უმი ჭარხალი და შავი მოცხარი მხედველობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ- ჩასანიშნი რეცეპტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უმი ჭარხალი და შავი მოცხარი მხედველობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ- ჩასანიშნი რეცეპტები

ორი ათეული წელი კორექტორად ვიმუშავე ერთ-ერთ გამომცემლობაში, ჰოდა, რა გასაკვირია, რომ თვალისჩინი თანატოლებზე გაცილებით ადრე დამაკლდა.

სათვალე მოვირგე და მუშაობა გავაგრძელე, მაგრამ მალევე შევამჩნიე, რომ მხედველობა უფრო და უფრო მეტად მაკლდებოდა.

სათვალე ორჯერ გამოვცვალე, მერე კი მივხვდი, სხვა გზა უნდა მეპოვა და მეც ხალხური მედიცინის წიაღში მხედველობის გასაუმჯობესებელი რეცეპტები მოვიძიე.

მოგვიანებით გავარკვიე, რომ შავი მოცხარი ამ თვისების გამო კოსმონავტების მენიუშიც კი შედის. თვალისჩინის აღსადგენი და გასაუმჯობესებელი საშუალება ასე მზადდება:

  • უნდა აიღოთ 1 კგ შავი მოცხარი, ჩაყაროთ მინის ქილაში და დააყაროთ 1200 გრამი შაქარი. ქილა შედგათ მაცივარში, გააჩეროთ ერთი დღე-ღამე და როდესაც მოცხარი წვენს გამოუშვებს, კარგად მოურიოთ. უნდა მიირთვათ დღეში ორჯერ, 50-50 გრამი.

  • მხედველობას ძალიან უხდება უკადრისას ფოთლების ნაყენიც. უნდა აიღოთ 2 სადილის კოვზი უკადრისას ხმელი ფოთოლი და დააქუცმაცოთ, ჩაყაროთ თერმოსში და დაასხათ 0,5 ლიტრი ადუღებული წყალი, დადგათ საათ-ნახევრით, შემდეგ გაწუროთ და სვათ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 2-3-ჯერ.

  • არანაკლები ეფექტი აქვს უკადრისას ნედლი ფოთლების სალათს. უკადრისას ნაზი ფოთლები მშვენიერი სასალათე მასალაა. განსაკუთრებით მდიდარია C ვიტამინით. არ არსებობს სხვა მცენარე, რომლის ფოთლებიც იმდენC ვიტამინს შეიცავდეს, რამდენიც უკადრისას ფოთლებშია.

  • ერთი კილოგრამი ნედლი ფოთოლი 700 მგC ვიტამინს შეიცავს, ხმელი - უფრო მეტს. საგემოვნო თვისებებით ის სულაც არ ჩამოუვარდება ჩვეულებრივ სალათას, კვებითი ღირებულებით კი აღემატება კიდეც. უკადრისა ადრე გაზაფხულზე ხარობს, ამიტომ ყველას გირჩევთ, ხშირად მიირთვათ მისი სალათი და თავად დარწმუნდეთ მის იმუნომასტიმულებელ და ზოგადმომამაგრებელ უნიკალურ თვისებებში.

  • ბევრმა არ იცის, რომ ყოველ დილით, უზმოზე, 100-150 გრამი უმი ჭარხლის ჭამით რამდენიმე წლით გაიუმჯობესებს დაქვეითებულ მხედველობას, რადგან ჭარხალი მდიდარია თუთიით, რომელიც დადებითად მოქმედებს მხედველობის სიმახვილეზე.