ბროწეული, როგორც სახსრების წამალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბროწეული, როგორც სახსრების წამალი

მტკიოდა მუხლები, კოჭები, იდაყვები და წელიც კი. ყველაზე უარესად მაშინ ვხდებოდი, როცა ამინდი იცვლებოდა. მეგობრები ხუმრობით მეტყოდნენ ხოლმე, შენი სახსრების პატრონი ამინდის ბიუროში უნდა მუშაობდეო...

ვსვამდი ვოლტარენსა და იბუპროფენს. სხვათა შორის, მშველოდა, მაგრამ კუჭი ამატკივა.

ვიფიქრე, გინდ სახსრებს მოვუკლავარ, გინდ კუჭს-მეთქი, წამლების სმას თავი დავანებე და ხალხურ მედიცინას მივმართე.

ბევრი რამ ვცადე, მაგრამ ყველაზე მეტად ბროწეული, უფრო სწორად, მისი ქერქი მომიხდა. მინდა, ეს წამალი თქვენს მკითხველსაც ვასწავლო. დარწმუნებული ვარ, ბევრ სხვასაც მოჰგვრის შვებას.

  • აიღეთ 2 ჩაის კოვზი ბროწეულის ქერქი, დააქუცმაცეთ, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და ნახევარი საათი ადუღეთ წყლის ორთქლზე, შემდეგ გაფილტრეთ და ნახარში მდუღარე წყლით 1 ჭიქამდე შეავსეთ. მიიღეთ მეოთხედი ჭიქა დღეში 2-3 ჯერ, ჭამამდე.

  • გარდა ბროწეულისა, სახსრებს ძალიან უხდება შვრია. მე დროდადრო მის ნახარშსაც ვსვამ. აიღეთ 1 ჭიქა შვრია, დაასხით ერთი ლიტრი წყალი და ხარშეთ ნელ ცეცხლზე, სანამ მეოთხედი არ ამოშრება. ნაყენი გაფილტრეთ და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.