დიდი ბებიის მიერ ნასწავლი რეცეპტები, რომლებიც მტკივნეულ მენსტრუაციას შველის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიდი ბებიის მიერ ნასწავლი რეცეპტები, რომლებიც მტკივნეულ მენსტრუაციას შველის

რამდენჯერ სასწრაფოც გამომიძახებია... მინდა, თქვენს მკითხველს ვასწავლო რეცეპტი, რომელმაც ამ ტკივილებისგან მიხსნა. მე ის დიდი ხნის წინ მასწავლა დიდმა ბებიამ, მაგრამ, ვფიქრობ, დღესაც გამოადგებათ გოგონებს.

  • აიღეთ 3 ჩაის კოვზი მარწყვაბალახა, ორი ჩაის კოვზი გულყვითელა და ამდენივე მარმუჭი (იგივე ნამა, დათვთფეხა, ფაფანაგა, არმუჯი, ნაოჭა). 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა ცივი რძე და 2-3 წუთი ადუღეთ წყლის აბაზანაში; გადმოდგით, თავზე დაახურეთ და გააჩერეთ 15 წუთი; გაფილტრეთ, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზ ნაღების კარაქი, 2 ჩაის კოვზი შაქარი და ცოტაოდენი დარიჩინი. წამალი მზადაა. მას არაჩვეულებრივი არომატი და სასიამოვნო გემო აქვს. შეგიძლიათ მიიღოთ დღეში 3-4-ჯერ, თბილ-თბილი.

  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი ჭინჭარი ან შვიტა და 2 სუფრის კოვზი სპირტი, დააყენეთ ერთი კვირით. 10-10 წვეთი გააზავეთ ერთი კოვზი წყლით და მიიღეთ.

  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი შვიტა, მოხარშეთ 2 ლიტრ წყალში, გადაწურეთ. სვით თითო სუფრის კოვზი 2 საათში ერთხელ. როდესაც მენსტრუალური სისხლდენა იკლებს, გადადით დღეში ორჯერ მიღებაზე.

  • ასევე ეფექტურია ჭინჭრის ნახარში - თითო სუფრის კოვზი დღეში სამჯერ.

  • თუ მენსტრუაცია გაგიჭიანურდათ, აიღეთ 100 გ მუხის ფოთოლი, დაასხით თეთრი შემაგრებული ღვინო, დადგით 10 დღით სითბოსა და სიბნელეში, შემდეგ გამოიღეთ, გაწურეთ და მიიღეთ დღეში ოთხჯერ თითო სუფრის კოვზი.