მცენარე, რომელიც კისტოზურ წარმონაქმნებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მცენარე, რომელიც კისტოზურ წარმონაქმნებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ

განსაკუთრებით მომეწონა მარმუჭი, რომელსაც ზოგი დათვბალახას, ზოგი კი კურდღლის კომბოსტოსაც ეძახის.

ამ მცენარემ უშველა ჩემს დას, რომელსაც მარჯვენა საკვერცხეზე საკმაოდ დიდი ზომის კისტები აღმოუჩინეს. როგორც სპეციალისტებმა აგვიხსნეს, კისტების წარმოშობის მიზეზი ორგანიზმში ჰორმონული ბალანსის დარღვევა ყოფილა.

ისიც გვითხრეს, რომ მის ასაკში ოპერაცია სასურველი არ იყო, რადგან მოსალოდნელი იყო კისტების განმეორებითი ჩამოყალიბება. ჩემი და წლების მანძილზე მკურნალობს მედიკამენტებით და პარალელურად იღებს მარმუჭის ნახარშს, რომელიც, მართალია, კისტებს ვერ აქრობს, მაგრამ პრეპარატებთან ერთად შეაჩერა მათი ზრდა.

  • აიღეთ 100 გრამი დაქუცმაცებული ნედლი ბალახი და დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე, დადგით 4 საათი, გადაწურეთ, გემოვნებისამებრ დაუმატეთ ნატურალური თაფლი და მიიღეთ მეოთხედი ჭიქა 3-ჯერ დღეში.

მკურნალობის კურსი სამი კვირაა. ათდღიანი შესვენების შემდეგ მკურნალობის კურსი კიდევ ერთხელ უნდა გაიმეოროთ. მკურნალობის პერიოდში, გირჩევთ, რაციონი გაამდიდროთ ბროკოლით. ეს კომბოსტოს ნაირსახეობაა, რომელიც ახალწარმონაქმნებს აქტიურად ებრძვის.

იგი მდიდარია ვიტამინებით, შეიცავს ინდანოლ-3-კარბინოლს - ნივთიერებას, რომელიც სასტიკად უსწორდება ესტროგენდამოკიდებულ სიმსივნურ უჯრედებს, ამასთან, ბრძოლისას ერთგვარ გადარჩევას ახდენს - ანადგურებს სიმსივნურს, ჯანმრთელ უჯრედებს კი ხელუხლებელს ტოვებს.

შემიძლია ისიც დავამატო, რომ მარმუჭი საკმაოდ სწრაფად აქრობს ცისტიტის თანხმლებ ტკივილებს. შვებას პირველივე დღეებში იგრძნობთ, ორი-სამი კვირის შემდეგ კი დაავადება შეგიძლიათ დაივიწყოთ.