დაფნა, ანისული და ალთე - სამკურნალო რეცეპტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დაფნა, ანისული და ალთე - სამკურნალო რეცეპტები

კუჭუკანა ჯირკვლის გაწმენდა დაფნის ფოთლით შეიძლება

კუჭუკანა ჯირკვალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხიმოვანი და ნახშირწყლოვანი ცვლის რეგულაციაში.

ეს ორგანო საჭიროებს გასუფთავებას, რაც ზაფხულის ბოლოს ჯობს. ამისთვის კი ძალიან კარგია დაფნის ფოთოლი.

  • თერმოსში მოათავსეთ 10 ც დაფნის ფოთოლი, დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, დაახურეთ სარქველი და გააჩერეთ მთელი ღამე.
  • ამის შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 50 გ-ის ოდენობით, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, ორი კვირის განმავლობაში.
  • მკურნალობა უფრო წარმატებული იქნება, თუ დაიცავთ დიეტასაც - მინიმუმამდე შეამცირეთ ნახშირწყლებისა და ცხიმების შემცველი საკვების მიღება.
ლატავრა ჯავახიშვილი, მცხეთა

ბრონქებს ალთე და ანისული აჯანსაღებს

უკვე რამდენიმე წელია, ბრონქული ასთმით ვიტანჯები, რომლის შეტევებიც ცივ და ქარიან ამინდში მიხშირდება.

მართალია, ძლიერმოქმედი აეროზოლები კარგად ხსნიან ბრონქების სპაზმს, მაგრამ მაინც ვერიდები, არ მინდა, მათზე დამოკიდებული გავხდე, ამიტომ დიდი ინტერესით ვეცნობი ბრონქული ასთმის საპროფილაქტიკო ყველა ხალხურ საშუალებას.

გთავაზობთ ორ რეცეპტს, რომელთაც საგრძნობლად გამიუმჯობესეს ჯანმრთელობა:

რეცეპტი N1

  • 50 გრამ ალთეს დაქუცმაცებულ ფესვსა და 50 გრამ ჩვეულებრივი ბეგქონდარას ბალახებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი.
  • შეფუთეთ და დააყენეთ 1 საათით, შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ ჭიქის 1/3-1/4 3-ჯერ დღეში.
  • ეს ნაყენი კარგია ასევე ყივანახველისა და ბრონქების ინფექციური დაავადებებისას.

რეცეპტიN2

  • 2 ჩაის კოვზ ანისულის თესლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი.
  • შეფუთეთ და დააყენეთ 1 საათით, შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ 2 სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
  • ეს ნაყენი კარგია ხველისა და ბრონქიტის დროსაც.
ხველისას - ანისულის ნაყენის გარდა შეიძლება მისი ზეთის გამოყენებაც - კოვზზე მოთავსებულ შაქარზე დააწვეტეთ 2-3 წვეთი ანისულის ზეთი და ჩაყლაპეთ.

ქ. ზარანდია, სენაკი