ლიმონი, საზამთრო და ასკილი - 3 რეცეპტი, რომლებიც თირკმელებს გაგისუფთავებთ და ქვების გამოდევნაში დაგეხმარებათ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლიმონი, საზამთრო და ასკილი - 3 რეცეპტი, რომლებიც თირკმელებს გაგისუფთავებთ და ქვების გამოდევნაში დაგეხმარებათ

თირკმელები ორგანიზმიდან ყველაზე მომწამვლელ და უვარგის ნარჩენებს გამოდევნიან, ამიტომ ორგანიზმის ამ უდიდეს ფილტრს დროდადრო თვითონვე სჭირდება გაწმენდა.

  • საზამთროთი თირკმელების გაწმენდას იწყებენ ზაფხულში, როცა საზამთრო უკვე კარგა ხნის შემოსულია. ამისთვის საჭიროა, მთელი კვირის განმავლობაში მიირთვათ მხოლოდ საზამთრო და შავი პური. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ მეთოდით თირკმელების გაწმენდა ეკრძალებათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებების მქონეთ.

  • თუ საზამთროთი და შავი პურით თირკმელების წმენდისას წელის არეში ტკივილი შეიგრძენით, თბილ აბაზანაში უნდა ჩაწვეთ. ასე თირკმელებში დაგროვილი ნალექი და ქვიშა ორგანიზმიდან უმტკივნეულოდ გამოიდევნებიან შარდთან ერთად.

  • ასკილის ფესვების ნაყენი ეფექტური საშუალებაა ნებისმიერი ქვების დასაშლელად და გამოსადევნად. აიღეთ 2 სუფრის კოვზი ასკილის დაქუცმაცებული ფესვი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, ადუღეთ 15 წუთი და გააცივეთ. მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ 1-2 კვირის განმავლობაში.

  • თირკმელებიდან ქვების გამოდევნა ლიმონის დახმარებითაც შესაძლებელია. ამისთვის საშუალო ზომის ლიმონი გაჭერით სამად, ერთი მესამედი გაწურეთ, გამონაწურს დაამატეთ 200 გრამი ცივი ანადუღარი წყალი და მიიღეთ სამ ჯერზე, აუცილებლად ჭამის შემდეგ. სვით 10 დღის განმავლობაში. მომდევნო 10 დღე სვით ნახევარი ლიმონის წვენის ნაზავი. ამასთან ერთად, კვირაში 2-ჯერ (სამშაბათს და პარასკევს) დალიეთ 60 გრამ ზეითუნის ზეთში ჩაწურული 1/2 ლიმონის წვენი.

  • მე-20 დღეს დაშლილი ქვები ორგანიზმიდან შარდთან ერთად უმტკივნეულოდ გამოვა.