მოვიწესრიგოთ ნივთიერებათა ცვლა და გავიწმინდოთ ორგანიზმი ტოქსინებისაგან - ჩაის რეცეპტი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021

კითხვა-პასუხი

მოვიწესრიგოთ ნივთიერებათა ცვლა და გავიწმინდოთ ორგანიზმი ტოქსინებისაგან - ჩაის რეცეპტი

მოვიწესრიგოთ ნივთიერებათა ცვლა და გავიწმინდოთ ორგანიზმი ტოქსინებისაგან - ჩაის რეცეპტი
ორგანიზმს ჟოლო გაგისუფთავებთ ჟოლოს, ისევე როგორც მრავალ სხვა კენკრას, შესანიშნავი ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს, ამიტომ იგი ძალზე სასარგებლოა მათთვის, ვისაც ორგანიზმი კარგა ხანია არ გაუწმენდია.



გთავაზობთ ჩაის რეცეპტს:



აიღეთ ჟოლოს ფოთოლი და ნაყოფი - 300 გრამი, მაყვლის ფოთოლი და ნაყოფი - 300 გრამი, შავი მოცხარის ფოთოლი და ნაყოფი - 100 გრამი და თავშავას ბალახი - 100 გრამი.

აურიეთ ერთმანეთში, 50 გრამ ნარევს დაასხით 250 მლ ცივი წყალი, შემოდგით ცეცხლზე და აადუღეთ.

გადმოდგით, გააჩერეთ 1 საათი, მერე კი სვით ჩაისავით თითო ჭიქა დღეში
2-3-ჯერ.


ეს ჩაი შესანიშნავად გამოდევნის ორგანიზმიდან უვარგის ნარჩენებს და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, განსაკუთრებით კი ცხიმოვან ცვლას უხდება.

ჩაი სასარგებლოა კუჭქვეშა ჯირკვლის ქრონიკული ანთების დროსაც.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ჭარბი წონის მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის მეთოდებზე გვესაუბრება კლინიკა "ენმედიცის" წამყვანი ენდოკრინოლოგი, პროფესორი მაია ჩიქობავა.
კატეგორიის სხვა სტატიები
რამდენიმე წელია მაწუხებს პოდაგრა. პერიოდულად სხვადასხვა სახსარი მტკივა და მიშუპდება. მას შემდეგ, რაც ნივრის ზეთის მიღება დავიწყე, მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამიუმჯობესდა:
სამყურას ნაყენსა და ნახარშს უხსოვარი დროიდან იყენებენ უამრავი დაავადების სამკურნალოდ.
ახალგაზრდობაში მენსტრუაციის დროს მქონდა საშინელი ტკივილი, რომელსაც მხოლოდ ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი მიყუჩებდა.
დედაჩემს გლაუკომა ჰქონდა და ამის გამო დიდხანს დადიოდა ექიმებთან, მაგრამ თვითონაც კარგად იცოდა ხალხური მედიცინა
როდის აღმოცენდება დაბუჟება და ტკივილი კეფის მიდამოში
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად