მაგარი ჩაის საფენები დამწვრობის დროს ეფექტურია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მაგარი ჩაის საფენები დამწვრობის დროს ეფექტურია

რუბრიკა "სამკურნალო წერილებში" უამრავი სასარგებლო რეცეპტი ამოვიკითხე. მინდა, ჩემი გამოცდილებაც გაგიზიაროთ, ეგებ ვინმეს ისევე გამოადგეს, როგორც თავის დროზე - მე.

რამდენიმე წლის წინ აგარაკზე ჩემს უმცროს შვილს ხელ-ფეხზე მდუღარე წყალი გადაესხა. რა მექნა, შუაღამე იყო, სანამ სოფელში ფეხით ჩავიდოდი და ექიმს მოვიყვანდი, გათენდებოდა კიდეც.

ბედად, გამახსენდა ბებიაჩემის მიერ ნასწავლები მეთოდი. სასწრაფოდ მოვამზადე მაგარი ჩაის ნაყენი და მისი საფენები ბავშვს დამწვარზე დავაფინე.

რამდენიმე საათში ტკივილმა იკლო, ხოლო მეორე დღეს სულ მთლად გაიარა. კიდევ რამდენიმე დღე და დამწვარი ადგილები

ისე მოშუშდა, რომ დამწვრობის კვალიც აღარ დარჩა. აი ეს რეცეპტი:

  • აიღეთ მაგარი ჩაი (შავი ან მწვანე), მომინანქრებულ ან ქაშანურის ჭურჭელში ჩაყარეთ, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავზე და დააყენეთ. შემდეგ გააგრილეთ დაახლოებით 13-14 გრადუსამდე. მიღებული ნაყენით დაასველეთ დოლბანდი და დამწვარი ადგილი გადაიხვიეთ. სახვევი იცვალეთ ისე, რომ არ გამოაშროთ.

მაგარი ჩაის საფენები მოგიხსნით ტკივილსა და სიწითლეს მზით დამწვრობის დროსაც. გაითვალისწინეთ, ყოველი ახალი გადახვევისთვის ახალი ნაყენი უნდა მოამზადოთ.