სამკურნალო რეცეპტი მათთვის, ვისაც შარდის შეუკავებლობა აწუხებთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო რეცეპტი მათთვის, ვისაც შარდის შეუკავებლობა აწუხებთ

დამეთანხმებით, შარდის შეუკავებლობა დიდისთვის თუ პატარისთვის სერიოზული პრობლემაა, თუმცა ბავშვებზე მეტ უხერხულობას მაინც მოზრდილებს უქმნის.

მეგონა, ენურეზს მხოლოდ ოპერაცია შველოდა და ექიმთან მისვლას თავს ვარიდებდი, შარდის შეუკავებლობით გამოწვეული უხერხულობის ატანა კი უფრო და უფრო მიჭირდა, ვიდრე ერთმა ხანდაზმულმა ქალბატონმა რამდენიმე რეცეპტი არ მასწავლა.

მათი წყალობით პრობლემას თავი დავაღწიე და დღეს ამ უებარ საშუალებებს თავად ვასწავლი სხვებს:

  • აიღეთ 40 გრამი კრაზანას გამხმარი ყვავილი და ფოთოლი, დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი, შეფუთეთ და 2-3 საათით დააყენეთ. სვით სურვილისამებრ, ჩაის და წყლის ნაცვლად ძილის წინ.

  • მშვენიერი საშუალებაა სალბის ჩაიც. 10 გ ბალახს უნდა დაასხათ 1 ჭიქა წყალი, 10 წუთი ადუღოთ ნელ ცეცხლზე, შეფუთული 1 საათით გააჩეროთ, შემდეგ გაწუროთ და მიიღოთ 0,5 ჭიქა დღეში 3-ჯერ.

  • ერთ სადილის კოვზ კამის თესლს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, შეფუთეთ და 2-3 საათით დადგით. გაწურეთ. მიიღეთ მთელი ულუფა ერთ ჯერზე დღეში ერთხელ.

რეზო ლაგვილავა, ფოთი