც, წასულა და საღამოს რეცეპტებით ხელდამშვენებული დაბრუნებულა. მეც სწორედ ამ საშუალებებს ვთავაზობ თქვენი ჟურნალის მკითხველებს:

  • აიღეთ თანაბარი რაოდენობის სპირტი და ძროხის ახალმოწველილი რძე, აურიეთ ერთმანეთში და კარგად შეიზილეთ თმის ძირებში, გაიჩერეთ 15-20 წუთს და დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში ივარცხნეთ შუბლიდან კეფისკენ.
  • აიღეთ დაახლოებით 200 გრამი ძროხის ძვლის ტვინი, დაასხით ცოტაოდენი წყალი, ისე, რომ დაიფაროს, და აადუღეთ. შემდეგ ზედმეტი წყალი გადაწურეთ. დაგრჩებათ თხიერი მასა. ეს მასა გადაასხით ჭიქაში და დაამატეთ 1 ჩაის კოვზი სპირტი. კარგად აურიეთ. თანაბრად წაისვით თავის კანზე, შემოიხვიეთ პირსახოცი და 30-40 წუთს გაიჩერეთ, შემდეგ ჩამოიბანეთ. დაბანის შემდეგ პირსახოცი ძალიან ცხელ წყალში დაასველეთ და კვლავ თავზე შემოიხვიეთ. როცა გაცივდება, კვლავ დაასველეთ და შემოიხვიეთ. ასე გაიმეორეთ 5-6-ჯერ. დაძინების წინ მოიხვიეთ ხილაბანდი და ისე დაწექით.

                                                                         ავთო ლორია, ლანჩხუთი



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ადამიანმა თევზი კვირაში ორჯერ უნდა მიიღოს.
კატეგორიის სხვა სტატიები
თუ შემოდგომით მზის სინათლის შემცირებაზე, ღამის გადიდებასა და აციებაზე ისე მწვავედ რეაგირებთ,
ნებისმიერი სახის ხველისგან გაგათავისუფლებთ თალგამისგან დამზადებული წამალი.
ერთ მშვენიერ დღესაც თვალების წინ ყვითელი ლაქები გამიჩნდა, მოგვიანებით მარჯვენა თვალში ციმციმი დამეწყო, თითქოს სხვადასხვა ფერის ელექტრულ სამკუთხედებს ვხედავდი.
თუ მთელი ზაფხული მიწათმოქმედებას ეწეოდით, დააბინავეთ შემოდგომის ნობათი და ხელებზე კოჟრები შენიშნეთ,
ყველასათვის ცნობილია, რამდენად მნიშვნელოვანია სისხლძარღვების ნორმალური ფუნქციონირება.
დიდი ხანია მაწუხებს ყურებში შუილი, რასაც ჩემს სამსახურს ვუკავშირებ.
ონკოლოგებისათვის კარგად არის ცნობილი, რომ იმუნოთერაპიაზე შვეიცარიაში დიდ იმედებს ამყარებენ.
თუ მეხსიერების პრობლემები გაწუხებთ, გამოიყენეთ გინგკო ბილობა თქვენს სასარგებლოდ.
ძილი და მასთან დაკავშირებული პრობლემები მსოფლიო მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აწუხებს.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად