ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალო მარტივი რეცეპტი, რომელსაც მკითხველი გვიზიარებს
ექოსკოპიის მიხედვით, გადიდებული მქონდა ფარისებრი ჯირკვალი. გადავწყვიტე შინაური საშუალებით მკურნალობა.
ორი კურსის შემდეგ ჯირკვლის ზომა ნორმას დაუბრუნდა.
- მომინანქრებულ ქვაბში მოათავსეთ: თითო ჩაის ჭიქა დაფქული წიწიბურას ბურღული, გატარებული ნიგოზი და თაფლი. კარგად აურიეთ და გადაიტანეთ მინის ქილაში. კვირაში ერთი დღე მიიღეთ მხოლოდ ეს ნარევი და მეტი არავითარი საკვები, წყლის გარდა.
- გააკეთეთ ასე 6-ჯერ, ანუ 6 კვირის მანძილზე. შემდეგ ერთი თვე შეისვენეთ და ისევ გაიმეორეთ მკურნალობის კურსი.