დიდი ბებიის მიერ ნასწავლი რეცეპტები, რომლებიც მტკივნეულ მენსტრუაციას შველის - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

დიდი ბებიის მიერ ნასწავლი რეცეპტები, რომლებიც მტკივნეულ მენსტრუაციას შველის

დიდი ბებიის მიერ ნასწავლი რეცეპტები, რომლებიც მტკივნეულ მენსტრუაციას შველის
ახალგაზრდობაში მენსტრუაციის დროს მქონდა საშინელი ტკივილი, რომელსაც მხოლოდ ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი მიყუჩებდა. რამდენჯერ სასწრაფოც გამომიძახებია... მინდა, თქვენს მკითხველს ვასწავლო რეცეპტი, რომელმაც ამ ტკივილებისგან მიხსნა. მე ის დიდი ხნის წინ მასწავლა დიდმა ბებიამ, მაგრამ, ვფიქრობ, დღესაც გამოადგებათ გოგონებს.



  • აიღეთ 3 ჩაის კოვზი მარწყვაბალახა, ორი ჩაის კოვზი გულყვითელა და ამდენივე მარმუჭი (იგივე ნამა, დათვთფეხა, ფაფანაგა, არმუჯი, ნაოჭა). 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა ცივი რძე და 2-3 წუთი ადუღეთ წყლის აბაზანაში; გადმოდგით, თავზე დაახურეთ და გააჩერეთ 15 წუთი; გაფილტრეთ, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზ
    ნაღების კარაქი, 2 ჩაის კოვზი შაქარი და ცოტაოდენი დარიჩინი. წამალი მზადაა. მას არაჩვეულებრივი არომატი და სასიამოვნო გემო აქვს. შეგიძლიათ მიიღოთ დღეში 3-4-ჯერ, თბილ-თბილი.




  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი შვიტა, მოხარშეთ 2 ლიტრ წყალში, გადაწურეთ. სვით თითო სუფრის კოვზი 2 საათში ერთხელ. როდესაც მენსტრუალური სისხლდენა იკლებს, გადადით დღეში ორჯერ მიღებაზე.


  • ასევე ეფექტურია ჭინჭრის ნახარში - თითო სუფრის კოვზი დღეში სამჯერ.


  • თუ მენსტრუაცია გაგიჭიანურდათ, აიღეთ 100 გ მუხის ფოთოლი, დაასხით თეთრი შემაგრებული ღვინო, დადგით 10 დღით სითბოსა და სიბნელეში, შემდეგ გამოიღეთ, გაწურეთ და მიიღეთ დღეში ოთხჯერ თითო სუფრის კოვზი.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
კატეგორიის სხვა სტატიები
მეუღლესთან უთანხმოებამ საშინელ დეპრესიაში ჩამაგდო. ახლობლები რას აღარ მთავაზობდნენ, მაგრამ ამაოდ - სპეციალისტთან მისვლასა და მკურნალობაზე ფიქრიც არ მინდოდა.
წლებია, წითელმა ქარმა სიცოცხლე გამიმწარა. ყველა სიკეთესთან ერთად, ქვედა კიდურებზე ლიმფოსტაზიც მაქვს და ყოველ ზაფხულს შიშის კანკალით ველი.
მათ, ვინც ხვრინავს, შემიძლია შევთავაზო „სამკურნალო ბალიშის“ შემდეგი რეცეპტი:
ბებიაჩემი 93 წლისა გარდაიცვალა და ბოლომდე სხარტი გონება და არაჩვეულებრივი მეხსიერება ჰქონდა.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად