სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

სამკურნალო წერილები

სამკურნალო წერილები

ნიკრისის ქარს უხდება
რამდენიმე წლის წინ ნიკრისის ქარმა შემომიტია და ჩემი ცხოვრება სხვა რელსებზე გადაიყვანა, სადაც მხოლოდ წამლები, დიეტა და ტკივილისგან გათანგული სახეებია. თავი მუდამ ძლიერ პიროვნებად მიმაჩნდა, ამ სატკივარს კი დიდხანს ვერაფერი მოვუხერხე. ექიმების მიერ დანიშნულ მედიკამენტებთან ერთად მკურნალობის საკუთარ გზებსაც ვეძებდი. ძიება წლობით გაგრძელდა და ბოლოს ხალხურ მედიცინამდე მიმიყვანა. ვიპოვე რამდენიმე უებარი საშუალება და სიცოცხლეც სიცოცხლეს დაემსგავსა, კაცი ფეხზე წამოვდექი და შვილებსა და შვილიშვილებს მხარში ამოვუდექი. მინდა, გამოცდილება გაგიზიაროთ, იქნებ ჩემი რეცეპტები ვინმე ჩემსავით გაჭირვებულს წამლად დაედოს. თავს

ბედნიერად ჩავთვლი, რომ თუნდაც ერთ ადამიანს დახმარების ხელი გავუწოდე.

 

ღრძილების ანთებას აცხრობს
კარგა ხანია, ღრძილები მაწუხებს. დროდადრო მიჩირქდებოდა და მისივდებოდა კიდეც. ხან რომელ ექიმთან მივედი, ხან რომელთან. ბოლოს ჩემს მხსნელსა და კეთილისმყოფელ ექიმს მივაგენი. მისმა მკურნალობამ მიშველა, მაგრამ უსახსრობის გამო მასთან ვეღარ ვიარე. ექიმი მიხვდა ჩემი გაუჩინარების მიზეზს, თავად მომძებნა და რამდენიმე რეცეპტი მასწავლა, რომლებსაც პერიოდულად ვიყენებ. ჩემი ექიმის თანხმობით მინდა ეს რეცეპტები თქვენც გაგიზიაროთ - იქნებ ვერც თქვენ დადიხართ ექიმთან და ამან მაინც გიშველოთ.

  • ორ სუფრის კოვზ ჭინჭრის ფოთოლს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 15 წუთი, შემდეგ გადაწურეთ და პირში გამოივლეთ. ეს ნაყენი ანგინასაც უხდება.
  • კიდევ ერთი სავლები: აიღეთ ერთი სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი მარწყვის გამხმარი ფოთოლი, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. მიღებული ნაყენი ერთი დღის ულუფაა.
  • ღრძილების გასამაგრებლად ღეჭეთ კომბოსტოს მწნილი.

 

შვრია დეპრესიას ამარცხებს
მას შემდეგ, რაც უმუშევარი დარჩა, ჩემმა მეუღლემ ცხოვრებისადმი ინტერესი დაკარგა, საკუთარ თავში ჩაიკეტა, აღარც ჭამდა და აღარც სვამდა, აღარაფერი აინტერესებდა, აღარავის გვკითხულობდა და გველაპარაკებოდა. რით მეშველა, აღარ ვიცოდი. ექიმთან არ მომყვებოდა, ძვირად ღირებული წამლების შეძენის საშუალებაც არ მქონდა... დავიწყე ხალხური რეცეპტების ძებნა და შესწავლა, უამრავი საშუალება  გამოვცადე და ბოლოს რამდენიმეზე შევჩერდი. ამ საშუალებებმა მე - მეუღლე, ბავშვებს კი მამა დაუბრუნა.

  • დეპრესიული მდგომარეობის, ნერვული სისტემის გამოფიტვის, ძალ-ღონის გამოლევისა და ნერვული წარმოშობის სისუსტის დროს სვით შვრიის ღეროების ნაყენი: 3 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ შვრიის ღეროს დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი. მიიღეთ ჭამამდე, დღეში სამჯერ.
  • ნევრასთენიისა და დეპრესიის დროს, თუ არ გაწუხებთ მაღალი არტერიული წნევა და გული, არ გტანჯავთ უძილობა, მაშინ მატონიზებელი და მასტიმულირებელი საშუალების სახით მიიღეთ მანჯურიული არალიის ფესვების ნაყენი - 15-20 წვეთი დღეში ორჯერ.

 

სამყურა ასთმის დროს დაგეხმარებათ
ჩემი შვილი დაბადებიდან ბრონქული ასთმით არის ავად. მამაჩემსაც დიდხანს აწუხებდა ბრონქული ასთმა. მათ გამო მოვიძიე და გამოვცადე უამრავი ხალხური რეცეპტი. მინდა, ერთ-ერთი მათგანი თქვენც გაგაცნოთ:

  • მოაგროვეთ ზაფხულში წითელი სამყურას ყვავილი, გაახმეთ და შეინახეთ, ზამთარში კი დააყენეთ და ჩაისავით სვით. მომზადების წესი ასეთია: 1 სუფრის კოვზს დაასხით 2 ჩაის ჭიქა წყალი და 1-2 წუთის განმავლობაში ადუღეთ, გააგრილეთ და მიიღეთ.


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
დიეტოლოგია
ვალენსიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს როგორ მოქმედებს პომიდორი ადამიანის
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად